ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" საშუალო სიმაღლე მნიშვნელოვნად გაზარდა, რამაც დადებითი შედეგები უკვე მოიტანა

ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" საშუალო სიმაღლე მნიშვნელოვნად გაზარდა, რამაც დადებითი შედეგები უკვე მოიტანა.

პორტუგალიელ სპეციალისტს ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელებისკენ მიდრეკილება ყოველთვის ჰქონდა. ეს "მანჩესტერში" მის მიერ განხორციელებულ ტრანსფერებსაც დაეტყო - 6 შენაძენიდან ხუთის სიმაღლე პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების საშუალო სიმაღლეს აღემატება.

მოურინიომ 2016 წლის ზაფხულში ერიკ ბაილი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰენრიხ მხითარიანი და პოლ პოგბა დაიმატა. მათგან პრემიერლიგის საშუალო სიმაღლეზე, 1.82 მეტრზე დაბალი მხოლოდ მხითარიანია. ამ ოთხეულის საშუალო სიმაღლე კი 1.88 მეტრია.

რა შედეგი მიიღო ამით "მანჩესტერმა"?

+23% ზუსტად მოწოდებულ კუთხურებში

+25% მოგებულ საჰაერო ორთაბრძოლებში

+45% ზუსტ ჩაწოდებებში

+55% თავით მოგერიებულ ბურთებში

+80% თავით გატანილ გოლებში

+100% თავით განხორციელებულ დარტყმებში

+109% თავით განხორციელებულ ზუსტ დარტყმებში

ასეთი სხვაობაა "იუნაიტედის" შედეგებში 2015/16 და 2016/17 წლებს შორის. ანუ მოურინიომდე და მოურინიოს შემდეგ.

"განსაკუთრებულმა" აღებული კურსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროსაც განაგრძო. მისმა გუნდმა ვიქტორ ლინდელიოფი (1.87 მეტრი) და რომელუ ლუკაკუ (1.90 მეტრი) დაიმატა.

- "მანჩესტერმა" რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი დაადასტურა

ამჟამად, "წითელი ეშმაკების" საშუალო სიმაღლე 1.84 მეტრია, რაც ამ მაჩვენებლით ლიდერების, "ვესტ ბრომვიჩისა" და "უოტფორდის" მაჩვენებელს 1 სანტიმეტრით ჩამოუვარდება. თუმცა, სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დასრულებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიოს "იუნაიტედში" ივან პერისიჩისა და ნემანია მატიჩის მიწვევა სურს. მათი სიმაღლე კი 1.86 და 1.94 მეტრია. თუ ეს ტრანსფერები განხორციელდა, 2017/18 წლების სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო თერთმეტეულის საშუალო სიმაღლე 1.90 მეტრი იქნება.

ეჭვგარეშეა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა ჟოზე მოურიოს გუნდის მე-2 სართულზე თამაშის სტატისტიკას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

იცით, პრემიერლიგაში მოთამაშე რომელი გუნდის ფეხბურთელების საშუალო სიმაღლეა ყველაზე დაბალი, 1.8 მეტრი? რა თქმა უნდა, პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის".

df
უფ, ამათ სამტრედია ერთ ტაიმში დაუსრულებს თამაშს
Arsenal
პერისიჩი ძააან მევასება
lsd
რავა ვერ დარბიან ქარის მიმართულებით ოღონდ
norska
რაც თავი მახსოვს ტელევიზორიდან სულ ეს მესმის - ჩვენი მეტოქე ფიზიკურად გვჯობნის ...
lideri
განსაკუთრებით ქართულ გუნდები გამოირჩევა ფიზიკურად, ქარი თუ არის ვერ დარბიან :D
omari
ეჰ, როდის იქნება რომ ქართული გუნდებიც ასეთი მნიშვნელოვანი საფეხბურთო ნიუანსებით სერიოზულად დაკავდებიან, მოთამაშეების ფიზიკური მონაცემები და სტატისტიკა ასე დამუშავებული ექნებათ? მერე მოვა შედეგებიც ... ყველა უცხოელი მწვრთნელი, არამარტო ჩვენი თამაშის სტილს, არამედ ფიზიკურ შესაძლებლობებს სწავლობს დეტალურად. ხომ თქვა სლოვაკმა მწვრთნელმა ვიცოდითო როდის დაიღლებოდნენ ქართველებიო. 20 წლამდელებმაც აღიარეს რომ ჩეხებს კარგად ჰყავდათ შესწავლილი და მაგიტომ მოიგოს 2-0. ესაა სწორედ სამწვრთნელო ცოდნის მაღალი დონე
norska
ქართული გუნდების საშუალო სიმაღლეს გავს :) 170 სანტიმეტრზე მაღალი და 55 კილოზე მძიმე არავინ ....
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] გადაირია, კვლავ საოცრებები აკეთა - კვარაცხელიას პენალტის ამღები ჩრდილო ირლანდიელი მეკარის მორიგი გმირობა
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
[VIDEO] საზონოვმა "კამპ ნოუზე" ითამაშა - "ბარსელონამ" "ხეტაფეს" ადვილად მოუგო
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ბევრს შრომობს, მაგრამ საშუალო დონის გუნდში თამაშობს" - შერინგემმა რაშფორდსა და "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
ნუთუ დე ლაურენტისი ვაჭრობაზე უარს ამბობს? - "ნაპოლიმ" ლუკაკუს გასაყიდი ფასი დაასახელა
გაბრაზებული მოურინიო დერბის წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ფოტოებით მივიდა - მას სიმეონემ უპასუხა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი "რეალის" გამო განაცხადა
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"მანჩესტერ იუნაიტედი": მორატა იბრას ნაცვლად და 35 მილიონი მცველში
35 მილიონი ლინდელიოფისათვის - გამართლებულია თუ არა ტრანსფერი?
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" მოქმედებით უკმაყოფილოა
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
მატა: პრემიერ ლიგა არასდროს მომიგია - თუ მოვიგე?