ეს იქნება სტანდარტული სტადიონი, რომლის ტრიბუნები 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი, თავისი გასახდელებითა და სხვა საჭირო ოთახებით
"თემურ ბაბლუანი ხომ მაგრად მიყვარდა და ახლა საერთოდ გადავირიე - ლისის ტბასთან გაპარტახებულ ადგილზე საფეხბურთო სტადიონს აკეთებს!" - ეს სტატუსი სოციალურ ქსელში ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსმა მამუკა კვარაცხელიამ გამოაქვეყნა.

დავინტერესდით და საინტერესო ამბავი გავიგეთ: ცნობილი რეჟისორი სტანდარტულ სტადიონს აშენებს:

"ბატონი თემური ლისის ტბასთან, ფრანგებთან ერთად, კინოხელოვნების აკადემიას აფუძნებს. ამ პროექტის ფარგლებში კი, სტადიონის მოწყობა გადაწყვიტა, რადგან 500-600 სტუდენტი ისწავლის და სპორტში ჩართულები უნდა იყვნენ.

რაც მთავარია, ეს იქნება სტანდარტული სტადიონი, რომლის ტრიბუნები 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი, თავისი გასახდელებითა და სხვა საჭირო ოთახებით, ბალახს კი, ალბათ, ხელოვნურს დააგებენ, რადგან ბუნებრივი - დატვირთვებს ვერ გაუძლებს. იქ თამაშიც იქნება შესაძლებელი და სავარჯიშოდაც გამოდგება.

ეს, ძირითადად, კინოცენტრის სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი, მაგრამ ახლომდებარე უბნების მცხოვრები ბავშვები ფეხბურთსა და რაგბიში ივარჯიშებენ.

მშენებლობის დაწყებას წლეულს აპირებს და კონსულტაციისთვის მოგვმართა მე (რადგან ფეხბურთის ფედერაციაში სტადიონების განყოფილებას ვკურირებ) და სფფ-ის მენეჯერ ირაკლი ლულუაშვილს. ლისის ტბაზე ვიმყოფებოდით და ბატონ თემურთან ყველა დეტალი განვიხილეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით და ყველა აუცილებელ საკითხს დავაზუსტებთ", - ამბობს კვარაცხელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გაიოზი
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს, იქნებ სხვებმაც მიბაძონ და მოედნების ნგრევის ნაცვლად შენება დაიწყოს.
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია