რაგბიეროვნული ნაკრები
პირველად ისტორიაში: "ბორჯღალოსნების" 4 ლელო პირველი დონის ქვეყნის წინააღმდეგ
12:36/25-06-2017
+-

თუ აქამდე არგენტინას 4 მატჩში 1 ლელო დავუდეთ, ახლა ერთ მატჩში 4 მივითვალეთ
მართალია, ქალაქ ხუხუიში საქართველოს ნაკრები 16-ქულიანი სხვაობით დამარცხდა არგენტინის ნაკრებთან, მაგრამ ამ შეხვედრაში, რომელიც 45:29 მორჩა, "ბორჯღალოსნებმა" ოთხი ლელო გაიტანეს და მეორე ტაიმიც მოიგეს.

- "ბორჯღალოსნებმა" ამერიკული ტურნე არგენტინასთან მარცხით დაასრულეს [VIDEO]

- დანიელ ურკადე: ბოლო წუთების გამო "ბორჯღალოსნებთან" გამარჯვებას მწარე გემო აქვს

ჩვენმა გუნდმა არგენტინასთან წინა 4 დაპირისპირებაში (3 მსოფლიოს თასზე, ერთი ტესტში) ერადერთი ლელო დადო, ახლა კი ერთ თამაშში 4 ლელო მიითვალა.

ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებმა 4 ლელო დაუდო რაგბის პირველი დონის ქვეყანას. აქამდე ჩვენი რეკორდი იყო ორი ლელო შოტლანდიასთან ტესტმატჩში.

პირველი დონის ქვეყნებში შედიან ევროპის 6 ერის მონაწილეები (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) და სამხრეთ ნახევარსფეროს რაგბის ჩემპიონატის მონაწილეები (ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა).

(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
16
კახა
(1)
/
Dislike(0)
ვაი თქვენს პატრონს ამ თამაშს რო პოზიტივად აფასებთ გადაგვირბინა არგენტინამ გაკვეთილი ჩაგვიტარა ერთადერთი ძალაში მოვერიეთ როგორც ყოველთვის და ნუ აიგივებთ პირადად ბიჭების კრიტიკად თქვენზე ნაკლები გულშემატკივრის...
7:52:47 AM 6/26/2017
გამოხმაურება(0)
gi
(1)
/
Dislike(0)
წარმატებები ბიჭებო.გაიხარეთ
7:34:46 AM 6/26/2017
გამოხმაურება(0)
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2