საქართველოს ნაკრებმა პარიზში ორი მედალი მოიპოვა

დღეს, 25 აგვისტოს, პარიზში დაწყებულ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ სტილში, საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ჩემპიონი მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილი გახდა, ბრინჯაო კი 61 კგ–მდე წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაისაკუთრა.

პეტრიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში თურქთა ტიტულოვან ფალავანს ტაჰა აკგულს მოუგო უაღრესად დაძაბული შეხვედრა მოუგო - 10-8. ნახევარფინალში გენომ სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძეს დიდი უპირატესობით სძლია, მანამდე კი კანადელი კორეი ჯარვისი და რუსი ანზორ ხიზრიევი დაამარცხა იოლად.

ხინჩეგაშვილმა, რომელიც ახალ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გამოვიდა, საწყისი ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/4-ფინალში რუს გაჯიმურად რაშიდოვთან წააგო. რეპეშაჟში ლადომ ამერიკელ ლოგან ჯეფრი სტიებერს დამაჯერებლად სძლია, მედლისთვის შეხვედრაში კი თურქ ჩინგისხან ერდოღანს აჯობა – 3:0.

ჩვენი ნაკრებიდან დღეს ასევე იასპარეზეს 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ და 86-ში - დავით ხუციშვილმა. ლომთაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია, ხუციშვილმა კი სასტარტო შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/8-ფინალში წააგო.

პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატი ხვალ, 26 აგვისტოს დასრულდება და მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ზურაბ იაკობიშვილი (65), ზურაბ ერბოწონაშვილი (70), ჯუმბერ ყველაშვილი (74) და ელიზბარ ოდიკაძე (97) იჭიდავებენ.

nini
რატო გგონიატ ტაჰა ქართული წარმოშობის?
gori 2
ორი გენიალური მწვრთნელი გორში( და არა მარტო გორში)-გურამ პაპიტაშვილი და ნუგზარ სხირელი! კიდევ... მრავალი გულანთებული ახალგაზრდა მწვრთნელი. აი საიდუმლო გორის საჭიდაო სკოლის წარმატებებისა! ჯანმთელობა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ მათ. ქედს ვიხრით მათი ღვაწლისა და ამაგის წინაშე
სოსო
ვაშა იაკობიშვილი ფინალში გავიდა.არა და წაგებული ბრძოლა ბოლო წამძე გაათანაბრა,წინა ბრძოლებიც დიდი გაჭირვებით მოიგო,ძალიან მაგარი ნებისყოფა ჰქონია,
sofo
სამწუხაროდ თქვენი სახელი არ ვიცი მაგრამ სწორად მსჯელობთ და სიმართლეს ბრძანებთ: "ცხადია აკგული საგანგებოდ ემზდებოდა გენოსათვის და მომავალში კიდევ უფრო მეტს იმუშავებს ამაზე,ამიტომ გენოსაც მოუწევსგაცილებით უკეთესი მომზადება,თუმცა მან და მისმა მწვრთნელებმა ეს ჩემზე გაცილებით უკეთესდ იციან,ასე რომ ისევ და ისევ გილოცავთ და გაიხარეთ მეგობრებო,დღეს კი კიდევ ახალ გამარჯვებებს და მედლებს გისურვებთ. " ოქროს რჩევააა! მით უმეტეს რომ თურქი მოჭიდავე მასზე ოთხწლინახევრით უფროსია და მეტი გამოცდილებაც აქვს, ამიტომ სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს გენო! გენო გენიალური ხარ, არ მოუკლო! პირიქით იშრომე კიდევ და კიდევ მეტი! გილოცავ!!! ეს ერთი და სხვა კიდე დიდი გამარჯვებები!!!
სოსო
ბმულზე ჩემპიონატის პირდაპირ ჩართვას ვუყურებდი და რაკი ძალიან ჭედავს,ისევ გენოს გამარჯვების ჩანაწერი ვნახე.დღეისა რაც ვიცი,იაკობიშვილი უკვე მეოთხედ ფინალშია,მაგრამ ძალიან კი გაუჭირდა.გენოს ჭიდაობას რაც შეეხება,წუხელ მეც მომეჩვენა რომ გენო ძალიან დაიღალა,მაგრამ ახლა განმეორებით რომ ვუყურე,ასეთ ინტენსიურ ბრძოლაში მძიმე კი არა,90 კილოგრამშიც არაქათი გასძვრებოდა მოჭიდავეს,ისე აკგულსაც მნიშვნელოვნად მოუმატებია გამძლეობაში და ისედაც ძალიან ძლიერი და ტექნიკური მოჭიდავე რომ არის,ჩემი დასტური არა სჭირდება,მისი ტიტულები ლაპარაკობენ.ცხადია აკგული საგანგებოდ ემზდებოდა გენოსათვის და მომავალში კიდევ უფრო მეტს იმუშავებს ამაზე,ამიტომ გენოსაც მოუწევსგაცილებით უკეთესი მომზადება,თუმცა მან და მისმა მწვრთნელებმა ეს ჩემზე გაცილებით უკეთესდ იციან,ასე რომ ისევ და ისევ გილოცავთ და გაიხარეთ მეგობრებო,დღეს კი კიდევ ახალ გამარჯვებებს და მედლებს გისურვებთ.
ალეკსანდრე
არავის არ სჭირდება მაგათი ხელის ჩამორთმევა, მაგრამ არსებობს ელემენტარული სპორტული ეთიკა, და როგორც სჩვევიათ უზრდელად იქცევიან!
niko
ვის უნდა მაგათი ხელის ჩამორთმეა? ხელის ჩამორთმევა კიარა, ღმერთმა ჩვენოდენი გახადოთ, მერე ვნახოთ...
ვახტანგი
ბრავო გენო უჯიგრესი ხარ !!! ოლიმპიადაზე 2 ოქრო მაინც უნდა ავიღოთ თავისუფალში და ძიუდოშიც 2 მაინც, უძლიერეს მეტოქეს მოუგო ბრავო , რუსეთის სახელით მოასპარეზე მოღალატეც ჩვენთან რომ იყოს უფრო ბედნიერი ვიქნებოდი , სულის გამყიდველები ! აი იმენა რუსებს უნდა მოვუგოთ ჯინაზე რაც შეიძლება მეტი !!!! თუმცაღა ლეგენდარულ თურქ მოჭიდავესთნ გამარჯვებაც უმაგრესი იყო !
ალეკსანდრე
როგორც ჩვევიათ მაგ ბოღმებს ეხლაც არ ჩამოართვა ხელი გენოს, გილოცავ გამარჯვებას!
Ффф
ცხვირწინ გიდევს ვიდეო!

ბრავო ადმინ! შემდგომში, შევეცდები ბოლომდე არ ვთქვა...

რას ამბობ? რა, მხურვალედ მიულოცა? პირიქით, ზედაც არ შეხედა. ჩვენსას გამოუვიდა ძალით მიტმასნება, მხედველობის პრობლემა თუ არავის აქვს, ასე ჩანს. ღირსეული არა,
glaxuna
ვოლოცავ საქართველოს,საამაყო ქართველი ! მაგრამ წინ გავიხედოთ,ოლიმპიადაზე თურქი გაათმაგებიბით მოემზადება- ზუსტად გენოსათვის. გენომ სუნთქვაზე (ძალიან დაიღალა ბოლოს,მეგონა კიდევ 10-15 წამი რომ დარჩენილიყო,შეიძლება წაგვეგო) და კიდევ უფრო ძალის მომატებაზე,შტანგაზე ასევე გაათმაგებით უნდა ივარჯიშოს,დანარჩენი ყველაფერი აქვს ოლიმპიადის ჩემპიონი გახდეს და კიდევ მრავალჯერ გაახაროს სრულიად საქართველო.
bujanga
ლომი ხარ გენო...აწი შენი ეპოქა უნდაა დაიწყოს ჭიდაობაში...ოლიმპიადის ჩემპიონობით დაგეგვრიგვინებინოს დაწყებული გამარჯვების გზა..გილოცავ ძმაო დამარავალი მომელოცოს!!
დემე
ვულოცავ ჩვენს ბიჭებს წარმატებას. როგორც იქნა მძიმე ჩვენია.ისე ტახა წარმოშობით ჩვენებური უნდა იყოს.
თენგო
მსოფლიოს ორი ტიტანის შერკინება, რომელთა შემდგომი დაპირისპირებითაც დატკბება მთელი სპორტული თუ არასპორტული საზოგადოება. წლეების განმავლობაში ჭიდაობის სმყაროს წინ დიდ შერკინებები ელოდება და ის გაიგივებული იქნება ამ ორ უკვე ლეგენდად ქცეულ პიროვნებებთან! გენო პეტრიაშვილი - ტაჰა აკგული
1
დიდი მადლობა ლომო ჩვენი გახარებისთვის! უმაგრესი ფინალი იყო. სიხარულისგან ცრემლები მომდიოდა
ლევანი
დიდი ხანია ესე არაფერი არ გამხარებია.......გენო დიდი მომავალი გაქვს...წარმატებები....ოლიმპიური ოქრო ამოიღე მიზანში...იმსახურებ....
ქართველი
მადლობა ბიჭებო ჩვენი გახარებისათვის, თქვენ საქართველოს ღირსებას იცავთ თქვენ წილ ომში, უფალი გფარავდეთ
დემე
ეგრე რა თქვე კაი ხალხო. გილოცავ ქართველო გმირო! თქვენც გილოცავთ ქართველებო, თქვენი ჭირიმე მე!
დემო
ვულოცავ გენოს.მაგარი კაცია.ვიდეო სად შეიძლება ვნახოთ?
სოსო
გილოცავთ ძმებო,ლადომ და გენომ დიდებულად იჭიდავეს,მართლა მგარი ბიჭები არიან.
gori 2
ტახა აკგული ნაღდი პროფესიონალია.დამარცხების მიუხედავად არაფერი არ შეშლია არც თავის დაჭერაში და არც მილოცვაში.საღოლ ტახა!
კახა
გაიხაროს შენმა ოჯახმა შენმა მშობლებმა მწვრთნელებმა და სრულიად საქრთველომ. მადლობა გენო
gori 2
ახალი ერა თავისუფალში! გენო მაგარი ვაჯკაცია! მისი წყალი გადასხმოდეს გურამ თუშიშვილს.
გენო
ყოჩაღ გენო საამაყო ქართველი ვაშკაცი ხარ გაუმარჯოს გორს და საქართველოს
gogig
გილოცავთ. ფანტასტიკური ჭიდაობა აჩვენა გენომ. გაიხარე, ჩემო კარგო. სამაჩაბლოელებს განსაკუთრებულად გილოცავთ.
lasha19
ასე რა . ყოჩაღ გენოს, ვულოცავ ამ დიდ წარმატებას, მადლობა ლადოს , კიდევ ერთხელ რომ გაგვახარა !!! ბერძნულ-რომაულს რა ჭირს ვერ გავიგე
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]
გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, კენჭაძე ვიცე-ჩემპიონი [VIDEO]
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნამდვილი საჭიდაო შოუ ინდოეთის ლიგაში [VIDEO]
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება
ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდნენ, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
ინდოეთის ლიგა: ქართველები საჭიდაო ბოლივუდში
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
კიდევ ერთი ოქრო - ბექა ლომთაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ჭიდაობა. ინდოეთის ლიგა: სამი ქართველი ინდურ დრაფტზე
მეტოქე: გიორგი კეტოევი აქტიურ სპორტს დაუბრუნდა
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა
რუსეთის ნაკრები შესაძლოა ოლიმპიადიდან მოხსნან - 22 სექტემბრის დაიჯესტი
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
ლომთაძის ვერცხლი და კენჭაძის ბრინჯაო ევროპირველობაზე - პეტრიაშვილის ოქროს ველით [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. IV დღის ანონსი: ტლაშაძისა და პეტრიაშვილის ძნელი ბადეები
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
არ გაიღვიძო, გენო, არა! - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
მედალთცვენა - ქართველ მოჭიდავეთა ტრიუმფი საფრანგეთში! [VIDEO]