ნადალი ჩემპიონთა რბოლაში მყარი ლიდერია
რაფაელ ნადალმა თავისი მეათე როლან გაროსი მოიგო. ამით ესპანელმა გაიმყარა ლიდერობა "ჩემპიონთა რბოლაში".

მაგალითად, ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ენდი მარეის ის უკვე ხუთი ათასზე მეტი ქულით უსწრებს! უახლოესი მდევრი კი როჯერ ფედერერია, რომელიც ესპანელთან 3 ათას ქულას აგებს. რაც შეეხება ATP-ის რეიტინგს, აქ ნადალი მეორე ადგილზე გადავიდა და მარეის 2605 ქულით ჩამორჩება.

წლის ბოლომდე რაფაელს მხოლოდ 370 ქულის დაცვა სჭირდება, მარეის - 7960 ქულის! ასე რომ, ნადალის გალიდერება კლასიფიკაციაში გარდაუვალი ჩანს. თეორიულად, ნადალს შეუძლია პირველი ნომერი უკვე უიმბლდონის შემდეგ გახდეს - თუ ბრიტანელზე 110 ქულით მეტს დააგროვებს ბალახის სეზონის განმავლობაში.

როლან გაროსის ფინალში გასვლამ სტენ ვავრინკას საშუალება მისცა - შეენარჩუნებინა მესამე ადგილი. ასე რომ, პირველად 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ, ტოპ-სამეულიდან გამოვარდა ნოვაკ ჯოკოვიჩი. ერთი წლის წინ, სერბს 16 950 ქულა ჰქონდა, დღეს კი 5805 ქულა დარჩა. მაგრამ, ახლა, მისთვის სეზონის ის ნაწილი იწყება, როცა ბევრი ქულის დაცვა აღარ უწევს, რამაც შეიძლება შეასუსტოს ფსიქოლოგიური ზეწოლა ნოვაკზე.

როლან გაროსზე პირველმა მეოთხედფინალმა მარინ ჩილიჩს საშუალება მისცა - მეშვიდე ადგილზე ასულიყო. ხორვატმა გაუსწრო დომინიკ ტიმს, რომელმაც შარშანდელი ნახევარფინალი დაიცვა, მაგრამ უფრო შორს წასვლა ვერ შეძლო.

ალექსანდრ ზვერევი დარჩა TOP10-ში იმის მიუხედავად, რომ პირველივე წრეში წააგო ფერნანდო ვერდასკოსთან. მას ის მომენტი დაეხმარა, რომ უახლოესმა კონკურენტებმა - ცონგამ, დიმიტროვმა და გოფენმაც წარუმატებლად ითამაშეს პარიზში.

კერბერმა პირველი ადგილი შეინარჩუნა

ანჟელიკ კერბერმა ზედიზედ მეორედ წააგო როლან გაროსზე პირველივე წრეში. სიმონა ჰალეპსა და კაროლინა პლიშკოვას ჰქონდათ შანსი - გაესწროთ გერმანელისთვის, მაგრამ ერთი ნაბიჯი დააკლდათ რეიტინგში ლიდერობამდე. პლიშკოვას ფინალში გასვლა ყოფნიდა, მაგრამ ნახევარფინალში წააგო ჰალეპთან. რუმინელი ძალიან ახლოს იყო - კარიერაში პირველად მოეგო "დიდი სლემის" ტურნირი და თან, გამხდარიყო კლასიფიკაციის პირველი ნომერი, მაგრამ ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდე ელენა ოსტაპენკოსთან ფინალში. სამაგიეროდ, სიმონამ მეორე ადგილამდე მიაღწია, აგრეთვე გახდა "ჩემპიონთა რბოლის" ლიდერი.

უიმბლდონზე კერბერისთვის აუცილებელია შარშანდელი ფინალის დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ნამდვილად დაკარგავს პირველი ჩოგანის სტატუსს. და მაშინ, პირველი ადგილისთვის ბრძოლა ისევ პლიშკოვასა და ჰალეპს შორის იქნება.

უიმბლდონზე შარშანდელი ტიტულისთვის მოპოვებული ქულები ჩამოაკლდება სერენა უილიამსს. როლან გაროსის შემდეგ, ამერიკელი მეოთხე ადგილამდე დაეშვა, უიმბლდონის შემდეგ კი TOP10-ის მიღმა აღმოჩნდება.

კერბერის უპირატესობა იმდენად მცირეა, რომ მან პირველი ადგილი, შესაძლოა, უიმბლდონამდე დაკარგოს. ჰალეპს 115-ქულიანი უპირატესობის მოპოვება ეყოფა ბირმინგემის ტურნირზე. პლიშკოვა კი უიმბლდონამდე "პრემიერ" კატეგორიის ორ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

როლან გაროსის სენსაციური ჩემპიონი ელენა ოსტაპენკო მე-12 ადგილამდე ავიდა. ტურნირის წინ, ის 47-ე ჩოგანი იყო, მისი რეკორდი კი 33-ე ადგილს შეადგენდა. "ჩემპიონთა რბოლაში" ელენა მეოთხე ადგილზეა.

მეოთხედფინალთან გაჩერდა ელინა სვიტოლინა. მან ჰალეპთან 6:3, 5:1-დან წააგო. მიუხედავად ამისა, უკრაინელმა კარიერაში პირველად შეძლო TOP5-ში შესვლა. სვიტოლინამ იქ გარბინ მუგურუსას ადგილი დაიკავა, რომელმაც ვერ შეძლო ტიტულის დაცვა და მეხუთედან მე-15 ადგილამდე დაეშვა. ასე რომ, შეწყდა 100-კვირიანი სერია, რომლის დროსაც, ესპანელი პირველ ათეულში იმყოფებოდა. მუგურუსამ მერვედფინალში წააგო კრისტინა მლადენოვიჩთან. ფრანგმა თავისი სარეიტინგო რეკორდი მე-13 ადგილამდე გააუმჯობესა. აღვნიშნავთ TOP10-ში კაროლინ ვოზნიაცკის დაბრუნებას, თან ერთბაშად მეშვიდე ადგილზე.

შეწყდა სამანტა სტოსურის შთამბეჭდავი სერია. ოსტაპენკოსთან მეოთხე წრეში წაგების შემდეგ, ავსტრალიელი 34-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ასე რომ, 12 ივნისიდან, ავსტრალიის პირველი ნომერი დარია გავრილოვა გახდა. სტოსური თავისი ქვეყნის პირველი ნომერი 454 კვირის განმავლობაში იყო.

ATP. TOP10

1(1). ენდი მარეი (ბრიტ) - 9 890

2(4). რაფაელ ნადალი (ესპ) - 7 285

3(3). სტენ ვავრინკა (შვეიც) - 6 175

4(2). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) - 5 805

5(5). როჯერ ფედერერი (შვეიც) - 4 945

6(6). მილოშ რაონიჩი (კან) - 4 450

7(8). მარინ ჩილიჩი (ხორ) - 4 115

8(7). დომინიკ ტიმი (ავსტრია) - 3 985

9(9). კეი ნიშიკორი (იაპ) - 3 830

10(10). ალექსანდრ ზვერევი (გერ) - 3 070

WTA. TOP10

1(1). ანჟელიკ კერბერი (გერ) - 7 035

2(4). სიმონა ჰალეპი (რუმ) - 6 850

3(3). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) - 6 690

4(2). სერენა უილიამსი (აშშ) - 4 810

5(6). ელინა სვიტოლინა (უკრ) - 4 765

6(7). დომ. ციბულკოვა (სლოვაკ) - 4 420

7(12). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) - 4 345

8(8). იოჰანა კონტა (ბრიტ) - 4 330

9(9). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) - 4 310

10(10). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) - 3 985

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა - უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს
უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 ქართველი იასპარეზებს
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდა "მილანში" - "როსონერი" კლუბში ჯოკოვიჩს ეპატიჟებოდა
უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
უიმბლდონი. II დღე: კერბერს ცოტა გაუჭირდა
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნანატრი მიზანი ასრულებულია - ჯოკოვიჩი ოლიმპიური ოქროს მფლობელია! [VIDEO]
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
მეოთხედ მოგებული დიდი სლემის ტიტული 21 წლის ასაკში - ალკარასმა უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა [VIDEO]
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
უიმბლდონი 2018: ქალებში ჩემპიონი კერბერია, მამაკაცებში ტიტულის მფლობელი დღეს გამოვლინდება