საქართველოს ნაკრებს კარს მოადგა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორი მატჩი
საქართველოს ნაკრებს კარს მოადგა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორი მატჩი. იმედი ჩვენი მუდმივი თანამგზავრია მას შემდეგ, რაც ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლობის რთულ აღმართს შეუყვა. წლები გადის და სულ ასეა. ასეა ახლაც...

...და მაინც, ყველა სანაკრებო მატჩის წინ ჩვენი გული სხვანაირად ცემს და არ გვტოვებს შეგრძნება, რომ აი, ახლა ყველაფერი შეიცვლება, ამიერიდან აღმა დაიხვნება წლების განმავლობაში ჩვენგან დაღმა ხნული და ეს შეგრძნება, ალბათ, კიდევ დიდხანს არ გაქრება. მაგრამ მხოლოდ მორალურ ასპექტებზე აგებული წარმატება ნაკლებად სარწმუნოა დღევანდელ ეპოქაში და თავს მხოლოდ იმით ნუ დავიმშვიდებთ, რომ ეს შეგრძნება არ შეიძლება ჰქონდეს, ვთქვათ, ანდორელ და სანმარინოელ ქომაგს...

ფაქტია, წლები მიდის და ჩვენ, იმის მაგივრად, წინ მივდიოდეთ, უკან მივდივართ. ეს უკუსვლა არის ისეთი ცხადი, რომ შეუიარაღებელი თვალი, ლუპა და მიკროსკოპი სულაც არ სჭირდება მის შემჩნევას. შევთანხმდეთ: ამ უკუსვლაში წილი გვიდევს ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ქართულ ფეხბურთში ვსაქმიანობთ, მაგრამ წილიც არის და წილიც: არიან ადამიანები, რომელთაც გაცილებით მეტი მოეთხოვებათ და მოეკითხებათ.

ახლა წუწუნის და უიმედობის დრო არ არის. ირლანდია კარს მოგვდგომია, ბიჭი ვარ და მოვდივარო - ბიჭები ვართ და უნდა დავხვდეთ. იქნებ ამ ჯერზე მაინც დასრულდეს ქართულ ფეხბურთში კოშმარული მუდმივა, რომელსაც "ირლანდიური სინდრომი" ჰქვია. სადაც შეგვხვდნენ, "სამყურებმა" ყველგან მოგვიგეს. ამ ცხოვრებაში ოდესღაც ყველაფერი მთავრდება და ფეხბურთიც ხომ ცხოვრებას ჰგავს - ირლანდიელთა გაუთავებელი ზეობა ოდესღაც უნდა დასრულდეს.

სხვა საქმეა, რომ საქართველოს ნაკრებს კვლავ აკლია რამდენიმე ფეხბურთელი, კაპიტანი კი დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდება. რაც საქართველოს ნაკრები არსებობს, არ მახსენდება, ოპტიმალური შემადგენლობით გვეთამაშოს. ეს ალბათ იმაზე იშვიათი მოვლენაა ჩვენი გუნდის ცხოვრებაში, ვიდრე - დედამიწაზე მზის დაბნელება.

ამას უკვე მივეჩვიეთ. კითხვის ნიშნები უფრო სხვაგან უნდა ვეძებოთ და ეს "სხვაგან" არის ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი - სანაკრებო სია. ყველგან ასეა და რაღა ფეხბურთი იქნება გამონაკლისი: კადრები, როგორც სხვაგან, აქაც ყველაფერს წყვეტენ. ვლადიმირ ვაისმა კი ირლანდიასთან შეხვედრის წინ მაინცდამაინც ის ფეხბურთელები ამოიღო სიიდან, რომელთაც ასე თუ ისე ჰქონდათ სათამაშო პრაქტიკა.

- ორი რეზერვიდან - ვაისმა ეროვნული ლიგის ბომბარდირიც გამოიძახა [VIDEO]

გინდა თუ არა, კითხვის ნიშანი ჩნდება და შენც თუ ჟურნალისტი გქვია, უნდა იკითხო: რატომ მოხდა ისე, რომ ერთი და იმავე ჩემპიონატიდან (აზრი არ აქვს ქვეყანასა და ლიგას, მთავარი პრინციპია) ნაკრებში გამოძახებულია ფეხბურთელი, რომელსაც არ აქვს სათამაშო პრაქტიკა და არ არის გამოძახებული მოთამაშე, რომელმაც სეზონი კარგად დაიწყო და გოლების გატანაც მოახერხა.

რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერს ვერჩით იმ ფეხბურთელს, რომელიც ვაისმა აირჩია. პირიქით, ზუსტად ვიცი, რომ საქმისა და ნაკრებისადმი მისი დამოკიდებულება სამაგალითოა. უბრალოდ, აქ მთავარი პრინციპია. რაც სანაკრებო ფეხბურთი არსებობს, მას შემდეგ ასეა - ქვეყნის პირველ გუნდში უნდა ითამაშოს იმან, ვინც მოცემულ მომენტში უკეთეს ფორმაშია.

ვაისთან კითხვები კიდევ არის, მაგრამ თქვენი ნებართვით, ახლა კრიალოსანს აღარ გავაგრძელებთ. ფაქტია, გვსტუმრობს ჯგუფის თანალიდერი ირლანდია - ამაყი და გიჟურად მებრძოლი გუნდი, რომელსაც აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის ძალიან რეალური შანსი.

უკვე თამამად შეიძლება ამ შეხვედრის სცენარის წარმოდგენა - ირლანდია ქარივით იქროლებს მინდორზე. ეცდება, ორთაბრძოლებად, ეპიზოდებად დაგვიყოს თამაში, გვეჯაჯგუროს მის სტილში და დაელოდოს ქართველთა თუნდაც ერთ შეცდომას.

ალბათ, მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ისეთი ნაკრები, რომელიც ირლანდიასავით კარგად იცნობს საქართველოს. მათ დასტურ იციან: მატჩების უმრავლესობაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ადრე თუ გვიან დუნდება, კარგავს კონცენტრაციას და ძალიან ხშირად ეს წამიერი ჩავარდნა დამღუპველი აღმოჩნდება ხოლმე ჩვენი გუნდისთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენ აღარ გვაქვს მუნდიალზე გასვლის შანსი. რა თქმა უნდა, ჩვენი მატარებელი უკვე ჩავლილია, მაგრამ არსებობს პრესტიჟი, რომელსაც ვერასდროს ვერაფერი შეცვლის და არსებობს ჩვენი საფეხბურთო რეალობა, რომელიც იმდენად მკაცრია, რომ თუნდაც ერთი პატარა გამონათება დიდი საქმე იქნება.

ფეხბურთში ხან მოიგებ, ხან წააგებ. წაგება როდი გვიკვირს. უბრალოდ, არ გვინდა, რომ ირლანდიასა და ავსტრიასთან მატჩებში საქართველოს ნაკრები მინდორზე ლანდი იყოს. იქით იყოს ქულები და სატურნირო მოტივაცია - ჩვენ ჩვენი წილი ომი მაინც გადასახდელი გვაქვს, რაკი არ გვჯერა, რომ ქართული ფეხბურთი თანდათან გვაკვდება ხელში...

კიდევ ერთხელ უნდა დავწეროთ: კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენთვის თუნდაც უმოტივაციო მატჩის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი. აქვე, გვინდა იმედი დავიტოვოთ, რომ ვაისი შეძლებს და ორივე ტაიმს სტაბილურად ჩაატარებს სამწვრთნელო კუთხით. ასეთ შემთხვევაში, უშანსოდ ნამდვილად არ ვიქნებით.

ერთხელ ყველა შესარჩევ ციკლში ხომ გავისვრით ხოლმე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

soso
rato unda vuyurot am dzalit fexburtelebs?dzalian roca xalxs sheadzules fexburts dzalian minda rame kargis da pozitiuris danaxva chven fexburtze tumca mxolod isaa ro dade wagebaze da uechveli dagihmjdeba....arada cxovrebashi ardamidia amat sawinaagmdegod radgan me maqvs jigari amat ro amoacales saubedurod..gaumarjos germaniis shemsgmhinebel kalatburteleebs
soso
magram samshoblos rom ver grdznobs gundi argirs im gundis tundac dzageba..
soso
rato unda vuyurot am dzalit fexburtelebs?dzalian roca xalxs sheadzules fexburts dzalian minda rame kargis da pozitiuris danaxva chven fexburtze tumca mxolod isaa ro dade wagebaze da uechveli dagihmjdeba....arada cxovrebashi ardamidia amat sawinaagmdegod radgan me maqvs jigari amat ro amoacales saubedurod..gaumarjos germaniis shemsgmhinebel kalatburteleebs
Zizu
ორში მოხდება ის რაც ძალიან არ მინდა პირველ ტაიმს ასე თუ ისე გაუძლებთ, აი მეორე ტაიმში ძალიან გაგვიჭირდება ნახევარი გუნდი უთამაშებელია და ტონუსში არ არიან, ფიზიკურად დაგვჯაბნიან
კახა ქირია
ისეთი საიტი გახდა არც წაკითხვა და არც კომენტარის გაკეთებაც არ მინდა.
გია
თუ ჟურნალისტი ხარ და სიმართლის თქმა არ შეგიძლია არ დაწერო,თუ წერ ბოლომდე თქვი და გვარებიც დაასახელე...
1,2,3,5,8...
ფიზმომზადების მწვრთნელი ამდენი ხანია აქ არის რით ვერ ასწავლა როგორ გაუძლონ 2 ტაიმს ისე რომ არ მოდუნდნენ? 5 სექტემბერს გამოჩნდება აღდგენა მაინც თუ ასწავლა თორე 2 თამაშის გადაბმის დროს მეორე თამაშზე დასიცხულებივით დაიარებიან
lasha
სწორი აქცენტებია ძმაო მარა ვინ გისმენს?
haha
კარგი რა წაიკითხე?
gia
კარგი წერილი!
euhh
samwuxarod armjera tqveni da getyvit ratomac:tqven(yvela jurnalist vgulisxmob,vinc sportul jurnalistebsvuwodebt tavs)statiashi arxart mkacri da pirispir dausvamt im mkacr da konkretul kitxvebs vaisas?saqartveloshi yvela cdilobs arc mwvadi dawvas da arc shampuri,amitom agargvaq arc mwvadi da arc shampuri....p.s.sanam tqven ardadgebit mowodebis simagleze da ariqnebit ze kritikulebi,manam vitrialebt am wrezetqvit satqmeli rac gulshigaqvt...gtxooovt
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "მორიერენსეს" სძლია
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა და "სენტ-ეტიენი" "ლავალთან" დააწინაურა
პსჟ - "მეცის" მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
"ხვიჩაში მხოლოდ ვარსკვლავს ხედავენ, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელიც..." - პსჟ-ისთან მატჩამდე წიტაიშვილმა Lequipe-თან ისაუბრა
"ლივერპულში" სალაჰი უნდა შეცვალოს - ინგლისურ გრანდს ამ პოზიციაზე ფავორიტი ჰყავს
"რეალს" "ბარსელონას" ამჯობინებს - როდრის კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს
რობი კინმა შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდი ჩაიბაროს
დიდი როტაციით "მეცთან" - ითამაშებს კვარაცხელია?
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] ფეხბურთი, ფული და ერთი შანსი
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი