უფროსი უილიამსი ოჯახის ღირსებას იცავს
უიმბლდონის ქალთა ტურნირზე ნახევარფინალები გაიმართა და ბრიტანულ პუბლიკას დიდი იმედგაცრუება ელოდა - ორივე მატჩმა თითქმის უბრძოლველად ჩაიარა და რაც მთავარია, ტურნირს გამოეთიშა მასპინძელი იოჰანა კონტა, არადა, ენდი მარეის მარცხის შემდეგ, ადგილობრივ გულშემატკივრებს მისი დიდი იმედი ჰქონდათ.

პირველები კორტზე გარბინ მუგურუსა და წლევანდელი უიმბლდონის სენსაცია მაგდალენა რიბარიკოვა გავიდნენ. ეს უკანასკნელი დიდი ხანი არ თამაშობდა მუხლისა და მაჯის ტრავმის გამო და აპრილში რეიტინგში მეხუთე ასეულში იმყოფებოდა. თუმცა, ტრავმამდეც დიდად არ ბრწყინავდა "სლემებზე" - 35 ცდიდან ერთხელაც არ ყოფილა მერვედფინალში, ხოლო უიმბლდონზე ცხრიდან რვა შემთხვევაში პირველივე წრეში აგებდა. ამიტომაც იყო დიდი სენსაცია მისი მოგება მეორე წრეში კაროლინა პლიშკოვასთან და ნახევარფინალში გასვლა.

მაგრამ, ფინალამდე ერთი საფეხურით ადრე, რიბარიკოვამ, როგორც ჩანს, ზეწოლას ვერ გაუძლო და გადაიწვა. მან ვერაფერი დაუპირისპირა მუგურუსას, განსაკუთრებით ცუდად შეტევაში თამაშობდა - მხოლოდ 8 "ვინერსი" შეასრულა, რაც შეეხება მიღებაზე თამაშს, სლოვაკს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ისიც ვერ გამოიყენა, მუგურუსამ კი 12 ცდიდან ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. საბოლოოდ, 63 წუთში - 6:1, 6:1. ესპანელი კარიერაში მეორედ გავიდა უიმბლდონის ფინალში.

მეორე ნახევარფინალში უფრო მეტი ბრძოლა იყო. ვინუს უილიამსიც და იოჰანა კონტაც კარგად მოქმედებდნენ საკუთარ გეიმებში. რვა გეიმი ისე გათამაშდა, რომ ბრეიკ-პოინტი არ ყოფილა. პირველმა უილიამსმა წაიფორხილა, როცა მეცხრე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა ბრიტანელს. კონტამ ორივე დაფარული მატჩბოლი გაანიავა. მომდევნო გეიმში ანალოგიური შანსი უკვე ვინუსმა მიიღო და მეორე ცდაზე შეძლო სეტის მოგება.

უპირატესობის მოპოვების შემდეგ, ამერიკელი უფრო ლაღად ათამაშდა და გააძლიერა ზეწოლა მეტოქეზე. მეორე სეტში ვინუსმა საერთოდ აღარ მისცა ბრიტანელს ბრეიკ-პოინტის შანსი, თავად კი ორი ბრეიკი შეასრულა - 6:4, 6:2. საათსა და 16 წუთში 37 წლის უილიამსმა კარიერაში მეცხრედ მოიპოვა უიმბლდონის ფინალში თამაშის უფლება.

წინა რვა შემთხვევიდან, მან ხუთჯერ შეძლო აქ მოგება. ამ სეზონში ეს მისი მეორე ფინალია "სლემებზე" - პირველი ავსტრალიის ღიაზე იყო, სადაც უმცროს დასთან წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თეა
იულიამსი მაგარია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში საქართველოს ნაკრების განრიგი
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
ვინუს უილიამში დიდ შარში გაეხვია
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
Australian Open. დღე პირველი: რაფაელ ნადალმა შესანიშნავად დაიწყო [VIDEO]
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
რონალ გაროსი: ისევ ახალი ისტორია