რუსი ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა
ამერიკელმა მოკრივემ ანდრე უორდმა შეძლო ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის, WBO-სა და IBF-ის საჩემპიონო ქამრების დაცვა, როცა გუშინ, ლას ვეგასში გამართულ მატჩ-რევანშში მერვე რაუნდში ტექნიკურ ნოკაუტით დაამარცხა რუსი სერგეი კოვალიოვი.

ბრძოლის პირველი ნახევარი თითქმის თანაბარი და ძალიან დაძაბული იყო. უორდი უფრო მეტად თავს იცავდა, მაგრამ ყოველი რაუნდის შემდეგ, დამაჯერებლობა ემატებოდა და კოვალიოვს სულ უფრო მეტად უჭირდა მეტოქისთვის ხეირიანად დარტყმა. თანდათან, შეხვედრა ახლო დისტანციაზე გადავიდა, რომელშიც უფრო უკეთ უორდი გამოიყურებოდა.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მეშვიდე და მერვე რაუნდი, რომლებშიც უორდი მეტოქეზე გაცილებით ძლიერი იყო. მერვე სამწუთეულში ანდრემ შესანიშნავი მარჯვენა ჰუკი შესრულა, რის შემდეგაც, კოვალიოვი ნახევრად გათიშული იყო. ამერიკელმა გააგრძელა დარტყმების სერია, მეტოქე ბაგირებთან მიიმწყვდია და აიძულა რეფერი - ბრძოლა შეეწყვიტა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელმა რამდენიმე მართლაც ძლიერი დარტყმა შეასრულა, მაგრამ, ამასთან, ერთი ორჯერ მუცლის ქვემოთაც მოარტყა, რის გამოც, რუსული მხარი ბრძოლის საბოლოო შედეგის გაპროტესტებას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა