ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ ურთულესი ამოცანა იდგა. მინიმალური ანგარიშით წაგებული საშინაო მატჩის შემდეგ კონსტანტინ ფროლოვის შეგირდებს გასვლით შეხვედრაში, არასტუმართმოყვარე "მიეჟსკიზე" უნდა მოეგოთ...

- დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]

აჭარული გუნდის დამრიგებელმა 5 ნომინალური მცველით დაიწყო შეხვედრა. უკრაინელი სპეციალისტის ჩანაფიქრი გასაგები იყო: "დინამოს" მაქსიმალურად მწყობრად უნდა ეთამაშა დაცვაში და დალოდებოდა საკუთარ შანსს. კვლავ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო შეხვედრა ბათუმელთა ახალწვეულმა ოთარ მარცვალაძემ. როგორც ჩანს, ის ჯერაც ვერ არის ფორმაში...

"იაგელონიამ" თავიდანვე შემოგვიტია. ლიტველ ნოვიკოვასს მშვენიერი შანსი შეექმნა, თუმცა ბათუმელთა უკრაინელმა მეკარე ანატოლი ტიმოფეევმა კარგად ითამაშა. საპასუხო შეტევაში ელგუჯა გრიგალაშვილმა ჯეროვნად ვერ გაამწვავა სიტუაცია...

მე-15 წუთზე ბათუმელებმა დიდებული შანსი ვერ გამოიყენეს. იმავე გრიგალაშვილის გამჭოლ გადაცემას იაროსლავ კვასოვი დროულად ვერ გამოეხმაურა, თორემ ცარიელ კარში გოლი გარდაუვალი იყო.

22-ე წუთზე აქტიური ნოვიკოვასის დარტყმულს ტიმოფეევი ისევ ადგილზე დახვდა. 30-ე წუთზე კი აშკარად გადავრჩით - შეტევაში ჩართულმა ხორვატმა მცველმა რუნიემ მძლავრი თავური დაარტყა, მაგრამ ჩვენმა მეკარემ კვლავ შესანიშნავად ითამაშა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ბათუმელებმა გაიტანეს - ფლანგური ჩაწოდების შემდეგ კვასოვმა თავით შეაგდო, მაგრამ უკრაინელი ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

მალევე ლიტველმა ჩერნიხმა დაგვინდო, რომელმაც ახლოდან ააცილა. პოლონელთა კიდევ ერთი მომენტი და ნოვიკოვასის ჩაწოდების შემდეგ გოლიათმა შერიდანმა კარგი შანსი გაფლანგა.

მეორე ტაიმი "იაგელონიას" იერიშებით დაიწყო. ტიმოფეევმა ნოვიკოვასს კვლავ არ გაატანინა - ადგილზე დახვდა ლიტველის შორეულ და ძლიერ დარტყმულს.

58-ე წუთზე პოლონელებმა გაგვიტანეს. შეუჩერებელმა ნოვიკოვასმა კუთხური მოაწოდა, შეტევაში ჩართულმა გუტიმ კი თავურით გახსნა ანგარიში. მალევე კარგი შანსები შეექმნათ კვასოვსა და ნიკა მგელაძეს, მაგრამ... გატანა ვერ მოვახერხეთ.

მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე კაცნაკლულნი დავრჩით. თორნიკე თარხნიშვილს შეცვლაზე შესული მისტკოვსკი წამოეპარა და ბურთი აართვა, ჩვენებურმა კი იუხეშა და სამართლიანად მიიღო მეორე ყვითელი ბარათი...

მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე ჩერნიხმა ქართველთა დაცვას "ჩაუდრიბლინგა" და თავზე გადაუგდო ბურთი ტიმოფეევს - 2:0. მივიღეთ მესამე გოლიც, როცა რუნიემ ცარიელ კარში შეაგორა ბურთი.

პოლონელებმა აღარ დაგვინდეს და ქართული კლუბის რბევა სეკულსკიმ დაასრულა.

წავაგეთ ჩვენზე უკეთეს მეტოქესთან. ვერ გავრისკეთ. ვითამაშეთ ზედმეტად დაცვითი ფეხბურთი და ვერც ცვლილებებმა გაამწვავა თამაში.

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

06.07. ბიალისტოკი. "მიეჟსკი"

იაგელონია-დინამო(ბთ) 4:0

გოლები: 1:0 გუტი (58), 2:0 ჩერნიხი (18), 3:0 რუნიე (89), 4:0 სეკულსკი (90)

იაგელონია (4-4-1-1): კელემენი - ბურლიგა, რუნიე, გუტი, გილერმე - ჩერნიხი, გორალსკი (82. შიმანსკი), რომანჩუკი, ხომჩენოვსკი - ნოვიკოვასი (74. მისტკოვსკი) - შერიდანი (86. სეკულსკი).

სათადარიგოები: ვერგლარცი, შიმანოვიჩი, გორდონი

მწვრთნელი: ირენეუშ მამროტი

დინამო (5-4-1): ტიმოფეევი - ტვილდიანი (87. ვარშანიძე), მახარაძე, მგელაძე, კვირკველია, სუხიაშვილი - ქავთარაძე, შონია, თარხნიშვილი, გრიგალაშვილი (79. ფარტენაძე) - კვასოვი (63. მარცვალაძე).

სათადარიგოები: ტაკიძე, თევდორაძე, ქორიძე, გორელიშვილი

მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი

გაფრთხილება: ტვილდიანი (43), მგელაძე (55), თარხნიშვილი (64)

გაძევება: თარხნიშვილი (75)

არბიტრი: ი. მოჟარევსკი (უკრაინა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

alexandre faChuashvili
მერამდენედ არ დაგვინდეს პოლონელებმა. მოგებულ თამაშში, როცა აღარაფერი უნდოდათ. ჯერ ლევანდოვსკიმ, ბოლო 5 წუტში 3 გოლი გაგვიტანეს, ეხლა ესენი. მეტის ღირსი ვართ, თბილისში რომ ვუგებდით 3-0ს და ყაველაშვილმა ძალით გააგდებინა თავი. შეჭმული გვყავდა მათი ნაკრები და კიდევ 4-5 ბურთს მაინც გავუტანდით. და ექნებოდათ ისტორიაში ყველაზე დიდი წაგება. ეჰჰჰჰჰ
OTAR
AXLA MTAVARIA ,KOBULETAN ERTAD AR GAVARDET,ARS STADIONI ARS PEXBURTI BATUMSHI ,GVEHOS ....
სიმართლე
ხომ ვიძახოდი მარცვალაძე არაფერში არ გამოგვადგება მეთქიიი, მოაცილეთ ბათუმს ყველა ადამიანი ვინც სათავაეში დგას და მიაყოლეთ ფროლოვი და მისი ამალა, კვასოვი საერთოდ გადააშენეთ და მისნაირი კიდე ბევრი, ზარმაცების და უსაქმურების გუნდად აქციეს ბათუმის დინამო, თავშესაფარი გვაქვს ჩამოწერილი ფეხბურთელების? ჯაბა დვალიც კი არ მოვიდა გუნდში მეორე ლიგიდან რადგან ზუსტად უთხრეს რის მაქნისი იყო ბათუმის დინამო, მომავალში დაბრუნდება მისი გუნდი უმაღლესში, ბათუმი კი გავარდება სავარაუდოდ, მე ვთვლი სწორი გადაწყვეტილება მიიღო რომ არ გადმოვიდა. ანგისაზე ბაზას ამათ უშენებთ? ფროლოვმა ვერცერთი თამაში ვერ მოიგო კი არა და გოლიც კი ვერ გაიტანა ბოლო 6 თამაშში გააგდეთ წრიხლის კვრით.
tazo
buxrika პროფესორი სად არის? ქართული ფეხბურთი მერსედესიაო რომ იძახოდა?
nanuli
მალხაზა წადი წადი წადი
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ეროვნული ლიგის IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
ეროვნული ლიგის XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
თორნიკე თარხნიშვილი: ეს თამაში კაცური ღირსების საქმეა
სანამ კიდევ ცოცხალია - ანუ რა სიკეთე მოაქვთ ლეგიონერებს?
ანატოლი ტიმოფეევი ბათუმის "დინამოს" კარს მოტეხილი ხელით იცავდა
დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
"საბურთალო": დავით ვოლკოვი, თორნიკე თარხნიშვილი და ბრაზილიელი
ლეგიონერები ეროვნულ ლიგაში: შემთხვევითები აღარ არიან!
თორნიკე თარხნიშვილი: სხვა გზა აღარ გვაქვს!
34.9 კმ/სთ - ლაკვეხელიანი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებს შორის!
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
ეროვნული ლიგა. XXIII ტურის წინ: სიმშვიდის მოლოდინში
პოლარის სისტემა: კუხიანიძის საუკეთესო შედეგი, იაშვილის უჩვეულო სისწრაფე
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
საბურთალო-ლოკომოტივი 6:0 - ტორნადო [VIDEO]
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ეროვნული ლიგის XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს