ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: არნახული წარმატება - 8 კაცი და 8 მედალი! [VIDEO]

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: არნახული წარმატება - 8 კაცი და 8 მედალი! [VIDEO]

ჯერ კიდევ შარშან უცხოელთა მიერ "ახალგაზრდა ლომად" შერაცხილი ზვიად პატარიძე ზედიზედ მესამედ გახდა ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი
ჩვენმა ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელებმა" ფანტასტიკურად იჭიდავეს დორტმუნდში, 2 ივლისს დასრულებულ თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში, სადაც უკლებლივ ყველა მათგანმა მედალი მოიპოვა!

8 კაციდან 8 მედალი - ჩინებული შედეგია, თუმცა ამ გუნდისგან ბოლო წლებში მივეჩვიეთ ასეთ კარგ შედეგებს. საკმარისია, ითქვას, რომ მსოფლიოს ბოლო ორ პირველობაზე 4-4 ოქრო მოგვქონდა, თუმცა ასეთი მასშტაბური წარმატება, როცა ყველამ მედალი მოიპოვა, არ გვქონია.

სოსო ჯაბიძის გაწვრთნილმა გუნდმა დორტმუნდში 8-დან ოთხი ფინალი იჭიდავა, საბოლოოდ კი 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები რამაზ სილაგავა (50), ლერი აბულაძე (60) და რაღა თქმა, უნდა, ზვიად პატარიძე (120) გახდნენ. გიორგი კურტანიძე (66) ფინალში კი გავიდა, მაგრამ დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა, ხოლო მესამე ადგილზე წონაშეცვლილი ნუგზარ წურწუმია (55), ბექა მამუკაშვილი (74), თემურ ჭკუასელიძე (84) და გიორგი ბარბაქაძე (96) გავიდნენ.

გუნდის აქტივშია დღის საუკეთესო შეხვედრა და საუკეთესო გდება, რაც ჭიდაობის გაერთიანებულმა მსოფლიოს ფედერაციამ აღიარა.

რამაზ სილაგავას ნახევარფინალური შეხვედრა თურქ ქემალ მუთლუსთან ჭიდაობის გაერთიანებულმა მსოფლიოს ფედერაციამ პირველი დღის საუკეთესო ორთაბრძოლად აღიარა და სამართლიანადაც. ჩვენებური 2:6 ჩამორჩა, როცა ულამაზესი კისრულით გაათანაბრა ანგარიში. ამის შემდეგ უპირატესობა ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ 9:9-ზე სილაგავა დაწინაურდა: 12:9. თურქმა ორქულიანი მოიპოვა, თუმცა დასრულებამდე ერთი წამით ადრე მუშტი მიარტყა სახეში ჩვენებურს, რისთვისაც ორი ქულით დაისაჯა. საბოლოოდ, 14:12 სილაგავას სასარგებლოდ, რომელმაც ბამბებით ამოტენილი ცხვირით დატოვა ხალიჩა.

საბედნიეროდ, ამან ფინალში ხელი არ შეუშალა აზერბაიჯანელ ზულფიგარ ალიევთან მოგებაში: 5:1. როგორც სხვა 4 შეხვედრაში, სილაგავა აქაც ფლობდა უპირატესობას.

იხილეთ ვიდეო

აბულაძე ეროვნული ნაკრებისთვისაა ასაკით პატარა (ევროპის ჩემპიონატი წააგო უფროსებში), თორემ ჭაბუკებიდან ახალგაზრდებში წლეულს გადმოსული აქ ტოლს არ უდებს არავის. ფაქტობრივად, ადაპტაცია არც დასჭირდა, ისე დამკვიდრდა ახალგაზრდებში, ამის დასტურად კი დორტმუნდში ბრწყინვალე გამოსვლა და ევროპის ჩემპიონობა გამოდგება.

მან საკმაოდ ტექნიკურად იჭიდავა, თუმცა ნახევარფინალში სომეხ ჰრაჩია პოღოსიანთან 1:1-ზე ბოლო ქულის დამსახურებით გავიდა ფინალში. ისე კი ყველა შეხვედრაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, არ გაურბოდა ჭიდაობას.

ფინალშიც, ძირითადად, შემტევი სტილის და მონდომების ხარჯზე აჯობა შვედ არდიტ ფაზლიჯას: 6:4.

იხილეთ ვიდეო

ჯერ კიდევ შარშან უცხოელთა მიერ "ახალგაზრდა ლომად" შერაცხილი ქუთაისელი პატარიძე ზედიზედ მესამედ გახდა ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი. თან, წინა წლების მსგავსად, ამჯერადაც ერთი ამოსუნთქვით, ცალი ხელით მოიგო ჩემპიონატი. როცა ფინალში რუსების ფალავანს 1.08 წუთში წმინდად, 8:0 მოუგებ, ბევრი განმარტება არცაა საჭირო.

იხილეთ ვიდეო

თუმცა პატარიძემ სხვებთანაც ასევე იოლად იმარჯვა. მაგალითად, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი ტეჰრან ამინზადე თითქოს შეგუებული იყო წაგებას და არც კი ცდილობდა ქართველისთვის ხიფათის შექმნას. ჩვენებურმა მასაც, თურქ იაკუპ ერლიქაიასაც და ფინალში რუს გიორგი გაჯინოვსაც ერთნაირი ანგარიშით, 8:0 მოუგო.

მხოლოდ რუმინელი ლენარდ იშტვან ბერეი დაამარცხა ქულებით - 7:1. პატარიძე ამჯერად ცოტა უფრო პრაგმატულად ჭიდაობდა: გარკვეულ შეხვედრებში ილეთებზე ენერგიას არ ხარჯავდა და უფრო იოლი გზით მოიპოვებდა ქულებს. მით უფრო, მის ტანკივით მიწოლას ბევრი ვერ უძლებდა და ძალაუნებურად გადიოდნენ გარეთ. თუმცა "ახალგაზრდა ლომი" ილეთებსაც აკეთებდა და ბრალი მისი, ვისაც ჩოქბჯენში ჩააგდებდა - იქ წინ და უკან თავბრუსხვევამდე ტრიალი გარანტირებული ჰქონდა.

ფინალამდე კურტანიძემაც ძალიან კარგად იჭიდავა. მაგალითად, ნახევარფინალში რუს სერგეი სტეპანოვს ორჯერ თავს უკან გდებით გაუკეთა 4-ქულიანი ილეთი და 11:1 აჯობა. ამათგან პირველი უფრო კონტრშეტევა იყო, მეორე კი მართლაც ქრესტომათიული ფანდი გამოდგა: წელში კარგად შევიდა, შეეკრა, თავს ზემოთ ასწია და ზურგს უკან მთელი ძალით დააბერტყა ფიცარნაგს. ეს გდება მსოფლიოს გაერთიანებულმა ფედერაციამაც გამოარჩია.

იხილეთ ვიდეო

მანამდე კურტანიძემ ჩეხ იაკუბ ბილეჟს 10:1 მოუგო, გერმანელ არტურ ტატარინოვთან კი 6:6-ზე უკეთესი ხარისხის ქულებით იმარჯვა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ აქაც გაუჭირდა. აი, ფინალში უკრაინელ ფარვიზ ნასიბოვთან კი ვერ ააწყო ჭიდაობა და 0:4 წააგო.

თითო წაგების მიუხედავად, ძალიან კარგად იჭიდავეს ბრინჯაოსმედალოსნებმაც: წურწუმიამ 2:35-ში 8:0 დაჯაბნა რუმინელი რაზვან არნაუტი; ჭკუასელიძემ საოცარი პაექრობა მოუგო აზერბაიჯანელ ტუნჯაი ვაზირზადეს: 15:8. თავიდან ჭკუასელიძე აგებდა, მაგრამ მერე გამგელდა და ვაზირზადე ფიზიკურად ისე მოღალა, ბოლოს ძლივს იდგა ფეხზე.

ასევე კარგად იჭიდავეს მამუკაშვილმა და ბარბაქაძემაც, რომლებიც დებიუტანტები იყვნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ზაზა

უძლიერესი ბიჭები და გულანთებული ქართველები! უმაგრესი თაობა მოდის და ყველანაირი ხელშეწყობაა საჭირო.

• პაატა

ქართულ ჭიდაობას კი არა ქართულ ენას, ლიტერატურას და ისტორიას აღარ ასწავლოან სკოლებში...ვიღას უნდა ქართული გენის გაღვივება?! უფალმა ამ ბიჭების დარი ამამულიშვილები უმრავლოს ჩვენს ერს!!!!!

• B-52

ვამაყობ! ეს მართლაც გენეტიკური კოდია ჩვენი!

• ehhh

ცჰვენ მტავრომას რომ ტვინი და პატრიოტიზმი ჰქონდეს სკოლებსჰი სჰეიტანდა ქარტულ ცჰიდაობას.

• soso

ჭიდაობა ჩვენი სპორტია!!! მოვუფრთხილდეთ ამ ბიჭებს და მოვუფრთხილდეთ ჭიდაობას!!!

• 43

პატარიდზე 5 ცელია არ დამარცხებულა..მარტლა ლომია

• ამო

ჭიდაობა გენში გვაქვს! სათანადოდ მივხედოთ ამ ხალხს.

• სოსო

ყოჩაღ!

• ქუთაისელი

ვამაყობ თქვენით! კიდევ ბევრჯერ გაგვახარეთ! ნიჭი გაქვთ და უფრო მეტი შრომა, შრომა და შრომა!

• ალეკსანდრე

ყოჩაღ ბიჭებო! გაიხარეთ , იდღეგრძელედ!

• giglia

დიდი მადლობა ბიჭებს, ქება და დიდება მათ! და რაღათქმაუნდა, დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბს! საოცარი შეხვედრები ჩაატარეს ბიჭებმა. ერთადერთი გულდასაწყვეტი კურტანიძის ფინალი იყო. თავისივე დაწყებულ ილეთზე ჩავარდა. ჭიდაობა ჩვენი თამაშია!!

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

23-წლამდელთა ევროპირველობაზე ქართველმა ფალავნებმა ჯერ 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

U23. 4 ვერცხლი 4 ფინალიდან და გუნდური მე-2 ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

ბ/რ ჭიდაობა. ბაქოს ტურნირი: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რვა მედალი

ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სასარის ტურნირში გამოვა

"გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა!" - გარდაიცვალა მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია

ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

მფრინავი ჭკუასელიძე - ქართველმა მოჭიდავემ რუსეთის წარმომადგენელი სუპერილეთით დაამარცხა [VIDEO]

სუპერლიგა 2016/17. XXIV ტური: შეხლა-შემოხლა და "კაკტუსის" მოგება ბათუმში

ქართული ტრიუმფი სერბეთში - 5 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო

დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]

ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: "ბერძენ-რომაელთა" ჯერიც დადგა

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი: სუპერლიგის ლიდერები თასმაც გამოკვეთა

"აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასზე" ჭაბუკები იწყებენ

თემურ ჭკუასელიძე ევროპის ახალი ჩემპიონია! - "ბერძენ-რომაელთა" ფანტასტიკური სვლა გრძელდება [VIDEO]

ქართველმა ჭაბუკებმა "აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე" 12 მედალი მოიპოვეს

U23. სამი ქართველი ფალავანი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

სუპერლიგა 2016/17. XVIII ტური: "ქუთაისმა" "ოლიმპს" ისევ მოუგო

მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: ზვიად პატარიძის ოქროს დასასრული [VIDEO]

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ორი ოქროს და 2 ბრინჯაოს შანსი

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველების 2-2 ოქრო და ბრინჯაო

ბ/რ ჭიდაობა. ახალგაზრდული ნაკრები: სასარიში დახვეტილი მედლები

ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი

ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" სტამბოლში სამი მედალი მოიპოვეს

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: კიდევ 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს შანსი

გიორგი მელია საფრანგეთის გრან პრის გამარჯვებულია [VIDEO]

U23. ფინალები - ტრავმირებულმა პატარიძემ ვერ იჭიდავა, ქავჟარაძე და ხეცურიანი დამარცხდნენ

ანტონ მამაგეიშვილმა სტამბულში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ახალგაზრდა ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მეორე და 4 მედალი მოიპოვეს

სამთო თხილამურები: იასონ აბრამაშვილის ოქროები

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველებმა 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს

ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

ჭაბუკ ბერძენ-რომაელთა ევროპის პირველობა: დიამეტრულად განსხვავებული დღეები

იასონ აბრამიშვილმა ერზრუმში ღია ჩემპიონატზე ხუთი ოქროს მედალი მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა