თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 19 წლამდე ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრები გაიმართა
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 19 წლამდე ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრები გაიმართა, რომელთა შედეგებმა ის გუნდები გამოავლინა, რომლებიც მედლებისთვის მებრძოლთა პლეი-ოფში გავიდნენ.

სამწუხაროდ, მათ შორის ვერ მოხვდა საქართველოს ნაკრები, რომელმაც საამისოდ შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან - ჩვენებს ჩილეს ნაკრებთან ორი ბურთის სხვაობით წაგებაც კი ხელს აძლევდათ. მათ ეს ვერ შეძლეს, 5-ბურთიანი სხვაობით დათმეს პაექრობა და, ჯგუფებში ბოლო ორ ადგილზე გასულთა დარად, მხოლოდ პრეზიდენტის თასისთვის იბრძოლებენ.

B ჯგუფში ამ მატჩს უნდა გადაეწყვიტა, ვინ გავიდოდა მერვედფინალში. ქომაგები ვარაუდობდნენ, რომ მასპინძლები შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ, მაგრამ მათ პირველი წუთებიდანვე უყურადღებოდ ითამაშეს დაცვაში, რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს როგორც საკუთარი კარის მისადგომებთან, ისე იერიშების დაგვირგვინებისას, ამიტომაც მე-16 წუთისთვის სტუმრები 10:4 დაწინაურდნენ. ტაიმის ბოლომდე დარჩენილ დროში ანგარიშში სხვაობას კიდევ ორი გოლი წაუმატეს - 18:10.

შესვენების შემდეგ ბექა ორჯონიკიძის შეგირდები უკეთ გაისარჯნენ. შესანიშნავად ითამაშა მასპინძელთა მეკარე ხანდოლიშვილმა, რომელმაც არაერთი ძნელად ასაღები ბურთი (მათ შორის - ხუთი შვიდმეტრიანი) მოიგერია. მეორე ტაიმის შუაგულისთვის ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე დავიდა, მაგრამ მერე, იერიშების ბოლოს ისევ იმატა უზუსტობამ, დაცვამაც ვერ შეაკავა ბაუმანი, რომელმაც ქართველების კარში 10 ბურთი გაიტანა და ხანდოლიშვილთან ერთად მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

საბოლოოდ გაიმარჯვა ჩილეს ნაკრებმა - 29:24 და პლეი-ოფში გავიდა - 26 აგვისტოს A ჯგუფის პირველადგილოსან საფრანგეთს გაუწევს მეტოქეობას.

"მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ, რამაც განაპირობა კიდეც მარცხი, - განაცხადა ნაკრების მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ. - მართალია, მეორე ტაიმში ოდნავ გამოვასწორეთ შეტევები, მაგრამ ჩაგდებული პირველი ტაიმის მერე პლეი-ოფს ვეღარ შევწვდით".

ჩემპიონატის მონაწილენი დღეს დაისვენებენ. ხვალ პლეი-ოფის შეხვედრები გაიმართება.

ხელბურთი. U19. მსოფლიოს ჩემპიონატი

საქართველო-ჩილე 24:29 (10:18)

საქართველო: ხანდოლიშვილი, რუსტამოვი (1), მიქავა, ბაინაზიშვილი (3), კბილაშვილი (5), არსენაშვილი (1), ბულბულაშვილი (4), ხარაიშვილი, ყორიაული, ცხოვრებაძე (7), ბაჯალაძე, ლაპიაშვილი (1), ტიელიძე, გოგავა (2), ფერაძე, იობაშვილი.

ჩილე: გონსალესი, ავენდანო (1), ტესტა, ბაუმანი (10), კაბრალესი, მორალესი (2), გომესი (6), კოდინა (3), ვალენსუელა, ლოპესი (4), კორეა, კარასკო, არანსიბია დიასი (1), კაბრერა კარო (2), სალგადო ფუენტესი, გრანდონი.

14 აგვისტო, V ტური

A ჯგუფი. საფრანგეთი-დანია 25:26, ნორვეგია-ეგვიპტე 22:30, შვედეთი-ბაჰრეინი 28:20.

გ თ მ ფ წ ბ ქ

საფრანგეთი 5 5 0 0 176-124 10

ეგვიპტე 5 3 1 1 150-135 7

დანია 5 2 1 2 147-144 5

შვედეთი 5 2 0 3 122-124 4

ნორვეგია 5 1 0 4 129-143 2

ბაჰრეინი 5 1 0 4 123-177 2

B ჯგუფი. იაპონია-ალჟირი 29:21, გერმანია-ისლანდია 27:28, საქართველო-ჩილე 24:29

გ თ მ ფ წ ბ ქ

ისლანდია 5 5 0 0 160-125 10

გერმანია 5 4 0 1 178-112 8

იაპონია 5 3 0 2 136-130 6

ჩილე 5 1 0 4 132-158 2

საქართველო 5 1 0 4 124-166 2

ალჟირი 5 1 0 4 124-163

C ჯგუფი. პოლონეთი-კორეა 28:30, ბრაზილია-პორტუგალია 27:26, ხორვატია-არგენტინა 31:19

გ თ მ ფ წ ბ ქ

კორეა 5 4 0 1 174-152 8

ხორვატია 5 3 1 1 165-134 7

პორტუგალია 5 3 1 1 143-131 7

პოლონეთი 5 2 0 3 133-142 4

ბრაზილია 5 2 0 3 131-147 4

არგენტინა 5 0 0 5 113-153

D ჯგუფი. რუსეთი-მექსიკა 32:14, სერბეთი-ტუნისი 27:37, სლოვენია-ესპანეთი 22:30.

გ თ მ ფ წ ბ ქ

ესპანეთი 5 5 0 0 151-112 10

ტუნისი 5 4 0 1 158-129 8

სლოვენია 5 3 0 2 142-122 6

რუსეთი 5 2 0 3 132-127 4

სერბეთი 5 1 0 4 131-143 2

მექსიკა 5 0 0 5 88-163 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ ჯგუფიდან გასვლის იმედი გქონდათ კარგია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მასპინძლის რანგში გვხვდა ასეთი პატივი რომ გვეთამაშა მსოფლიოზე, სხვა მხრივ კარგა დიდი ხანი მოგვიწევს მუშაობა და ლოდინი რომ სპორტული შედეგით გავძვრეთ ამ დონის შეჯიბრებზე. ჩილე ასე თუ ისე სამხრეთ ამერიკული "გრანდია"ყველა ასაკში არგენტინის და ბრაზილიის შემდეგ და ყველა ჩემპიონატებზეც მუდმივად მონაწილეობს. მე უფრო ალჟირის უნიათობამ გამაკვირვა ჩვენებთან თორემ გასვლის იმედი არც მქონია. არის დადებითი მხარე რა თქმა უნდა, თუ გაითვალისწინებენ და ეყოფათ ცოდნა ყველას ფედერაციიან შტაბიანად. გზა რა მხარესაც უნდა ვიმოძრაოთ კი მიგვითითეს. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული.
სოსო
კომენტარის დაბლოკვით საქმეს ეშველება?არა აქვთ ამ ბიჭებს სახელბურთო ელემენტარული განათლება და ამას ვერაფერი დამალავს.მეკარე კარგია,მაგრამ ყველა დარტყმას ვერ მოიგერიებს,სხვათა თამაშს კი ....გაკრიტიკებას აზრიც არ აქვს.არ იციან ბიჭებმა და მორჩა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ევრო 2026. საქართველოს ნაკრები კენჭისყრაზე მეოთხე კალათაშია
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ფულადი ჯილდო, მილიონი ლარი გადაეცემა
[VIDEO] ხვიჩამ ლიგა 1 დუბლით დახურა - პსჟ-მ "ოსერს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლი "ოსერთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 25 წლის წინ გაბანკროტებასთან იყვნენ ახლოს, დღეს კი FA თასი მოიგეს - "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა
[VIDEO] ცუნოდას უმძიმესი ავარია და მოულოდნელობით დატვირთული კვალიფიკაცია ემილია რომანოზე
არის! - ბასილაშვილი ბორდოს ტურნირის ფინალში გავიდა
ცნობილი გახდა სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ლაკაზეტმა
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
[VIDEO] 25 წლიანი პაუზის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსი" კონფერენციის ფინალში გავიდა
"იცით, ჩემმა შვილმა მათზე რა მითხრა?" - ნატალი პორტმანმა პსჟ-ზე ისაუბრა
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს
"ილია, მე მზად ვარ, ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ" - ჰასბულამ თოფურიას მიმართა
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
რონალდინიო: დიდი სიყვარული ვიგრძენი - მადლობა, საქართველო!
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
U19. მსოფლიოს ჩემპიონატი: თბილისში სავსე ტრიბუნები საჭირო იქნება!
U19. საქართველო-იაპონია 22:30 - დაუოკებელი სუეოკა და გაწბილებული მასპინძლები
U19. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ნორვეგიასთან წააგო
ჯერ პლეი-ოფი, მერე სიურპრიზიც - დღეს თბილისში 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
U19. საქართველო-გერმანია 25:41- ჩილე ბოლო შანსია
U19. საქართველო-ალჟირი 28:24 - ისტორიული გამარჯვება