რას ფიქრობს ცნობილი სპეციალისტი ავთანდილ ბერიძე ქართველი ფეხბურთელების ფიზმომზადებაზე
ხალხი ქართული კლუბების ევროგამოსვლით აღშფოთებულია და ითხოვს, სახელმწიფო დაფინანსება შეწყდეს. ცხადია, ეს გამწარებული ხალხის ემოციებია და ასე საქმეს არ ეშველება. ახლა, როგორც არასდროს, ცივი გონებაა საჭირო, წლების განმავლობაში გაფუჭებულ საქმეს თავი რომ მოებას.

ევროთასებმა და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა ბევრი პრობლემა გამოაჩინა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფიზიკური მომზადებაა. ჩვენს მოთამაშეებს 90-წუთიანი დატვირთვის ატანა, მოძრაობა და ტემპის შენარჩუნება უჭირთ და დიდწილად ამის გამო იჩაგრებიან. სამწუხაროა, რომ თანამედროვე ფეხბურთის პირობებშიც კი საქართველოში ეს პრობლემა ჯერაც გადაუჭრელია...

ავთანდილ ბერიძე ფიზმომზადების ცნობილი სპეციალისტია და ამ სახის პრობლემებზე, მის მიზეზებსა და გამოსწორების გზებზე "ლელოსთან" საინტერესოდ საუბრობს...

- ამ თამაშებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფიზიკური მომზადების პრობლემები. მერე სწრაფი აზროვნებაც იჩენს თავს, უნდა დავანებოთ თავი ბურთის უსაშველო ტარებას, უნდა გადავაადგილდეთ ბურთის მიმართულებით და ვისწავლოთ უბურთოდ მოძრაობა. დარწმუნებული ვარ, მწვრთნელები ცდილობენ, ასწავლონ ეს თავიანთ მოთამაშეებს, მაგრამ ბავშვობიდან არასწორად თამაშს რომ არიან შეჩვეულები, ახლა გადაჩვევა უჭირთ.

- ესე იგი, ეს უცოდინარობის პრობლემაა?

- რა თქმა უნდა, ფიზიკური მომზადება ცოდნის გარეშე შეუძლებელია - ეს პირველი. მეორე: შეცდომებია დაშვებული ბავშვთა სპორტში. ეტყობა, მწვრთნელებს ვიღაცამ უთხრა, რომ გარკვეულ ასაკამდე დატვირთვები არ შეიძლებაო და ისინიც არ აძლევენ ამ დატვირთვებს.

- აბა, როგორ უნდა გაიზარდოს ბავშვი?

- სინამდვილეში, ფიზიკური თვისებების განვითარება - ძალა, სისწრაფე, გამძლეობა, კოორდინაცია, ბალანსი - იწყება 10-11 წლიდან და ამ ასაკს თუ ასცდი, მერე პრობლემები ჩნდება. მოზარდმა თავისი ასაკის შესაბამისი დატვირთვა უნდა მიიღოს. მცოდნე მწვრთნელი ბავშვს სწორი მიმართულებით განავითარებს.

2015 წელს თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ჩატარდა. და რა შედეგი მივიღეთ? ქართველები სპორტის ყველა სახეობაში ჩამოვრჩებოდით, იმიტომ, რომ მზადება გვიან დავიწყეთ. ადრე 16-წლამდელების ნაკრებები იყო, ახლა უკვე 13-წლიანების გუნდებია...

- რატომ შემცირდა ასაკი?

- იმიტომ, რომ სპორტი გაახალგაზრდავდა. მეორე შეცდომა მზადების მიმართულებაშია: მწვრთნელები ბავშვებს ძალიან ნელ ტემპში აძუნძულებენ, რაც სიხშირის დაგდებას იწვევს და მერე სწრაფი გადაადგილება ვერ ხერხდება.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- სწორ მიდგომასა და ცოდნაში. თამაშის დროს, ის კი არ არის მთავარი, რამდენი კილომეტრი ირბინა ამა თუ იმ ფეხბურთელმა, არამედ ის, თუ როგორ სისწრაფეზე, როგორი ენერგიით, როგორი სიმძლავრით შესრულდა სამუშაო.

დავადგინეთ, რომ მთავარია ტემპი. ახლა ვიკითხოთ - როგორი ტემპი გვინდა? ეს უნდა ეფუძნებოდეს სწრაფ გამძლეობას. ვთქვათ, სპორტსმენი 30 მეტრს 3,8 წამში გარბის - სწრაფი გამძლეობა იქნება, როცა ის 4,0 წამში გაიქცევა. თამაშის დროს ეს ბევრჯერ თუ მოახერხა, მაშინ ერთხელ 3,8 წამიდანაც გამოვა. ანუ მთავარია სისწრაფე და სწრაფგამძლეობა.

უდიდესი ადგილი უჭირავს სპეციალურ გამძლეობას, რაც მოიცავს დაახლოებით 100-400 მეტრების რბენას, ასევე, რამოდენიმე სახედ იყოფა ძალა - სწრაფი ძალა, ფეთქებადი ძალა და ძალის გამძლეობა. იგივეა გამძლეობის შემთხვევაში - საერთო გამძლეობა, სპეციალური გამძლეობა... ახლა ფეხბურთელს და ნებისმიერ სათამაშო სპორტის წარმომადგენელს საერთო გამძლეობა არ სჭირდება, რადგან ეს ყველას აქვს.

- აბა რა გვჭირდება?

- ჩვენ გვჭირდება სპეციალური გამძლეობა! ერთი მარათონელი 42 კილომეტრსა და 95 მეტრს გარბის ძალიან მაღალ ტემპში, ისე, რომ სხვა სახეობის წარმომადგენელი ერთ კილომეტრზე ვერ გაიქცევა. მაგრამ ასეთი გამძლეობით ფეხბურთს ვერ ითამაშებს. მაგალითად, უსაინ ბოლტი მაგარია, მაგრამ ფეხბურთს ვერ ითამაშებს. ამიტომაა საჭირო, ფეხბურთელს ჰქონდეს სპეციალური გამძლეობა, რომელიც ადრეულ ასაკში უნდა დამუშავდეს და მერე დაიხვეწოს - ბალანსი, კოორდინაცია, მოქნილობა, ალღო, სწრაფი აზროვნება...

ამას გარდა, დატვირთვების დროს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ აღდგენას. ჩვენი ფეხბურთელები ძირითადად შემდეგ პულსებზე მოქმედებენ - ზედა ზღვარი 160-ია, ქვედა - 100. გაქცევის შემდეგ უკან სიარულით ჩამოდიან და გამოსდის ზეაღდგენა. არადა, დიდ სპორტში განვითარების პულსად ითვლება 170 ზედა ზღვარი და 140 - ქვედა. ეს არ გამორიცხავს პულსს 190-200 და 130-120, გააჩნია დავალებას - რაც მეტია რბენის ტემპი, მეტია დასვენება.

მწვრთნელები ამ ზონებში სპორტსმენებს არ ავარჯიშებენ. ამიტომ, კარგად მომზადებულ გუნდთან ბრძოლა ძალიან გვიჭირს. ადრე, გამძლეობისთვის "კუპერის ტესტი" იყო, სადაც მოთამაშებს უნდა ერბინათ მინიმუმ 3200 მეტრი.

დამეთანხმებით, ვერც მიშა მესხი და ვერც ბრაზილიელი რონალდო მაგას ვერ ირბენდა. მაგრამ შედეგები ვიცით - იყო ტესტი 7X50 მეტრზე, სადაც 60 წამში უნდა ჩატეულიყო. დღეს ეგეც არ არის მოთხოვნა და საზომად უფრო პატარა მანძილია აღებული, ოღონდ, მეტი გამეორებით - 12X25 მეტრი და 55-60 წამში უნდა დაიფაროს.

ერთსაც ვიტყვი - უნდა ვისწავლოთ უბურთოდ სირბილი, ერთი ან ორი შეხებით თამაში, დინამიკური სწრაფი ტექნიკა, თორემ ადგილზე 400-ს მეც ვკენწლავ.

- უბურთოდ სირბილი რატომ არის ქართველების პრობლემა?

- იმიტომ, რომ მეტი შრომა უნდა. მოთამაშე ბურთის მიმართულებით უნდა მოძრაობდეს. ეს არის შავი სამუშაო, რასაც თავის დროზე კარგად ასრულებდა თემურ ქეცბაია.

ჩვენები მოედნის ყველა პერიმეტრზე ცდილობენ კაცის მოტყუებას, ამიტომ იგვიანებს პასი და მოწინააღმდეგე დაცვაში ადვილად ჯდება. რაც მთავარია, ამ ზედმეტი მოძრაობებით ჩვენი ფეხბურთელები ენერგიას უაზროდ ხარჯავენ და ნაადრევად იღლებიან.

ბურთს ერთი თვისება აქვს - ნებისმიერ ფეხბურთელზე სწრაფად მოძრაობს. ამიტომ, დროული პასი შეტევის სწრაფად განვითარების წინაპირობა და ნახევარი საქმეა. ჩვენ სწორედ ამის შეცვლას უნდა ვეცადოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

antirekordi
ავთო ბერიძე ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელად
1,2,3,5,8...
ეს კაცი ნაკრების მწვრთნელად მოვითხოვოთ
ბაჩო გ
შე კაი ადამიანო თუ ასეთი მცოდნე ხარ მიხედე ამ საქნეს.გააჭირეს საქმე ამ კახაძეებმა და მიდევ ამან გვარი დანავუწყდა ლაპარანი ყველამ კარგად იცით რაა
ანზორი
მოზარდები სიგარეტს ეწევა ტან უნდატ კარგი ფეხბურტელები გამოვიდნენ ამ საკმეს მწვრტელმაუნდა მიაკციოს უტვალტვალოს და მწეველი გუნდს მოაცილოს .მწეველი 90 წუტს ვერ დარბის და იმიტომ ვარტ ცუდ დგევანდელ პრობლემებტან.
მამბა
ჩემი ძმიშვილი მახლდა ქუთაისში ესპანეთის ახალგაზრდულთან 8;2 წავაგეთ. პირველ ტაიმს 6:0 ვაგებდით და ბავშვმა მკითხა ჩვენ ამ საცოდავებს რატომ ვგულშემატკივრობთ ბიძიაო? მეთქი ზატო ჩვენები ვაჟკაცები არიან მეთქი. გაკვირვებული მიყურებდა ბავშვი. გაიზარდა და კიდევ ვერ ხვდება რატომ უნდა უგულშემატკივრო ამათ, რასაც საქართველოს ნაკრები ან კლუბები ქვია
glaxuna
მიედ -მოედებით რაღაცას (!) შედით სკოლებში მთელ საქართველოს,აარჩიეთ ბავშვები -რაგბისათვის,ფეხბურთის,კალათბურთის,წყალბურთის... ანუ მწვრთნელებმა ჩ ა ი ბ ა რ ო ს ბავშვები და ჩაუნერგოს გონებაში-თუ კარგი რაგბისტი, ფეხბურთელი,კალათბურთელი შეიქმნება...საკუთარ ცხოვრებას მაგრად მოიწყობს,საკუთარ ოჯახს მაგრად გააძლიერებეს,მთელ სანათესაოს ძლიერ დაეხმარება და ზოგადად ერისათვის ავტორიტეტული და საამაყო შეიქმნება! ფეხბურთელე ბავშვებს-ბავშვობიდანვე შეაჩვიეთ 10 კლმ-ობით სირბილი,ყოველ დღე,აქედან ნახევარი ბურთით (4 მეტროში რომ ვერ ატარებენ ბურთს და ისე გაიგდებენ,აღარაფერი ჭირდება რომ აართვან) ,კვირაში 2-ჯერ შტანგაზე,ძალისმიერად ძლიერ ბეჭი რომ ქონდეთ - ფსიქოლოგიური სიმტკისათვისაც, ყოველ დღეს 1 საათი მეკარის მოედნიდან გარე დარტყმები სიზუსტისათვის ...დახვეწონ ინდივიდუალური ტექნიკური მონაცემები , ანუ ჯერ ინდივიდუალურად გააძლიერეთ და განამტკიცეთ ბავშვი და შ ე ტ ე ვ ა,შ ე ტ ე ვ ა ზ ე ფიქრებით ... მერე პასებზე, და მას მარტივად შეისწავლიან ...თორე სწორად მაგ პასებით იშორებენ ბურთს ,ფიზიკურად,ფსიქოლოგოიურად და ემოციურად ს უ ს ტ ე ბ ი რომ არიან და ერთი წინააღმდეგობა და უკან-უკან რომ იხევენ უკან,სწორად პასებით...ისე რომ გაგაგიჟებთ ადამიანს,უკან პასებით- ფ ე ხ ბ უ რ თ ი არ არის (!) ბარსელონა თუ პასებით თამაშობს,ოღონდ წ ი ნ- ფეხბურთელები ჯერ ინდივიდიალურად არიან ძ ა ლ ი ა ნ ძლიერები და სრულფასოვნები და მერე...
mcodne
ავტო ბერიდზე ზველ სტილსჰი ხარტ დარცჰენილი
ლევანი
ადამიანმა ჯერ უნდა ისწავლოს რა არის პერიმეტრი და რომ არ არსებობს "მოედნის ყველა პერიმეტრი". არსებობს, მაგალითად, "მოედნის პერიმეტრის ყველა მონაკვეთი" (კონტექსტის მიხედვით ალბათ ამის თქმა უნდა). შემდეგ იქნებ მოუსმინონ კიდეც...
Jango
gio კახაძეს არც მისცემენ შანსს და არცაა საჭირო რომ მისცენ. პიროვნულად დიდებული ადამიანი სჩანს ელგუჯა, მაგრამ როგორც ამ საქმის ვითომ პროფესიონალმა, სრულიად ამოწურა ნდობის და ინტერესების კრედიტი. სანამ მტრის ხატს არ მოიშორებს თვალებიდან,სანამ არ გათავისუფლდება თვითშეგონებისაგან რომ ყველა ჩემი მტერიაო(რაღა მაგ და რაღა ტარიელ კაპანაძე თავისი თავისუფალი ენერგიის გენერატორით,რომელსაც 20 წელიწადია დაათრევს აქეთ-იქეთ), მანამდის მაგ კაცს არავინ არაფერს სერიოზულს არ ანდობს. მას შეუძლია აიყვანოს ნებისმიერი სამოყვარულო კლუბი და დადოს რეზულტატი.არაა აუცილებელი მესამე, მეორე, 1-ლი ლიგის კლუბში შეძვრეს,არაა აუცილებელი ფეხბურთში მაინცადამაინც, შეუძლია სხვა სახეობებშიც,მოამზადოს მორბენლები 400-800-1500-2000 მეტრიანები. რაშია პრობლემა?- მის ხასიათში!
M.S.
მერაბი ,დიდებული ადამიანი ხარ. სათაურიც კარგი შეგირჩევია სტატიისათვის, ფილმის გმირს ხომ მწვრთნელიც მაგას ეუბნება რომ - "ბურთი შენზე სწრაფიაო" :) https://www.youtube.com/watch?v=yDnZQZJsipE ვისაც არ გიყურებიათ,უყურეთ. მერაბის კი მადლობა კარგი სტატიისათვის.
mamulo
შეწყდეს კლუბების დაფინანსება. ფული მოხმარდეს ინფრასტრუქტურას,მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.ფედერაციაში თავშეყრილი კობიაშვილი და მისი საძმო,ყოფილი ფეხბურთელები--ბავშვთა ჯგუფების მწვრთნელებად.
gio
ერთი კახაძეს რომ მისცეს შანსი ვინმემ საინტერესო იქნება იქნებ მართალია ის კაცი და არ ვუსმენთ
მურთაზი
ამ თემაზე თავის დახმარებას გვთავაზობდა გუჯა კახიძე, როგორც ის ამბობდა საკუთარი მეთოდის საშუალებით უმოკლეს დროში შეეძლო სისწრაფის და გამძლეობის მომატება, მაგრამ არ ვიცი არ გაამართლა მისმა მეთოდმა თუ პროფესორმა კუებმა ჯერ კიდევ მიაღწიეს კახაძემდე. და კიდევ ერთი-რატომ არ ჩანან სპორტისა და ფეხბურთის მამები, თუ არაფერი აქვთ სათქმელი მაშინ ამ მაჩანჩალებთან ერთად მაინც გადაიღონ სურათი...
eeeeeeeeeeexxx
ბავშვების ფეხბურთს როცა ვუყურებ მგონია,რომ დედ-მამა არიგებს "არ დაეცე და რამე არ იტკინო".უმთავრესად ბავშვები იმიტომ დაჰყავთ ფეხბურთზე,რომ თავისუფალი დრო არ ჰქონდეთ და "ცუდ" ბავშვებთან არ გაიზარდნონ.არადა ზუსტად "ძნელად ღსაზრდელებისგან"იქმნებიან კარგი ფეხბურთელები,ისინი ასფალზე სწავლობენ და იქვე იზრდებიან განსხვავებით ფულიანთა შვილებისგან. ზუსტად მაყუთიანების შვილები არიან მათი დამატორმუზებლები.მათი მშობლების უმრავლესობა თხოვს ათამაშოს მათი შვილი,როცა ის საერთოდ არ ვარგა და არცა აქვს მის ფეხბურთელად გაზრდას აზრი.ახალი თაობა თხოულობს კომფორტს და პატივისცემა,როდესაც ამას საერთოდ არ იმსახურებენ. სანამ ბავშვებს კაცურად არ მოვექცევით და მაყუთზე არ გავიგიჟებთ თავს,სანამ მათ არ მივაჩვევთ ცუდ სტადიონებზე თამაშს და კიდევ ბევრ რამეს,მანამდე არავითარი შანსი არ გვაქვს სადმე თავის მოწონების!ფეხბურთი დაღუპულია ჩვენთან და მას ახლიდან უნდა მიხედვა!
სოსო
აგაშენებს მერაბ ღმერთი,სად იყავი აქამდე.ყოველ კვირა უნდა სწერდე და ყვიროდე ამაზე შენც და ეს პატიოსანი კაციც უნდა აყვირო,სანამ ვიღაცეები მაღლა მდგომებიდან არ გაიგებენ და არჩაიდებენ თავში,რომ ამის გაკეთება აუცილებელია.რაც აქ ითქვა დარწმუნებული ვარ, ბევრმა დამწყებმა მწვრთნელმა სოფლებში არ იცის.ისინი თვითონ თამაშობდნენ ფეხბურთს და რაც თვითონ იციან,იმას გადასცემენ ბავშვებს. ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება თუ გააკეთებთ სტატიების ციკლს,რომელშიც ბატონი ავთანდილი ჩამოაყალიბებს ამ მომზადების მეთოდიკას,ალბათ ცოტა გამარტივებული ენით,რათა სპეციალური განათლების არმქონე ენთუზიასტებმა კარგად გაიგონ მასალა და შესძლონ მისი პრაქტიკაში დანერგვა, ნაწილობრივ მაინც.არ ვიცი შეიძლება ეს საშიშიც არის,მაგრამ რაღაც მინიმალური დოზით ამის გაკეთება ალბათ მაინც აუცილებელია და თვითონ ბატონი ავთანდილი განსაზღვრავს,რისი დაწერა შეიძლება ასე საჯაროდ და რისი არა.ერთი უეჭველია,უნდა დაიწყოს დისკუსია ამ დარგის სპეციალისტებს შორის,შეიკრიბონ,იმსჯელონ,მივიდნენ რაღაც დასკვნამდე,შექმნან სახელმძღვანელო და დაურიგონ ადგილობრივ სპეციალისტებს,იქნებ ამით ცოტა მაინც ეშველოს ჩაოხრებულ საქმეს.საერთაშორისო ტრენინგები კარგია,მაგრამ საყოველთაო ვერ იქნება,ეს კი წინ წამოსწევს ტრენინგ გაუვლელი მწვრთნელების კვალიფიკაციას.საქართველოში ამ დარგის კვალიფიციური სპეციალისტები, როგორც ვიცი ძალიან ცოტა გვყავს და ისინი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
butxa
ერთ რამ ვერ გამიგია,ჩვენ თუ ვხედავთ ამას მაყურებლები და ჟურნალისტები.სათავეში რო არიან ისინი რატო ვერ ხედავენ ამას?სიმართლე ისაა რო ხედავენ ჩვენზე კარგად მარა თვალს ხუჩავენ.იმიტო რო ფინანსებზეა საუბარი,ფინანსები კი არ ააქვთ საკმარისი,ჯიბეშიც რო წავიდეს და ფეხბურთსაც რო ეყოს,ცჰემი აზრით ესაა მწარე სიმართლე.9 წლის ბიჭი მყავს და მეკითხება სულ მამა სულ ჩვენ რატო ვაგებდო?რა ვუპასუხო როგორ ავუხსნა?გვრცხვენოდეთ რა ამის?
Gio
სამწუხარო ის არის, რომ რასაც ბატონი ავთანდილი ამბობს, ეს ყველაფერი რომ შესრულდეს (და უნდა შესრულდეს რა თქმა უნდა, თუ რამე გვინდა ფეხბურთში საერთოდ!), ამისთვის საჭიროა ეხლანდელი ბავშვთა მწვრთნელების 90%-ის დათხოვნა და მათი ჩანაცვლება კვალიფიციური სპეციალისტებით. თავად ამ კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას (საკმარისი რაოდენობით) მინიმუმ 2 წელი უნდა. ბავშვთა სწორი მომზადების დაწყება 10 წლის ასაკიდან უნდა იწყებოდეს. ანუ მომავალი წარმატებული ბავშვები ეხლა მაქსიმუმ 8-9 წლისანი არიან. გამოდის, რომ სერიოზული წარმატება უკეთეს შემთხვევაში სადღაც 10-12 წლის მერე მოვა, ისიც თუ დღესვე დაიწყო რადიკალური ნაბიჯები. ხოლო ამ ნაბიჯების გადადგმა თავადაც იცით რას ნიშნავს დღევანდელ საქართველოში, ამ ნაბიჯების გადამდგავ ხალხს უცბათ რამდენი მტერი გაუჩნდება ხომ წარმოგიდგენიათ! ეს ყველაფერი რაღაც შეკრული წრეა, რომლის გარღვევაც ურთულესი რამ არის. აუცილებელია საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა მსგავსი გაბედული ნაბიჯების ავტორებისათვის.
dato
აუცილებალდ უნდა შეწყდეს კლუბების პირდაპირი დაფინაასნება, ბიუჯეტის ფული რომელიც ვითომ ფეხბურთელების ხელფასებში და ადმინისტრაციის ჯიბეებში მიდის. ეს ფული უდნა დაიხარჯოს მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწყობაში!
ბებეტო
თურმე რა ელემენტარულია. ორი გზა გვაქვს. ან მივყვეთ ამ რჩევებს. ან კვლავ ძველებურად მაჩანჩალები და მსოფლიო ჩემპიონები ადგილზე მოტყუებით ვიყოთ.
ფანი
შედეგი არ აინტერესებს კლუბების მართველების 95 % - ს მთავარია სახელმწიფო, ბიუჯეტიდან ფულს ხო ურიცხავს... !!! არ მაქვს საუბარი კერძო კლუბების მართველობაზე .... ეს არის დანაშაული სახელმწიფოსა და ფედერაციის მხრიდან , ადრე თუ გვიან მოგეკითხებათ!!! ...
zura
დალიან კარგი სტატიაა. ამ რცჰევებს ტუ გაიტვალისცინებენ კლუბების ხელმდგვანელობა,დალიან კარგი იკნება.
დათო- სიმართლე
უცოდინარობა და უვიცობა როა ქართულ ფეხბურთში ახალი ამბავი არაა ... ფედერაციაში განსაკუთრებით ისეთი გაუნათლებლების საძმო შეკირიბა-ბ.ტ. კობიაშვილის დამსახურებით რომ ამათ ორ ბატს არ ანდობს ნორმალურად მოაზროვნე....
magaria!
"უნდა დავანებოთ თავი ბურთის უსაშველო ტარებას, უნდა გადავაადგილდეთ ბურთის მიმართულებით და ვისწავლოთ უბურთოდ მოძრაობა". ამ ფრაზით ფაქტობრივად ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ფეხბურთის პრობლემები მაშინ მოგვარდება, როცა ამას ვისწავლით.
dave
აგერ ბატონო სწორი ანალიზი და ახსნა ყველაფრის იმის რაც აკლია დღეს ქართულ ფეხბურთს.მადლობა ბატონ ავთოს ასე გასაგებად და მარტივად გადმოცემისთვის იმ პრობლემის რაც დღეს ყველაზე მწვავეა. ბატონი ავთოსი და კიდე უფრო მაღალი დონის სპეცილისტია საჭირო ყველა კლუბში, რომ ფეხბურთეები განვიტარდნენ და განუვითარდეთ გამძლეობა. თორე წავიდა "ათი კრუგი"-ს თქმა მეც შემიძლია და სამწუხაროდ მსგავსი ვაიმწვრთნელებითაა გაჯერებული ფეხბურთი დაწყებული ბავშვთათი დამთავრებული უმაღლესი ლიგის გუნდებით. ბევრი განათლებული და პროფესიონალი ფიზ.მომზადების მწვრთნელი გვჭირდება !!!
დათო
დიახაც უნდა შეწყდეს ,კლუბებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩუქნიდეს მთავრობა ბიუჯეტის ფულს. ეგ ფული სტადიონების ,ინფრასტრუქტურის და ბავშვთა ფეხბურთში მწვრთნელების გადამზადებას უნდა ხმარდებოდეს , ეს იქნებოდა სწორი და არა ფულის მიცემა "ვალდებულების " გარეშე კლუბების გაურკვეველ ჩინოვნიკებზე ...
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბათუმში ბოლო სტადიონიც დაანგრიეს - "ადელიც" გაყიდული ყოფილა
უკრაინის ჩემპიონატში გოლი მიხეილ მესხმა გაიტანა [VIDEO]
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
სპორტიდან მაღალ ეშელონებში - რა საერთო აქვთ რომის პაპს, ჰემინგუეისა და კალაძეს
მიხეილ მესხმა ზივზივაძის გუნდს გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
მიხეილ მესხის აზრით, აუტსაიდერობას არ იმსახურებენ
მახარაძე და მესხი უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს
ᓐᓕᓗᓐᓜᓓᕘᓚ ᓑᓔᓠᓘᕫᓔ: ᕑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓔᓚᕔᕑᓡ ᓑᓐᓗᓣᓛᓨᕘ ᓡᓔᓠᓘᕝᓖᓣᓚᓘ ᓩᓐᓜᓐᓤᓘᓥᕠᓘ ᓐᓥᕕᓗ
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ზუსტად 60 წლის წინ - სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა სსრკ-ს ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს [VIDEO]
ᓐᓕᓗᓝ ᓑᓔᕠ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
1960 წლის ევროპის ბოლო ჩემპიონიც გარდაიცვალა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...