ერთი დღე მომზადებისთვის?!

ფიბასა და ევროლიგის დაპირისპირება გრძელდება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (ფიბა) მსოფლიოს თასის შესარჩევი მატჩები ნოემბერში, თებერვალსა და ივნისში დაგეგმა. საქართველოს ნაკრებს 24 ნოემბერს გერმანიაში მოუწევს პირველი მატჩის გამართვა, 27 ნოემბერს - სერბეთში...

სანაკრებო მატჩები ევროპის მთავარ საკლუბო შეჯიბრების, ევროლიგის შეხვედრებს ემთხვევა და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა კატეგორიულია - არც კალენდრის შეცვლას ვაპირებთ და არც ჩვენი კლუბებიდან წავლენ ნაკრებში კალათბურთელებიო. ევროლიგამ ფიბას ალტერნატიული კალენდარი შესთავაზა, რომელიც სანაკრებო მატჩების გამართვას ივლისში ითვალისწინებს.

ეს, ფიბას აზრით აბსურდია, რაშიც ჩვენც შეგვიძლია დავეთანხმოთ. მსოფლიოს საკალათბურთო ორგანიზაციის ჩინოსნები აცხადებენ - ევროლიგის ორი ტურის გამო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების კალენდარს არ შევცვლითო. შეცვლას არ აპირებს, მაგრამ სანაკრებო ვადები მაქსიმალურად კი შეზღუდა. გუნდებს შეხვედრებისთვის მოსამზადებლად ერთი დღე ექნებათ, რაც ძალიან ცოტაა. ფიბამ ასეთი კალენდარი გუშინ გამოაქვეყნა, იმ იმედით, რომ ევროლიგის მესვეურებიც მცირედით დათმობენ და ორ ტურს სხვა დღეებში გადაიტანენ. ჩვენთვის რომ ვთქვათ, ევროლიგა ასეც უნდა მოიქცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ სურათს ჩვენი სკოლის წიგნებში რომ ეხატა: ორი თხა ერთმანეთს რომ შეერკინება და ხიდზე ერთიც ვერ გაივლის.

გთავაზობთ ფიბას მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ კალენდარს:

მსოფლიოს თასი 2019.

საკვალიფიკაციო

I ფანჯარა

21 ნოემბერი: ევროლიგის მატჩები

22 ნოემბერი: მგზავრობა

23 ნოემბერი: სანაკრებო ვარჯიში

24 ნოემბერი: საკვალიფიკაციო მატჩი

26 ნოემბერი: საკვალიფიკაციო მატჩი

27 ნოემბერი: საკვალიფიკაციო მატჩი

28 ნოემბერი: დაბრუნება კლუბებში

II ფანჯარა

20 თებერვალი: ევროლიგის მატჩები

21 თებერვალი: მგზავრობა

22 თებერვალი: სანაკრებო ვარჯიში

23 თებერვალი: საკვალიფიკაციო მატჩი

25 თებერვალი: საკვალიფიკაციო მატჩი

26 თებერვალი: საკვალიფიკაციო მატჩი

27 თებერვალი: დაბრუნება კლუბებში

ივნისში ევროლიგა დასრულებულია და სანაკრებო მატჩებს ხელს არ უშლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ლეგიონერები/ცინცაძე მატჩის MVP გახდა, დიხამინჯია კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონემ" "სამპდორიას" მოუგო
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
"ბარსელონა" გოჩოლეიშვილის თანაგუნდელით დაინტერესდა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
რაშმა ორბი ბოლო წამებზე დამარცხა | თსუ-მ ქუთაისს სძლია | რუსთავმა გორში იმარჯვა
[VIDEO] მესის 899-ე - არგენტინელმა "დისი იუნაიტედს" გაუტანა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
ფიბას მარკეტინგისა და კომუნიკაციების შეხვედრაზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მუშაობა შეფასდა
[VIDEO] შენგელიას შედეგიანი მატჩი - "ბარსელონა" "დუბაისთან" დამარცხდა
რუდი გობერი ფიბასა და ევროლიგის კონფლიქტზე: ასე გაგრძელება არ შეიძლება
ფიბამ ნაკრებები დაალაგა - რომელ კალათში მოხვდა საქართველო?
თორნიკე შენგელიას მორიგი აღიარება!
[VIDEO] შენგელიას სუპერმატჩი ევროლიგაში - "ბარსელონამ" "ლიონ-ვილერბანი" დაამარცხა
ფიბამ პაატა გურასპაულს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
თორნიკე შენგელიას მორიგი აღიარება!
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
"NBA-ის ჩემპიონებს, მსოფლიო ჩემპიონებს არ უნდა ვუწოდებდეთ, მათ ევროლიგის ბევრი გუნდი დაამარცხებდა" - თურქეთის ნაკრებისა და "პანათინაიკოსის" მწვრთნელი
ჟელკო ობრადოვიჩი: იგორ კოკოშკოვმა სლოვენიასთან ერთად სასწაული მოახდინა
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
ფიბას ახალი პრეზიდენტი ნიანგი გახდა
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის