8-20 აგვისტოს, საქართველოს დედაქალაქი ჭაბუკ ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
წელს, 8-20 აგვისტოს, საქართველოს დედაქალაქი ჭაბუკ ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში 24 ქვეყნის 19-წლამდელი სპორტსმენები იასპარეზებენ.

ნაკრები გუნდები წილისყრით ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ:

A ჯგუფი. საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია

B ჯგუფი. გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი

C ჯგუფი. ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა

D ჯგუფი. სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა.

8-14 აგვისტოს ჯგუფური ტურნირის მატჩებია დაგეგმილი; 16-17 აგვისტოს - მერვედფინალები და მეოთხედფინალები, 19 აგვისტოს ნახევარფინალები გაიმართება, 20 აგვისტოს კი მედალოსნები გამოვლინდებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით თბილისს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც ბაზები დაათვალიერეს და საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობას გაეცნენ.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე, დანიის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პერ ბერტელსენი და მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური დელეგატები - პოლონელი მარეკ გურალჩიკი და იტალიელი მარკო ტოზი ბრანდი, რომლებმაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილსა და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზურაბ კაკაბაძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციას დიდი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელბურთის ფედერაცია და ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი დაკისრებულ ამოცანას უმაღლეს დონეზე გაართმევენ თავს. საქართველომ ბოლო წლებში არაერთ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა, სტუმრობით ჯერ არავინ დარჩენილა უკმაყოფილო და ამიტომაც მჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე 23 ქვეყნის წარმომადგენლებისთვის აქ გატარებული დღეები სასიამოვნო იქნება.

შეჯიბრების შემდეგ ბევრს, შესაძლოა, საქართველოში ერთობლივი საწვრთნელი შეკრების მოწყობის სურვილიც გაუჩნდეს. ჩვენ მზად ვართ ყველა საინტერესო ინიციატივის მხარდასაჭერად. გვსურს, რომ საქართველო რეგიონში სპორტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს, მსოფლიოს ჩემპიონატების უმაღლეს დონეზე მიღება კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება", - დასძინა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

პერ ბერტელსენი:

"მას შემდეგ, რაც საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლად დასახელდა, აქ არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა და ყველა მათგანისას იგრძნობოდა საქართველოს მთავრობის დაინტერესება და მხარდაჭერა. 24 გუნდის მიღება ნამდვილად არაა იოლი და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. უნდა ითქვას, რომ მოსამზადებელი პროცესი ჩინებულად, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ჩვენ კმაყოფილები ვართ ნანახით და გვჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული".

პრესკონფერენციაზე ისიც ითქვა, რომ 18-20 აგვისტოს თბილისში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაც გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Gio
ისიც დაწერეთ რას წარმოადგენს დღეს და რა შანსები აქვს ჩვენს ნაკრებს?
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
"მანჩესტერთან" კავშირს საბოლოოდ გაწყვეტს - სანჩო ზაფხულში ახალ კლუბში გადავა
U21 | ახალგაზრდულმა მარტის მატჩებისთვის მზადება დაიწყო - პირველი ვარჯიში წყალტუბოში
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
თავის აღზრდილს დაიბრუნებენ? - "რეალი" კარვახალის შემცვლელს ეძებს
ანტი-რეკორდის გამეორება 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ - "ტოტენჰემი" ღრმა კრიზისშია
38 წლის ასაკში დიმიტრი პაიემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
[VIDEO] მესიმ პელეს გადაუსწრო - ლეოზე წინ ახლა მხოლოდ ჟუნინიოა
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
ონანას ისევ "მანჩესტერში" უნდა, "იუნაიტედს" აღარ - კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
Rousing The Kop: შეწყვიტეთ მამარდაშვილის კრიტიკა - ის "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ხელბურთის საქართველოში დასაბრუნებლად - ინტერვიუ ზურაბ კაკაბაძესთან
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
როგორც ნაკრები და როგორც ოჯახი - ულამაზესი ქართველი გოგონები [PHOTO]
ჩვენც ვარსებობთ - საქართველოს ხელბურთელ ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპას უბრუნდება
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ხელბურთელ გოგონათა ნაკრები 8-13 მარტს IHF/EHF-ის ქალთა თასზე ითამაშებს
გვჭირდება შედეგი და ტრიბუნების მხარდაჭერა! - 8 ივნისს ქართველი ხელბურთელები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატზე იასპარეზებენ
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
ზურაბ კაკაბაძე: ქართულ ხელბურთს ცხელი ზაფხული ელის
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი