"სუონსიში" გვიდოლონი ბრედლიმ ჩაანაცვლა
როგორც მოსალოდნელი იყო, "სუონსიმ" ფრანჩესკო გვიდოლინი მოხსნა და მის ნაცვლად კლუბის მთავარ მწვრთნელად ამერიკის ნაკრების ყოფილი თავკაცი ბობ ბრედლი დანიშნა.

იტალიელმა წინა სეზონში "თეთრი გედების" გადარჩენა და მათთვის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება კი მოახერხა, მაგრამ ახალი სეზონი "ლიბერთი სტედიუმის" ბინადრებისთვის მძიმედ დაიწყო - ნორმალური თამაშის მიუხედავად, მათ პირველი ტურის მერე არ მოუგიათ და 7 ტურის მერე მე-17 ადგილზე არიან.

58 წლის ბრედლის რაც შეეხება, აშშ-ის ნაკრების დატოვების შემდეგ ის ეგვიპტეს ედგა სათავეში, მერე იყო ნორვეგიული "სტაბეკი" და ბოლოს "ლე ავრი". სწორედ ფრანგული კლუბიდან გადაბარგდა იგი "სუონსიში". ის, რომ უელსური კლუბის უფროსობამ ბრედლიზე შეაჩერა არჩევანი, გასაკვირი არც არის, რადგან "სუონსის" სათავეში ახლა ამერიკელი ინვესტორები გამოჩნდნენ - კლუბს ახლა სტივ კაპლანი და ჯეისონ ლევინი ფლობენ და მათ პრეზიდენტმა ჰიუ ჯენკინსმაც აუბა მხარი.

ეს ადამიანები შთაბეჭდილებების ქვეშ მოექცნენ იმიტომაც, რომ ბრედლი მებრძოლი ხასიათით გამოირჩევა. მაგალითისთვის, ის ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელად იმ ტრაგედიის და პრობლემური პერიოდის მიუხედავად დარჩა, რომელიც 2012 წელს "პორტ სედზე" დატრიალდა და ამას 74 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ეგვიპტემ შესანიშნავად დაიწყო, ბრედლის "ამერიკელი ფარაონიც" შეარქვეს. თუმცა, საბოლოოდ, ნაკრები პლეი ოფის მესამე რაუნდში განასთან დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ განას ემსხვერპლა ბრედლის გაწვრთნილი ამერიკაც 2010 წლის მუნდიალზე, უაღრესად დრამატულ მატჩში. ბრედლის ყველაზე კარგ პერიოდადაც სწორედ ეროვნული ნაკრების გაწვრთნა რჩება.

მან 2009 წლის კონფედერაციათა თასზე აშშ ფინალში გაიყვანა და გზად ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ჩამოიშორა, რომელსაც 35-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. შემდეგ კი კარგად ათამაშა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზეც და დიდ წარმატებამდე ცოტა დააკლდა.

სხვათა შორის, გვიდოლინის გაშვებას კარგი თვალით არ უყურებს ფანების გაერთიანება, რომელიც კლუბის აქციების 21%-ს ფლობს. ისინი იტალიელი ტაქტიკოსისადმი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი და ისიც ეწყინათ, რომ ნორმალურად არავინ არაფერს არ დაეკითხათ.

გვიდოლინს თან გაჰყვნენ მისი შტაბის წევრები - დიეგო ბორტოლუცი, გაბრიელე ამბროზეტი და კლაუდიო ბორდონი. შეგახსენებთ იმასაც, რომ კიდევ ერთი კანდიდატი რაიან გიგზი გახლდათ, მაგრამ მისი გამოუცდელობისა და ამერიკელი ინვესტორების ფაქტორის გათვალისწინებით, არჩევანი ბრედლიზე გაკეთდა.

"ძალიან გაგვიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ფრანჩესკო შესანიშნავი სპეციალისტია და ყველაფერს აკეთებდა კლუბის კეთილდღეობისთვის, მაგრამ ცხადი გახდა ისიც, რომ ცვლილება იყო საჭირო. ბობ ბრედლი ძალიან გამოცდილი მწვრთნელია, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. მას აქვს ლიდერის თვისებები და ჩვენს კრიტერიუმებს ბოლომდე აკმაყოფილებს" - თქვა ჯენკინსმა.

ბრედლის დებიუტი სანაკრებო პაუზის მერე, 15 ოქტომბერს "არსენალთან" საგარეო შეხვედრაში შედგება და ამერიკელს თავიდანვე მძიმე გამოცდის ჩაბარება მოუწევს. გვიდოლინი კი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელიც მიმდინარე პრემიერლიგიდან დაითხოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "არსენალი" 22-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონი გახდა
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
არსენ ვენგერი უელსური ავტობუსის წინააღმდეგ
"სუონსის" სამი ვარიანტი: გიგზი, კოულმენი, გვიდოლინი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ᓜᓝᓠᓕᓔᓒᓘᓣᓚ "ᓡᓢᓐᓑᓔᓙᓨᓘ" ᓒᓘᓝᓠᓒᓘ ᓒᓝᓠᓝᓖᓘᓐᓖᓔ ᓓᓘᓓ ᓘᓛᓔᓓᓔᓑᓡ ᓐᓛᓧᓐᓠᓔᓑᓔᓜ
პოლ კლემანი -"სუონსის" ახალი თავკაცის გეგმები
იტალიის ნაკრები ანტონიო კონტეს მემკვიდრის ძიებაში
უცნობი ალექსის სანჩესი: ჩილელი ვარსკვლავის სახალისო ისტორიები
პრემიერლიგა. I ტური: ვან გაალის მოგება დაბადების დღეზე [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ასოციაციის თასი. 1/32-ფინალი: "თეთრი გედების" კრიზისი გრძელდება [VIDEO]
რატომ არ ენდობიან ინგლისურ პრემიერლიგაში ინგლისელ მწვრთნელებს?
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"სუონსი" - "გედები" გაძლიერების გზაზე
ფრანჩესკო გვიდოლინი შესაძლოა გაათავისუფლონ
ვინ შეცვლის ლონდონში მიმავალ ანტონიო კონტეს იტალიის ნაკრებში?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები