ავსტრიული მედია უახლოეს ორ შეხვედრას ეროვნული გუნდისთვის "გადამწყვეტს" უწოდებს
ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარსელ კოლერმა დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით 2 სექტემბერს, კარდიფში, სტუმრად ითამაშებენ უელსთან, ხოლო 5-ში ვენის "ერნსტ ჰაპელზე" საქართველოს უპირველეს გუნდს უმასპინძლებენ.

კოლერმა ამ მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და იმ ფეხბურთელების ვინაობაც გვაახლა, რომელთაც ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოიაზრებს.

მეკარეები: დანიელ ბეხმანი (უოტფორდი, ინგლისი), მარკუს კუსტერი (მატერსბურგი), ჰაინც ლინდერი (გრასჰოპერსი, შვეიცარია);

მცველები: მორიტც ბაუერი (რუბინი, რუსეთი), კევინ დანსო (აუგსბურგი, გერმანია), ალექსანდრ დრაგოვიჩი (ლევერკუზენი, გერმანია), მარტინ ჰინტერეგერი (აუგსბურგი, გერმანია), შტეფან ლაინერი (ზალცბურგი), სებასტიან პრიოდლი (უოტფორდი, ინგლისი), მაქსიმილიან ვობერი (რაპიდი);

ნახევარმცველები: დავიდ ალაბა (ბაიერნი, გერმანია), მარკო არნაუტოვიჩი (ვესტ ჰემი, ინგლისი), იულიან ბაუმგარტლინგერი (ლევერკუზენი, გერმანია), ფლორიან გრილიტში (ჰოფენჰაიმი, გერმანია), მარტინ ჰარნიკი (ჰანოვერი, გერმანია), ფლორიან კაინცი (ვერდერი, გერმანია), შტეფან ილსანკერი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), კონრად ლაიმერი (ლაიპციგი, გერმანია), მარსელ ზაბიტცერი (ლაიპციგი, გერმანია), ლუის შაუბი (რაპიდი);

თავდამსხმელები: გვიდო ბურგშტალერი (შალკე, გერმანია), მიხაელ გრეგორიჩი (აუგსბურგი, გერმანია), მარკ იანკო (სპარტა, ჩეხეთი);

სათადარიგო შემადგენლობა: ოსმან ჰაჯიკიჩი (აუსტრია), ფილიპ ლაინჰარტი (ფრაიბურგი), მიხაელ მადლი (ფულჰემი), კევინ ვიმერი (ტოტენჰემი, ინგლისი), შტეფან ჰირლანდერი (შტურმი), კრისტოფ კნასმიულერი (ადმირა), ჰანს ვოლფი (ზალცბურგი), დანი ალარი (შტურმი), ლუკას ჰინტესერი (ბოხუმი, გერმანია), კარიმ ონისივო (მაინცი, გერმანია), მაქსიმილიან საქსი (ადმირა).

თვალის ერთი გადავლებითაც კარგად ჩანს, გერმანულ რელსებზე მდგარ ავსტრიას სერიოზული შემადგენლობა რომ ჰყავს, მაგრამ მარსელ კოლერის გუნდი უელსსა და საქართველოსთან მატჩებისთვის რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს მაინც მოისაკლისებს.

ავსტრიელთა რიგებში ვერ ითამაშებენ "აუსტრიას" მეკარე ალმერი, "ვერდერის", "ჰერტასა" და "შალკეს" ნახევარმცველები - იანუზოვიჩი, ლაზარო და შოპფი. ჩამოთვლილთაგან, ალბათ, ყველაზე დიდი დანაკლისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ნახევარმცველ იანუზოვიჩის არყოფნაა.

ავსტრიული მედია უახლოეს ორ შეხვედრას ეროვნული გუნდისთვის "გადამწყვეტს" უწოდებს. ავსტრიის ნაკრები ამ დროისთვის D ჯგუფში 8 ქულით მეოთხე ადგილზეა და უახლოეს ორ შეხვედრაში ჰაერივით სჭირდება 3-3 ქულა.

ზოგადად, ავსტრიულ მედიას თუ გადავხედავთ, არცთუ იშვიათად ისმის კრიტიკული შენიშვნები მწვრთნელის მიმართ. იქაური ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ კოლერის გუნდი ვერ აჩვენებს ისეთ ფეხბურთს, როგორიც შეუძლია ამ შემადგენლობის გათვალისწინებით.

ის კი არა, თამამად ვარაუდობენ კიდეც, რომ ეს ორი მატჩი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს კოლერისთვისაც. იმ შემთხვევაში, თუ ავსტრიამ კიდევ წაიფორხილა, ფაქტობრივად, დაკარგავს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს და, ჩვენი ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს გასაკვირი არც უნდა იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
[VIDEO] ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საფრანგეთთან მარცხით დაასრულა
[VIDEO] ასლანის გმირობები და 33 მოგერიება - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან ქულა აიღო
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
მ/ჩ. შესარჩევი. D ჯგუფი. VI ტურის წინ: ჩვენს მეტოქეებში დანდობა არ იქნება!
თურქეთმა მცველის დუბლით ავსტრიას მოუგო და 1/4-ფინალში ნიდერლანდებს შეხვდება [VIDEO]
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
საქართველოს ნაკრებმა მარსელ კოლერის ბედი გადაწყვიტა
აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა
ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
მარსელ კოლერის ბედი საქართველოს ნაკრების ხელშია
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
საფრანგეთმა ავსტრიას მოუგო - მბაპე საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]
ავსტრიამ აზერბაიჯანი დაამარცხა და ევრო 2024-ზე გავიდა
ვლადიმირ ვაისი: ჩვენ ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ვლადიმერ გუცაევი: სჯობდა, ნაკრებს სამი ცენტრალური მცველით ეთამაშა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
ავსტრია-საქართველოს მატჩზე მხოლოდ 12 ათასი ბილეთი გაიყიდა