დღეს, 26 ივლისს, ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ფარერების "ვიკინგურს" უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაიწყება.

მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ტელევიზიით არ იგეგმება. კლუბის პრესსამსახური გეგმავს, საკუთარი რესურსით გააკეთოს ლაივ-სტიმი, რომელსაც Sportall.ge მოგაწოდებთ.

ქუთათურები სრული რაზმით

იმის მიუხედავად, რომ ქუთაისელებმა "შერიფის" ბარიერი ვერ დაძლიეს, მათ, უეფას ახალი ფორმატიდან გამომდინარე, ძალიან კარგი შანსი გაუჩნდათ, ევროპა ლიგაზე იასპარეზონ. უკვე გარკვეულია, ვინ შეიძლება იყოს მეტოქე შემდეგ ეტაპზე - ეს "ყარაბაღსა"და "კუკეშს" შორის დამარცხებული იქნება. პირველი შეხვედრა ალბანეთში 0:0 დამთავრდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანელები უპირობო ფავორიტებად ითვლებიან.

ამ მატჩის წინ "ტორპედომ" საკმაოდ ბევრი მცდელობის შემდეგ შეძლო ფორვარდების დამატება და გუნდის დაკომპლექტება დაასრულა. იმერლებთან ორი ახალწვეულია: სურინამელი ფორვარდი გლეოფილო ჰასეილბანკი და სლოვაკი მილოშ ლაჩნი. ეს უკანასკნელი "ტორპედოში" საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის რეკომენდაციით ჩაირიცხა.

მომავალ შეხვედრაში გუნდს უბრუნდება გრიგოლ დოლიძე, რომლის დანაკლისი "შერიფთან" შეხვედრაში შესამჩნევი იყო და გუნდისთვის აუცილებელია, რომ ის სრულ მზადყოფნაში იყოს.

აუცილებლად უნდა ველოდოთ ტაქტიკურ ცვლილებებს. კახა ჩხეტიანი ალბათ მისცემს ერთ-ერთ ფორვარდს თავის გამოჩენის საშუალებას და ძირითად შემადგენლობაში დააყენებს. ის, დიდი ალბათობით, არჩევანს გამოცდილებაზე გააკეთებს და სლოვაკს აირჩევს, თუმცა, ვნახოთ...

უკანა ხაზში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. სავარაუდოდ, ისევ გეგეჭკორი-კობახიძე-აზაცკი-მარინის ოთხეული დაიცავს გუნდს და წინ გლინკა-ცინცაძის წყვილი დადგება.

რაც შეეხება კუხიანიძე-კუტალიას, ისინი, დიდი ალბათობით, სათადარიგო შემადგენლობაში გადაინაცვლებენ, მაგრამ არც ის გამოვრიცხოთ, რომ ერთ-ერთი მოედანზე დარჩეს.

ვიკინგები იმერეთში

მეტოქე ნაკლებად პროფესიონალურად არის დაკომპლექტებული და ფეხბურთელთა ნაწილს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება მეორე პროფესიაც ჰქონდეს.

კლუბში 5 ლეგიონერია და "ტრანსფერმარკეტზე" კლუბის საერთო ღირებულება 450 000 ევროს შეადგენს, როცა 450 000 ევრო ქუთაისის "ტორპედოში" ერთი ფეხბურთელი ღირს - გიორგი ქიმაძე.

ეს იმითაცაა გამოწვეული, რომ კლუბში ფეხბურთელთა ნაწილი თანხობრივად არ არის შეფასებული. "ჰიკთან" გამორჩეული იყო 23 წლის ფარერელი გუნარ ვატნჰამარი, რომელმაც ორივე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა.

ზოგადად, ეროვნულ ჩემპიონატში კი კლუბის ბომბარდირი 33 წლის ნიგერიელი ადეშინა ლავალია, რომელსაც მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი.

"ვიკინგებს" ქუთაისის "ტორპედოსთან" ორი ფეხბურთელი დააკლდებათ, რადგან მათ "ჰიკთან" ორივე შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღეს. ესენია: 39 წლის საყრდენი ნახევარმცველი ჰანს ჯურჰუუსი და 31 წლის მოლდოველი ლეგიონერი ადრიან კასკავალი.

გუნდის კაპიტანი 36 წლის მცველი ატლი გრეგერსენია, რომელიც ამავდროულად, ფარერების კუნძულების ნაკრების კაპიტანიცაა. "ვიკინგურიდან" ნაკრებში დაახლოებით 3 ან 4 ფეხბურთელი თამაშობს.

