ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კახა ჩხეტიანი: ვინც უნდა შეგვხვდეს ევროპალიგაზე...

კახა ჩხეტიანი: ვინც უნდა შეგვხვდეს ევროპალიგაზე...

"ეს სხვა ასპარეზია, აქ უკვე ქვეყნის სახე ვართ და უფრო დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება"
16 ივნისს ეროვნული ლიგა განახლდება. სამ დღეში ევროტურნირებზე მყოფი ქართული კლუბები თავიანთი მეტოქეების შესახებ შეიტყობენ.

თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ევროტურნირებს მეტ-ნაკლებად ფორმაში ხვდება, ეს ქუთაისის "ტორპედოა". კახა ჩხეტიანის გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო და პირველ ხუთ ტურში მხოლოდ ერთი გამარჯვება იზეიმა, თუმცა ეტაპობრივად ათამაშდა და 9 მაისიდან მოყოლებული, ზედიზედ ექვსი მატჩი ისე მოიგო, რომ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. ამჟამად, ქუთაისელები ჩემპიონატში მეორე ადგილზე არიან და ლიდერ თბილისის "დინამოს" სამი ქულით ჩამორჩებიან. აქვე გეტყვით, რომ აუქციონი, რომელზეც "ტორპედო" იყიდება, 16 ივნისს დასრულდება.

როგორ ემზადება კლუბი ევროტურნირებისთვის, იგეგმება თუ არა ტრანსფერები და სხვა თემებზე Sportall.ge "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს გაესაუბრა.

- ცუდი სტარტის შემდეგ "ტორპედომ" ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგო და ახლა ცხრილში მეორე ადგილზეა...

- კი, ასეა და ცუდ სტარტში მოულოდნელი არაფერია. მთელ სეზონს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებ. ჩვენ ცუდად დავიწყეთ და ეტაპობრივად უკეთესები გავხდით. ფეხბურთი, რომელიც ბოლო ტურებში ვაჩვენეთ, ძალიან მახარებს, მაგრამ არავინ დაიჯეროს, რომ ეს "ტორპედოს" მაქსიმუმია! ეს არაა ის თამაშის ხარისხი და შედეგი, რომელიც მიზნად გვაქვს დასახული. უფრო მეტი გვინდა.

აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურადაა ჩართული გუნდის ყოველდღიურობაში. ისინი ძალიან მონდომებულები არიან, ვარჯიშებსა და თამაშებზე თავს არ ზოგავენ, მთლიანად "ტორპედოზე" არიან კონცენტრირებულნი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. ყველა ერთმანეთთან მეგობრობს და ამას შედეგი მოაქვს.

არ შემიძლია, ჩვენი გულშემატკივრების დამსახურებაზე არ ვისაუბრო. როგორც მოგების, ისე წაგების დროს, ყველგან და ყოველთვის გვერდში გვიდგანან. ცხადია, ესეც დამატებითი მოტივაციაა. გუნდის შენებას ახლა ვიწყებთ და მათი გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ევროტურნირებზე ერთად ბევრს შევძლებთ.

- ევროტურნირები ივნისის ბოლოს იწყება. "ტორპედოს" პარალელურად, ჩემპიონატშიც მოუწევს ჩემპიონობისთვის ბრძოლა. საამისოდ საკმარისი რესურსი აქვს გუნდს? როგორც ჩანს, ჩემპიონობისთვის "ტორპედო" და "დინამო" იბრძოლებენ...

- ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ჩვენ და "დინამო" ვართ ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები. ჯერ ყველაფერი წინაა, ადრეა ამაზე საუბარი. კარგია, რომ მეორე ადგილზე ვართ და ჩამორჩენა მხოლოდ სამი ქულაა, თუმცა ჩემპიონობისთვის, ჩემი აზრით, მინიმუმ ოთხი გუნდი იბრძოლებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩემპიონატის სტარტზე აუტსაიდერებში ვიყავით, დღეს კი ლიდერებში ვართ.

ახლა რაც გვევალება, არის ხარისხის გაუმჯობესება. რესურსთან დაკავშირებით კი გეტყვით, რომ ყველა ფეხბურთელი ჩემგან დიდ ნდობას იმსახურებს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სასტარტოშია, ვინ სათადარიგოთა სკამზე და ვინ - განაცხადს მიღმა. მე მათ ყველას ძალიან ვენდობი, თუმცა სულ ვამბობ, რომ გუნდში კონკურენცია უნდა გაიზარდოს, ამიტომ 2-3 ფეხბურთელის დამატება მსურს. თუ წინსვლა გვსურს, ეს საჭიროა.

- მათე კვირკვია და დავით ხურციძე დაიმატეთ. ორივე ტრანსფერი კონკურენციის გაზრდას ემსახურება?

- ეს ფეხბურთელები თავისუფალი აგენტის სტატუსით დავიმატეთ. კვირკვიამ კონტრაქტი გააფორმა, აი, ხურციძესთან კი ეს ჯერ არ მომხდარა. საქართველოში სატრანსფერო ფანჯარა 15 ივნისს იხსნება, "ტორპედოში" რამდენიმე დღეში ახალი მფლობელი მოვა და ვამჯობინეთ, ხურციძის კონტრაქტი მასთან ერთად განხილულიყო. შესაბამისად, ეს საკითხი მოგვიანებით გაირკვევა. იმედი მაქვს, ევროტურნირებისთვის მისი დამატება მოესწრება.

- თქვით, რომ 2-3 ფეხბურთელის დამატებას გეგმავთ. დღეს "ტორპედოში" ლეგიონერები არ თამაშობენ. უნდა ელოდოს თუ არა გულშემატკივარი ლეგიონერებს?

- მე ლეგიონერების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ კარგ ლეგიონერს კარგი თანხაც სჭირდება. ამიტომ ნამდვილად არ ვაპირებ ისეთის ჩამოყვანას, რომელიც ადგილობრივ ფეხბურთელს ვერ სჯობს. თუ ძლიერი ფეხბურთელი იქნება, რომელიც როგორც ჩემპიონატში, ისე ევროტურნირებზე გამოგვადგება, სიამოვნებით დავიმატებ, მაგრამ კიდევ ვამბობ, ამას ფინანსები სჭირდება.

ახალი მფლობელის მოსვლის შემდეგ უკეთესობისკენ ველი ცვლილებებს. კლუბი უფრო უნდა განვითარდეს. მოვა ის, დავსხდებით და უკვე მასთან ერთად ვისაუბრებთ ამ საკითხზე.

- ალბათ, ნახეთ ევროპალიგაზე "ტორპედოს" სავარაუდო მეტოქეთა სია...

- ვნახე და ჩემი ფეხბურთელების შემართების, მონდომებისა და ოსტატობის იმედი ნებისმიერ მეტოქესთან მაქვს. რამდენიმე საკმაოდ ძლიერი კლუბია, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისთანაც ბრძოლა შეგვიძლია. ვიმედოვნებ, ისეთი კლუბი შეგვხვდება, ვისთანაც შანსები 50-50-ზე იქნება.

- ქართული კლუბების ყველა სავარაუდო მეტოქე ევროთასებზე ცნობილია

თუმცა, რა კლუბიც უნდა შეგვხვდეს, პირობას ვდებ, რომ ყველასთან ვიბრძოლებთ. ახლა მხოლოდ ქუთაისს და ქუთაისელ გულშემატკივარს არ წარვადგენთ. ეს სხვა ასპარეზია, აქ უკვე ქვეყნის სახე ვართ და მეც, ისევე, როგორც ჩემს ფეხბურთელებს, უფრო დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება. ვნახოთ, რა იქნება...

• giga

Rato ukurebt torpedos cinikurad?sad naxet ro pizikuead uchirs torpedos? Xo xedavt ro sanaxaobriv da shedegian pexburts tamashobs. --DEVI-- KACHARAVAS და FIFIAS utxari,is dagaxmars bichebs ;) da qutsisshi shemoiareton da toxebs vatxovebt :D

• devi

batono kaxa damaxmare ra bichebi 1 hektari kana mak gasamargli, fizikurad mogimzadeb sam kvirashi, pirobas gazlev)))

• kaxa

მიდი ბიჭებო გაიხარეთ.ჯგუფური ეტაპიც და ჩემპიონობაც მომელოცოს ახლო მომავალში

• giga

Am gunds unda 2 kaci kide.xurcidze-kvirkvias garda. 1 dolidzes poziciaze (tabatadze damtvreulia da gmertma nu qnas dolidzec sheudzlod gaxdes marjvena flangze ar gvekoleba aravin. 2 kacic naxevardacvashi,romelic shemtevsac itamshebs da chsmshlelsac.

• ქუთაისელი

კახა-ნუ გვეშინია რეალსა და ბარსას ვერც შევხვდებით და ვერც მოვუგებთ.მეკარეები გვყავს-3-კარგი.უმაღლესი არა.დამატება არა. დაცვაში-7-კაცი გვყავს კარგი უმაღლესი არა.- დასამატებელია-1-უცხოელი უნივერსალი ყველგან რომ შეძლოს თამაში დაცვაში ნახევარდაცვაში-7-გვყავს კარგი უმაღლესი არა -დასამატებელია-1-უცხოელი უნივერსალი რომელიც ითამაშებს ყველგან. და თავდასხმა-3-გვყავს კარგი უმაღლესი არა-დასამატებელია-1-უცხოელი რომელიც ითამაშებს შენი სქემის-მიმართ. სულ ''ტოროს''-23-კაცი უნდა.რომელიც მითითებულია დანარჩენი თქვენზეა.წინ.''ტორო''-ფორცა.-''ტორო''.

• nodari

კახა ფიზიკურად დატვირთე გუნდი, ყოველი მომდევნო დრე წინას ჟობდეს შედეგიც ტავისთავად გაიზრდება, ფიზიკა ქართული Fეხბურტის აქილევსის ქუსლია.

• vaso

კახა, კაი კაცი და კაი მწვრთნელი ხარ. ტუღუში კაი ბიჭია, მარა ევროპას არა მგონია გამოადგეს, რადგან წონის დაგდება აშკარად სჭირდება. მკვეთრად თვალშისაცემია მისი ზანტი მოძრაობები და ამიტომ მისი ან გამოსწორება ან გამოცვლა დაგჭირდება მგონია. წარმატებები

• butxa

ქუთაისის იმედი გვაქ ევროპაზე წელს.დანარჩენები ვინც არიან გასულები კაპიაკდ არ ვარგა.სრიცხვილს უფრო ველოდები ვიდრე წინვსვლას.ნეტა ვცდებოდე მარა სიმართლეს ვერ გაექცევი

• ტორპედო ტორპედო ტორპედო

ჩვენ ერთადერთნი ვართ. წინ დიდი გამარჯვებები გველის....

• kai bichi

fizikurad moamzadet gundi, stadionze, rom ver mozraoben)))) isetma kveknebma istavles fexburti gagikvirdebat, tkven ki 20 saukuneshi darchit, tamashebs mainz ar ukurebt evropashi rogor fexburts tamashoben? ra azri aakvs kartuli gundebis evroturnirebze gasvlas ver xvdebi, gvekofa amdeni sirzxvili(((

დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები

"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით

"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით

ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა

ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს

ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს

Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს

[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

თბილისის "დინამო" გაძლიერებას განაგრძობს - კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა

"ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო - რა ხდება ქუთაისური კლუბის გარშემო?

ეროვნული ლიგა. XVIII ტური: "დინამომ" "ტორპედოს" მეორეც მოუგო

ხმაურიანი შეხვედრა მერიაში - "ჩაჩავა "ტორპედოში" ხელფასის სახით 52 ათასსაც იღებდა" [VIDEO]

კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა

დინამო(თბ)-ტორპედო 2:1 - ეს გოლი სახსოვრად... [VIDEO]

გერმანელები აღარ სჩანან, უკრაინელები ფიქრობენ, იტალიელები ვაჭრობენ - "ტორპედოს" ამბები თეიმურაზ ჩეჩელაშვილისგან

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

დავით ხურციძე ქუთაისის "ტორპედოდან" მოსკოვის "არარატში" გადავიდა

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო

თბილისის "დინამო" კუტალიასთან ერთად 3-მა ფეხბურთელმა დატოვა

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

დღეს ქუთაისის "ტორპედოს" ახალი პატრონი უნდა გამოუჩნდეს

ჩაჩავა ვალის დაბრუნებაზე უარს აცხადებს - საქმე სასამართლოში გაგრძელდება

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა

პსჟ-მა "ბარსელონა" მბაპეს თაობაზე გააფრთხილა - 5 სექტემბრის დაიჯესტი [VIDEO]

ქუთაისის "ტორპედომ" მათე კვირკვია და დავით ხურციძე დაიმატა

ეროვნული ლიგის I ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა

ხურციძის დუბლი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციოზე [VIDEO]

ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს