საქართველოს ნაკრები მინსკში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
წლეულს, ოქტომბრის მიწურულს, ბელორუსის დედაქალაქი მინსკი ტაეკვონდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრებები ქალთა (49, 57, 67 კგ და მძიმე წონა) და ვაჟთა (58, 68, 80 და მძიმე წონა) ოთხ-ოთხ ოლიმპიურ წონაში გაიმართება. ამ ორთაბრძოლებისთვის მონდომებით ემზადება საქართველოს ნაკრები, რომელსაც დახმარებას კორეელი სპეციალისტები გაუწევენ.

გუშინ სასპორტო კომპლექს "არენა 1"-ში ქართველი მწვრთნელებისთვის აზიელმა პროფესიონალებმა პირველი თეორიული და პრაქტიკული სემინარი გამართეს. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე დაესწრნენ.

საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციამ ოთხი კორეელი სპეციალისტი მსოფლიოს ფედერაციის დახმარებით ჩამოიყვანა. აზიელები ჩვენს ქვეყანაში 40 დღე დარჩებიან და, მწვრთნელების გარდა, ქართველ სპორტსმენებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაუტარებენ, გამოცდილებას გაუზიარებენ. მოწვეული სტუმრები თბილისის შემდეგ საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლებენ - ჯერ ბახმაროში ჩავლენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ფიზიკურ მომზადებას გაივლის, მოგვიანებით ქობულეთს ეწვევიან და საქართველოს კადეტთა ნაკრებს 13 დღის განმავლობაში მოამზადებენ.

- ტაეკვონდო, მოგეხსენებათ, ოლიმპიური სახეობაა და 2020 წლის ტოკიოს თამაშებისთვის სპორტსმენთა მოსამზადებლად კორეელ სპეციალისტთა დახმარება დიდ სამსახურს გაგვიწევს, - გვითხრა ტაეკვონდოში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ბაბუაძემ. - პერსპექტიული სპორტსმენები გვყავს და მათ დასაოსტატებლად ასეთი ზრუნვა შედეგს აუცილებლად მოგვიტანს.

წლეულს კორეაში მსოფლიოს ჩემპიონატზე 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში მერაბ შუკაკიძემ ზედიზედ სამ მეტოქეს აჯობა და რვა საუკეთესოში შესასვლელი ორთაბრძოლა იორდანელ ოლიმპიურ ჩემპიონ აჰმად აბუგჰაუშთან წააგო და მეცხრე ადგილზე გავიდა, სამაგიეროდ, ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად სოლიდური სალიცენზიო ქულები აიღო. მერაბს ყოველგვარი მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ იაპონიის ოლიმპიადაზე მოხვდეს.

ბოლო ორი თვის განმავლობაში საერთაშორისო ტურნირებზე რამდენიმე ქართველმა სპორტსმენმა იყოჩაღა: უფროსებში ლიკა ტორონჯაძემ (49 კგ) გერმანიისა და სლოვაკეთის შეჯიბრებები მოიგო, ბადრი პაქსაშვილმა სლოვაკეთში მე-2 ადგილი დაიკავა, 17 წლის შალვა ჩერტკოშვილმა (58 კგ) სლოვაკეთში თანატოლთა შორის ყველას აჯობა და საუკეთესო მებრძოლის პრიზიც დაიმსახურა. ამავე ასაკში გიგა გამხიტაშვილი (55 კგ) გერმანიის ტურნირზე იყო პირველი.

ევროპის ჩემპიონატამდე ინტენსიურ საწვრთნელ შეკრებებს გავივლით, მერე ორ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირშიც მოვსინჯავთ ძალებს პოლონეთსა და ლატვიაში, მინსკში გასამგზავრებლად გუნდსაც საბოლოოდ მერე დავაკომპლექტებთ.

ჩვენთვის ყველა ტურნირზე აღებულ თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს იაპონიის თამაშებისკენ გზის გასაკვალავად და საამისოდ არაფერს დავიშურებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
პრიმერასკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა ოლიმპიადის თავისუფალ პროგრამაში
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქართველმა სპორტსმენებმა ტაეკვონდოს ტურნირებზე 3 მედალი მოიპოვეს
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი - ჩვენი ფედერაცია არ არის ქურდული გარჩევის ადგილი
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი