ფიფას ტალანტების განვითარების სქემის რეგიონალური კოორდინატორი, მარიანს პაჰარსი სამდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტის წევრებთან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა ფიფას გლობალურ პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო მასშტაბით ტალანტების აღმოჩენასა და განვითარებას.

სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდნენ სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტი ზაზა ზამთარაძე და ტექნიკური დირექტორი გოჩა თამაზაშვილი. ვიზიტის დასკვნით დღეს პაჰარსი სფფ-ის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში მარიანს პაჰარსი სფფ-ის ქუთაისის აკადემიას ესტუმრა, სადაც შეხვდა მწვრთნელებს და დაესწრო სავარჯიშო პროცესს.

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): „საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით ვთანამშრომლობთ ფიფასთან და უეფასთან.

მინდა მადლობა გადავუხადო ფიფას ტალანტების განვითარების სქემის რეგიონალური კოორდინატორს, მარიანს პაჰარსს ვიზიტისთვის. ფიფას მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით ეს განყოფილება ჩვენს აკადემიებს დადებითად აფასებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარდეს გაგრძელდეს და მუდმივი შევსება მიიღონ ასაკობრივმა და ეროვნულმა ნაკრებმა".

მარიანს პაჰარსი (ფიფა): „ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი ტალანტების განვითარების სქემის პროგრამაა. ეს ფიფას შესანიშნავი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს გამორჩეული ნიჭის მქონე ფეხბურთელების მხარდაჭერას და აკეთებს ყველაფერს ფედერაციებისთვის, რათა მათ გაზარდონ საკუთარი ნაკრებების პოტენციალი.

ვფიქრობ, ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი საოცარია. გასულ წელს, ერთად ვზეიმობდით საქართველოს ნაკრების გასვლას და წარმატებულ ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე. ეს აჩვენებს პროფესიონალიზმს და ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის გაწეული სამუშაოს ხარისხს. თუმცა, მთავარი ის ადამიანები არიან, საფეხბურთო ენთუზიასტები, რომლებიც აქ მუშაობენ და სურთ შეცვალონ საფეხბურთო ეკოსისტემა ქვეყანაში.

მჯერა, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. საჭიროა მუშაობის გაგრძელება და გარკვეული სეგმენტების განვითარება. ფიფა და პირადად მე, როგორც ტალანტების განვითარების პროექტის კოორდინატორი, ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს მხარდასაჭერად“.

GFF.GE

სიმართლეა
არანაიირი დამსახურება არ აქვს არცერთ ფედერაციის წევრს ნაკრების განვითარებისთვის ეს ყველაფერი კვარას დამსახურებააა!!! იბრალებენ ყველაფერს..მასე მაგრები თუ ხართ რატო არის ჩემპიონატის დონე ყველაზე დაბალი?!სან მარინოს გუნდიც კი შემორჩა ევრო თასებზე ჩვენგან განსხვავებით...ევროპაში არის 55 ქვეყნა და 55 -ზე გადავედით!!!
Hii
ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არის კვარაცხელიას,მიქაუტაძეს,მამარდაშვილის და კარგი თაობის წამოსვლის ბრალი და არაა ფედერაციის დამსახურება უბნის ჩემპიონატს დაამსაგავსეს ქვეყნის ჩეპიონატი!!!რაც კრისტალბეთი მოიყვანეს კიდე დამფინანსებლად ვაფშე ბოლო მოუღეს ჩემპიონატს...ტოტალიზატორი რო ფეხბურთს შველოდეს დაუყვრდეს ერთ კონკრეტულ გუნდს დააფინანსებდმენ და გაიყვანდნენ ევრო თასებზე მაგრამ სხვა მიზნები აწუხებთ ერთად ფედერაციასთან ერთად....
ეჰეიი
გამორიცხეთ ხალხო სანამ ესენი არიან ევრო თასებზე გასვლაა….₾₾₾₾₾€€€€€$$$$$
სიმართლესთან ახლოს
გამხდრები იქნებიან აბა რაიქნებიან საწყლები ფული არაქვთ საერთოდ.. სანამ ესენი არიან ფედერაციაში ჩვენ მაქსიმუმ ისიც სასწაული უნდა მოხდეს კოფრრენც ლიგაზე გავიდეთ და ჩემპიონთა ლიგაზე სანამ ესენი არიან ვერასდროს გავალთ გპირდებით!!!!
დათო
როგორ გამხდარი ფედერაციის თანამშრომლები გვყავს. აი რას ნიშნავს დაბალი ხელფასები.
ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
L'Equipe: დემბელე პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა
ჩაკვეტაძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "ტორინოსთან" დამარცხდა
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
იეგოიანმა გაიტანა - "ექსელსიორი" სახლში "გრონინგენთან" განადგურდა
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
დუაიტ ჰოვარდის სადებიუტო მატჩი და ივერიონის გამარჯვება თბილისში
ეფექტური ნოკაუტით - ოთარ თანზილოვმა UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა