გაყიდვებში ისევ პორტუგალია აქტიურობს
ევროპაში სატრანსფერო სეზონი 1-ელ ივლისს იხსნება და 31 აგვისტოს იხურება, მაგრამ რეალურად, სატრანსფერო სეზონი უკვე კარგა ხნის გახურებულია და ჩვენც პერიოდულად გაწვდით ხოლმე სატრანსფერო სიახლეებს.

ახლა კი შემოგთავაზებთ ტოპ-10 ტრანსფერს (რა თქმა უნდა, თანხის მიხედვით) ჯერარგახსნილი სატრანსფერო სეზონიდან...

1. ბერნარდო სილვა (პორტუგალია) - 50 მლნ ევრო

22 წლის, მონაკო-მანჩესტერ სიტი

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელი მარჯვენა გარემარბი ძალიან კარგი ფეხბურთელია, გვეეჭვება, რომ მისი გადასვლა სეზონის სენსაცია "მონაკოდან" პეპ გვარდიოლას "სიტიში" სატრანსფერო სეზონის ბოლომდე დარჩეს პირველ ადგილზე. ისეთი ხმაურიანი ტრანსფერები გველოდება, რომ ეს თითქმის გამორიცხულია.

2-წლინახევრის წინ "მონაკომ" "ბენფიკას" მის აღზრდილ ტანჩია ნახევარმცველში თითქმის 16 მილიონი ევრო გადაუხადა. მშვენივრადაც გამოადგა და ახლა 3-ჯერ ძვირად გაყიდა ინგლისში. ბერნარდო სილვა ახლა პორტუგალიის ნაკრებთან ერთად კონფედერაციათა თასის ნახევარფინალშია გასული.

"რატომ ავირჩიე "სიტი"? უფრო რთულ პირობებში ჩემი თავის გამოცდა მსურს, პრემიერლიგა კი მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა", - ამბობს "სიტის" ახალწვეული, რომელმაც "სიტის" ბედი მომავალი 5 წლით დაუკავშირა.

2. მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე) - 42

25 წლის, რომა-ლივერპული

სალაჰი ერთ მდინარეში მეორედ შედის, ოღონდ სხვა ფონიდან - "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი 1-ლი ივლისიდან "ლივერპულის" საკუთრებაა. ინგლისური ჩაფლავების მერე მან სერია A-ში გაიბრწყინა და უკან ბრუნდება, რათა დაახლოებით ის გზა გაიაროს, რაც კევინ დე ბრუინმა, რომელმაც თავი გერმანიას შეაფარა და პრემიერლიგაში უფრო ძლიერი დაბრუნდა.

სალაჰი უფრო მარჯვენა გარემარბია, მისი დიდი იმედი აქვს იურგენ კლოპს. ეგვიპტელმა "ლივერპულთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის კლუბის სარეკორდო შენაძენია და ყველაზე ძვირტრანსფერიანი აფრიკელი ფეხბურთელიც.

3. კორენტინ ტოლისო (საფრანგეთი) - 41,5

22 წლის, ლიონი-ბაიერნი

22 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა "ბაიერნს" ჩაბი ალონსოს ფეხბურთიდან წასვლა არ უნდა აგრძნობინოს. ექსლიონელმა ამ ტრანსფერით ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა, სადაც ისეთი ხმაურიანი ტრანსფერები არ იციან, როგორც ინგლისსა და ესპანეთში.

"დიდებული დრო გავატარე "ლიონში", ახლა კი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში უნდა ვითამაშო", - ამბობს ტოლისო. იგი 2022 წლამდე რეკორდმაისტერის განკარგულებაშია.

4. ედერსონ მორაეში (ბრაზილია) - 40

23 წლის, ბენფიკა-სიტი

ედერსონ მორაეშმა "ბენფიკადან" "სიტის" მიაშურა. ხოსეპ გვარდიოლა ედერსონით მეკარის პრობლემის გადაჭრას აპირებს. ის გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული გოლკიპერი. ბუნებრივია, ასეთ ფეხბურთელს სათადარიგოთა სკამზე დასასმელად არავინ ყიდულობს.

"მე ყველაფერი მომწონს "სიტიში", პრემიერლიგა, აქაური ფანები. ინგლისში დიდებულ ფეხბურთს თამაშობენ. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ პრემიერლიგაში მეთამაშა და აი, ოცნება ამიხდა", - ამბობს მეკარე, რომელმაც ჯიჯი ბუფონის სატრანსფერო რეკორდი მოხსნა.

5. ანდრე სილვა (პორტუგალია) - 38

21 წლის, პორტუ-მილანი

კრიშტიანო რონალდომ თქვა, მე რომ წავალ, პორტუგალიის ნაკრებს პრობლემა არ ექნება შეტევაში, ჩემი მემკვიდრე უკვე გვყავსო. სწორედ რონალდოს "მემკვიდრე" შეიძინა "მილანმა" და მასში იტალიური სტანდარტით არცთუ ცოტა გადაიხადა. ანდრე სილვა რომ კარგი ცენტრფორვარდია, მან კონფედერაციათა თასის ჯგუფურ ეტაპზეც დაამტკიცა. მისი კონტრაქტიც ხუთწლიანია.

6. ვიქტორ ლინდელიოფი (შვედეთი) - 35

22 წლის, ბენფიკა-მანჩესტერი

7. ჯორდან პიკფორდი (ინგლისი) - 28,5

23 წლის, სანდერლენდი-ევერტონი

8. დევი კლაასენი (ჰოლანდია) - 27

24 წლის, აიაქსი-ევერტონი

9. იური ტილემანსი (ბელგია) - 25

20 წლის, ანდერლეხტი-მონაკო

10. ნიკლას ზიულე (გერმანია) - 20

21 წლის, ჰოფენჰაიმი-ბაიერნი

ათეულში ორი შიდა ტრანსფერია - ჯორდან პიკფორდისა შიდაინგლისური გადაადგილებაა, ხოლო ნიკლას ზიულეს ტრანსფერი - შიდაგერმანული. 10-დან 6 შემთხვევაში მყიდველი ინგლისური კლუბია, ორში - გერმანული (ბაიერნი). ესპანელებს ჯერ სძინავთ - მათ არც ერთი სერიოზული ტრანსფერი არ განუხორციელებიათ ჯერ, თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
სალაჰი: პსჟ-მ ვერც ერთ კომპონენტში ვერ გვაჯობა
სილვა "სიტიდან" სავარაუდოდ წავა - პორტუგალიელს სამშობლოში ეპატიჟებიან
El Nacional: "ლივერპული" სალაჰის შემცვლელად როდრიგოს განიხილავს
ხვიჩას ცრემლების არ სჯერა - სალაჰმა ნამატჩევს იტირა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"განსხვავება "არსენალსა" და "ლივერპულს" შორის?" - ბერნარდო სილვამ "მეთოფეებს" დასცინა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
სალაჰი თავის თავს ისტორიაში საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად მიიჩნევს
40-მილიონიანი ტრანსფერი: კორენტინ ტოლისო "ბაიერნის" ფეხბურთელია
"ოქროს თაობა": ტალანტების ცვენა ფრანგულად
"ბარსელონა" ბერნარდო სილვას სანაცვლოდ 58 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
Nike vs Adidas - კორენტინ ტოლისო მარიო გიოტცეს შეცდომას იმეორებს
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
სილვა: გვარდიოლამ მითხრა, რომ პენალტებს აღარ შევასრულებ
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მამარდაშვილი სრულიად შეცვლილ "ლივერპულში" გადავა - ინგლისური გრანდი ერთბაშად 10 ფეხბურთელს გაუშვებს
ბერნანდოს "სიტიდან" ტრანსფერი გვარდიოლამ დაბლოკა
"ლივერპული" ლიდერებს ინარჩუნებს? - შეთანხმების მიღწევა ახლოსაა
"ტოლისო ან ქოჩორაშვილი" - ვისზე შეაჩერებს არჩევანს თურქული კლუბი?
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"იმედია, ჩვენთან დარჩება" - გვარდიოლამ სილვაზე ისაუბრა