საბედნიეროდ, სასწაულები ხდება - ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა მნათობიშვილმა ონკოლოგიური დაავადება დაამარცხა და საყვარელ საქმეს დაუბრუნდა
საბედნიეროდ, სასწაულები ხდება - ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა მნათობიშვილმა ონკოლოგიური დაავადება დაამარცხა და საყვარელ საქმეს დაუბრუნდა.

24 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი მძიმე სენს 8 თვის განმავლობაში ებრძოდა. ნიკა ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2-ის ბინადარ "გაგრას" ფეხბურთელია. ის გუნდს უკვე დაუბრუნდა, რადგან თურქეთში გამოკვლევაზე ჩასულს ექიმებმა ამის უფლება დართეს - მისთვის სრული დატვითვით ვარჯიში და თამაში შეიძლება და ერთი კვირაა, რაც გუნდთან ერთად ემზადება.

მნათობიშვილი მოედანზე "ზუგდიდთან" გამართული საკონტროლო შეხვედრის მეორე ნახევარში გამოჩნდა და საერთო შეფასებით, თავი ძალიან კარგადაც წარმოაჩინა.

"ნიჭიერი და მოწესრიგებული ფეხბურთელია და მიხარია, რომ ნიკამ ასეთი სასწაული შეძლო. ჩვენც გახარებულები ვართ კარგი მოთამაშის დაბრუნებით და თავადაც სიხარულით დაფრინავს. ნამდვილი სასწაული მოხდა", - ამბობს "გაგრას" დირექტორი გოდერძი ჩიხრაძე.

"გაგრა" ეროვნული ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის და კლუბის ხელმძღვანელობა გახარებულია, რომ ამ ბრძოლაში ნიკა გუნდს სრულფასოვნად დაეხმარება. ჩვენი მხრივ, მას წარმატებებს, ჯანმრთელობასა და ბევრ სპორტულ მიღწევას ვუსურვებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დათო
ძალიან მიხარია!!! დიდება უფალს!!!
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!