უნგრეთი ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა. Magyar Nemzet-ის ჟურნალისტმა ლასლო მოლნარმა „ჯვაროსნების“ ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას წერილი მიუძღვნა.

პარიზელთა გმირს, „კვარადონას“ შეუძლია მარკო როსის გუნდს პრობლემები შეუქმნას

„რამდენიმე წლის წინ ვინ წარმოიდგენდა, თუ ქართველი ჩემპიონთა ლიგის გმირი გახდებოდა. ახლა ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო შემოქმედებითი ფეხბურთელია, რომელმაც მეოთხედფინალში „ჩელსის“ განადგურებაში მთავარი როლი ითამაშა. ფენომენალური უნარების მქონე გარემარბის ნახვის შესაძლებლობა წელს მოგეცემათ, რამეთუ მარკო როსის გაწვრთნილი ნაკრები დომინიკ სობოსლაისთან ერთად ჯგუფში საქართველოსთან მოხვდა.

დღეს ხვიჩა არა მარტო ევროპის ერთ-ერთი პერსპექტიული ფეხბურთელი, არამედ პსჟ-ს შემტევი მანქანის მთავარი ძრავაა. მას ნეაპოლში „კვარადონა“ უწოდეს, პარიზში ნამდვილი ვარსკვლავია, ეფექტური მოქმედებებით გამოირჩევა, კონტინენტის საუკეთესო ბომბარდირთა შორისაა და საგოლე გადაცემებსაც აკეთებს. მოედანზე დემონია, მოწინააღმდეგეთათვის საფრთხეა - ეს მხოლოდ გენეტიკით როდია განპირობებული, სპეციალური მომზადება და კოორდინაცია მოკლე დისტანციაზე მცველების გაბითურების საშუალებას აძლევს, რაც „ჩელსისთან“ სამი გოლით დაამტკიცა. ორივე ფეხით თამაშობს, მნიშვნელოვანია, რომ დაცვას აქტიურად ეხმარება. „პარი სენ ჟერმენში“ „კვარას“ წარმატებული მოქმედებები გასულ სეზონთან შედარებით 30%-ით გაიზარდა. მეურვეებთან ერთი ერთზე არაპროგნოზირებადია.

საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვა კვარაცხელიასთვის განსაკუთრებული მისიაა. ხვიჩას უშიშარი თამაში ქართველი ხალხის ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს. ინტერვიუებში ყოველთვის საუბრობს თავის სამშობლოზე, ამიტომაც შეარქვეს „ქართველი მესი“.

პირად ცხოვრებაში მუდამ თავშეკავებული, ოჯახზე ორიენტირებული ადამიანია. ფუფუნებით არ ტრაბახობს, თავისუფალ დროს ვიდეოთამაშებით ერთობა და NBA-ს მატჩების ყურებით ტკბება. მეგობრების თქმით, აღიარებამ არ შეცვალა, ისეთივე გულუხვი და კეთილია, როგორც კარიერის დასაწყისში იყო“.

ჯიმა
ამ ევროპელების მიგდომა არ მომწონს. ჯადოქარი, დემონი და ცუდს რო ადარებენ და სიძლიერის მაგალითად ეს ქაჯები და კუდიანები მოყავთ:) აქ საქართველოა. ჩვენთვის, წმინდანებთან ეს ბოროტები რა მოსატანია:) რისი თქმა მინდა ამ კრისტალივით ბიჭს ნუ ადარებთ ამ კუდიანებს. ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი და ქრისტე ღმერთ იყოს ხვიჩას შემწე და ყველა ღირსეული ქართველის. ქრისტეს სახელით გაგერღვიოს ყველა ბოროტება და დაბრკოლება!!! საქართველოს და ქრისტეს სადიდებლად!!!
იქაური
ფეხბურთი პოლიტიკა არ არის. კვარა ჩვენი ქვეყნის სახეა და ოქროს სავიზიტო ბარათი..ამ ყველაფერს დიდი შრომა ჭირდება. მან დაიმსახურა მილიონები პირად ანგარიშზე და მაგის ბრალი არ არის რომ ბიუჯეტს "არასწორად" ანაწილებენ. კვარა თავის სიტყვას კიდევ ბევრჯერ იტყვის და ყველა ქართველზე უკეთ ვისაც ოდესმე გაუკეთებია. პოლიტიკის დროც მოვა ..და მაგასაც სამაგალითოდ შეასრულებს.
ირაკლი
კვარაცხელია მსოფლიო დონის ფენომენია. ამას აღარც სჭირდება დამტკიცება, მაგრამ სანიოლის ხელში უნგრეთი საქართველოს როგორც თურქეთი ისე გაუსწორდება. საშინელებაა იმას რასაც კობიაშვილი, მუჯირი და იაშვილი სჩადიან, ოქროს თაობას ღუპავენ. რა სანიოლი, კაცმა 3 შესარჩევი ჩააგდო, ეს ნიჭიერი თაობა ამ ხალხს უნდა შეეწიროს? ნეტავი ვცდებოდე, მაგრამ დაიმახსოვრეთ, სანილი და ეს ფედერაცია თუ გაუძღვება ახალ შესარჩევს, უშანსოდ დავასრულებთ. ფედერაცია სანიოლს არ მოხსნის, ფედერაციენი კი ჩვენთან მხოლოდ ხელოსუფლების ცვლილების შემდეგ იცვლება. რა შედარებაა, მაგრამ რაც კი იტალიის ფედრაციის ცუდი და მანკიერი აქვს ყველაფერი გვაქვს იგივე ჩვენს ფედერაციაში.
ჰკა ხვიჩიკო, ჰკა!
არ ითამაშებს კიტე და არავინ ჩაიცვამს შავებს. შეუცვლელი არავინაა, თვით ხვიჩაც კი! ეს საქართველოს ნაკრებია და არა რომელიმე ორღობის გუნდი. ყველას უნდა ეამაყებოდეს აქ თამაში. ხვიჩა გაცილებით პოპულარულია ყველაზე და სწორედაც ამიტომაა საჭირო მისი კაპიტნობა, რომ მსაჯებზე იქონიოს ოდნავ მაინც ზეგავლენა. დანარჩენს ყველა გაართმევდა თავს მეტნაკლებად, გულიაშვილიც კი. წარმატებები ნაკრებს!!
შაქრო პაპა
რას ერჩით ხვიჩას, გაუგებარია. გაზარდეთ, ასვით, აჭამეთ, ჩააცვით, ასწავლეთ, გუნდში მოაწყეთ, დააცოლშვილეთ თუ სახლი უყიდეთ, რომ პრეტენზიებს უყენებთ? არ უნდოდა და არ ითამაშა ის ერთი თამაში, მით უმეტეს ყველა აღიარებდა რომ ახალი ბიჭებისთვის თავის გამოჩენის კარგი საშუალება იყო. ყოფილა სხვა რომელიმე თამაში რომ ამ ბიჭს ჯიგარი არ ჩაუდია და ბოლომდე არ დახარჯულა? აბა რაღა გინდათ? 20 წლის ენის უცოდინარ ბიჭს, შუაგულ რუსეთში მყოფს, როგორ უნდა მოთხოვო სერიოზული პოლიტიკური განცხადებების გაკეთება? საერთოდ ნორმალურები ხართ? თქვენ 20 წლისა საერთოდ გარტყმაში იყავით რა ხილი იყო პოლიტიკა? დაანებეთ ბიჯო თავი ამ კაცს. მადლობა ვუთხრათ რომ ასე ასახელებს საქართველოს მსოფლიო სტადიონებზე და იმედია კიდევ ბევრ სიხარულს მოგვანიჭებს ფეხბურთის გულშემატკივარს. კი ბატონო, შეიძლება არც გევასებოდეთ, ჰოდა ნუ უყურებთ პსჟ-ს თამაშს, გადართეთ და ჩაუჯექით გორის დილას, დაგიშალათ ვინმემ? აი მე მაგალითად ხინჩეგაშვილის ჭიდაობის საყურებლად ფულიც რომ გადამიხადონ, არ ვუყურებ, იგივე ბასილაშვილის თამაშს. აღარ მევასებიან და იმიტომ. არც გენოს ჭიდაობას ვუყურებ თუ იჭიდავებს. მაგრამ საქვეყნოდ კი არ ვაძაგებ. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს. როგორც იტყვიან გემოვნებაზე არ დავობენ. გაუმარჯოს ხვიჩას, ჯერ მარტო იმიტომ რომ უამრავი პატარა ბავშვისთვის მაგალითად და მისაბაძად იქცა, რამდენი ააცდინა ქუჩას, ამაზე ხომ უნდა დაფიქრდეთ? ღმერთმა ბევრი მიცეს, ცოტას ხომ მაინც დაახარჯავს თავის სამშობლოს.
alexandre
П-ს: დამავიწყდა - მადლობა მიხუილს, ციხეში რომ ზის, თორემ სადმე მიაკითხავდა, ეთამაშებოდა და დაამტვრევდა, როგორც ადრე დაუმტვრევია ნაკრების ფეხბურთელები ბაზაზე მისვლისას.
ddd ანუ სურიკას
ორბანს ებარებოდე!
დდდ
აქ, როგორც ვატყობ, მამულიშვილთა გარკვეული ( ძალიან გარკვეული) კატეგორიის აღშფოთება კონკრეტულად იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ უნგრელმა ჟურნალისტმა ხვიჩას იმ თვისებებს გაუსვა ხაზი, რომლის აღნიშვნა აზრადაც არ მოსვლიათ იტალიელებს, ფრანგებსა თუ სხვა ბობოლა ევროპელებს, თუმცაღა მათ უფრო მართებდათ... მოკლედ, მაგრად დაერხათ მადიარებს, არც აქამდე სწყალობდნენ და ახლა ხომ რუსეთის შემდეგ ნომერ პირველი მტრის სტატუსი დაიმსახურეს გამოჩენილ და ღვაწლმოსილ ქართველ უსამშობლოთა თვალში...
ვოოტ
რომელ კრიტიკულ აზროვნებაზე გვამუნათებთ, ოთარი ბატონო, იქნებ ჯერ თქვენივე " ნაშრომი" გადაგეკითხათ ემაგ კრიტიკული აზროვნების კუთხით?!... წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით სრული აბსურდია და უხვად გაჯერებული პოლიტიკური მოტივების ( რომლის გარეშეც თქვენ და თქვენს საძმოს ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ) კორიანტელით კი დიაგნოზივით იკითხება - ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია!!! სავარაუდოდ, ისიც უნდა იცოდეთ, ვის ეკუთვნის ეს ლოზუნგი და რას ემსახურებოდა თავის დროზე... თქვენ ყველას მტრად მიიჩნევთ, ვინც თქვენს დაკრულზე ცეკვას არ აპირებს, - სულ ერთია, წარმატებული სპორტსმენი იქნება, საზოგადო მოღვაწე, პატრიარქი თუ რიგითი მოქალაქე და თანაც ამას სამშობლოს სიყვარულით ამართლებთ, რეალურად კი თქვენივე იდეური მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამთ წყალს, რადგან მათ ტირანიაში გადაზრდილ ძალაუფლებას არაფერი ემუქრება იქამდე, სანამ თქვენი მსგავსი ( უმსგავსი) "კრიტიკული აზროვნება" იქნება გაბატონებულ-გაპიარებული საზოგადოების იმ ნაწილშიც, რომელიც თქვენგან განსხვავებით, ობიექტურად არის უკმაყოფილო არსებული მთავრობით და მათი ზღვარსგაცდენილი გაუმაძღრობით...
ლუიზას
გიყვარს ხომ ორბანი, ლუიზიკო? რა საყვარელი ღიპი აქვს,არა?
ხიხო (დიდი, შავი ჯიპით)
ვაიმე, უნგრეთიიი! როგორ მიყვარს უნგრეთი, ორბანი და სიიარტოოო! ერთადერთი ნათელი წერტილი ევროპაშიიიი!..
ედიკა
უბირია შენ წერ ბოღმით, ნიშნისმოგებით და ჩასაფრებით.
ყოჩაღ
თუმცა, მთავარი გამოგრჩა: ორჯერ, როცა ეგონა, რომ აკაცუკები ხელისუფლებას დაამხობდნენ, მათ აქციებს მხარი დაუჭირა, "საქართველოს ადგილი ევროპაშია" ტექსტებით და მისი მხრიდან, უკრაინიზაციისთვის გაიწირა საქართველო. ამასთან, ერთადერთი ფეხბურთელი აღმოჩნდა, ვინც პატრიარქის გარდაცვალებისას გოლი იზეიმა... პ.ს. ვინც ეგ კაპიტნად დანიშნა, ისაა ფეხებით დასაკიდი. აწე ვუყუროთ, რასაც ითამაშებენ ნაკრებში კიტეიშვილი და სხვები... თუმცა, პირადად მაგას მეგრელების ქება-დიდებაც ეყოფა და რომ რამე, დანარჩენი საქართველოს გინებასაც უპრობლემოდ აიტანს
alexandre
საკვირველია, უნგრელმა ყველა ნიუანსი აღნიშნა ხვიჩას ხასიათში. საღოლ, უნგრელი! ჩვენი სიამაყე კი, დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალჯერ ასახელებს საქართველოს და გაგვახარებს ჩვენ, მისგულშემატკივარს!
გიორგი
რას მიერ მოედნები არც მინდა რამე საკადრო ეგრევე გეტყობა ვინ ხარ მაგაზე მეტი შენ გააკეთე ქვეყნისთვის მაგდენი ლაპარაკს
დავით
ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისოოო უთქვმს დიდ შოთას.. რუსთაველის გარდა არც არაფერი გისწავლია და არც გაგიკეთებია .. სამწუხაროა
rei
უკიდეგანო იდიოტი ხარ
ოთარი უბირია
სამშობლო არაა!! ჯერ იყო და რუსეთს მიაშურა და რომ ჰკითხეს აფხაზეთსა ცხინვალზე , დამტვრეული რუსულით ბჟუტურებდა - სპორტი და პოლიტიკა სხვა და სხვა რამ არისო,რუსები ჩვენი ძმები არიანო, მერე უკრაინის ომი დაიწყო და რომ არა ქართველების მწვავე რეაქცია არც აპირებდა წამოსვლას,ჩარჩებოდა კიდეც რუსულ ჭაობში. შემდეგ იმ ევროპელმა ჩინოვნიკებმა, რომლებიც კაცების გათხოვებას გვიპირებენ სპეციალური კანონი მიიღეს და ეგრევე ქუდი მოიტრიალა და თავს უშველა, მერე იყო ნაპოლი, რომელმაც შანსი მისცა ევროპაში დამკვიდრებისა [თვითონაც შეუდარებელი იყო], მაგრამ როგორც ზედმეტი ფულის და მარტივად ჩ/ლიგის მოგების შანსი გამოუჩნდა ეგრევე უგანა, სეზონის დასასრულსაც არ დაელოდა. მივიდა რა თითქმის ჩემპიონ გუნში სეზონის დასასრულისკენ, როდესაც პსჟ გასული იყო უკვე ჩ/ლიგის მე-4 ფინალში. საბოლოოდ გუნდმა ლიგა მოიგო და ამანაც მთავარი გმირის მანტია მოირგო, ხბოს აღტაცებით შეპყრობილი ქართული მედიისა და საერთოდ ქართველების თვალში, წელს კი როდესაც ფორმიდან ამოვარდა და ძირითადათ სათადარიგოზე გადაინაცვლა მყისიერად დაიწყო საუბარი გუნდის დატოვებაზე, მაშველად ჩელსი მოევლინა ჯერ-ჯერობით, გაუვარდა, გაუტანა რა 3 გოლი 9-და ეგრევე გახლდა ისევ სუპერვასკვლავი და ა.შ. ახლა სამშობლოს და ნაკრებს რაც შეეხება, ჯერ ერთი, გაიხსენეთ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშზე უარი, ევროს ფინალში ისრაელთან, როდესაც ამ ზაფხულის ოლიმპიადაზე მოხვედრის, ისტორიული შანსი დავკარგეთ - მიზეზი ნაპოლის სეზონინთვის კარგად მომზადება და იბიცაზე რამდენიმე, ზედმეტი დღით ოჯახთან ერთად დასვენება - მიამიტმა ქართველობამ ესეც ჩაყლაპა - შეირგო დედის რძესავით...ეროვნულ ნაკრების ისტორიულ გმირობა ევრო-24 კი მთლიანად იმ ევროჩინოვნიკების დამსახურებაა, რომელიც ზემოთ ვახსენე, რომ ჩვენისთანა მაჩანჩალებისათვის რეგულაცია შემოიღეს და ორივე მატჩი თბილისში ჩაგვინიშნეს, თუმცა იმ 2 თამაშს მაშინ თავისი გმირები ყავდა და ის კვარა არ ყოფილა... ევროს შემდეგ 2 ციკლში შესარჩევ ჯგუფებში რაც მოვიმკეთ კი იცით, ახლა როგორც იქნა მოიგეს ერთი თამაში,ამხანაგური ბოლო 7-დან და დაიწყო ისევ....ხოდა ერთი ამიხსნას ვინმემ რა გვაქვს საამაყო და საპრიპაჩო, რა თავში უნდა ვიხალოთ პსჯ-ს, ნაპოლის თუ რუბინის თასები და კვარას გუნდური ტიტულები და მის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული მილიონები...პირიქით ამ გაჭივრებული ქვეყნის ბიუჯეტიდან ისე ჩაიჯიბეს 30 მილიონი ლარი ერთი მადლობაც არ წამოცდენიათ იმათ მიმართ - ხალხის, ვისიც ეს ფული იყო და არა იმის, ვისაც ელაქუცებიან და ფეხ- ქვეშ ეგებიან....ხოო!! კარგი გამახსენდა აგერ ბოსნია, ჩვენზე ღარიბი ქვეყანაა - [ოფიციალური სტატისტიკით,ჩვენში ხომ ყვავის და გადმოდუღს ეკონომიკა] არც ფეხბურთის განვითარების 200 მილიონიანი ფონდი აქვთ, არც პარლამენტარი, მილიონერი ფეხბურთის ფედერაციის ჩინოვნიკები ჰყავთ, არც სარაევოს მერია ჩ/ლიგის ორჯერ გამარჯვებული, არც 55 ათასიანი სტადიონი აქვთ და 100 ათასიანს აშენებენ,არც მსოფლიო ვასკვლავი, ჩ/ლიგის მოქმედი გამარჟვებული, პსჟ-ს საკვანძო ფეხბურთელი კვარა ჰყავთ,რომელიც თურმე ნუ იტყვით და სამშობლოს პატრიოტია და საქართველოს ყველა ინტერვიუში ახსენებს თურმე, არც ჟორჟი,კიტე,ჩაკვე, ზურიკო თუ მამარდა, არც 10 მილონი ევრო პრემიად მიუციათ ბიუჯეტიდან, მაგრამ ადგნენ და მეორედ გავიდნენ მსოფლიოზე და ხალხთან ერტად იზეიმეს წარმატება და არა ჩინოვნიკებთან ერთად პირადი მცველების და პოლიციის კორდონებს მიღმა...იგივე შეიძლება ითქვას კოსოვოს შესახებ, რომელიც საერთოდ ნაწილობრივ აღიარებული ქვეყანაა და ნამდვილი ბრძოლა გაუმართა თურქეთს..... ჩვენ კი... კვარამ ჩელსის და მონაკოს გაუტანა და.....ტაშიიი.....ვისაც წაკითხულიდან აზრის გამოტანა არ შეუძლია და იოტისოდენა კრიტიკული აზროვნება არ შეუძლი იმათთვის არ ვწერ, არც ნიშნისმოგებით, ბოღმით ან ჩასაფრებით....უბრალოთ ჩემს გულისტკივილს გამოვთქვამ
დავითი
ქრისტიანი ქართველი კაცი.უფალს ებარებოდე.გამრავლდი და გაიხარე ხვიჩა
RR
ევროპის უამრავ ჟურნალისტთან ერთად, ერთმა უნგრელმაც შეაქო კვარა და ატყდა აქ აჟიოტაჟი: "მადლობა უნგრეთს!" და ა.შ. ბარემ ორბანიც შეაქეთ. რა საცოდავები ხართ!
გიორგი
ღმერთმა ხელი მოუმართოს ვაჟკაცი ბიჭია და მაგარი ფეხბურთელია.კიდევ ბევრჯერ ესახელებინოს ჩვენი სამშობლო.წარმატებებს ვუსურვებ.
fani
დემონი იმიტომ უწოდა კვარას უნგრელმა ჟურნალისტმა, რომ ამით უნდოდა ეთქვა თუ რა საშიშია ის უნგრელებისთვის (ფეხბურთის კუთხით, რა თქმა უნდა)
ლუიზა
ასეთ სეფასებას კვარა ნამდვილად იმსახურებს,ყოჩაღ უნგრეთი,მაგრამ სიტყვა დემონი ,, " უნდა ჩაესვაა!
ვოოტ
ხვიჩაზე ბევრ კარგს ამბობენ ევროპაშიც და მსოფლიოშიც, იქნებ, იმაზე მეტსაც, ვინემ მის სამშობლოში, მაგრამ ამ რაკურსით კი პირველად საუბრობენ... აქამდე პირიქით უფრო იყო - ბევრი გუნდი არ ენდობოდა სკაუტების შეთავაზებულ ქართული წარმოშობის ამომავალ ვარსკვლავს და მიზეზად სწორედ ქართულ ხასიათს ასახელებდნენ, - საწადელს აისრულებს და გაზარმაცდებაო... მადლობა ხვიჩას და მადლობა უნგრელებს...
დემონია ეგ ჟურნალისტ. კვარა ბრილიანტია!
ყველაფერი სიმართლეა დანარჩენი კვარაზე და გეშიშინოდეთ ყველას ევროპაში კვარასი.
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
"დილას" მწვრთნელი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ - ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის
მბაპეს რეკორდები - საფრანგეთს და "რეალის" ფორვარდს ვერ აჩერებენ
ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
"ამ იდეაზე რას იტყოდით?" - კასილასს ფეხბურთში წესების შეცვლა სურს
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
ძლევამოსილმა საფრანგეთმა მაროკოც დაჯაბნა და შეუჩერებლად მიიწევს წინ
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
[VIDEO] თბილისის "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო - საბოლოო გამარჯვებული თბილისში გაირკვევა
[VIDEO] "დილამ" "ვირტუსს" 3:1 მოუგო და მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
პსჟ-მ 22 მილიონად შეძენილი ფეხბურთელი მესამედ გაუშვა იჯარით
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
ფრანგები უპირობო ფავორიტები და კვლავ მესის მაგიის იმედად? - 1/4-ფინალების PREVIEW
პარაგვაიში მბაპეს ფიტული დაწვეს
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
კვარაცხელიას პსჟ რეკორდების დამყარებას განაგრძობს - ამჯერად ისტორიული შედეგი მუნდიალზე დააფიქსირეს
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
[PHOTO] კვარაცხელია ბრაზილიის მუნდიალიდან გავარდნასა და ნეიმარის სანაკრებო კარიერის დასრულებას გამოეხმაურა
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
ორი გარიგება მეკარის პოზიციაზე ერთ დღეში - ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ცვლილებებია
შეთანხმება მიღწეულია - აკლიუში კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
კვარაცხელიას მნიშვნელოვანი თანაგუნდელი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
პსჟ-მ 22 მილიონად შეძენილი ფეხბურთელი მესამედ გაუშვა იჯარით
"ოქროს ბურთი 2026" - ცნობილი გახდა რომელ პოზიციაზეა კვარაცხელია
"ჯვაროსნების" მეტოქე. უნგრეთმა სლოვენიას მოუგო - იაკობაშვილი სათადარიგო იყო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ
"ბარსელონას" შემტევი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს