ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო VS ირლანდია - ნუ ვიფიქრებთ ციფრებზე!

საქართველო VS ირლანდია - ნუ ვიფიქრებთ ციფრებზე!

მსოფლიოს ჩემპიონატი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. ევროპა. D ჯგუფი. VII ტური
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საშინაო შეხვედრაში ირლანდიას დაუპირისპირდება. D ჯგუფის VII ტურის შეხვედრა "დინამო არენაზე" 20:00 სთ-ზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

თამაშის წინა დღეს საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა, გუნდის მთავარმა მწვთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი პრესკონფერნეცია გამართა.

- საქართველოს ნაკრების ბოლო ვარჯიში ირლანდიასთან მატჩის წინ [VIDEO]

- ვლადიმირ ვაისი: გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს და ბოლომდე დაიხარჯება

- გურამ კაშია: სწორედ ესაა საქართველოს ნაკრების პრობლემა

ნავსი უნდა გავტეხოთ: სადაც შეგვხვდნენ, ირლანდიელებმა ყველა შეხვედრა მოგვიგეს. ოდესმე ყველაფერი მთავრდება და ჩვენი უიღბლობაც უნდა დასრულდეს. ეგაა, იმ რესურსით, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელთაა, "სამყურების" წინააღმდეგ წარმატებით თამაში ძალიან რთული იქნება, რთული, მაგრამ არა - შეუძლებელი...

- საქართველო-ირლანდიის დაპირისპირების ისტორია - ყველაზე უხერხული

ძველი პრობლემა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არსებობის ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელი მატჩები უთამაშია ოპტიმალური შემადგენლობით. გავრისკავთ და დავწერთ: რაც ვლადიმირ ვაისი ხელმძღვანელობს ჩვენს ეროვნულ გუნდს, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ოპტიმალური კი არა, ოპტიმალურთან მიახლოებული თერთმეტეულით გვეთამაშოს.

რაღა ამჯერად იქნებოდა გამონაკლისი: ირლანდიასთან შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდს ერთბაშად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება. ლაპარაკია ისეთ მოთამაშეებზე, რომლებიც სადღეისოდ საქართველოს ეროვნული ნაკრების სახეს ქმნიან.

თავიდანვე ვიცოდით, რომ ირლანდიელებთან მატჩში დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ნაკრებს კაპიტანი ჯაბა კანკავა დააკლდებოდა. ასე თუ ისე, შეგუებულნი ვიყავით თორნიკე ოქრიაშვილისა და ლევან მჭედლიძის ტრავმებს. სამაგიეროდ, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ითამაშებდნენ გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა. მცველი ჯიმი ტაბიძე კი ახალგზრდულში გაუშვეს და ავსტრიისთვის დაიბრუნებენ.

თქმა არ უნდა, ვაისს გარკვეულ ექსპერიმენტებზე მოუწევს წასვლა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მისი ხელმძღვანელობით ოფიციალური მატჩი ჯერაც არ მოუგია. შესარჩევი ციკლი აქამდე ისე არ მთავრდებოდა, ეროვნულ გუნდს ერთხელ მაინც არ "გაესროლა". ვნახოთ, მოხდება თუ არა ეს ირლანდიასთან.

ბუნებრივია, სადღეისოდ საქართველოს ნაკრებში არაერთი პრობლემაა. მათგან ყველაზე მწვავე, ალბათ, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობაა, რომელსაც რამდენიმე ჩვენი ფეხბურთელი (მათ შორის, გუნდის ლიდერები) აშკარად განიცდის.

...და ახალი შანსი

ამ ფეხბურთელების არყოფნა შანსია ჩვენი ნაკრების იმ მოთამაშეებისთვის, რომელთაც ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება სწადიათ. გუნდის ლიდერების არყოფნაში მათ შეუძლიათ, მნიშვნელოვნად გაიმყარონ თავიანთი სანაკრებო რენომე.

