„ბრაიტონთან“ სტუმრად პრემიერლიგის ოცდამეთერთმეტე ტურში წაგებულ მატჩში (1:2), „ლივერპულის“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაშს ინგლისური მედია გამოეხმაურა.

Rousing The Kop: „მიუხედავად „ლივერპულის“ ახალი საგანგაშო სტატისტიკისა, გიორგი მამარდაშვილის მიმართ კრიტიკის შეწყვეტა აუცილებელია. მეკარემ პირველი გაშვებული გოლისას შეცდომა დაუშვა, მისი ასპარეზობა მთლიანობაში საშუალოზე დაბალი ქულებით შეფასდა, მაგრამ ფანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რაც ზაფხულში „ენფილდზე“ გადმოვიდა, მწვრთნელი არნე სლოტი ხშირად არ აძლევდა შანსს.

მამარდაშვილმა ტრავმირებული ალისონი შეცვალა და ჩემპიონატზე მეექვსე შეხვედრა ჩაატარა. მისი შორეული გადაცემების სიზუსტე (16-დან 2) არასწორ გადაწყვეტილებებზე და ცუდ ტექნიკაზე მიუთითებს, თუმცა ამასთან სხვა ფაქტორებია გასათვალისწინებელი. რატომ შეიძლება ჰქონდეს ქართველს „ლივერპულში“ პრობლემები? რეზერვში მყოფი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ადვილი არ არის მორალური და ფსოქოლოგიური მდგრადობის შენარჩუნება. ეს მეკარისთვის გაცილებით რთულია. 20 წუთიც კი არ ეძლევა თავის წარმოსაჩენად, რათა ფიზიკურ მზადყოფნაში იყოს. ბევრი გულშემატკივარი მარჯვენა ფეხით არადამაჯერებლად თამაშის გამო სამართლიანად აკრიტიკებდა. „ამექსზე“ გიორგის პასების მხოლოდ 46% იყო ზუსტი, რაც საუკეთესო მაჩვენებელი არაა, მაგრამ სხვა პოზიციის მოთამაშეებისგან განსხვავებით, გუნდში მისი ინტეგრაცია არ მოხდა.

უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ალისონი მარჯვენა ფეხით თამაშობს, მამარდაშვილი კი - ცაციაა. რამდენიმეჯერ პარტიორებმა სუსტ მარჯვენა მხარეს გაუკეთეს პასი, ბურთის გადატანას მარცხენა ფეხზე ცდილობდა და ეს აგრესიული პრესინგისას „ბრაიტონს“ აწყობდა. სხვა შემთხვევებში ბურთი მარჯვენა ფეხით აჰქონდა. რაც შეეხება მოგერიებებს, ამ კომპონენტში უფრო მარჯვეა. ამის დადასტურება ჩატარებულ მატჩებში 90 წუთის მანძილზე საშუალოდ განხორციელებული 3.5 „სეივია“. შაბათს ორჯერ გადაარჩინა გუნდი. გიორგი ბეკერის მსგავსი სიმშვიდით არ გამოირჩევა, თუმცა ეს მისი სავარაუდო მემკვიდრის ღირსებებს არ აკნინებს.

მამარდაშვილი ამ პოზიციაზე მომავლის უზრუნველსაყოფად მოიწვიეს, ადრე თუ გვიან ძირითადი მეკარე გახდება და უმჯობესი იქნება გარკვეულ ასპექტებში მისი თამაშის გამო გადაჭარბებულ კრიტიკას თავი ავარიდოთ, რომლებიც სათამაშო დროის მომატებასთან ერთად თავისთავად გაუმჯობესდება“.

This Is Anfield-ი წერს, რომ მამარდაშვილის პრობლემები მცველების შეცდომებმაც განაპირობა, ბრაზილიელისგან განსხვავებით ქართველი ცაციაა, თითქოს პროფესიონალმა ფეხბურთელებმა ადვილად უნდა მოახერხონ გადაწყობა, თუმცა ეს იოლი არაა, მან რამდენიმეჯერ იხსნა გუნდი, 25 წლის მეკარე იმედის მომცემია, კრიტიკა ყოველთვის საჭირო არ არის, ხოლო გუნდის შეუთამაშებლობა და ფეხბურთელების დაბალი ოსტატობა „ლივერპულის“ ნაკლოვანებების კიდევ ერთი მაგალითია.

ლშა
რა ვერ გავიგე იცი ? მამარდას რა ბრალი იყო პირველი გოლი ხო არ რადაობენ , იმ სიმაღლეზე ჩააწოდეს ტო რანაირად უნდა გამოსულიყო რეებს ბოდავენ , 7,2 შეფასება აიღო ტიპმა , მცველები ცოდვილობენ რა მამრადასს ბრალია ტო
ვახტანგი 74
ძალიან ხშირად „იკარგება ბურთი“ გიორგი მამარდაშვილის მიერ საჯარიმოდან ფეხით გამოტანის დროს - როგორც წესი ის უვარდება მოწინააღმდეგეს.
G.A.L.
სობოსლაიმ კუთხური ვერ მოაწოდა ხეირიანად და მაგის ბრალია ყველაფერი! რა მამარდას ბრალია კონატე ამ სეზონში ყვერებზე რომ იდგავს ფეხს?! ბურთი ვერ მიიღო და საერთოდ ვან დაიკთან ერთად სულ გამოშტერდნენ. საჯარიმოში თავბურთი გაუჩაღეს, ესენი კი ბეცებივით შეჰყურებდნენ ორივე. სლოტია თავი და თავი. როგორ შეიძლება მეკარე ამდენი ხანი პრაქრიკის გარეშე დატოვო. გალასთან საზლში მამარდასთვის სათამადო დრო უნდა მიეცა. თვითრწმენისთვის გადაუდენლად აუცილებელი იყო. მით უფრო როდესაც ალისონი ასეთი ტრამვიანი ჰყავთ! მამარდა მაგარია და მაინც გაართმევს თავს!!!

დააპრესინგეს და მანაც თავისუფალ პოზიციაზე მყოფს მისცა პასი.ის სად იყურებოდა?თავისუფალი სხვა არავინ იყო და მაშინ,პირდაპირ შორს უნდა გადაეგდო ბურთი,რომლის შემდეგაც სავარაუდოდ,ბურთი დაიკარგებოდა.მეკარეებს ხშირად სთხოვენ არ გარისკოს და პრესინგის დროს,ბურთი უბრალოდ გადააგდოს.მან კი პასი მისცა და ისევ ეს არის შემცდარი?ეგეც არ იყოს, მთელმა გუნდმა უკან დაიხია და აუტიც ამის შემდეგ შემოიტანეს.დაცვამ ვერც ამ მომენტში ივარგა და ისევ სხვაზე ამტვრევენ ჯოხს!არავის სჭირდება ასეთი,ვითომ გამართლება.
zura222
ამ ინგლისელების ვერაფერი გავიგე რაა ფეხბურთშის სამშობლოში არ იციან რომ მემარჯვენე გაცილებით ადვილად ხმარობს მარცხენა ფეხს ვიდრე ცაცია მარჯვენას ? @
zura222
არქის მეწილე კი არა სოროსის სალაფავის მეწილე ხარ შე საქონელო @@@
თენგაბი
მამარდა მსოფლიო დონის მეკარეა, მებძოლი, გაუტეხელი ხასიათის და ჩვენი ეროვნული სიამაყე. წარმატებები გიო!
ჟორა
კრეტინო კრიტიკოსებო, როგორც ინგლისიდან ისე საქართველოდან: ფეხბურთელს თამაში აოსტატებს და არა სკამზე ჯდომა. 3-4 თვეში რომ ერთ-ორ თამაშს მისცემ და ვარსკვლავები გინდა მოწყვიტოს, ჭკუა სად გაქვს?
მწარე
მაგის შეცდომის შემდეგ, აუტიც მოაწოდეს და სამი პასიც გააკეთეს. საჯარიმოში აკეთეს თავით პასები. კაი რა.
Givi
რას გადაირევიან ხოლმე ვერ გავიგე, პასი ცოტა ძლიერი მოუვიდა და მცველმაც ვერ გააჩერა, მერე რაა?? აუტის მერე რა მოხდა ეგ ვისი ბრალია??? სამი თუ ოთხი პასი გაკეთდა და ვერაფერი გააკეთეს მცველებმა... განტევების ვაცი ზუსტად ამაზეა ნათქვამი, ვან დაიკი და კონატე მამა აბრამის ბატკნები არიან, თუ სიმართლეა მაგათ სინდისზეა ეს წაგება და არამარტო... წელს ლივერპულის დაცვა საზიზღრად თამაშობს...
lasha
პრემიერლიგა ურთულესი ტურნირია არ არსებობს სუსტი გუნდაი არავის აქვს გამარჯვება გარანტირებული. ასე რომ მამარდაშვილს უნდა მიეცეს შანსი. ისე პროგრესს ვერ მიაღწევს. მარტო ვარჯიში არ კმარა
Giorgi
ძლივს გამოჩნდა კაცი ვინც სიმართლეს ამბობს
არქის მეწილე
ზატო ქოცებს და კალაძეს შეუსრიალდა მაქსიმალურად. არქის მეწილე გახდა და აქეთაც მოღუნავს მილიონებს საშვილთაშვილოდ თბილისის მუმბაის და ბეტონის ჯუნგლების და იერსახის ბოლომდე გადაშენებისთვის.. ა.ჩ.ყ თუ საერთოდ ითამაშებს ფეხბურთს.
ლობიოჭამია
მამარდა დადგება № 1
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
დიდი გაურკვევლობა "ლივერპულში" - სალაჰმა წასვლა გადაიფიქრა და რას ფიქრობს ირაოლა?
[PHOTO] საფონოვს და შევალიეს ჩემოდნების ჩალაგება მოუწევთ - ცნობილი გახდა მათი შესაძლო შემცვლელი
[VIDEOS] გვარდიოლა გადაირია - "სიტიმ" "ნოტინგემს" ვერ მოუგო - "არსენალმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ასეთი მწვრთნელი არასდროს ვიქნები" - ჰიურცელერმა არტეტა გააკრიტიკა
"შოკი მიიღეს, არავინ ელოდა" -"ლივერპულიდან" სლოტის მოულოდნელად წასვლის დეტალები
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
თუ ალისონი დარჩება - მამარდაშვილი “ლივერპულიდან” იჯარით წასასვლელად მზადაა
ინგლისში ყველაფერს აკვირდებიან - მამარდაშვილს "ლივერპულის" მწვრთნელად ირაოლას დანიშვნის ამბავი მოეწონა
გლასნერი ან სლოტი - "მილანს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატურა ჰყავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
მამარდაშვილი ერთბაშად სამ იტალიურ კლუბს შესთავაზეს - როგორ განვითარდება მოვლენები?
ცნობილი გახდა სერია А-ს მესამე კლუბი, რომელსაც მამარდაშვილი შესთავაზეს
"ბეშიქთაშს" მადა გაეხსნა - მამარდაშვილთან ერთად, შევალიეს ვარიანტზეც მუშაობენ
"იუვენტუსს" ალისონის შესახებ "ლივერპულისგან" პასუხის მიღება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
"ალისონის გაშვება არ უნდათ - მამარდაშვილს თავდაჯერება სჭირდება" - როგორ აფასებენ "ლივერპულში" შექმნილ რთულ სიტუაციას
ბარკოლა არსად მიდის, ბატრაკოვი გამოირიცხა - პსჟ-ის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი გეგმები აქვს
ოფიციალურად: "ლივერპულმა" სლოტი გაათავისუფლა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