მოლოდინი

"ტორპედოს" მართებს, საშინაო შეხვედრაში გადაწყვიტოს ამ დაპირისპირების ბედი, რადგან ეს ფარერებზე არ იქნება მარტივი. მათ ხანგრძლივი და დამღლელი გზა ელით, რამაც იქ შეიძლება უპირატესობა არ მისცეს. ამიტომ ქუთაისელებისგან უნდა ველოდოთ რამდენიმებურთიანი უპირატესობით მოგებას, ლაღ ფეხბურთს და ბევრ შეტევას.

მსაჯები

"ტორპედოსა" და "ვიკინგურის" მატჩს ყაზახ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი მსაჯი არტიომ კუჩინი იქნება, რომელსაც ევგენი ბელსკი, ანატოლი ხოდინი და ალექსანდრ ალიევი (ყველა - ყაზახეთი) დაეხმარებიან.

nini
რათ გინდათ ფეხბურთი? პოლიტდებატები და სერიალებია აქტუალური ამ ხალხისთვის
krazana
უყურე შენ, ფარერებთან ლაღი ფეხბურთი უთამაშია ტორპედოს (მეთევზეებთან, პედაგოგებთან, მეცხვარეებთან და ა. შ.)
Tazo
წარმატებები ჩვენს გუნდებს.ისე მაინტერესებს,ამ დისლაიკებს ვინ და რატომ ადებს კომენტარებს,რომელია მიუღებელი?
Aba ra
დამაჯერებელი დამარცხება 6000 კითხვით
თბილისელი
პრინციპში აჩვენეთ ტორპედოს თამაში ..ჩიხურას თამაშს არავინ ვუყურებთ ტელევიზორში ყველანი სტადიონზეეეეე...დღეს მესხი უნდა გუგუნებდეს
euhh
კლუბს ,ქვეყანას,რომალსაც გუნდი ჩემპიონთა თუ ევროლიგაზე ჰყავს და ტრანსლიაციას ვერ ან არ აკეთებს თან სახლში,უბრალოდ რაზე უნდა ისაუბრო?..თუნდაც ისრომ ტელევიზორში გამოჩენა სადაც იცის რომ ახლობელი,ნათესავი უყურებს,ბევრისთვის მეტი მოტივაციაა(მაგრამ ყველანხირად ხომ უნდა ეცადოთ უარყოფითად წარმოვჩინდეთ)(((((
ალეკო
პირდაპირი ტრანსლაცია რომ არ იგეგმბა, რატომ? აჯობებს, გასაგებად ეწეროს მიზეზი - საზოგადოებრივ მაუწყებელს არ უნდა და კიდია გულშემატკივრის ინტერესები, თუ ტორპედო არ აძლევს ტრანსლაციის უფლებას?! სამწუხაროდ, ამ სტატიიდან ვერ გავიგეთ, რატომ არ არის ტრანსლაცია.
333
მინიმუმ სამი ბურთის სხვაობით უნდა მოიგოს ტორპედომ!! წინააღმდეგ შემთხვევაში გააუქმეთ ეგ გუნდი და საერთოდ ფედერაციას ბოქლომი დაადეთ!!!!
ნიკა
რაარის ეს რასნიშნავს რა უბედურებაა პირდაპირ ეთერში როგორ არ აჩვენებენ სირცხვილია უბრალოდ რა. აბა დინამო თამაშობდეს ყველა საინფორმაციოში იქნებოდა ტორპედო მიდი ასახელე საქართველო მტრის ჯინაზე.
geo
ლაღი ფეხბურთი ცოტა სასაცილო მეჩვენება ამათგან!
თბილისელი
ქუთაისის და საჩხერის გუნდებზეა დამოკიდებული დღეს ქართული ფეხბურთის პრესტიჟის აღდგენის და ჭაობიდან ამოყვანის პროცესის დაწყება. წინ გამარჯვებებისკენ ბიჭებო!
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ირაოლა: 90 წუთი სათამაშოდ ძალა არ გვყოფნის
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
"მეცს" წიტაიშვილის დაბრუნება სურს
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
"მეკარეები უშანსოდ იყვნენ" - ალისონის და მამარდაშვილის თამაში შეაფასეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. ვიკინგური-ტორპედო [LIVE]
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ქუთაისის "ტორპედო" სეზონის გახსნის მატჩში სახლში მოულოდნელად "დილასთან" დამარცხდა [VIDEO]
სად შეგვეძლება ევროპა ლიგაზე ქართული გუნდების შეხვედრების ყურება?
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
10 ბალიანი სისტემა - "ტორპედოს" ფეხბურთელების შეფასება "ვიკინგურთან" მატჩში
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ქუთაისის "ტორპედო" კოპენჰაგენში ჩაფრინდა, საიდანაც ფარერებზე გადაფრინდება
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
კახა ჩხეტიანი: ევროთასებზე არა მხოლოდ ჩვენს ქალაქს, არამედ საქართველოს წარმოვადგენთ!
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
ვიკინგური VS ტორპედო - შეთამაშებისთვის და სარეიტინგო ქულებისთვის
გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს