ოთხი ერის გათამაშება, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი ზელანდიის ნაკრებმა შესანიშნავად დაიწყო
ოთხი ერის გათამაშება, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი ზელანდიის ნაკრებმა შესანიშნავად დაიწყო. თუმცა იმას, რაც სიდნეიში ავსტრალიის წინააღმდეგ მატჩის პირველ ტაიმში მოხდა, ძნელია, რამე დაარქვა...

გამოსავალი ისევ "ოლ ბლექსის" კაპიტანმა კირან რიდმა მოძებნა. მან შეხვედრის პირველ ტაიმს "სიურეალისტური" უწოდა. ახალზელანდიელებს იმ დღეს ყველაფერი გამოსდიოდათ და პირველი ნახევარი 40:6 მოიგეს. ეს რეკორდული ანგარიშია, რომელიც ამ გუნდებს შორის მატჩებში პირველ ტაიმში დაფიქსირებულა.

შესვენების შემდეგ ავსტრალია გამოცოცხლდა. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ "ოლ ბლექსმა" ოდნავ ჩათვლიმა. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა მაინც დამაჯერებლად გაიმარჯვეს - 54:34. ორ-ორი ლელო 20 წლის გარემარბმა რიკო იოანმა და შუამარბმა რაიან კროტმა მიითვალეს. ერთ-ერთი საუკეთესო იყო დებიუტანტი, ფულბეკი დამიენ მაკენზი, რომელსაც ლელოს გარეშე მოედანი არ დაუტოვებია.

"ის, რაც პირველ ტაიმში მოხდა, არარეალური იყო. ჩვენ საკუთარი თამაშის ჩვენება გვინდოდა. ყველაფერი გამოგვივიდა. ეს გამაოგნებელი იყო" - თქვა ნამატჩევს კირან რიდმა.

ავსტრალიის ნაკრებმა მეორე ნახევარში უკეთ ითამაშა. გამორჩეულები კარტლი ბილი და ტევიტა კურიდრანი იყვნენ. საპასუხო შეხვედრა ერთი კვირის თავზე ახალ ზელანდიაში გაიმართება.

დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა. "ბოკემ" პორტ ელიზაბეტში, "ნელსონ მანდელა ბეი სთედიუმზე" არგენტინის ეროვნული ნაკრები 37:15 დაამარცხა.

სამხრეთაფრიკელთა თავკაცი ალისტერ კუცია შედეგით კმაყოფილია, თამაშის ხარისხით - არა.

"ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად გავისარჯეთ. ბევრი ხარვეზი გამოჩნდა. შერკინებამ ბრწყინვალედ იმუშავა. გამოსასწორებელი გვაქვს ფეხით ტაქტიკური დარტყმები და უკანა ხაზის თამაში. არგენტინა მებრძოლი გუნდია. ძნელია მისი გატეხვა. ვფიქრობ, ეს შევძელით, რადგან დროული და ზუსტი ცვლილებები გავაკეთეთ. ისევე, როგორც აქამდე გამართულ მატჩებში, სათადარიგოები უკეთესად გაისარჯნენ", - თქვა მან ნამატჩევს.

პირველ ტაიმში "ბოკეს" ძალიან გაუჭირდა. 37-ე წუთისთვის მასპინძლები მინიმალური სხვაობით იგებდნენ (6:5). შესვენებამდე მათ მაინც შეძლეს ერთი ლელოს გატანა და რვა ქულით დაწინაურდნენ - 13:5.

მეორე ტაიმში "ბოკე" კიდევ უფრო მრისხანედ გამოიყურებოდა და საბოლოოდ ოთხი ლელოს გატანა და საპრემიო ქულის მოპოვებაც მოახერხა. ბრწყინვალე იყო მგეზავი ელტონ იაინკისი, რომელმაც ოთხი გარდასახვა და სამი საჯარიმო მიითვალა (17 ქულა).

"ჩვენ დიდხანს ვიცავდით თავს და ცოტას ვუტევდით. დაცვა კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია, მთელი თამაშის განმავლობაში ერთ დონეზე აკეთო ასეთ გუნდთან. ბურთს იოლად ვკარგავდით. ბევრ შეცდომას ვუშვებდით და ბოკემ ამით შესანიშნავად ისარგებლა" - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას არგენტინის ნაკრების თავკაცმა დანიელ ურკადმა.

ოთხი ერი

I ტური

ავსტრალია-ახ.ზელანდია 35:54

ავსტრალია: 4ლ - რონა, კურიდრანი, ბილი, ფოლაუ. 4გ,2ს - ფოლი.

ახ.ზელანდია: 8ლ - სქუაირი, რ.იოანე (2), კროტი (2), უილიამსი, მაკენზი, სმითი. 7გ - ბარეტი

სამ.აფრიკა-არგენტინა 37:15

სამ.აფრიკა: 4ლ - სკოსანი, რუე, კოლიზი, დუ ტუა. 4გ,3ს - იაინკისი.

არგენტინა: 2ლ - ლანდახო, ბოფელი. ს - სანჩესი. გ - ერნანდესი.

II ტური

ახ.ზელანდია-ავსტრალია

არგენტინა-სამ.აფრიკა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აბო
შეიძლება ვინმემ მიპასუხოს?!! ალისტერ კუცია ჩვენი თანამემემულე ხომ არ არის შემთხვევით?
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლეგიონერები/ცინცაძის და გავაშელიშვილის გუნდებმა მოიგეს. კალანდაძის გოლებმა კი "ექს ან პროვანსი" წაგებისგან ვერ იხსნა
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გუნდის ლიდერებს კერიკის დარჩენა სურთ - "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს ნაგელსმანთან აწარმოებს
[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
ქართველების გარეშე - "სპორტინგმა" "ფამალიკაოს" სძლია
სამივე ქართველმა ითამაშა - "მეცი" "ოსერმა" დაჯაბნა
გულიაშვილის "რასინგს" "ეიბართან" მარცხი შეიძლება ლიდერობის დაკარგვად დაუჯდეს
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
[VIDEO] კვერნაძე ჩინებულ ფორმაშია - ისევ გაიტანა
პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი სეგუნდა დივიზიონის გუნდში გადავიდა
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"რეალს" გაუმართლა, რომ ვინისიუსი ჰყავს" - ალვარო არბელოა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
[VIDEOS] შოუ მთავარი სანახაობის წინ - 2026 წლის All-Star-ის შედეგები
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] 12 გოლი 2 მატჩში! "ინტერმა" "იუვენტუსი" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და სკუდეტოსკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა!
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
დიდი რაგბის ზეიმი - ოთხი ერი ისევ "ოლ ბლექსმა" მოიგო
გულისამაჩუყებელი ამბავი - პატარა მორაგბეს წონის გამო დასცინეს, ის კი ვარსკვლავებმა დაიცვეს
ოთხი ერი. V ტური: ვინ იქნება მეორე?
ოთხი ერი 2017: ვინ შეაჩერებს "ოლ ბლექსს"?
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
"ოლ ბლექსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
მსოფლიოს თასი: ფავორიტების ჯახი "ოლ ბლექსის" გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]
ოთხი ერი. VI ტურის წინ: "ნიუ ლენდზე" ცხრა წლის შემდეგ