ბორის სტუკალოვის თქმით, ქართველმა სპეციალისტმა რუსეთის პირველი ლიგის სპეციფიკას ალღო ვერ აუღო
"ორენბურგის" სპორტულმა დირექტორმა აღიარა, რომ გუნდში მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაიას მიწვევამ და საფეხბურთო ფილოსოფიის შეცვლამ არ გაამართლა.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის ქართველმა სპეციალისტმა რუსეთის პირველი დივიზიონის გუნდი სეზონის წინ ჩაიბარა. ქეცბაიას ამოცანა "ორენბურგის" რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნება იყო, მაგრამ 8 ტურში გუნდმა მხოლოდ 3 თამაში მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 4 კი წააგო.

"დღეს შეიძლება იმის თქმა, რომ ქეცბაიაზე არჩევანის გაკეთებამ არ გაამართლა. არ ვამბობ, რომ თემური ცუდი სპეციალისტია. ასე არ არის. მან "ანორთოსისში" არცთუ ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელებით დიდ შედეგებს მიაღწია.

ჩვენთან ის გუნდის თამაშის კონკრეტული კონფეფციით მოვიდა, რამაც "ორენბურგის" ხელმძღვანელობა დააინტერესა. ქეცბაია ცდილობდა გუნდის შეტევაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას, ახალი "ესპანური სქემის" (იგულისხმება 4-2-3-1) დანერგვას, მაგრამ ამ ყველაფერმა არ მოიტანა შედეგი.

და ალბათ, თემურ ქეცბაიასთვის მთავარი პრობლემა რუსეთის პირველ ლიგასთან ადაპტაცია გახდა. მან ამ ტურნირის სპეციფიკას ვერაფრით აუღო ალღო, რომელიც მართლაც რომ ძალიან, ძალიან რთულია", - განაცხადა ბორის სტუკალოვმა goleada.ru-სთან ინტერვიუში.

tazo
საქართველოს ყველა შვილს ვუსურვებ წარმატებებს,მაგრამ თემურის ხასიათი რომ ვიცი, ძალიან მეეჭვება პირველი წრეც კი დაამთავროს გუნდთან ერთად.... tazo გამოხმაურება 18:13 10-07-2017 0 0 ეს კომენტარი 10 ივლისს გავაკეთე!
ხვიჩა სასტარტოში, ენრიკე სხვებს დაასვენებს - ქართველები "ბერნაბეუზე", "კამპ ნოუსა" და "მარადონაზე"
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"საბურთალო" - "ორენბურგი" [LIVE]
"საბურთალომ" რუსული "ორენბურგი" დაამარცხა [VIDEO]
თემურ ქეცბაიამ "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა
მათე ვაწაძემ "ორენბურგში" გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
თემურ ქეცბაიამ "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა?
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"ორენბურგის" პრეზიდენტი: ქეცბაიას გადადგომის მიზეზი სხვა იყო