ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
ამ წყვილს წილისყრის დასრულებისთანავე განსაკუთრებული იმედი დავუკავშირეთ. ქუთაისის "ტორპედოს", რომელმაც ეროვნულ ლიგაში ბრწყინვალედ ჩაატარა მეორე წრე, ტოლ-სწორად უნდა ებრძოლა სლოვაკურ "ტრენჩინთან", მაგრამ... ჩვენს მოლოდინს გამართლება არ ეწერა - სლოვაკეთში გავნადგურდით.

ერთხელაც დადასტურდა, რომ საფეხბურთო მატჩი 35 კი არა, 90 წუთს გრძელდება...

თუ სლოვაკებმა (რომელთა შორის ძირითადში იყო ჩვენებური შემტევი გიორგი ბერიძე) ამ შეხვედრისათვის 4-3-3 ტაქტიკური სქემა აირჩიეს, კახა ჩხეტიანმა 4-5-1 განლაგებას მიანიჭა უპირატესობა. შექმნილ სიტუაციაში, საგარეო შეხვედრის გათვალისწინებით, ეს, ალბათ, ოპტიმალური არჩევანი იყო ტორპედოელთა დამრიგებლის მხრიდან, თუმცა, საბოლოოდ, თამაშს ფეხბურთელთა გარჯა იგებს და არა - ტაქტიკური სქემა.

...არადა, "ტორპედოსთვის" თამაში შესანიშნავად დაიწყო. გიორგი ქიმაძის წინააღმდეგ სლოვაკებმა თამაშის წესი დაარღვიეს. "სტანდარტული" გრიგოლ დოლიძემ შეასრულა, შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა გიორგი გურულმა მეურვე საჰაერო ორთაბრძოლაში დაჩაგრა და მოხდენილი თავურით გახსნა ანგარიში.

საერთოდ, ქუთათურებმა კარგად დაიწყეს თამაში. მეტოქე ჩვენს კართან სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდა. პირველი ნახევარმომენტი "ტრენჩინს" მე-20 წუთზე ჰქონდა, თუმცა მანსეს თავური არაზუსტი აღმოჩნდა...

25-ე წუთზე "ტორპედოს" უპირატესობის გაზრდა შეეძლო. ბექა ტუღუშმა ფლანგზე კარგად ითამაშა და საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი. თორნიკე კაპანაძე მეურვეზე მაღლა ახტა, მაგრამ მისი თავურის შემდეგ ბურთი სულ მცირე მანძილით ასცდა "ტრენჩინის" კარს.

მალე 100-პროცენტიანი შანსიც გავანიავეთ. ქიმაძემ კარგად შენიშნა მეტოქის კარის შორეულ კუთხესთან გახსნილი დოლიძე, რომელმაც ცარიელი კუთხე კი "ჩაკეტა", მაგრამ... ოდნავ დააგვიანა და სლოვაკები აშკარა გოლს გადაურჩნენ.

იქვე გონგმა ვერ გამოიყენა კარგი შანსი, თორემ გაფუჭებული შანსისთვის უსათუოდ დაგვსჯიდა...

მასპინძლები თანდათან გამოფხიზლდნენ. 35-ე წუთზე როინ კვასხვაძემ ურთულესი ბურთი აუღო ნიგერიელ ზუბაირუს, მაგრამ მალევე გაგვიტანა მანსემ.

სლოვაკებმა შეატყვეს, რომ მეტოქე დაიბნა, შეტევებს უმატეს და ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაწინაურდნენ კიდეც. იმ ეპიზოდში სლოვაკებს ზედმეტი თავისუფლება მივეცით საჯარიმო მოედანში... შეუჩერებელმა მანსემ კიდევ ერთხელ სცადა გატანა. მისი დარტყმული ქუთათურთა მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა, თორემ გოლი გარდაუვალი იყო. მერე კი, ბერიძის პასით, იმავე მანსემ კინაღამ ერთხელაც დაგვსაჯა.

ტაიმი ორი მონაკვეთისგან შედგებოდა. თუ მისი პირველი ნახევარი ქუთაისელებმა კარგად ჩაატარეს, მეორე ნაწილი, უფრო ზუსტად - დასკვნითი 15 წუთი, "ტორპედომ" აშკარად ჩააგდო.

მეორე ტაიმი ჩხეტიანმა ცვლილებით დაიწყო - მინდორზე გამოცდილი შოთა ბაბუნაშვილი გამოჩნდა. მწვრთნელის ჩანაფიქრით, მას შუა ხაზში თამაში უნდა დაელაგებინა, რაც ვეტერანს აშკარად შეუძლია, მაგრამ... ამჯერად მეორე ტაიმი იმდენად კატასტროფული აღმოჩნდა, თან ერთი ფეხბურთელიც ვერაფერს შეცვლიდა...

58-ე წუთზე ორჯერ გადავრჩით. ჯერ პაურის დარტყმული ბურთი მოიგერია კვასხვაძემ, მერე კი მანსემ ახლო მანძილიდან გადააცილა ქართველთა კარს. რამდენიმე წუთში კი დოლიძის მწვავე გადაცემას დროულად ვერ გამოეხმაურა კაპანაძე.

მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე სლოვაკთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა. ქუთაისელებმა ბურთის "ამოტანა" დააგვიანეს და შეცვლაზე შესულმა ჰამზა ჩატაკოვიჩმა "ტრენჩინის" უპირატესობა უფრო ხელშესახები გახადა. ერთ წუთში იმავე ჩატაკოვიჩს კვასხვაძემ არ გაატანინა.

ჩატაკოვიჩის კიდევ ერთი შანსი. მისი უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი ერთ-ერთ ქუთაისელ ფეხბურთელს ხვდება და კუთხურზე გადადის. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანგარიში გამანადგურებელი ხდება - ამჯერად, პაურს გააქვს.

სლოვაკთა მეხუთე გოლი კი ბერიძემ შეაგდო - "ბორჯომას" ხელი არავინ შეუშალა ახლო მანძილიდან ზუსტად დარტყმაში. დარჩენილ რამდენიმე წუთში დოლიძემ ჯარიმიდან ძელს გაარტყა ბურთი და თამაშიც მალევე მორჩა.

მოკლედ, გავნადგურდით სლოვაკეთში, საშუალოზე საშუალო გუნდთან, იქაური ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანთან. რასაც ფეხბურთი ჰქვია, ვითამაშეთ მხოლოდ საწყის 35 წუთში, მერე კი "ტორპედო" მინდორზე საერთოდ აღარ იყო.

ისმის კითხვა - რაში უხდის სახელმწიფო ქართულ კლუბებს ფულს? ან ვის სჭირდება ასეთი ფეხბურთი?

- კახა ჩხეტიანი: გვინდა, ქუთაისში მატჩის შემდეგ მოედანი ღირსეულად დავტოვოთ

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

29.06. ტრენჩინი. "ნა სიჰოტი"

ტრენჩინი-ტორპედო 5:1

გოლები: 0:1 გურული (10). 1:1 მანსე (36), 2:1 მანსე (40), 3:1 ჩატაკოვიჩი (75), 4:1 პაური (81), 5:1 ბერიძე (87)

ტრენჩინი (4-3-3): ჩოვანი - შულეკი, კლეშჩიკი, ლოურენსი, სკოვაისა - პაური (84. ელმაჰდაუი), ზუბაირუ, უბინკი - გონგი (65. კვოჩერა), მანსე (74. ჩატაკოვიჩი), ბერიძე.

სათადარიგოები: მ. კლოსტერი, რ. კლოსტერი, სერმინეკი, უდე

მწვრთნელი: მარტინ საველა

ტორპედო (4-4-1-1): კვასხვაძე - ხურცილავა, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე - დოლიძე, გიგაური, მამასახლისი (46. ბაბუნაშვილი), ტუღუში (67. კვირკვია) - კუხიანიძე (82. ხურციძე) - კაპანაძე.

სათადარიგოები: ქვილითაია, ადამაძე, კუჭუხიძე, ტაბატაძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გაფრთხილება: გიგაური (38), შულეკი (64), მანსე (67)

არბიტრი: ტ. მარშალი (ჩრ. ირლანდია).

სხვა მატჩები

- ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩები: ნუგეში ცხადაძისა და სვანაძისგან

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tazo
ერთით ნოლს რომ იგებ და ისევ უტევ,უაზრო უშედეგო სვლაა,ესაა მთავარი შეცდომა მწვრთნელის,დინამოს უგებდნენ იგივე,არა ჩხეტიანი სტრატეგი,კი მონდომების და ბრძოლის ხარჯზე უნდა გუნდი ფონს გავიდეს და უტევს მაგრამ შეტევას დიდი ფიზიკური ჯანი უნდა რაც ქართულ გუნდებს არააქვს,ამიტომ ერთიტ ნოლს რომ იგებ დაიხიე უკან ჩაჯექი და შედეგზე იზრუნე..არა ვერ შედგება ეს მაურინიოდ..ხოლო რაც შეეხება თანხებს,უნდა დაწესდეს მინიმალური ზღვარი და მიეცეს2 მაქსიუმუმ 2500 ხელფასი,ამათ კიდე სამჯერ მეტი აქვთ,სასაცილო ვითომ ფეხბურთელებს
გარინჩა
პრივილეგირებულთა კასტა გახდნენ დასწრებადი სახეობის სპორტის პროფესიონალი სპორტსმენები. რასაც სახელმწიფო ამათ "დასაქმებაზე" ხარჯავს იმდენი ფული რომ ჩადოს რეალურ ტექნოლოგიურ სექტორში 8 ჯერ მეტი ადამიანიც დასაქმდება და ამოგებაც ექნება სახელმწიფოს. მესმის რომ არაა პროფეისონალი ფეხბურთელისათვის საკმარისი 2-3000 ლარი.მაგრამ თუ არაა საკმარისი ნუ ისახიჩრებ ბიძია თავს,დაანებე თავი და სხვა რაიმე აკეთე, ან საზღვარგარეთ წადი.ხომხ ედავ რომსახელწმფიოს მეტი არ სეუძლია, კერძო კლუბები კი ცოტაა და არ არიან მდიდრები?
gio-s
2018 წლის 27 ივნისს (ოთხშაბათია). აი ვისთან, ჯერ არ ვიცი...
გიორგი
სასწაული დინამო თურმე ვერც გასულა ევრო თასებზე მომავალ ამ დროსოო... ვაი უბედურო საქართველო ((( კიდევ კარგი აღარ ვინტერესდები ქართული ფეხბურთით.. ჩემი გაჭირვებაც მეყოფა ეს სანერვიულო რომ აღარ დავიმატო ტყვილად
ზურა
gio გაისად ამ დროს :)))
fuuu
უსინდისოები არიან,არანაირ პერსპექტივაზე არ ფიქრობენ,მხოლოდ ახლა ჭამონ,აგაზაონ მანქანები და მეტი არაფერი... ფუუუუუუ თქვენიი
gio
დინამო თბილისი როდის და ვისთან თამაშობს გთხოვთ დაწერეთ თუშეიძლება
გულით ქომაგი
სრული ქაოსია ქართულ ფეხბურთში
zura
უთავმოყვარო...უსინდისო ხალხი..წურბელები ხალხის კისერზე.
mamuka
გააუქმეთ ფეხბურთის ფედერაცია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! რატო ჭამენ ეს უსაქმურები საწყალის ხალხის ფულებს!!!!!!!!!!!! ამდენი უნამუსო საიდან შეიყარა!!!!!!!!!!!!!!!!!! ვაი თქვენს პატრონს!!!!!!!!!!!!! პ.ს კარგათ ვითამაშეთ და მაინც წავაგეთ, ეჰ ბედი არ გვწყალობს რა!!!!!!!!!!!!!!
გივი
გამოუცთელი კვირკვია არ უნდა გამოეყვანა
ქუთაისელი
ადამაძე და მირცხულავა კარგები იყვნენ მაცრამ მირცხულავა გაუშვეს გუნდიდან.ან ფიზიკოსი ფოფხაძე სად ნახეს.30 წლამდე ფეხბურთელმა არ უნდა შექმნას შემტევის მოყვანა არ უნდათ.
ზურა
ხალხნო ეს რა კოშმარია,აგარ არიან ფეხბურთელები საქართველოში??? ხუთივე გოლი გაუშვეს მარცხენა ფლანგის ფეხბურთელის სრულიად უპასუხისმგებლო თამაშით.ამას განა ვერ უნდა ხედავდე მწვრთნელი.!?
jandaba
აი ყველა გოლის შემდეგ რომ წყევლა/გინების რიტუალს ასრულებენ ჩვენი მცველები, რა მაინტერესებს, ვის აგინებენ ან რას ამბობენ რაო ვისი ბრალიაო, მოხდაო შემთხვევაითო? 5-ჯერო? დაგვჩაგრეს ყველანაირად და განსაკუთრებით ფიზიკურად არაო? ამ პოლონეთის გუნდშიც ყველაზე სუსტი ისევ ქართველი იყო :))
mvx
მართლაც და! ვის სჭირდება ასეთი ფეხბურთი? ქუთაისელმა ე.წ. ფანებმა ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოუცხადეს თბილისის დინამოს, გახდა განხილვების საბაბი, ეს დერბიო, ეს კლასიკოო, დავანგრიოთ თბილისი, დავცხოთ გორს , სამტრედიას, ბათუმს. სირცხვილია. ჯერ ფეხბურთის თამაში ისწავლეთ და ნუ არცხვენთ ქუთაისის უდიდეს ტრდიციებს. ისეთი უსუსური იყო ტორპედო, რომ თამაშის ყურებაც კი უხერხულება იყო. თამაში გეზარება, სირბილი გეზარება, წადი ბიძია და ბუცები შეაკეთე. მოკლედ საპოჟნიკად იმუშავე.
Guadua
dave ერთადერთი ნორმალური მმართველი არის "კერძო მფლობელი" ამაზე იხურება ყველა კითხვები,მხოლოდ კერძო მფლობელი და მხოლოდ კლუბის წლიური ფინანსების მინიმალური ზღვარის დაწესება და ამ ზღვარის უზრუნველყოფის გარანტიები კერძო მფლობელების მხრიდან. მე მაინც მგონია რომ შანსები რომ "გაძვრეს" ამ სამი კლუბიდან ყველაზე მეტი აქვს ჩიხურას. რაც შეეხება სამტრედის, ის ტორპედოსავით არ და ვერ წააგებს, გასული წლის 5-1 იყო წმინდად მწვრთნელის და მისი შეფის ბრალი, კლუბი დააბნიეს, მატჩის წინ შეუცვალეს სტრატეგია საეთოდ.თუკი ამ ჯერზეც ასე არ მოხდა და აცალეს თამაში თუნდაც იმათ ვისაც ჰყავთ,მაშინ არა მგონია სამტრედიამ ასე 5-1 წააგოს.
zmo
რა ხალხიც ვართ ის ქვეყანა გვაქვს და შესაბამისად ის ფეხბურთიც.
qar
რამდენი ხანია ვამბობ რატო უნდა მიდის სახელმწიფო ფული ასეთ უმსგავსობაში ვერ ვხვდებითქო და კიდევ კარგი, სათაური მაინც დააწერეს ჟურნალისტებმა ცოტა მიმსგავსებული. ფეხბურთი ისეთი სპორტია თავისით უნდა ირჩენდეს თავს და მხოლოდ საბავშვო დონეზე უნდა ფინანსდებოს სახელმწიფოს მხრიდან. ამ უსაქმურებს მე რატო უნდა ვარჩენდე იქნებ ამიხსნას ვინემ!
მახოია
ვულოცავ ქართულ კლუბებს არდადაგების სეზონონის დადგომას, სამტრედია მეცოდება ცოტა გვიან მოუწევს მაგას დასვენება.
n
ფეხბურთის თამაშის აზრზე არ არის ეს ხალხი,ტრენჩინასთან ხუთი გოლი როგორ უნდა გაუშვა.
mamuka
როცა ჩემპიონატის მეორეადგილოსანი,რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის ესე თამაშობს, ეს საერთოდ ქართული ფესბურთის ჭაობში ყოფნას ნიშნავს. მოიწვიონ ვინმე უცხოელი კონსულტანტი, ამბიციები და ფულისადმი მანიაკალური დამოკიდებულება გვერდზე გადადონ და ქართული ფეხბურთის მომავლის ფიქრით (ერთი დღით არ ვცხოვრობთ) რაიმე გააკეთონ
vax-vax
ცოდოა კვასხვაძე ტორპედოში.პატრონი სჭირდება,გაუშვით ევროპაში
uro
სანამ ტაკიმასხარების ხელშია ქვეყანა და სანამ ბიძაშვილობით და მამიდაშვილობით არ შევეშვებით ფეხბურთს მანამ არაფერი გვეშველება, ფეხბურთს უნდა მართავდეს მცოდნე პროპესიონალები და უნდა თამაშობდნენ ნიჭიერი თაობა და არა ქოცები და ნაცები
ziqenbud
ტრენჩინი - გუნდის საშუალო ასაკი 21-22 წელი, ორი 18 წლის ფეხბურთელი ყავდათ მოედანზე, აი ესაა გამოსავალი და ჩვენს კლუბებს სწორედ იმიტომ არ ეშველებათ არაფერი რომ აქ თუ ვინმე გამოჩნდება ცოტა წესიერი მაშინვე სხვაგან ყიდიან ან თვითონ გარბის ჩვენი ფეხბურთის შემხედვარე...
kaxa

გივი
გუნდი უნდა დატოვონ ხურცილავამ,ჭიჭინაძემ,გიგაურმა,კუხიანიძემ მამასახლისმა,ბაბუნაშვილმა,გიგაურმა,კუჭუხიძემ
noe
ამხელა სხვაობა რატო უნდა იყოს სლოვაკეთის გუნდთან, რა ხდება ესეთი ამ საქართველოში რო არაფერი გვეშველა.
dave
ფინანსდება ეს საკალუბო კალათბურთი და რაგბი ხალხო, და არანაკლები თანხით ვიდრე ფეხბურთი. ამ შემთხვევაში დაფინანსებს შეწყვეტაზე კი არა, კლუბებში ნორმალური მმართველების მოსვლაზე უნდა იყოს მოთხოვნა და არა ისეთების დარჩნაზე, რომლების 18 ტურის შემდეგაც ფორმაში არყოფნაზე საუბრობენ ! :(
ნოდი
რა ვთქვა არც კი ვიცი, იმდენად ვარ გაცეცხლებული და ამასთანავე დათრგუნული. მაგარი გაფარჩაკებულია ქართველი კაცის გუნება ქართული ფეხბურთის შემყურე. მე პირადად, გამოსავალს ახლო მომავალში ვერ ვხედავ. დაფინანსება არა ჭ...ი ამათ... ბოდიში, ვნევრიულობ. გული გისკდება როცა ხედავ, თუ როგორ ითამაშეს აზერულმა და ყაზახურმა გუნდებმა. ყველამ მოიგო თითქმის, როგორც შინ, ისე გარეთ. ერთი ყაზახური გუნდი დამარცხდა საპატიო ანგარიშით გასვლაზე. დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ და სხვების შედეგებს, განსაკუთრებით პოსსაბჭოთა გუნდების (სომხების გარდა), კიდევ უფრო ვითრგუნები და ..... ნუ მოკლედ...
bs
აბა რას ამაბობთ?! მაგ ფულის სახრავად არი ხალხი შეყრილი და მაგას როგორ იზავენ რომ სახელმწიფომ ჩვენი ფულით მაგათი უნაირობის დაფინანსება შეწყვიტოს!
gushin yvelam ixeira qartuli gundebis wagebit..
ვაი ტქვენს პატრონსს... rashi igebt xelpasebs gekitxebiittt>>>>??? samarcxvinoebi xart yoveli torpedos pexburteli dawyebuli ashvetiatii pirveli samarcxvino eg arii.. pulis ketebaze ro piqrobs da sadzmo yavs shemokrebili
ქომაგი
კატეგორიულად მოვითხოვ (როგორც გადასახადის გადამხდელი, რომ ჩემი და სხვათა გადასახადებიდან ბიუჯეტში მოგროვებული თანხა არ იფლანგებოდეს ასეთი უსახურობაზე. შეწყვიტოს სახელმწიფომ ფეხბურთში ფულის ფლანგვა და ტავში ქვა უხლიათ ყველას ვისაც ფეხბურთი უნდა ითამაშონ საკუთარი სახსრებით! დაფინანსდეს მხოლოდ წარმატებული და იმედისმომცემი სპორტის სახეობები! ფეხბურთისათვის განკუთვნილი დაფინანსება გაუქმდეს და მისი ნატილი გადამისამართდეს კალათბურთის და რაგბის საკლუბო ჩემპიონატებზე და ასევე გუნდების ევროთასებზე მონაწილეობისათვის!
fulis mchamelebi
აღარ არის საკმარისი ამ ფულის უაზროდ ყრაა??? შეეშვით რა არ გამოზდით არ უნდათ არ იციან!!! მიეცით რა ეს ბიუჯეტი რაგბისტებს, კალათბურთელებს, მოჭიდავეებს... მარაზმია უკვე ეს ყველაფერი
juba.
კვასხვაძე რომ არა 1-11 იქნებოდა.10 წელი უარი უნდა ვთქვათ საერთაშორისო შეჯიბრებებზე
joni
ამ გუნდს დაცვა ყავს?
archil
ტორპედოსჰი მოვიდა ახალი მეპატრონე და მემგონი დროა ნორმალური მჭრთვნელი და ფეხბუღტელები მოვიდეს ყველა გოლი ცენტრალური მცელის შეცდომით გავიდა საშუალო დონსი გუნდი რას გვიშვრება და ძლიერ გუნდებთან შეხვედრაზე ხო საერთოდ აღარ მინდა ვიფიქრო
gio
იგივე კითხვა ქეცბაიასთვის უნდა დაგესვათ რაში აიღო 13 მილიონი ლარი, ბოლოს წინა ადგილს ვერ ასცდა
ჯამლეტი
არ შეიძლება რა ხალხის ფულის დახარჯვა ამათზე, ეს არის ჩვეულებრივი დანამშაულიდა ფულის გათეთრება :@
kk
პირველი გოლი ვინც გაატანინა ის მცველი უნდა დაჯდეს სკამზე
kkk
დინამოდან ამ ბიჭების გაშვება არ შეიძლებოდა, მოშორდეს ფიფია ამდენი წელია არ გვაღირსა ნორმალური გუნდის ჩამოყალიბება.
sos
გააკეთეთ მაღალი დონის გუნდები 4-6. არ გაუშვათ პერსპექტიული ახალგაზრდები 25- წლამდე საზღვარგარეთ სათამაშოდ. გადაუხადეთ კარგად ვინც ღირსი იქნება. ასე აამაღლეტ დონე, მოიზიდეთ მაყურებელი სტადიონებზე და მერე დაეხმაროს სახელმწიფომ ვინც ღირსი იქნება.
გგგ
სამწუხაროდ ისევ ქართული ტრადიციული სენი - ვიგებთ და აუცილებლად ვუშვებთ პირველი ტაიმის მიწურულსაც და თამაშიც ბოლოსაც. აშკარად მძიმე სურათია, სამივე ქართულმა გუნდმა წააგო..
kaxa
არავის არ ჭირდება ნამდვილად ასეთი ფეხბურთი და არ დააფინანსონ ბიუჯეტიდან. ვისაც ნამდვილად უნდა წარმატებული გუნდების შექმნა თუნდაც ეს იყოს 3-4 გუნდი აი იმათმა დახარჯონ , იტამაშონ ერთმანეთში თუნდაც 10-15 წრე მაგრამ დონე ასწიონ და არა ბიუჯეტის ხარჯზე
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
გიორგი ბერიძემ ისევ გამოიჩინა თავი
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]
სლოვაკეთში "სპარტაკმა" ჭანტურიშვილის გოლით, ბერიძის "ტრენჩინი" დაამარცხა
"ტორპედომ" "ტრენჩინთან" პირველ ტაიმში ანგარიშში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"ტრენჩინთან" შერცხვენილ "ტორპედოს" გიორგი ბერიძემაც გაუტანა [VIDEO]
"კარი გავზომეთ ჩვენით, ამათგან ყველაფერს ველოდით" - "ტორპედო" საშინელ პირობებში ემზადებოდა
ბერიძემ თურქეთში კვლავ გაიტანა
გიორგი ბერიძე თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს
დავით ბოლქვაძე: ასე მეგონა, ფეხი მომაძრეს
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა
გიორგი ბერიძე სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
ტორპედო-საბურთალო 2:0 - ქუთაისი ოქროსკენ იწევს [VIDEO]
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
გიორგი ბერიძე "ტრენჩინიდან" "გენტში" ბრუნდება
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა
გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს
გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
გიორგი ბერიძემ "რუზომბეროკს" დუბლი შეასრულა, მისი გუნდი კი ევროპა ლიგას მიუახლოვდა
"ტორპედოს" ნიშნით... ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის სიმბოლურები შეადგინა
ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე
გიორგი ბერიძე "გენტმა" ამჯერად უნგრეთის ჩემპიონატში გააიჯარა