ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"ფეხბურთი და ფეხბურთელები კი არა, ქვეყანაა ყველაფერში დამნაშავე!"

"ფეხბურთი და ფეხბურთელები კი არა, ქვეყანაა ყველაფერში დამნაშავე!"

თენგიზ ჩიკვილაძის პოზიცია: მიეცით ბიზნესს იმის საშუალება, რომ რაღაც პროცენტები სპორტში დააბანდოს...
იყო დრო, თენგიზ ჩიკვილაძე ეროვნული ლიგის ერთ-ერთ სახედ და გამორჩეულ მოთამაშედ ითვლებოდა. მისი უჩვეულო და შორი მანძილიდან გატანილი გოლები ხშირად ყოფილა გულშემატკივართა აღტაცების მიზეზი. სხვადასხვა წლებში გამოდიოდა თბილისის "სპარტაკში", "ამერში", ბოლნისის "სიონში", თბილისის "დინამოში", ქუთაისის "ტორპედოსა" და ლანჩხუთის "გურიაში". 34 წლის ჩიკვილაძე ახლა გულის ჭიას ახარებს და ლიგა 3-ის ბინადარ "ჭიათურაში" ასპარეზობს...

თენგიზ ჩიკვილაძე ყოველთვის გამოირჩეოდა პირდაპირობით და გულახდილობით. ევროსარბიელიდან ჩვენი კლუბების სამარცხვინო გავარდნის შემდეგ, ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობას ვეტერანი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა (სტილი დაცულია):

"აბა ჰე, აკრიტიკეთ ახლა ფეხბურთელები და ჩემპიონატი, როცა ყველაფერში დამნაშავე ჩვენი ქვეყანაა. როცა საბჭოთა კავშირში შედარებით თანაბარ პირობებში იყვნენ ფეხბურთელები, კი ვახევდით ყველას ბურთს თავზე! ფეხბურთი ქვეყნის სახეა და სახე აგვახიეს დღეს. და ვინ? აზერბაიჯანმა", - წერს ჩიკვილაძე საკუთარ ფეისბუქზე.

ვფიქრობთ, მისი ნააზრევი ქართული ფეხბურთის ამჟამინდელ მდგომარეობასა და სხვა საინტერესო საკითხებზე უინტერესო არ უნდა იყოს. მან ხუმრობით დაიწყო:

"ამ სიბერეში პოზიცია რომ შევიცვალე, იცოდით? ჭიათურაში მარტიდან ვარ, როცა დასავლეთის ზონაში ლიგა 3-ის გათამაშება დაიწყო. თავდამსხმელები დაგვიშავდნენ და წინ თამაშის სურვილი გამოვთქვი.

პირველივე ტურში "ქედას" 1:0 მოუგეთ და მე გავიტანე ეს გოლი. ამის მერე თავდასხმაში დამტოვეს - ვყრიდი გოლებს, საგოლე პასებსაც ვაკეთებდი და გუნდის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელიც გავხდი. რაც მთავარია, თამაშებს ვიგებდით და საბოლოოდ პირველ ადგილზეც გავედით. ეს ლიგა არ შუქდება, არადა, აქ ნაკრებში ნათამაშები რამდენიმე ფეხბურთელი გამოდის", - ამბობს ჩიკვილაძე.

ჩიკვილაძე უშუალო მომსწრეა ბოლო 10 წელიწადში ჩვენი პირველობის დონის ბოლო საგრძნობლად დაცემის:

"ახლა აკრიტიკებენ ფეხბურთელებს და ჩემპიონატს, როცა ყველაფერში დამნაშავე ჩვენი ქვეყანაა, რომელმაც ბოლო 25 წელიწადში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და სისტემა ლამის ბოლომდე გაანადგურა. ფეხბურთი ქვეყნის სახეა და ახლა ეს სახე საშინელ დღეშია.

ჩვენი ჩემპიონი ჩადის აზერბაიჯანში, ეთამაშება გუნდს, რომლის ბიუჯეტი 30 მილიონი დოლარია, შემადგენლობაში 7 ლეგიონერი ჰყავს და გვიკვირს, 5:0 რატომ წააგოო? ევროთასებზე გასულ გუნდებს არ აქვთ საკუთარი ბაზა, სტადიონები და ნორმალური მოედნები, უსახსრობის გამო ფეხბურთელებს ვერ ინარჩუნებენ და რომელ გაძლიერებაზეა ლაპარაკი? ვიტამინებსა და სტიმულატორებზე აღარ ვლაპარაკობ. თამაშის წინ ისეთ სტიმულატორებს სვამენ, დოპინგთან მიახლოებული რომ არის. ანუ მედიცინაც მაღალ დონეზე აქვთ - ჩვენ ამ ჩამონათვალიდან რამე გაგვაჩნია?!

სამწუხაროდ, ფეხბურთში წარმატება ფინანსების გარეშე არ მიიღწევა, რადგან ეს სახეობა ფინანსებზე ყველაზე მეტად არის დამოკიდებული. რეალურად, ფული რომ დააბანდონ, ეს ისევ ქვეყანას და მისი პრესტიჟის გაზრდას მოხმარდება. ძალიან უკან ვართ და თანამედროვეობას ჩამოვრჩებით. ამიტომ რადიკალური ცვლილებებია საჭირო, ცოტა ჩვენც რომ გავიხაროთ".

ჩიკვილაძე აკონკრეტებს, რომელ ცვლილელებს გულისხმობს:

"ამ ეტაპზე, კარგი და საჭირო პროექტების განხორციელება დაიწყეს. მაგრამ დროა საჭირო, რომ შედეგი გამოიღოს და განვითარება დავიწყოთ. დღეს მთავრობასა და პარლამენტში რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელია და ზუსტად მათი იმედი მაქვს, რომ საჭირო კანონების მიღების ინიციატორები გახდებიან.

მესმის, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდი კლუბებს საარსებო ფულს უხდის და გარკვეულ სახსრებს სტიმულირების ფონდიდანაც იღებენ, მაგრამ ფეხბურთს კანონმდებლობაც უნდა შეეშველოს, რადგან მთლიანობაში, ეს თანხა ფეხბურთისთვის საკმარისი არ არის და ბიზნესის ჩართულობა გვჭირდება.

ფეხბურთი მთელ მსოფლიოში ბიზნესი გახდა. ყველა ბიზნესმენს კი მოგება უნდა. სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ არის. აქაც არიან ბიზნესმენები, რომლებიც კლუბებში დიდ ფულს ხარჯავენ, მაგრამ მოგება არ აქვთ. სხვა ბიზნესმენი რომ ხედავს ამას, ცხადია, არ დაინტერესდება და ვერც დონე აიწევს. მათ სახელმწიფომ პირობა უნდა შეუქმნას, გადასახადების რაღაც პროცენტისგან მაინც გაათავისუფლოს, თუნდაც, 2-3 პროცენტისგან, თუკი ამ პროცენტს ის სპორტში ჩადებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატება გამორიცხულია.

"ვისოლის" მაგალითი ავიღოთ - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესჯგუფია და ძალიან მონდომებულიც იყო, რომ ძლიერი გუნდი გაეკეთებინა ქუთაისში. დასაწყისიც საიმედო იყო. მაგრამ გავიდა რამდენიმე წელიწადი და მათ პრესტიჟზე იმოქმედა იმან, რომ წამგებიან და წარუმატებელ ბიზნესში იყვნენ. ეს ფაქტი უკვე მთავარ ბიზნესშიც უშლიდათ ხელს და ფეხბურთიდან ამის გამო წავიდნენ.

ამას გარდა, ფეხბურთით დაინტერესებული ბევრი ხალხი და გუნდები გავწირეთ - "თბილისი", "მრეტები", "ამერი", "ზესტაფონი" - რომელი ერთი ჩამოვთვალო? არ გახსოვთ რამდენი ბიზნესმენი გააქციეს"?

ვეტერანი ფეხბურთელი იმ მოსაზრებასაც ეხმაურება, რომელსაც ბოლო დროს ხშირად გაიგებთ - ფეხბურთს ქვეყანამ თეთრიც არ უნდა დაახარჯოსო:

"ეს მცდარი შეხედულებაა, რადგან ყველაზე დიდი რეზონანსი, კარგიც და ცუდიც, ფეხბურთს აქვს. სწორედ ამიტომ უნდა გახდეს ყველას ზრუნვის ობიექტი, რადგან საკლუბო და სანაკრებო დონეზე ქართველი ფეხბურთელების გამოსვლა ქვეყნის სახესა და პრესტიჟზე პირდაპირ აისახება.

სამტრედია

საქართველოში უნიჭიერესი თაობები იკარგებიან, ისეთები, რაზეც ბევრი ქვეყანა ოცნებობს. მაგალითად, რუსეთი ფეხბურთში უზარმაზარ თანხებს ხარჯავს, მაგრამ მსოფლიო დონის მოთამაშეების გაზრდა მაინც უჭირს. გარწმუნებთ, ჩვენთან ამის მეათედითაც კი არის შესაძლებელი მაგარი ფეხბურთელების აღზრდა და კლუბებისა თუ ნაკრებების დაკომპლექტება.

რომ ამბობენ, ფეხბურთი არ გვინდაო, იმაზე დაფიქრებულან, ჩვენს მწირ პირობებში გაზრდილები ევროპასა და რუსეთ-უკრაინაში როგორ ხვდებიან? იმიტომ, რომ ფეხბურთი სისხლში გვაქვს, "კავკასიელი ბრაზილიელები" ქართველებმა ჩვენით კი არ დავირქვით, სხვები გვეძახდნენ.

მოგებას ყველასთან ვახერხებდით და წარმატებულები ვიყავით. რატომ? იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირში შედარებით თანაბარ პირობებში იყვნენ ქართველი, რუსი, უკრაინელი და წარმატებასაც ვაღწევდით. მაშინ აზერბაიჯანელებისა და ყაზახებისთვის ბრინჯაოს მედალიც კი დიდი მიღწევა იყო, როდესაც ასეთ სეზონს "დინამოს" წარუმატებლობად უთვლიდნენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• რევაზ ძოძუაშვილი უმცროსი

თენგიზი მართალს ამბობს, დაუღლელად რომ ირბინო 90 წუთი და მაღალ დონეზე ითამაშო მაგას სჭირდება სწორედ კარგი სავარჯიშო პირობები, ინფრასტრუქურა, კვება, განათლება და მუდმივი მუშაობა. ძველი დინამოელები თუ მუხლებგადატყავებულები ვარჯიშობდნენ, მაშინ სხვა გუნდებიც იგივე პირობებში იყვნენ, მაგრამ დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა და თანამედროვე სტანდარტებს რომ ჩამოვრჩებით იმის ბრალია ჩვენი უშედეგობა. ის ძველი დინამო რომ დღევანდელ ლივერპულს და ტოტენჰემს დაუპირისპირო არ მგინია 4:0 მოიგოს დინამომ, იმიტომ რომ იმის შემდეგ ბევრი რამ პროგრესულად შეიცვალა მსოფლიო ფეხბურთში, ჩვენ კი ისევ ძველი დინამოს სტანდარტებით ვცდილობთ ფონს გასვლას.

• ასდფგჰჯ

ამათ კიდევ ვერ გაუგით,რომ ქვეყანას არუნდა შეჰყურებდნენ! შენ თუ დილიხორისთვის გამოდიხარ სტადიონზე და ათი წუთიც არ შეგიძლია მოედანზე დაუღლელად თამაში,ვინ მოგცემს ფულს,რატომ თხოულობ?ყველაფერი მიიღწევა გამარჯვებით,დაამტკიცეთ რომ ხართ ნამდვილი ფეხბურთელები და "ჩიჩიც გექნებათ და ბაბაც"!"დინამოს" ასეთი მოედნები და ხელშეწყობა ჰქონოდათ,სასწაულს დაატრიალებდნენ! ისინი მუხლებგადატყავებულები შრომობდნენ და ხშირად უფულოდაც ყოფილან! თქვენ ამას არ გებულობთ,არგინდათ დაიჯეროთ! ეცადეთ და ითამაშეთ,სცადეთ ერთხელ მაინც და ნახავთ ყველაფერი როგორ შემოტრიალდება! მე, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ვიყო,ავკრძალავდი ფეხბურთის გუნდების დაფინანსებებს რაღაც დრომდე!

• გიორგი

კომენტარს რატომ ბლოკავთ? დავწერე რომ "ამას ქვეყანა და სახელმწიფო ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიამეთქი"...

• levani

ცეცაძის არ იყოს, ესეც ხალხს და ქვეყანას აბრალებს ყველაფერს. კი, ჩვენი ბრალია ნამდვილად თქვენ რომ გგულშემატკივრობთ და კიდევ, ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან რომ იღებთ ხელფასებს. ვაი შენს პატრონს.

ყველაზე ობიექტური შეფსება რაც ქვეყანაა ის ფეხბურთია აბა რა არის,ქვეყანასი სადაც რა დანიშნულება აქვს ფეხბურთის ფედერაციას თვით ფეხბურთის ფედარიცცის მამებაც არ იციან და კლუბის მფლობელები რომელბსაც სზინავთ და ახალ გამოგვიძებულზე აკეთებენ რაღაცა კომენატერებს რომებლსაც ეშმაკიც ვერ ჩაწვდება საერთოდ რა თემაზე და რას ლაპარაკობენს ვიზე და რაზე მოკლედ ადგილიც შესაფერისი გავქს რეიტინგში

• TanoLife

ჰო აბა რაა. ქვეყანაა დამნაშავე ამდენი მარფინისტი და კორუფციაში ჩაფლული, რომ ყევხართ ქვეყანას. მართლა ჩვენი ბრალია დღემდე, რომ კიდევ თქვენი გულშემატკივრები ვართ და ღამეები არ გვძინავს (სირცხვილისაგან არც კი ვიცით სად შევყოთ თავები).იცი რაა? მოდი თუ კაცი ხარ, თავი დაგვანებეთ, ჩვენი ბრალია მაინც ყველაფერი და თქვენ, თქვენსკენ და ჩვენ ჩვენსკენ. რა ფეხბურთი ბიჭო?! სად დაინახეთ ფეხბურთი 1995 წლის შემდეგ? რომელ ასპექტში ხედავთ ფეხბურთის მაგვარს რაიმეს? ხალხს ფეხბურთი შეგვაზიზღეთ, დასანახად აღარ გვინდა ამ გენიალური სპორტის ყურება, თქვენს გამო. აბანოში გამოჩნდებაო, ჰომ გაგიგონიათ თეთრი და შავიო, ჰო და ევროპის საკლუბო ტურნირებია აბანო და იქ ჩანს ყველაფერი ვის აქვს თეთრი და ვის შავი. პატივცემულო რედაქციავ, უმორჩილესად გთხოვთ: სიახლეები, ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ჭიდაობა - არა. სიახლეები, რაგბი, კალათბურთი, ჭიდაობა, ფეხბურთი. P.S. არაფერი.

• გიორგი

ფეხბურთი რომ ბიზნესია და არა სპორტის სახეობა ამ ნაწილში ვეთანხმები ამ ადამიანს.მაგრამ გადავხედოთ სხვა სახეობებს, რომლებსაც ქართულ ფეხბურთთან შედარებით საკმაოდ მწირი დაფინანსება აქვს და ბევრად მეტი შედეგი.აგერ ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ვერცხლი აიღო მსოფლიოზე,ოლიმპიადაზე სასწაული მოახდინა.საქართველოში ორმა კაცმა თუ იცის ნიჩბოსნობა რა არის. ასე რომ ფეხბურთელებს დაფასება არ გაკლიათ, ცოტა ოფლიც უნდა გეტყობოდეთ თამაშის შემდეგ

• დავით123

რაგბისტებს და კალათბურთელებს ფული არ ჰქონიათ მაგრამ, რომ დაინახეს როგორ იბრძოდნენ და რას აკეთებდნენ დაინტერესდა ხალხი. ამათ სირბილი არ უნდათ და კიდევ აქეთ უნდა უხადო ფული? რა არ იცოდნენ რომ ქართულ ფეხბურთში ფული არ იყო? გამოსულიყვნენ სხვა პროფესიის, ყველა ნიჭიერმა ფეხბურთელმა თავის დროზე დისტრიბუციაში დაასრულა კარიერა სამწუხაროდ, ვისაც პატრონი არ ჰყავდა! ბიზნესმენს ფულს რომ თხოვ ჯერ უნდა დაგინახოს რომ რარაცას ცდილობ, არ მივა ბიზნესმენი უნიჭო ადამიანთან და არ ეტყვის აჰა შენ ფული და იქნებ გაიქცეო. მივა იმასთან ვინც უკვე გაქცეულია!

• qomagi

მაგ ჩიკვილაძისნაირ ცხვირაწეულ და პრეტენზიულ ვითომ ფეხბურთელებს პურის ფულიც არ უნდა გადაუხადო სახელმწიფო ბიუჯეტიდან!

• 1,2,3,5,8...

მწვრთნელების კვალიფიკაცია ძალიან დაბალი რომ არის და ფეხბურთელის გაზრდა არ იციან ესეც სახელმწიფოს ბრალია? გაღატაკებული ხალხის ფულს რომ ვითომფეხბურთელებს ახარჯებენ კიდევ მაგათ აქვთ საწუწუნო?

• giga

პოლიტიკოსობას ჰო არ აპირებს, ნეტა. თურმე ყველა სხვის ბრალია და ამათი არა. სხვა სპორტის სახეობებში რო ვქაჩავთ იქ რა ქვეყანა ვერ აშავებს თუ რა ხდება?

• svan

მართალი ხარ ქვეყანაა დამნაშავე ერთი 3000 ლარიანი სამსახური რომ არ მაქ და კაბინეტში რომ არ ვზივარ! დავბადებულიყავით შეძლებულ ქვეყანაში ("ხელის განძრევაც არ დამჭირდებოდა და არც ოფლი ჩამომივიდოდა შუბლიდან"!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!) ყველა პირობა შექმნილი ფეხბურთის სათამაშოდ! სარკაზმი იქით იყოს და მაგალითებზე როგორ დაიძვრნენთ თავს არამგონია მაკედონიურ ვარდარს დინამოზე უკეთესი პირობები ქონდეს ან ალბანურ შკენდერბეუს ან მოლდოვურ "შერიფს"! ამდენი გუნდი ნუთუ გამართლებით მოხვდა?!

• haha

დასავლეთ ევროპაში საპენსიო ასაკი 67 წლიდანაა.

• gia

მოლდოვაში ქალები 55 წლის ასაკში გადიან პენსიაში კაცები 60 წლის.რომელია წარმატებული ქვეკანა?

• zaza

აქედან ერთი რამ გავიგე რომ თურმე სახელმწიფომ ფულიანი მამები უნდა აიძულონ ფეხბურთში ფულის ჩადება თუარადა უნდა გააკულაკონ.დდ

• haha

მოლდოვაც წარმატებული ქვეყანაა? ერთი თამაში ვერ მოვუგეთ. თუ სომხებს მოუგებ. ფეხბურთის სარკე სტადიონია, სადაც არავინ დადის. იტყვიან რაიონებში 1000 კაცი ხომ დადისო. დაადეთ ბილეტს ფასი -1 ლარი და ისინიც არ ივლიან.

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

საპოვნელა-დინამო (თბ) 1:2 - იყო თუ არა პენალტი? [VIDEO]

თენგიზ ჩიკვილაძის ეფექტური ჯარიმა თბილისის "დინამოს" კარში [VIDEO]

ოთარ გაბელიამ "ზუგდიდში" ზუგდიდელები დააბრუნა

ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო... "ჭიათურის" პრეზიდენტს დიდი გეგმები აქვს

უმაღლესი ლიგა. XVI ტური: "დინამომ" და "დილამ" მეორე წრე მოგებით გახსნეს [VIDEO]

უმაღლესი ლიგა. XVI ტური: თბილისის "დინამომ" გაჭირვებით მოიგო [VIDEO]