სხვა ფავორიტები ძალიან დამაჯერებლები იყვნენ
უიმბლდონი დიდი სენსაციით დაიწყო. 21 წლის რუსმა დანილ მედვედევმა, რომელსაც აქამდე არც ერთი მოგება არ ჰქონდა "დიდი სლემის" დონეზე, ოთხი სეტში მოუგო მსოფლიოს მესამე ჩოგანს სტენ ვავრინკას - 6:4, 3:6, 6:4, 6:1. წელს, მედვედევმა პირველივე წრეში წააგო ავსტრალიის ღია პირველობა (ესკობედოსთან) და როლან გაროსი (ბორზისთან).

მიმდინარე სეზონში მედვედევი ბალახის კორტებზე კარგად გამოიყურებოდა - ჰერტოგენბოშში მეოთხედფინალში გავიდა და წააგო ივო კარლოვიჩთან, გასულ კვირას ისტბურნში კი ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა.

მედვედევმა გუშინ მეორე სეტი ჩააგდო ვავრინკას წინააღმდეგ, სამაგიეროდ, დანარჩენ სამ სეტში არც ერთი ბრეიკი არ გააკეთებინა მეტოქეს და ერთადერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მიცა.

როლან გაროსის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა პირველი მატჩი ჩაატარა ბალახზე ბოლო ორი წლის განმავლობაში და დაბრუნება ძალიან შთამბეჭდავი გამოუვიდა - ესპანელმა 6:1, 6:3, 6:2 გაანადგურა ავსტრალიელი ჯონ მილმენი და ეს იყო მის კარიერაში 850-ე მოგება. ნადალი მხოლოდ მეშვიდე მოთამაშეა ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია - ჯიმი კონორსის, როჯერ ფედერერის, ივან ლენდლის, გილერმო ვილასის, ჯონ მაკინროისა და ანდრე აგასის შემდეგ.

ნადალი, რომელმაც გრუნტზე 25-დან 24 მატჩი მოიგო და ოთხი ტიტული მოიპოვა, უიმბლდონზე ფინალში გასვლის შემთხვევაში, მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება.

მილმენის წინააღმდეგ, ნადალმა რვა ბრეიკი შეასრულა და ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. თამაში საათი და 48 წუთი გაგრძელდა.

ნადალის მსგავსად. დამაჯერებელი სტარტი ჰქონდა ენდი მარეის, რომელსაც, ჯერჯერობით 2017 წლის სეზონი ჩავარდნილი აქვს. ბრიტანელმა შარშანდელი ტიტულის დაცვა ყაზახი ალექსანდრ ბუბლიკის განადგურებით დაიწყო - 6:1, 6:4, 6:2. ენდიმ ამას საათი და 43 წუთი მოანდომა.

კაცები

I წრე

მარეი (ბრიტ, 1)-ბუბლიკი (ყაზ) 6:1, 6:4, 6:2

ნადალი (ესპ, 4)-მილმენი (ავსტრა) 6:1, 6:3, 6:2

მედვედევი (რუს)-ვავრინკა (შვეიც, 5) 6:4, 2:6, 6:4, 6:1

ჩილიჩი (ხორ, 7)-კოლშრაიბერი (გერ) 6:4, 6:2, 6:3

ნიშიკორი (იაპ, 9)-ჩეკინატო (იტა) 6:2, 6:2, 6:0

ცონგა (საფ, 12)-ნორი (ბრიტ) 6:3, 6:2, 6:2

პუიე (საფ, 14)-ჟაზირი (ტუნ) 6:7(5), 6:4, 6:4, 7:6(2)

მიულერი (ლუქ, 16)-ფუშოვიჩი (უნგ) 7:5, 6:4, 6:2

ბაუტისტა აგუტი (ესპ, 18)-ჰ-მაურერი (ავსტრია) 6:3, 6:1, 6:1

ერბერი (საფ)-კირგიოსი (ავსტრა, 20) 6:3, 6:4 უარი

ბედენე (ბრიტ)-კარლოვიჩი (ხორ, 21) 6:7(5), 7:6(6), 6:7(7), 7:6(7), 8:6

კუერი (აშშ, 24)-ფაბიანო (იტა) 7:6(5), 7:5, 6:2

ჯონსონი (აშშ, 26)-კიკერი (არგ) 6:4, 7:5, 6:3

ფონინი (იტა, 28)-ტურსუნოვი (რუს) 6:1, 6:1, 6:3

ხაჩანოვი (რუს, 30)-კუზნეცოვი (რუს) 7:6(4), 2:6, 6:3, 1:6, 6:2

ანდერსონი (ს. აფრ)-ვერდასკო (ესპ, 31) 2:6, 7:6(5), 7:6(8), 6:3

ბრაუნი (გერ)-სოუზა (პორ) 3:6, 7:6(5), 6:4, 6:4

ვესელი (ჩეხ)-მარჩენკო (უკრ) 6:1, 4:6, 4:6, 7:5, 6:1

პერი (საფ)-დუტრა სილვა (ბრა) 6:4, 3:6, 7:6(10), 6:4

იანოვიჩი (პოლ)-შაპოვალოვი (კან) 6:4, 3:6, 6:3, 7:6(2)

ბოლელი (იტა)-ლუ (ტაივ) 6:3, 1:6, 6:3, 6:4

ბასილაშვილი (საქ)-ბერლოკი (არგ) 6:4, 7:6(3), 6:1

სეპი (იტა)-გომბოში (სლოვაკ) 6:2, 3:6, 6:2, 6:1

ბემელმანსი (ბელ)-ჰაასი (გერ) 6:2, 3:6, 6:3, 7:5

იანგი (აშშ)-ისტომინი (უზბ) 5:7, 6:4, 6:4, 4:2 უარი

მონტეირუ (ბრა)-უაიტინგტონი (ავსტრა) 4:6, 6:3, 7:6(4), 7:6(5)

ძუმჰური (ბოს)-ოლივო (არგ) 6:2, 6:0, 6:1

როსოლი (ჩეხ)-ლააკსონენი (შვეიც) 4:6, 7:5, 6:3, 6:4

სტახოვსკი (უკრ)-ბენეტო (საფ) 6:3, 7:6(8), 2:6, 6:2

გოიოვჩიკი (გერ)-კოპილი (რუმ) 7:6(5), 2:6, 6:3, 6:1

ბანისი (არგ)-ალბოტი (მაკ) 6:4, 4:6, 6:7(9) გადაიდო

ფ. მაიერი (გერ)-ტროიცკი (სერ) 6:1 უარი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..