5 ივლისს საქართველოს 19-წლამლდეთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთს მოუგო
5 ივლისს საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, A ჯგუფის მეორე ტურის მატჩში შვედეთს ანგარიშით 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა, 31-ზე კი ბრწინვალე კონტრშეტევის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა.

მთლიანობაში, გიორგი ყიფიანის გუნდმა ბრწყინვალე ტაიმი ჩაატარა და შეიძლებოდა ანგარიში უფრო დიდიც ყოფილიყო. გატანის მშვენიერი შანსი ჰქონდა გიორგი არაბიძესაც, თუმცა ვერ გამოიყენა.

- U19. საქართველოს ნაკრებმა შვედეთს პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანა [VIDEO]

მეორე ტაიმის დასაწყისშივე შვედებმა სხვაობის შემცირება შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი ვიკტორ გიოკერსი გახდა.

ამის შემდეგ ქართველებს გოლის გატანის რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. ჯერ კოხრეიძის დარტყმა ასცდა მცირედით კარს, შემდეგ კი არაბიძეს დააკლდა სანტიმეტრები...

ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მოგება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:

ჩოჩიშვილი, მალი, ბურჯანაძე, კობოური, კუცია, კოხრეიძე, სამურკასოვი (88, ხუბაშვილი), ჩაკვეტაძე (86, არველაძე), ქოჩორაშვილი (71, საღრიშვილი), არაბიძე, ლაკვეხელიანი.

U19. ევროპის ჩემპიონატი. A ჯგუფი

1. პორტუგალია 1 1 0 0 1-0 3

2. ჩეხეთი 1 1 0 0 2-1 3

3. საქართველო 2 1 0 1 2-2 3

4. შვედეთი 2 0 0 2 2-4

A ჯგუფის მეორე მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 20:00 დაიწყება, სადაც პორტუგალია ჩეხეთს დაუპირისპირდება.

gogi
aleks 78-ს. აბსოლიტურად გეთანხმები. მოსაწესრიგებელია ბილეთების გაყიდვის არსებული ფორმაც. იქ კორუფციის ბუდეა აშკარად. თამაშის დაწყებისთანავე იხურება სალაროები, მაგრამ გონია ბილეთს ვერ იყიდი! კი მატონო, რამდენიც გინდა. მე სამსახურის გამო დავაგვიანე და მივედი თამაშის დამთავრებამდე 25 წუთით ადრე. სალაროები დაკეტილი იყო (ერთ სალაროში კი იჯდა მოლარე), თუმცა იქვე იდგა კარგად შემოსილი და მოვლილი 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელმაც შემომთავაზა ბილეთი და მეც ვიყიდე 2 ლარიანი 3 ლარად. თამაშის დამთავრების შემდეგ შევნიშნე თუ როგორ აბარებდა გაუყიდავ ბილეთებს ეს სუბიექტი მოლარეს ანუ გადამყიდველს, იმ ბილეთებში, რომელსაც ყიდდა, ფული არ ქონდა გადახდილი, გაუყიდავი ბილეთები დააბრუნა, მოგება კი გაიყო მოლარესთან. გადამყიდველები ყველგან არის, მაგრამ ეს მაშინ ხდება, როცა ყველა ბილეთი გაყიდულია. აქ კი ფულის კეთების ახალი ფორმა გამოუგონიათ, იქვე ფედერაციის გვერდით. მე ეს ჩავიწერე და მალე გამოვაქვეყნებ. ბრავო კობი!!!!
sake
გილოცავთ ყველას და გისურვებთ შემდეგ წარმატებებს,თუმცა მინდა ვთქვა,რომ მე-2 ტაიმი ჩვენს აქტივში არ ჩაითვლება,რადგან იმის ხარჯზე,რომ მეტოქეს ფიზიკური ძალები მეტი ჰქონდა ბურთსაც უკეთესად აკონტროლებდა და უკეთესად შლიდა თამაშს ფლანგებზე ფიზიკა ჩვენი (ზოგადათ)დიდი პრობლემაა,ამდენს უკეთესი კლასის გუნდი არ გვაპატიებდა და მეტ ბურთს შეყრიდა მე-2 ტაიმში.ამინდის თვალსაზრისითაც გაგვიმართლა,წარმოვიდგინოთ,რომ წინა დღის სიცხე ყოფილიყო, ჩვენი ფეხბურთელები უბრალოდ ვერ გაინძრეოდნენ მე-2 ტაიმში და ერთია კიდევ;დისციპლინა,უაზროდ მოპოვებული ყვითელი ბარათები, ეს უკვე პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე მიუთითებს,რაც აუცილებლად გამოსასწორებელია.
achi
ეგაა რო პეხბურთს ცოდნა უნდა რა მალი მალი აიჩემეთ ის დზან კარგად აკეტებდა ტავის საქმეს უბრალოდ იმ პლანგიდან ყავდათ შვედებს კაი მოტამაშეები პირველი იმიტო ვერ იტამაშეს ჩვენები დახლილები არ იყვნენ მეორესში დაიხალეს და შეექმნა მალს პრობლემები იმიტორო იმ პლანგიდან დზაან კაი პიზიკური მონაცემის პეხბურტელი იყო ორი. ორი ისინი და ერთი ქუცია რომელიც ბოლომდე არ იყო დახლილი
კახა ქირია
პირველი კომენტარი მოგონი მე და ვდებ და არ შემიძლია დაწყნარებული გულზე ერთიც არ დავწერო.აქ თამაში დილას დაიწყო(8სთ სხვაობა)და მის დამთავრების შემდეგ ასეთ ხასიათზე კარგა ხანია არ ვყოფილვარ.ეხლა მთავარია ჩეხების დამარცხება და ...ამ ბიჭებს სათანადო ყურადღება სჭირდებათ,ბურთის აზზე არიან და დანარჩენ ია დასახვეწი.ფიზიკა აუცილებლად მოსამატებელია და საერთოდ იქნებ ვინმე გენახათ კარგი სპეციალისტი,უფროსებსაც არ აწყენდათ
YYY
ყოჩაღ და გენაცვალეთ ბიჭებო!!შესანიშნავად ითამაშა ჩვენმა ნაკრებმა
levani zesta
ყოჩაღ ბიჭებო!!!ჩეხეთს უარესს ვუზამთ და საერთოს ასეთი თამაში ჯერ ამ ტურნირზე არავის უჩვენებია შეგვიძლია არა მარტო გჯუფიდან გასვლის არამედ უფრო დიდი მიზნის მბიციაც გვქონდეს...ჩეხეთი პორტუგალიას ვინც უყურა ნახავდა რომ არაფერი ისეთი გუნდია ჩეხეთი რომ ასეთი თამაშით ვერ მოვუგოთ...უიმედოდ არამგონია ვინმე იყოს...ასე რო კრიტიკა ყველამ დაივიწყეთ და გულით ვუგულშემატკივროთ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს !!!!!!
aleks 78
საღოლ ბიჭებს. იმედია ფედერაციის წარმომადგენლები გაითვალისწინებენ ხალხის ინტერესს და სტადიონის სალაროებში მოლარეებს დასვამენ და სტადიონის კარებსაც გააღებენ. დღეს ორი კარი იყო ღია და 8000 კაცი იყო მოსული სტადიონზე.
vaso
მალი მაგრა დაიღალა, მაგისწ ფლანგზე პრობლემები შეიქმნა, დღეს გადავრჩით, მარა ჩეხებთან? არადა კაი ბიჭია, მარა ფიზიკა არააქ, კუციამ სასიამოვნოდ გამაოცა, მაგარია. მოკლედ მალის ფრთა გასაძლიერებელია სასაწრაფოდ, რაღაცაა მოსაფიქრებელი
murtalo
ქუთათელაძე 17 წლისაა უკვე და ბალასტის ნაცვლად მისი მოსინჯვა აქაც შეიძლებოდა. პსჟ ტყუილად არავის უფორმებს კონტრაქტს.
სოსო
ხომ უყურებთ ამ ბიჭებს.სირცხვილი არ არის მათ თამაშზე სტადიონი მესამედზეც არ იყოს შევსებული?გულშემატკივარი ვამბობთ:გვაჩვენეთ თამაში და მოვალთო.ხომ გვაჩვენეს.ახლა ჩვენი ჯერია მივიდეთ და გვერდით დავუდგეთ. ბიჭე4ბს დიდი მადლობა თავდადებისათვის და ლამაზი თამაშისათვისმიეცით მათ გამტანი ცენტრალური თავდამსხმელი,სხვათა ტოლი ფიზიკური მომზადება და ყველა გუნდს დააჩოქებენ,შეიძლება ის ცენტრალური თავდამსხმელიც კი არ დასჭირდეთ. ბიჭებს მომდევნო თამაშში ფიზიკურად გაძლებას და ნორმალურ მსაჯობას ვუსურვებ,უკეთეს დისციპლინასაც(რამდენიმე გაფრთხილება მაგის გამო მივიღეთ)და რა თქმა უნდა გამარჯვებას.ჩეხებს ხომ ფრეც აწყობთ.
გიორგი
მიხედეთ ამ ბავშვებს, სწორ გზაზე რო დადგნენ
Irakliy
ჩეხებმა ერთი ბურთით წააგეს და ჩვწნზე ერთი ბურთით მეტი აქვთ გატანილი. ამიტომ მათთან მხოლიდ მოგება გვაწყობს, ფრის შემთXვევაში ჯგუფიდან ვერ გავალთ.
quTaiseli
მეორე ტაიმის ბოლო ოცი წუთი შეჭამენ ჩეხები ჩვედებმა უბრალოდ არ გაუმართლად თორე არ წააგებდენ,ჩვენთან ეგეთი მომენტები არც ქონიათ ეგ კიარა მინიმუმ სამი ბურთი უნდა გაგვეტანა მეორე ტაიმში არავითარი დაღლა არ დატყობია გუნდს ბოლო ათი წუთში დაღლილი ვინც იყო ისინიც გამოცვალა.
goliadori
მთავარია კარში დარტყმა ისწავლოთ, გინდ ახლოდან გინდ შორიდან, აბა გოლი როგორ გავა?
fsiuuu
თამაშზე ვიყავი, მოკლედ ვულოცავ ჩვენს ფეხბურთელებს, მაგრამ 2 ტაიმში საერთოდ ვეღარ დადიოდნენ ბიჭები, ასე არ შეიძლება. ხალხი ვნატრობდით რომ მალე დამთავრებულიყო თამაში.
დუდუ
მადლობა ბიჭებს ამ ორ თამაშში ნაჩვენები ფეხბურთისთვის! წარმატებები ჩეხებთან მატჩში. ისე ერთი კითხვა მაქვს – დღეს პორტუგალიამ 1–0 რომ მოიგოს მესამე ტურის წინ ვინ იქნება მეორე ადგილზე? აი გაიტანა კიდეც !!!
Irakliy
ptui-ს სადაა ძმა ბოგმა ხალხი და შემძვრალები არიან ვირთხებივით თავოს ჟურგმულებში. უფალმა არ ინებოს და ერთი ფეხი რომ დაუცდეთ ბიჭებს, ეგრევე გამოძვრებიან და დაიწყებენ გესვლას. ბიჭებს უდიდესი მადლობა და იმ ხალხს, ვისაც ჩვენ ნაკრებზე გული ალალად შესტკივა, უამრავი მილოცვა!
tngh
გილოცავთ!!! დამსახურებული გამარჯვებაა!!! ესეთივე მონდომებით, ყურადღებით, ზომიერი სიფრთხილით ჩეხების დამარცხებაც შეიძლება. პორტუგალიასთან წაგება მსაჯის სინდისზე იყოს...
lelo
გილოცავთ სუყველას. ეხლა საჭიროა სწორი აღრზდა და სწორი სელექცია რომ იგევე არ დაემართოთ რაც ვასილ მაისურაძის ფეღბურთელებს დაემართათ. არ გაყიდოთ არცერთ შემთხვევაში რუსეთის და აზერBაიჯანის 3-4 ლიგის გუნდებში 2კაპიკის გულისთვის! თორემ დაღუპავთ ბიჭებს!
quTaiseli
კარგად ითამაშეს ეხლა მთავარია ჩეხებთან თამაშის წინ კარგად დაისვენონ.წარმატებები ბიჭებს.
ptui
ეხლა სად ხართ ღრძო ხალხი????,,, გილოცავთ ბიჭებო
გია-გივი თუთბერიძე
ორ ბურთიანი სხვაობით მოგება,70% გარანტიას იძლეოდა გასვლისას.
ირაკლი ნარმანია
მართლაც გამარჯვებაზე მეტად ის მიხარია რო ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობენ ბიჭები და დიდი მომავალი აქვთ უბრალოდ ცოტა ფიზიკური მომზადება აკლიათ ძაან იღლებიან მეორე ტაიმში ყოჩაღ ბეჭებო გენაცვალეთ !!!
nikola
მადლობა ამ ბიჭებს შესანიშნავი თამაშისათვის....წარმატებებს ვუსურვებ
guri
გილოცავთ ყველას. მადლობა ბიჭებს და მწვრთნელებს. ამ გამარჯვებაზე მეტად ის გამიხარდა, რომ ჩვენი ფეხბურთი ფეხზეა და მეტი ყურადღების შემთხვევაში, ბევრი სიხარულის მოტანა შეუძლია.
კახა ქირია
ძალიან გაგვახარეს!ეს ერთი და სხვა მრავალი.
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
U19. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევში ანდორას ვერ მოუგო [VIDEO]
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის ჯგუფში ჩარჩა
U19. ევროპის ჩემპიონატი: ღირსეული და დამსახურებული [VIDEO]
სანქცია: უეფამ საქართველო აშკარად დაინდო!
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატმა საქართველოს 33 მლნ ლარი მოუტანა!
ლევან კობიაშვილი: ვთვლი, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ღირსეულად გავართვით თავი
ელიო სოუზა: ამისთვის მადლობა უეფას და ქართულ მხარეს
თბილისი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს უმასპინძლებს
"ევროსპორტი" ქართველზე: დაფიქრდით მასზე, ვინც ტრანსფერებზე ნადირობთ!
უეფამ გიორგი არაბიძე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის აღმოჩენებში შეიყვანა