საქართველოს ნაკრები უკვე არგენტინაშია
24 ივნისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ივნისის ტესტების მესამე და ბოლო შეხვედრას გამართავს, ჩვენი გუნდი არგენტინელ "პუმებს" ესტუმრება.

"ბორჯღალოსნები" უკვე არგენტინაში არიან და ქალაქ ხუხუის სტუმრობენ.

ქართველთა თავკაცი მილტონ ჰეიგი ადგილობრივ Jujuy al día-ს ესაუბრა: "ძალზე რთულ ბრძოლას ველით, ფიზიკურად მძიმეს. "პუმების" დიდი ნაწილი სუპერრაგბის ტურნირში თამაშობს, ასე რომ, დიდებული ბრძოლა იქნება.

ჩვენი მეტოქე ინგლისის ნაკრებთან ორი რთული მატჩის მერე მოგებაზე დაგეშილი დაგვხვდება, რადგან ბოლო შეხვედრებში ამის შანსი არ ჰქონდა.

ჩვენი მოთამაშეების დიდმა ნაწილმა მომქანცველი სეზონი გამოიარა ფრანგულ ტოპ-14-ში. შემდეგ ერთად 15 დღე ვივარჯიშეთ და კანადაში გავემგზავრეთ. შემდეგ იყო აშშ და ახლა არგენტინა. ინტენსიურად უნდა მოვემზადოთ არგენტინასთან დაპირისპირებისათვის.

მოგეხსენებათ, ჩვენ გუნდს შერკინებაში თამაში უყვარს, მოლები, ფორვარდების შრომა და ბურთისთვის ბრძოლა", - განაცხადა ჰეიგმა.

ადგილობრივი ჩინოსნები ამ მატჩს უკვე ისტორიულს უწოდებენ ქალაქ ხუხუისა და მთლიანად პროვინციის რაგბის ისტორიაში.

გამოცემა წერს, რომ ქართველი მორაგბეები მოიხიბლნენ ქალაქის სიახლოვეს არსებული მთების სისტემის, სერანია დე ორნოკალის სილამაზით.

არგენტინის ნაკრების თავკაცი დანიელ ურკადე: "ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ის დეტალები, რის გამოც დავმარცხდით ბოლო თამაშებში. ინგლისთან ორი თანაბარი, უშეღავათო მატჩი ვითამაშეთ. ვფიქრობ, უბრალოდ, არ ვიცით, როგორ მოვიგოთ ასეთი თამაშები.

საკუთარი შეცდომების გამო წავაგეთ, რადგან უმაღლეს დონეზე დეტალებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს ნაკრები ძალზე მებრძოლი გუნდია, რომელმაც მსოფლიოს თასზე დიდებულად ითამაშა და ახლა ექვსი ერის პირველობაზე თამაში სურს.

დარწმუნებულნი ვართ, რომ იოლად ვერ მოვიგებთ ამ თამაშში, რადგან მეტოქის შერკინება ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენ სათამაშო სტილს არ შევიცვლით.

ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, თუ წარმატების მიღწევა გვსურს".

შეგახსენებთ, რომ მატჩი ხუხუიში 24 ივნისს, 23:15 სთ-ზე დაიწყება.

svan-s
სულ ესეთ კომრნტარებს რატო წერ? ახალგაზრდულის მწრთვნელს რას ერჩი ვერ ართმევს საქმეს თავს? ან მილტონს რას ერჩი მსოფლიოს 10 საუკეთესო მწრთვნელში შედის, კაცურად ნუ წერ სტრან კომენტარებს :)
svan
მილტონა უნდა გადაიყვანოთ ახალგაზრდულ გუნდში და ეხლა უკვე სხვა ამბიციების მწვრთნელი უნდა მოიყვანოთ!
Torino
საქართველოს ნაკრები ძალზე მებრძოლი გუნდია, რომელმაც მსოფლიოს თასზე დიდებულად ითამაშა და ახლა ექვსი ერის პირველობაზე თამაში სურს. -აი, ეს ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი (25-ე კადრი), ურკადეს ინტერვიუში, ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი პროგრესი და საინფორმაციო თვალსაზრისით გაუსვა ხაზი, იმ ფაქტს რომ ჩვენი ვაი ჟურნალისტები წერენ ჩვენი გულის საამებელ სტატიების ამონარიდებს, არამედ მთელი სარაგბო საზოგადოება ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს, მათ შორის შორეულ არგენტინაშიც დაინტერესებულები არიან...ამისთვის მას დიდი მადლობა...
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
ქალთა ნაკრებმა იანვრის შეკრება დაასრულა
მიქაუტაძე 4-მატჩიანი წაგების შემდეგ და პსჟ კვარაცხელიას გარეშე
ჩირო იმობილე დიდი ალბათობით, კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
"მას გაუმართლა" - როი კინმა მაიკლ კერიკზე ისაუბრა
თსუ-მ ზესტაფონში მარგვეთს მოუგო და სუპერლიგაში პირველ ადგილზე გადავიდა
უარი გრანდებს - თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი კარიერას "ალ ჰილალში" გააგრძელებს
"ლანსმა" "ჰავრი" დაამარცხა და გალიდერდა
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "ნიურნბერგმა" "პროისენს" ვერ მოუგო
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
ისევ ტრუბინი და მოურინიო - "რეალს" კენჭისყრაზე არ გაუმართლა?
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
15-ქალა | ისტორია ხორვატიით გრძელდება
ევროპის ლიგაზე პლეი-ოფში გუნდები დაწყვილდნენ
კვარაცხელია ფრანგული გუნდის წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წყვილები ცნობილია
ოფიციალურად: დუგლას ლუისი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
8 წლის შემდეგ - გორეცკა მიუნხენის "ბაიერნიდან" მიდის
სტერლინგი "ტოტენჰემში" არ გადავა - მანაც შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
მატეტა იტალიურ გრანდში - "მილანი" ფრანგ ფორვარდს ყიდულობს
"ალონსომ "ლივერპულიდან" ამ ფეხბურთელების წასვლა მოითხოვა" - რა შემთხვევაში ჩაიბარებს ესპანელი ინგლისურ გუნდს
მსოფლიოს თასი. C ჯგუფში: არგენტინამ ტონგას საქმე პირველივე ტაიმში მოუთავა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
თუ "ბორჯღალოსნები" არ წააგებენ, რეიტინგში ისტორიულ მიღწევას გაიმეორებენ
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
დანიელ ურკადე: ბოლო წუთების გამო "ბორჯღალოსნებთან" გამარჯვებას მწარე გემო აქვს
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
პირველად ისტორიაში: "ბორჯღალოსნების" 4 ლელო პირველი დონის ქვეყნის წინააღმდეგ
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
მსოფლიო თასი. B ჯგუფი. საფრანგეთი-არგენტინა [VIDEO]
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
მსოფლიო თასი. C ჯგუფი: ინგლისის ნაკრები პლეი-ოფში გავიდა
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს