საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის აზრით, საბერძნეთთან გამარჯვებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს
ათენში, "აკროპოლისის თასზე" ტურნირის მასპინძელ საბერძნეთთან მოგებული მატჩის შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა gazzetta.gr-სთან კომენტარი გააკეთა.

23 აგვისტოს გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მასპინძლები ანგარიშით 72:71 დაამარცხა. ბერძენი სპეციალისტის აზრით, ამ გამარჯვებით ეიფორიაში ჩავარდნა არ ღირს...

- საბერძნეთი-საქართველო 71:72 - ბუ! ბერძნები საბერძნეთში გავაოცეთ [VIDEO]

"ჩემი სურვილია, ნაკრები ევრობასკეტისთვის მოემზადოს სათანადოდ. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი გამარჯვების შემდეგ დიდი გუნდი გავხდით, არასწორია. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც იბრძვის და სწორედ ეს არის ჩემი, როგორც მწვრთნელის საქმე. სამუშაო და პრობლემები გვაქვს, მაგრამ რაც მთავარია, მოთამაშეები არასდროს ნებდებიან", - თქვა ზუროსმა.

ბერძენ სპეციალისტს იმაზეც ჰკითხეს, თუ რა გრძნობაა, როცა შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან გიწევს მეტოქეობა:

"ძალიან რთულია შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან დაპირისპირება, განსაკუთრებით - ჰიმნის დაკვრის პროცესი".

საქართველოს ნაკრების თავკაცმა ზაზა ფაჩულიას მდგომარეობაზეც ისაუბრა, რომელსაც ტრავმა აქვს.

"ამჟამად ის ჩვენთან ერთადაა. მართალია, დაზიანება მძიმე არაა, მაგრამ მის დასაბრუნებლად გარკვეული დროა საჭირო. "აკროპოლისის თასზე" ის ნამდვილად ვერ ითამაშებს. არ გვინდა გავრისკოთ", - ამბობს მწვრთნელი.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი-საქართველოს მატჩის დასრულების შემდეგ ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა საბერძნეთის ნაკრებისა და "პანათინაიკოსის" მცველმა ნიკოს პაპასმა. მწვრთნელმა ამაზე საუბარი არ ისურვა: "ნიკოს პაპეზე კომენტარს არ გავაკეთებ".

- ბერძენმა კალათბურთელმა ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა [VIDEO]

საქართველო- სერბეთი
19:35 საათზეა დღეს.
გიორგი
ზუროსი ზქალინ კარგად გაერკვა სიტუაციაში 6-7 კაციტ უწევს ტამასი(ვიკა და ბურჯანაძე უდიდესი დანაკლისია) და ტუ აკვირდებიტ ყველა ტამასის ტაიმი ან მეოტხედი წააგო და სემდეგ ამოუქცა ყველას ეს ურტულესია ამ კონტიგენტიტთ.. სასტარტო ხუთეულს არ ვგულისხმობ, სათადარიგომ თუნდაც მთელ თამაშში 8-10 ჭუთი ხო უნდა დაასვენოს ზირითადი ... აი მასინ ვერ ვხედავ პერსპექტივას. წარმატებები გუნდს ევრობასკეტზე
ძალიან გამიხარდა მოგება.
ცინცაძე და დიქსონის ფონზე გამყრელიძემ ფუნქცია დაკარგა. ძალიან კარგებია მანუჩარი და შერმადინი. ხოლო სანაძემ უფრო თამამად და გაბედულად უნდა ტყორცნოს. კარგი სროლები აქვს თუ გათავისუფლდება ფსიქოლოგიურად. დაცვაში კარგად ითამაშა თოკო შენგელიამ, ახალგაზრდა ბითაძემ უფრო გაბედულად ითამაშოს. 17 წლის იყო არვიდას საბონისი და გლეჯდა.
qorqia
ძალიან გაგვახარეს ბიჭებმა,მაგრამ ბევრი სამიანი ვასროლინეთ,კიდევ კარგი არ წაუვიდათ,უფრო ცივსისხლიანი ევროპული გუნდი ალბათ ჩაგვიგდებდა და მოგება გაგვიჭირდებოდა.პერიმეტრი უნდა დავიცვათ რამენაირად სამწამიანებში და ფანტაზიაში ლომები ვართ
გულშენატკივარი
სერბიასთან დღეს რა დროსაა გადმოცემა?
dadu
აუ სანიკიძე და ბურჯანაძე გვაკლია ისე როგორც არასდროს. სამწუხაროდ 3-4 კაცი დღეს არ არის სანაკრებო დონის ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მაგრამ სხვა გზაც რომ არ გვაქვს? გამყრელიძე, ლონდარიძე, ბოისა - დღეს არ არიან ნაკრებისთვის მზად. გოგა ბითაძე ჯერ ძალიან პატარაა ასეთი ფსიქოლოგიური წნეხისათვის ისე კი უდიდესი პოტენციალის მქონე ბიჭია და მომავალი ნაკრებიც სწორედ მასზე იქნება აწყობილი. ძალიან მოკლებული აქვს დუდასაც წინა ევრობასკეტთან შედარებით. უბრალოდ გაოცებულია ვარ ისეთ კარგ ფორმაში არიან ცინცაძე და შერმადინი. თოკო და მარკოიშვილიც სტაბილურად ნორმალურ კარგ დონეზე დგანან.ზუ ზაზაზე საუბარი ზედმეტია უკვე ის სული და გულია ჩვენი ნაკრების როცა არ თამაშობს მაშინაც.
პაატა
მართლაც გენიალური მწვრთნელია ზუროსი!!! 6-7 კაცით მოახერხა ლიტვის და საბერძნეთის დამარცხება, მერე რა ამხანაგური თამაშები რომ იყო!მაგრამ, ბოისას, გამყრელიძის, ლონდარიძის, ლეჟავას (და რა ვიცი კიდე ვინ ზის სკამზე) პირობებში იგივეს გამეორება ევრობასკეტზე იქნება ძალზედ რთული...ვეთანხმები ზუროსს, ორივე, ლიტვაც და საბერძნეთიც, დიდი გუნდია, ორივესთან გავიმარჯვეთ მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩვენს გუნდს ნამდვილად არ ხდის ევრობასკეტის ერთ-ერთ ფავორიტად.
GEO
ყველა წამყვანი გუნდი დანაკლისით ხვდება ევრობასკეტს. იმედია ბიჭების კარგ თამაშთან ერთად ეს გარემოებაც შეგვიწყობს ხელს მინიმუმ 8 საუკეთესო გუნდში მოსახვედრად.
guri
ყველაზე კარგი, რაც ფედერაციამ გააკეთა, ეს იყო ზუროსის მოყვანა. კარგ მწვრთნელობასთან ერთად, იგი კარგი ფსიქოლოგიცაა.
dato
ძლივს ცინცაძის თამაში მომეწონა ყოჩაღ, მაგრამ დაახლოებით ხუთ კაცს სახლში გაუშვებდი, საიდან მოვიდნენ.
მერაბი გ.
აი კაცი! ყველაფერზე ეტყობა, რომ მაღალი დონის პროფესიონალია
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ამარცხებს
კარგი პირველი და საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ამერიკის ნაკრებმა ახალ ზელანდიას 27 ქულით სძლია [VIDEO]
ზუროსი: ევრობასკეტს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით
მამუკელაშვილი: მალე ყველაფერს დავალაგებთ და უკეთესობისკენ წავალთ
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
ილიას ზუროსზე გულმოსულმა ნიკოს პაპასმა ბურუსისთან იჩხუბა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
გიორგი შერმადინი: ახალგაზრდა კალათბურთელები გვყავს და ჩვენთვის მთავარი მომავალია
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ბერძენმა კალათბურთელმა ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა [VIDEO]