ესპანური პრიმერა სტარტზე თავის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს ისაკლისებს - ნეიმარმა დატოვა ჩემპიონატი, ლუის სუარესს სერიოზული ტრავმა აქვს, დანარჩენი ვარსკვლავები კი... დისკვალიფიცირებულები არიან

ესპანური პრიმერა სტარტზე თავის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს ისაკლისებს - ნეიმარმა დატოვა ჩემპიონატი, ლუის სუარესს სერიოზული ტრავმა აქვს, დანარჩენი ვარსკვლავები კი... დისკვალიფიცირებულები არიან - კრიშტიანო რონალდო, ანტუან გრიზმანი, სერხიო რამოსი, ევერ ბანეგა... არ ითამაშებს ვიტოლოც, თუმცა მიზეზი სხვაა - ვიტოლო დეფაქტო "ატლეტიკოს" ფეხბურთელია და მადრიდული კლუბი ლასპალმასელს თამაშის უფლებას არ აძლევს.

რონალდო, მოგეხსენებათ, 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა სუპერთასზე მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. მას კიდევ 3 მატჩი გაუცდება. გრიზმანმა პირველ ტურში მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და 2-მატჩიანით დაისაჯა (ანალოგიურად დაისაჯა "სევილიაში" დაბრუნებული ბანეგაც), ერთი მატჩით გადარჩა სტარტზე გაძევებული სერხიო რამოსი.

მოკლედ, ლა ლიგაში ჯერ მხოლოდ ერთი ტური გაიმართა და მეორეში თამაშის უფლება ჯამში 34 (!) ფეხბურთელს არ ექნება, ხოლო პირველ ტურში ხუთი გაძევება ვიხილეთ.

ქვეყნის ჩემპიონი "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ვალენსიას" მიიღებს და ბუნებრივია, ეს თამაში ტურის ცენტრალური დაპირისპირებაა. სანამ რონალდო, ფორმა რომ არ დაკარგოს, ბერნაბეუს ტროფეიზე თამაშობს და გოლიც გააქვს, ზინედინ ზიდანი მის გარეშე სახავს "ღამურების" დამარცხების გეგმებს. ამ შეხვედრაში "რეალს" არც კაპიტანი სერხიო რამოსი ეყოლება. ფრანგი რონალდოს არყოფნაში უპირატესობას 4-3-1-2 სისტემას ანიჭებს, სადაც ისკო ორი ფორვარდის უკან მოთამაშე მთავარი ძრავაა. მან ბეილი და ბენზემა უნდა მოამარაგოს პასებით. ნახევარდაცვის სამეული იგივეა და ეს სამეული უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში - შუაში კაზემირო, აქეთ-იქით მოდრიჩი და კროოსი. რამოსს დაცვის ცენტრში ნაჩო შეცვლის და სწორედ ის შეუწყვილდება რაფაელ ვარანს.

მარსელინოს "ვალენსიამ" პირველ ტურში იმარჯვა, მაგრამ გუნდში საკადრო ცვლილებების პიკი ამ კვირას დაემთხვა - "ლას პალმასთან" ითამაშა ჟოაო კანსელომ და ორ დღეში მილანის "ინტერის" მაისური მოირგო. წამსვლელები გუნდს ვეღარ დაეხმარებიან, აი, ახალწვეულებს კი გარკვეული დრო ესაჭიროებათ. "ვალენსია" მალე პსჟ-დან პორტუგალიელ გონსალო გედეშს დაიმატებს, თუმცა მისი თამაში "სამეფო კლუბთან", რა თქმა უნდა, გამორიცხულია. სამაგიეროდ, დიდი შანსია "ღამურებში" დებიუტი ჰქონდეს ახალწვეულ ჟოფრეი კონდოგბიას, რომელიც პარეხოსა და მედრანთან ერთად ნახევარდაცვის ტრიოს შექმნის. მათ წინ ახალგაზრდა კარლოს სოლერი ითამაშებს, ვინც პასებით სიმონე ძაძასა და როდრიგოს მოამარაგებს.

ცხადია, კეილორ ნავასისთვის უპირველეს საფრთხეს იტალიელი ფორვარდი წარმოადგენს, რომელმაც უკვე მოახერხა ამ სეზონში თავის გამოჩენა. შეგახსენებთ, რომ წლეულს "ღამურებმა" ერთხელ უკვე გაამწარეს "სამეფო კლუბი", როცა "მესტალიაზე" 2:1 მოუგეს, ორ თვეში კი ბრძოლაში ამავე ანგარიშით წააგეს "ბერნაბეუზე".

ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონა" "ალავესს" სტუმრობს. დიდი ალბათობით, თამაში შეეძლება მომჯობინებულ ანდრეს ინიესტას, თუმცა მას უფრო სათადარიგოთა სკამზე უნდა ველოდოთ. ლეო მესის შეტევაში კომპანიონობას ისევ ჟერარდ დეულოფეუ და პაკო ალკასერი გაუწევენ. შუა ხაზში ბუსკეტსა და რაკიტიჩს ისევ სერხი რობერტო დაეხმარება.

დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" კანარის კუნძულებს ესტუმრება. მადრიდელებს ანტუან გრიზმანი არ ეყოლებათ, მასპინძლებს კი - ვიტოლო. სიმეონემ ბევრი იფიქრა გრიზმანის შემცვლელზე და რა მოიფიქრა, ჯერ უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით, შეტევაში ლუსიანო ვიეტოსა და ანხელ კორეას არგენტინულ დუეტს ვიხილავთ, "ელ ნინიო" კი სკამზე დარჩება.

ჩემპიონთა ლიგაზე წვალებით გასული "სევილია" მადრიდს სტუმრობს და ელიტაში დაბრუნებულ "ხეტაფეს" ეთამაშება. ანდალუსიელთა მთავარი ფიგურა სტივენ ნ'ზონზია, მან უნდა გაუმაგროს ზურგი ნახევარდაცვის კვარტეტს - ფლანგებზე გამოცდილ ხესუს ნავასსა და ნოლიტოს, შუაში ბრაზილიელ განსოსა და შედარებით უცნობ ბორხა ლასოს.

ლა ლიგა. II ტური

პარასკევი. 25 აგვისტო

სოსიედადი-ვილიარეალი 22:15

ბეტისი-სელტა 00:00

შაბათი. 26 აგვისტო

ალავესი-ბარსელონა 20:15

ჟირონა-მალაგა 22:15

ლევანტე-დეპორტივო 22:15

ლას პალმასი-ატლეტიკო 00:15

კვირა. 27 აგვისტო

ეიბარი-ბილბაო 20:15

ესპანიოლი-ლეგანესი 20:15

ხეტაფე-სევილია 22:15

რეალი-ვალენსია 00:15

ბომბარდირები: 2 - მაქსი გომესი (სელტა), კრისტიან სტუანი (ჟირონა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
ფლორენტინო პერესი: ახლო მომავალში "რეალის" პრეზიდენტი ნადალი გახდება
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
Cadena Ser:
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
რეალი VS ბაიერნი - გამოცხადებული სასწაულის მოლოდინში
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დანი კარვახალი: პრემიერლიგაში თამაში მინდა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
PREVIEW. მთავარი ინტრიგა - მადრიდული დერბი თუ გვარდიოლა "რეალის" წინააღმდეგ?
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს - რამოსი ევროპაში დაბრუნებას გეგმავს
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დავიდ ალაბა შეიძლება "რეალში" გადავიდეს
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა