საკალათბურთო სუპერლიგის პლეი-ოფის მეოთხედფინალური სერიები იმავე ქალაქებსა და დარბაზებში გაგრძელდა, სადაც პირველი შეხვედრები გაიმართა. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა თსუ-მ კვლავ შეძლო კსუ-კავკასიას დამარცხება, თუმცა ამჯერად წარმატების მიღწევა გაცილებით რთული გამოდგა. კავკასიელებმა ბოლომდე იბრძოლეს, თამაშის მსვლელობისას რამდენჯერმე დაწინაურდნენ და ბოლო პერიოდის წინ, მესამე ათწუთეულის დამაჯერებლად მოგების წყალობით, ლიდერობასაც ფლობდნენ. თუმცა გადამწყვეტ მომენტში თავისი სიტყვა თსუ-ს მოთამაშეთა გამოცდილებამ თქვა.

მატჩის ბედი ბოლო ხუთ წუთში გადაწყდა, როდესაც მოედანზე ნამდვილი დრამა გათამაშდა. მას შემდეგ, რაც ჯასტინ ჰონის ზუსტი ორქულიანით სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა (68:65), კავკასიას შანსი ჰქონდა ვითარება კიდევ უფრო დაეძაბა, მაგრამ დონი ტილმანის მიერ გაფუჭებული ორი საჯარიმო სტუმრებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მართალია, ლუკა მაზიაშვილმა შორეული გასროლით სხვაობა ისევ მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა კვენტინ ჰარდრიქტმა და ალექსანდრე ფევაძემ ცივი გონება შეინარჩუნეს. დასრულებამდე 1:14 წუთით ადრე ფევაძემ მალკოლმ დრამრაითის პასით უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო, რითაც თსუ 6 ქულით გაალიდერა. საბოლოოდ, ჰარდრიქტმა საჯარიმოებით წერტილი დასვა და უნივერსიტეტელებმა 78:70 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს, რითაც სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. გამარჯვებულებს კვენტინ ჰარდრიქტმა 22 ქულით ულიდერა, ფევაძემ კი 15 ქულასთან ერთად 11 მოხსნაც მიითვალა. კავკასიაში 21 ქულით საუკეთესო ლუკა მაზიაშვილი იყო.

რაც შეეხება ზესტაფონში გამართულ იმერულ დაპირისპირებას, აქ ვითარება შეიცვალა და ტყიბულის ორბმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა. პირველი მატჩისგან განსხვავებით, სტუმრებმა მოახერხეს თამაშის სადავეების ხელში ჩაგდება. ბრძოლა მხოლოდ პირველ პერიოდში იყო თანაბარი, სადაც ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა ათწუთეულის ბოლოს შონ მურის სამქულიანმა და ნიკა თოთლაძის ზუსტმა სროლებმა ორბი დააწინაურა — 27:21. ამის შემდეგ მარგვეთი მუდმივად ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ ტყიბულელებმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და საბოლოოდ 11-ქულიანი სხვაობით, 95:84 გაიმარჯვეს.

ორბს ლარი ოსტინმა 21 ქულით ულიდერა, ხოლო შონ მურმა ორმაგი დუბლი შეასრულა — 19 ქულა და 10 მოხსნა. მარგვეთის რიგებში საუკეთესო სანდრო სანაძე გახლდათ, რომელმაც 27 ქულა დააგროვა, თუმცა ეს გუნდის გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამრიგად, ამ წყვილში ანგარიში 1:1 გახდა და სერია ახლა ტყიბულში გადაინაცვლებს.

ამ წყვილებში სერიის მესამე მატჩები 28 აპრილს ჩაინიშნა — კსუ-კავკასია თსუ-ს უმასპინძლებს, ხოლო ორბი საკუთარ მოედანზე მარგვეთს მიიღებს. მეოთხედფინალური ეტაპის სერიის მეორე შეხვედრები ჩატარდება დღეს თბილისსა და ზესტაფონში. ბათუმი თბილისში ივერიონს დაუპირისპირდება, ხოლო ქუთაისი „თელავს ზესტაფონში მიიღებს.

სუპერლიგის პლეი ოფი დაიწყო: თსუ-მ კავკასია დაამარცხა, მარგვეთმა – ორბი
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა: პლეი ოფის წყვილები ცნობილია
რუსთავმა ბათუმთან წააგო და სუპერლიგაში დასარჩენად კასპის გრიფინს შეხვდება
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
[VIDEO] "რეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან 90+4-ე წუთზე გაუშვა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!