თბილისის ტანვარჯიშის სასახლეში დამთავრდა მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 40 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
თბილისის ტანვარჯიშის სასახლეში დამთავრდა მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 40 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ხმლით მოფარიკავე თეოდორა კახიანმა ჩემპიონობა, ხოლო სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრების ბოლო ორი დღე გუნდურ პირველობებს დაეთმო. მასპინძლები იმედოვნებდნენ, რომ ხმლით მოფარიკავე ვაჟები (სანდრო და ბექა ბაზაძეები, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია) საპრიზო ადგილებისთვის იასპარეზებდნენ, იმის მიუხედავად, რომ ჩვენებმა ტრავმის გამო ნაკრების ძირითადი წევრი მიხეილ მარდალეიშვილი მოისაკლისეს.

პირველ პაექრობაში ჩვენებმა ბელორუსის ნაკრები დაამარცხეს - 45:42, მომდევნო სამი შეხვედრა კი დათმეს - ჯერ იტალიასთან (37:45), შემდეგ - რუმინეთსა (40:45) და საფრანგეთთან (43:45) და მე-8 ადგილით დაკმაყოფილდნენ. პირველ ადგილზე რუსები გავიდნენ, რომლებმაც ფინალში იტალიელები დაამარცხეს - 45:41. მესამე ადგილი უნგრელებს ერგოთ.

დაშნით მოფარიკავე საქართველოს ქალთა ნაკრებმა (მაია გუჩმაზოვა, მარიამ ზაკირჩენკო, ქრისტინე მიქაძე, ელისო ხოშტარია) საკუთარი შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინა და სამივე შეხვედრა დათმო - რუსეთთან (19:45), უნგრეთთან (33:45), ესპანეთთან (34:5) და მე-15 ადგილი დაიკავა.

კვარცხლბეკზე ავიდნენ: 1. საფრანგეთი, 2. რუსეთი, 3. რუმინეთი.

თავი ვერც დაშნით მოფარიკავე ვაჟებმა (დავით არველაძე, გიორგი ქაფიანიძე, მიქაელ მიქაელიანი, ლევან ფცქიალაძე) გამოიჩინეს - მათ პირველივე ორთაბრძოლა რუმინეთთან წააგეს - 24:44 და ბოლო, მე-18 ადგილზე აღმოჩნდნენ.

საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა: 1. რუსეთი, 2. უკრაინა, 3. ჩეხეთი.

რაპირაში ქალთა გუნდი არ გვყოლია. აქ პირველი იყო იტალია. მეორე-მესამე ადგილები რუსეთმა და გერმანიამ გაინაწილეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
მსოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში: ლაიპციგში მსოფლიოსთან ერთად
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა მსფოლიოს ჩემპიონატზე მე-13 ადგილი დაიკავა
ფარიკაობა. ევროპის ჩემპიონატი: მედლები უჩვენოდ
ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურში მე-7 ადგილი დაიკავეს
მსოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში: საქართველო მაია გუჩმაზოვათი დაიწყებს
მსოფლიო ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეები ძირითად ბადეში იასპარეზებენ
ფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატის რეპეტიცია მოსკოვში
მსოფლიო ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეები ჯგუფიდან გავიდნენ
რას მიაღწიეს ჩვენებმა? - ქართველი მოფარიკავეებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა
ქართველი მოფარიკავეები მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლენ
მიხეილ მარდალეიშვილი და სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე იფარიკავებენ
მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველები მედლებისთვის იბრძოლებენ
მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეების მნიშვნელოვანი დღე
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
მსოფლიოს ჩემპიონტია: ქართველი მოფარიკავეები დღეს გუნდურში იასპარეზებენ
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
ისტორია დაიწერა - სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონია!
2 ქართველი მოფარიკავე ქალი ახალ რეიტინგში დაწინაურდა
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა
ევროპის ჩემპიონატი: სანდრო ბაზაძემ თანამემამულეს სძლია და 1/8-ფინალში გავიდა!
მიზანი ბუდაპეშტში გამარჯვება და ტოკიოში გამგზავრებაა - ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრეს
იმედია, ჩვენი მოფარიკავეები გაგვახარებენ - ევროპა თბილისში მოიყრის თავს