"გაგრას" ფეხბურთელმა ნიკა მნათობიშვილმა 8-თვიანი ბრძოლის შედეგად სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდა
საფეხბურთო კლუბ "გაგრას" "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, გუნდის ფეხბურთელმა ნიკა მნათობიშვილმა 8-თვიანი ბრძოლის შედეგად სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდა.

გთავაზობთ "ფეისბუქგვერდზე" გავრცელებულ ინფორმაციას:

"ნიკამ ონკოლოგიური დაავადება დაამარცხა და საყვარელ საქმეს დაუბრუნდა. 8 თვის განმავლობაში ებრძოდა იგი სიმსივნეს და საბოლოოდ, თავისი სიმტკიცით და გამძლეობით, როგორიც ასევე მოედანზეც გახლავთ, მასზე გაიმარჯვა. ნიკა დღევანდელ სპარინგში "ზუგდიდის" წინააღმდეგ მეორე ნახევრიდან ჩაერთო და ძალიან კარგადაც წარმოაჩინა თავი. "გაგრას" წინ დიდი ბრძოლა ელის ეროვნული ლიგის საგზურის მოსაპოვებლად და სასიხარულოა, რომ ამ ბრძოლაში ნიკაც სრულფასოვნად იქნება გუნდის გვერდით. წარმატებას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ ნიკას".

აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელს დავუკავშირდით:

"დავამარცხე სიმსივნე და სტადიონზე დავბრუნდი. 6 ქიმიოთერაპია გავიკეთე და რა ვიცი, ბევრი რამე გადავიტანე საკუთარ თავზე .

რაც შეეხება ვარჯიშს, ერთი თვეა დავიწყე ვარჯიში და ახლა უკვე სრულ დატვირთვაზე ვარ. 5 დღის წინ ჩამოვფრინდი სტამბულიდან, შემოწმებაზე ვიყავი და ყველაფერი კარგად არის ღმერთის წყალობით. სამ თვეში ისევ შემოწმებაზე მივდივარ, რომ მაინც არაფერი გამოგვეპაროს.

რთული იყო ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი შემართებით ვიყავი. მჯეროდა, რომ სტადიონს დავუბრუნდებოდი. ჩემი ცხოვრება სპორტია, ამის გარეშე არც წარმომიდგენია თავი და მართლა ღმერთის წყალობით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უფლის ნებით დავბრუნდი", - გვითხრა მნათობიშვილმა.

Nino
Gaixare megobaro, gmertma kargad gamyopos, mec igive gza gaviare, magram icode upals vuyvarvart da es chveni siyvarulistvis moxda, upali imaze met ganscdels arasodes mouvlens adamians, ris gamklavebasac ver shezlebs. Bednieri iyavi datkbi titoeuli im cutit rac upalma gachuka, es meored dabadebis tolpasia.
B-52
იცოცხლე ძმაო! ჯანზე იყავი!
ლაშა
გამიხარდა ძმაო, ღმერთმა დაგლოცოს
ირმა ჩიტაური
ყველასთვის სასიხარულოა ნიკა შენი გამოჯანმრთელება..დაგლოცოს უფალმა და გისურვებ წარმატებებს ❤❤
კეკუა გიორგი
ღმერთმა ჯამრთელად გამყოფოს ......
zura
ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს შენ და ყველა ადამიანი, უფალმა გვარიდოს ეს საშინელი დაავადება.
ქუთაისელი
გაგიმარჯოს ღმერთმა! წარმატებები!
ლუკა
ჯანმრთელობას და გამარჯვებებს გისურვებთ ნიკა! თუ სიმსივნის დამარცხება შეძელით თქვენთვის შეუძლებელი აღარაფერი იქნება.
temo
ვილოცავ ნიკას, დიდ წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებულიც ვარ, მიაღწევს!
სოსო
გაიხარე ნიკა,ამას იქით ღმერთმა გაშოროს ყოველგვარი ტრავმა და ავადმყოფობა.
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. ის, ვინც მოედანზე განსხვავებას ქმნის...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-0 გაგრა. შეწყვეტილი მოუგებელი სერია და გზა ფსკერისკენ
"გაგრას" დირექტორი: მიხარია, რომ ნიკამ ასეთი სასწაული შეძლო
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 დილა. ლიუბენოვიჩს 3 ქულა, კორღალიძეს - საფიქრალი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (ბთ). იპოვეთ ორი განსხვავება...
როგორც აბიდალი და ხონასი... "გაგრას" მცველი სიმსივნეს გამარჯვების იმედით ებრძვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-2 გაგრა. გაგრელებმა "დილას" "ტორპედოც" მიაყოლეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...