შტეფან კუნცი თავისი გუნდით უკვე ამაყობს
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა გასამართავი - პარასკევს ფინალში ტიტულისთვის გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებები იბრძოლებენ. ახალგაზრდულ ესპანეთს ფინალში, დიახაც, ელოდნენ, მაგრამ გერმანელებზე მეტად იქ პორტუგალიას ან იტალიას ელოდნენ, თუმცა ორივე ალბერტ სელადესის შესანიშნავმა გუნდმა შეიწირა, პორტუგალია - ჯგუფურ ეტაპზე, ხოლო იტალია - ნახევარფინალში.

ევროპის ჩემპიონატი სკანდალს ვერ ასცდა, რომელიც უფრო 12-გუნდიანი პირველობის ფორმატის ნაკლი გვგონია - სლოვაკებმა ეჭვი შეიტანეს იტალია-გერმანიის მატჩის პატიოსნებაში. ახლა სკანდალის ფიგურანტთაგან მხოლოდ გერმანია დარჩა, რომელიც 2:2 ეთამაშა ინგლისის ნაკრებს და ფინალის საგზური პენალტების სერიის 4:3 მოგებით გაინაღდა. ინგლისელთა შორის ნერვებმა გადამწყვეტ მომენტში "საუთჰემპტონის" ნახევარმცველ ნათან რედმონდს უმტყუნა. ასე გავიდა შტეფან კუნცის ნაკრები ფინალში.

თუ პირველ ნახევარფინალს ანტიგმირი ჰყავდა, მეორის გმირობა "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა საულ ნიგესმა იტვირთა, რომელმაც სამი გოლი გაუტანა ჯანლუიჯი დონარუმას. სელადესის გუნდმა 10-კაციან იტალიას (მეორე ტაიმში გაბიადინი გააძევეს) 3:1 მოუგო.

ალბერტ სელადესი (ესპანეთი): "ძალიან გაგვიჭირდა, რადგან უძლიერესი მეტოქე გვყავდა. ამ მატჩში იყო მონაკვეთები, როცა ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა მთელ თამაშზე ამას ვერ ვიტყვი. მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ ბიჭების გარჯით, ისინი ბოლომდე იბრძვიან. დიახ, ჩვენ მართლაც გამორჩეული ვარსკვლავებით დაკომპლექტებული ნაკრები გვყავს, მაგრამ მთავარი მათ შორის ურთიერთგაგებაა მოედანზე, ეს ნამდვილი მონოლითური გუნდია. საული დიდებშიც გამორჩეულია, მთავარ ნაკრებშიც უთამაშია, ჩემპიონთა ლიგაზეც. ის ძალიან ეხმარება გუნდს როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ერთი სიამოვნებაა იმის ყურება, როგორ მუდამ მოსაგებადაა მომართული საული".

შტეფან კუნცი (გერმანია): "დღეს ჩვენი მიზანი იყო, ყველა გერმანელს ეამაყა, ვინც კი ტელევიზორთან დაჯდებოდა ჩვენ საგულშემატკივროდ. ჩვენ ეს შევძელით. მე ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით".

ამ დონეზე გერმანია ფინალში მხოლოდ მეორედ გავიდა (გარდა ამისა, ორჯერ გდრ გავიდა ფინალში). პირველად ეს 2009 წელს მოხდა, როცა გერმანიამ 4:0 გაანადგურა ინგლისის ნაკრები და დღემდე ერთადერთი ტიტული მოიპოვა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე.

ესპანეთი კი ფინალებს გაშინაურებულია, "როხას" ტიტული 4-ჯერ აქვს მოგებული (1986, 1998, 2011, 2013), აქედან ორჯერ ბოლო სამ გათამაშებაში. სელადესის გუნდი ახლაც ფავორიტია, რადგან მხოლოდ ესპანეთმა მოიგო ყველა 4 თამაში (გერმანიას 2 მატჩი აქვს მოგებული).

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ფინალისტები ერთმანეთს სამჯერ შეხვედრიან. 1982 წელს, მეოთხედფინალში, ესპანეთმა 1:0 მოიგო, მეორე შეხვედრაში კი 0:2 დამარცხდა. 2009 წელს ჯგუფურ ეტაპზე 0:0 დაფიქსირდა, 2013 წელს ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთმა მინიმალური სხვაობით იმარჯვა - 1:0.

საული "ადიდასის ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში ფავორიტია - მას 5 გოლი აქვს გატანილი. უშუალო კონკურენტი კი ასევე ესპანელია - მარკო ასენსიო 3 გოლით. 3 გოლი აქვს გატანილი პორტუგალიელ ვარსკვლავ ბრუმასაც, რომელიც, ბუნებრივია, ვერაფერს შემატებს ამას. ფინალისტი გერმანიიდან ორი გოლი აქვს გატანილი დევი ზელკეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
[VIDEO] გენიალური მესი - არგენტინელმა დუბლი შეასრულა და მაიამის "ინტერს" "ორლანდოსთან" მოაგებინა
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო