ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

უცნობი ალექსის სანჩესი: ჩილელი ვარსკვლავის სახალისო ისტორიები

უცნობი ალექსის სანჩესი: ჩილელი ვარსკვლავის სახალისო ისტორიები

რატომ გაიტანე გოლი, უსაყვედურა ერთხელ მას გვიდოლინმა
ჩუმად მიდიან აეროპორტში. სათქმელიც ბევრი არაფერია. მარსელო ბიელსამ უკვე ყველაფრის თქმა მოასწრო. არტურო ვიდალმა ვერც ერთი დავალება ვერ შეასრულა. მედელმა დაცვაში "ღია კარის დღე" მოუწყო მოწინააღმდეგეს, ალექსის სანჩესი კი არცერთი მაღალი ბურთისათვის არ იბრძოდა...

მსოფლიოს 2010 წლის შესარჩევი ციკლი გახურებულია. არგენტინის ნაკრებთან თამაში კარსაა მომდგარი, ამ დროს კი ჩილემ ეკვადორთან წააგო. აეროპორტამდე ხმას, ალბათ, არავინ გაიღებდა. ვერავინ გაბედავდა, დაერღვია ტრანსპორტში გამეფებული სამარისებური სიჩუმე. ეს ალექსისმა გააკეთა.

ის უცებ ფეხზე წამოხტა და "ბრეიკდანსის" ცეკვა დაიწყო. ფეხბურთელებმა სიცილი ვეღარ შეიკავეს. დუმდა მხოლოდ ბიელსა. ამ დროს სანჩესმა მწვრთნელისკენ გაუშვირა თითი, იატაკზე დაწვა და ახლა იქ გააგრძელა ცეკვა. ბიელსამ გაიცინა. სამი დღის შემდეგ ჩილემ არგენტინის ნაკრები დაამარცხა.

ეს მოხდა 2008 წლის ოქტომბერში. 2011 წლის თებერვალში სანჩესის "უდინეზე" "პალერმოსთან" სათამაშოდ ჩავიდა. მაშინ კუნძულელებს ჯერ კიდევ ჰყავდათ სირიგუ, დარმიანი და პასტორე.

შემადგენლობა "უდინეზესაც" კარგი ჰყავდა. მაგალითად, თადარიგში იყო კუადრადო, რომელიც კონკურენციას აგებდა ისლასთან. "უდინეზეს" შესვენებისათვის 5:0 მიყავდა, სანჩესმა კი სამი გოლის გატანა მოახერხა.

პარადოქსია, მაგრამ შესვენებაზე უდინური გუნდის მთავარი მწვრთნელი, ფრანჩესკო გვიდოლინი ძალიან გაბრაზებული იყო. "რა საჭიროა ყველა მომენტის გამოყენება? რატომ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი მთელი ძალა? ტრიბუნაზე სხვა კლუბების მზირები სხედან. ათასი გოლიც რომ გავიტანოთ, სამ ქულაზე მეტს არავინ მოგვცემს. უმჯობესია, ძალები მომდევნო მატჩისათვის შემოვინახოთ." - ამბობდა მწვრთნელი.

დაიწყო მეორე ტაიმი და... სანჩესმა 6:0 გახადა ანგარიში. ის მაშინვე თავისთან მიიხმო მთავარმა მწვრთნელმა და გაბრაზებულმა ჰკითხა, რატომ გაიტანეო. ალექსისმა თქვა, რომ მას ეს შემთხვევით მოუვიდა. სულ მალე გვიდოლინმა გუნდის ლიდერი შეცვალა.

გამოცდილი მეკარე ნელსონ ტაპია "კობრელოას" გასახდელში შეხვდა სანჩესს. მეკარეს შვილები ალექსისზე დიდი ჰყავდა. "ბიჭო, ვის ეძებ?" - იყო კითხვა. "არავის, მე აქ სავარჯიშოდ მოვედი". - გაისმა პასუხი.

პირველივე ვარჯიშზე უცნობმა ბიჭმა ყველა მოხიბლა. გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, არგენტინელ მცველ გვიდის ბურთი ფეხებს შორის გაუტარა. ვარჯიში დასრულდა. ტაპია ბევრად კეთილი იყო, ვიდრე მის დაწყებამდე. ის თავად შეუძღვა სანჩესს გასახდელში და წესები გააცნო. მეორე ვეტერანმა მცველმა, ფუენტესმა კი ბიჭს თავისი ბუცები აჩუქა. ცოტა დიდი, მაგრამ ნაღდი "დიადორა".

"ბიჭო, არასოდეს გაამხილო, რომელ გუნდს ქომაგობ. ეს საქმეს გაგირთულებს." - არიგებდა ტაპია სანჩესს. მან მაინც გაამხილა. 2009 წელს, როცა ალექსისმა ბოლივიის ნაკრების კარი აიღო, გოლი ისე აღნიშნა, როგორც ამას აკეთებდა ოთხმოცდაათიანების დიდი ვარსკვლავი, მარსელო სალასი, "უნივერსიდადის" სიმბოლო, რომელსაც სანჩესი ქომაგობდა, 2001 წელს სანჩესს მისმა საყვარელმა კლუბმა აყვანაზე უარი უთხრა. სამაგიეროდ ის აიყვანა "კობრელოამ". გუნდის სკაუტმა კარლოს ვალდერბერიტომ გადაწყვიტა, ბიჭი გუნდში მიეყვანა.

ამასობაში ბიძამ მას სანტიაგოს ბილეთი უყიდა, ბიჭმა ხუთასი კილომეტრი გაიარა და "კობრელოაში" მივიდა. პირველივე თამაშში სანჩესმა ჰეთ თრიკი შეუსრულა "კოლო კოლოს". იაპონურ ტურნირზე კი ჩვენი გმირი მაინც ვერ წავიდა. სანჩესი გუნდთან ერთად იქ რომ გამგზავრებულიყო, ამისათვის საჭირო ოყო მშობლის ნებართვა. "კობრელოას" ხელმძღვანელობა ძალიან ბევრს ეცადა, მაგრამ ფეხბურთელის დედა ვერ იპოვა.

შეიტყვეს მხოლოდ ის, რომ სახლებს ალაგებდა. სხვათა შორის, სანჩესის დედამ ბიჭის მომავალი მამა მაშინ გაიცნო, როცა მის სახლს ალაგებდა. ისინი მალე დაშორდნენ.

გააფორმა თუ არა ალექსისმა კონტრაქტი "კობრელოასთან", დედა მაშინვე გამოჩნდა. მარტინა მაშინვე გამოჩნდა და შვილზე ყველა უფლება ორ ბიზნესმენს - ფერნანდო ფელისევიჩს და პაბლო ტალარიკოს მიჰყიდა. არავინ იცის, რამდენი ჩაიჯიბა მან ამ გარიგების სანაცვლოდ.

16 წლის ალექსისი უკვე ჩილეს ახალგაზრდულ ნაკრებს ახლდა პარაგვაულ ტურნეში. გუნდში ყველა პატივისცემით განეწყო ფეხბურთელის მიმართ. ის ერთადერთი იყო გუნდში, საკუთარი თავისათვის რომ არ ხარჯავდა ფულს და დედას ყიდულობდა ტანსაცმელს. ტურნირის მეორე შეხვედრაში სანჩესმა ხელი მოიტეხა. მან სთხოვა ნაკრების ხელმძღვანელობას, არ გაეშვათ ის სახლში და თაბაშირიანი ხელით ჩაამთავრა შეჯიბრება.

პირველად საფეხბურთო მსოფლიომ სანჩესი ახალგაზრდულ მუნდიალზე გაიცნო. კანადაში გამართული ტურნირის ნახევარფინალში ჩილე არგენტინას შეხვდა. არგენტინელთა რიგებში აგუერო და დი მარია ბრწყინავდნენ. სანჩესი მხრის ტრავმის გამო მინდორზე მხოლოდ თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე შევიდა. უკვე გვიან იყო. ჩილეს ორი ფეხბურთელი ჰყავდა გაგდებული. მათ შორის, არტურო ვიდალი. ჩილელებმა 0:3 წააგეს.

თამაშის დასრულების შემდეგ ჩილელებს მატჩის შედეგით განაწყენებული არაერთი ქომაგი ელოდა. პოლიციამ ძლივს შეაცილა ფეხბურთელები ავტობუსში. არადა, იქ მათ უფრო უარესი ელოდათ. ერთ-ერთ უკმაყოფილო გულშემატკივარს "პილპილის ბომბი" შეეგდო. ფეხბურთელები გარეთ გამოსვლას ცდილობდნენ. არ ჩანდა სანჩესი. როგორც ყოველთვის, ის ამჯერადაც ბოლოს გამოვიდა გასახდელიდან. ოთხმა პოლიციელმა ის ძირს დააგდო, რათა ქომაგებამდე არ მიეშვათ. ალექსისს ტრავმა გაუმიზეზდა. მხარი კიდევ უფრო მაგრად ეტკინა, მაგრამ ვინ დაეძებდა ამას?

როცა შედგა ფეხბურთელის ტრანსფერი "უდინეზეში", ყველა მიხვდა, რომ იტალიურმა კლუბმა ხელში დიდი ტალანტი ჩაიგდო. სათამაშო პტაქტიკა რომ ჰქონოდა, ერთი სეზონით ალექსისი "კოლო კოლოში" გაანათხოვრეს. პირველივე ვარჯიშზე ის ლურჯი ფერების ბუცებით მივიდა. ეს კი "უნივერსიდადის" საკლუბო ფერებია.

2007 წლის 14 ნოემბერს ალექსისის მშობლიურ ქალაქ ტოკოპილიაში მიწისძვრა მოხდა. ოთხ წუთში ნახევარი ქალაქი მიწასთან გასწორდა. დაინგრა სანჩესის სახლი, დედამისი კი დაშავდა.

სანჩესი ჩავიდა მშობლიურ ქალაქში, ერთ-ერთი სანაკრებო მატჩის შესვენებისას კი დაახლოებით 300 ათასი ევრო ჩარიცხა ქალაქის აღდგენის ფონდში. ამასთან, მან სთხოვა ქალაქის ხელმძღვანელობას, რომ უფრო მდგრადი სახლები აეშენებინათ, ვიდრე ადრე აშენებდნენ, რათა მათ ხშირი მიწისძვრებისათვის გაეძლოთ.

დედის ძმა ხოსე, ვინც სანჩესს ფეხბურთი შეაყვარა, მიწისძვრიდან რამდენიმე წელიწადში კიბოთი გარდაიცვალა. "უდინეზედან" იყო კიდევ ერთი იჯარა.

ამჯერად, "რივერში". არგენტინულ გრანდში მას დიეგო სიმეონე და დანიელ პასარელა წვრთნიდნენ. სიმეონესთან ერთად ის არგენტინის ჩემპიონი გახდა.

"უდინეზემ" ის სამ მილიონ ევროდ იყიდა, "ბარსელონაში" კი 26 მილიონზე მეტად გაყიდა. იტალიაში გადასვლის შემდეგ გადის რამდენიმე თვე.

"უდინეზე" სტუმრობს "მილანს" და აგებს დიდი ანგარიშით. ალექსისი მინდორზე მოგვიანებით შედის. ამის შემდეგ გამოდის ანდრეი შევჩენკო. ის იმ დღეს უბრალოდ დაასვენეს.

თამაში მორჩა. სანჩესი შევჩენკოსთან მიდის და პირდაპირ ეუბნება: "იცი, მე დღეს ოცნება ამიხდა. აქამდე შენ ჩემი გმირი იყავი ვირტუალურ ფეხბურთში და როცა შენ გირჩევდი, მუდამ გამქონდა გოლები".

შევა იღიმება. იღიმება ალექსისიც. დღეს შევჩენკო ფეხბურთს აღარ თამაშობს. დღეს ალექსის სანჩესი დიდების მწვერვალზეა. დღეს მასაც არაერთი ირჩევს ვირტუალურ ფეხბურთში და სანჩესსაც ხშირად გააქვს გოლები როგორც ვირტუალურ, ისე რეალურ სამყაროში.

დოსიე

ალექსის ალეხანდრო სანჩეს სანჩესი

დაიბადა: 1988 წ. ტოკოპილიაში (ჩილე)

პოზიცია: ფორვარდი

კარიერა: 2005-06 - კობრელოა; 2006-2011 - უდინეზე; 2006-07 - კოლო-კოლო (იჯარა); 2007-8 - რივერ პლეიტი (იჯარა); 2011-2014 - ბარსელონა; 2014-დან - არსენალი.

ჩილეს ნაკრები: 108 თამაში, 37 გოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს

"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს

20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით

შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია

ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე

როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა

ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა

კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა

17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში

"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა

"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა

"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა

20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა

"მესიმ ხელი არ ჩამომართვა" - ლაპორტამ არგენტინელთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა

"ყველამ ვიცით, 1/8 ფინალში ვინც შეგვხვდება" - ტიბო კურტუა

"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა

"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა

"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა

[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

მესი ნაკრების ბომბარდირი გახდა - არგენტინა ფრეს დასჯერდა [VIDEO]

"სუონსის" სამი ვარიანტი: გიგზი, კოულმენი, გვიდოლინი

სიმეონემ დაასახელა კლუბი, რომლის გაწვრთნაც "ატლეტიკოდან" წასვლის შემდეგ სურს

სანჩესი სერია A-ში დარჩენასთან ახლოსაა - მისი კარიერა ევროპაში სწორედ ამ გუნდში იწყებოდა

ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო

სკანდალი - ლეო მესი დაჯილდოებაზე არ გავიდა და აცხადებს, რომ არგენტინა ფინალში არ გაუშვეს

არტურო ვიდალი: მსაჯმა თამაში გააფუჭა

სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა

"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა

პრემიერლიგის პირველი მსხვერპლი და პირველი ამერიკელი

დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს

ალექსის სანჩესი შესაძლოა, "უდინეზეში" დაბრუნდეს

[PHOTOS] 11 წლით უმცროსი რუსი მოდელი - ვინ არის ალექსის სანჩესის ახალი სიყვარული

იტალიის ნაკრები ანტონიო კონტეს მემკვიდრის ძიებაში

ჩილესა და კოლუმბიის ომი, გადმოტანილი მოედანზე [VIDEO]

1973 წ. სსრკ-ს ნაკრები მუნდიალს მიღმა ფიფას ინგლისელმა ხელმძღვანელმა დატოვა, საბჭოელებმა არ ითამაშეს სტადიონზე, სადაც კონც. ბანაკი იყო [VIDEO]

[VIDEO] "პერესი გაგაგდებს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე" - სიმეონესა და ვინისიუსის დაპირისპირება მატჩის დროს

ალექსის სანჩესი ლა ლიგაში ბრუნდება - ჩილელი "სევილიასთან" 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

რატომ არ ენდობიან ინგლისურ პრემიერლიგაში ინგლისელ მწვრთნელებს?

რა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო

ფრანჩესკო გვიდოლინი შესაძლოა გაათავისუფლონ

ვინ შეცვლის ლონდონში მიმავალ ანტონიო კონტეს იტალიის ნაკრებში?

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