ის კი არა, თუ რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლიდერის თვისებებს გამოიჩენს, ამით ნაკრებიც მოიგებს და ეს ფეხბურთელიც.

ზოგადად, საქართველოს ნაკრებს სჭირდება ისეთი ლიდერი, რომელიც მას ხანგრძლივად შერჩება და იქნებ, ის ამ შეხვედრამაც წარმოაჩინოს.

მხოლოდ 3 ქულისათვის

ჩვენი შესარჩევი ჯგუფის თანალიდერი ირლანდია თბილისში მხოლოდ 3 ქულისთვის მოდის.

"სამყურებს" მუნდიალზე გასვლის რეალურზე რეალური შანსი აქვთ, თუმცა ჩვენი შესარჩევი ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს და თბილისში წაფორხილება მათ, შეიძლება, ძალიან ძვირად დაუჯდეთ.

ბოლო დრომდე არ იყო ცნობილი, შეძლებდა თუ არა თბილისში თამაშს ირლანდიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, პრემიერლიგელი "ბარნლის" ფორვარდი ჯონათან უოლტერსი. უკანასკნელი ინფორმაციით, გამოცდილ შემტევს მტკივანი კოჭი მოურჩა და ჩვეულებრივად ვარჯიშობს გუნდთან ერთად.

მაგრამ დანაკლისი მაინც რჩება - საქართველოსა და სერბეთთან მატჩებში "სამყურებს" არ ეყოლებათ კაპიტანი სიმუს კოულმენი, ჯეიმს მაკარტი და ჯეფ ჰენდრიკი.

საქართველო

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ჟიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ჯაბა კანკავა (უგუნდოდ), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ), გიორგი მერებაშვილი (პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი თბ).

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ირლანდია

მეკარეები: დარენ რენდოლფი (მიდლსბრო, ინგლისი), კირან ვესტვუდი (შეფილდი, ინგლისი), რობ ელიოტი (ნიუკასლი);

მცველები: კირუს კრისტი (მიდლსბრო, ინგლისი), რიჩარდ კეო (დერბი, ინგლისი), შეინ დაფი (ბრაიტონი, ინგლისი), კირან კლარკი (ნიუკასლი, ინგლისი), ჯონ ო"ში (სანდერლენდი, ინგლისი), კევინ ლონგი, სტივენ უორდი (ბარნლი, ინგლისი), მეტ დოჰერტი (ვულვზი, ინგლისი);

ნახევარმცველები: ეიდენ მაკგიდი (სანდერლენდი, ინგლისი), ჯეიმს მაკლინი (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), გლენ უელანი, კონორ ჰურიჰანი (ორივე - ასტონ ვილა, ინგლისი), რობი ბრედი (ორივე - ბარნლი, ინგლისი), ჯეიმს მაკარტი (ევერტონი, ინგლისი), დევიდ მეილერი (ჰალი, ინგლისი), ჰარი არტერი (ბორნმუთი, ინგლისი), უეს ჰულაჰანი (ნორვიჩი, ინგლისი), ჯონათან ეისი (სელტიკი, შოტლანდია), კალუმ ოდაუდა (ბრისტოლი, ინგლისი), დენიელ ჰორგანი (პრესტონი, ინგლისი);

თავდამსხმელები: ჯონათან უოლტერსი (ბარნლი, ინგლისი), შეინ ლონგი (საუთჰემპტონი, ინგლისი), დერილ მერფი (ნოტინგემი, ინგლისი), დევიდ მაკგოლდრიკი (იფსვიჩი, ინგლისი).

მწვრთნელი: მარტინ ო'ნილი.

მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. VII ტური

2 სექტემბერი.

თბილისი. დინამო არენა. 20:00

საქართველო-ირლანდია

არბიტრი: ივან კრუჟლიაკი (სლოვაკეთი)

სერბეთი-მოლდოვა 20:00

უელსი-ავსტრია 22:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Malkhaz Bolkvadze

ჩემი ძირითადი: მაკარიძე, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, გვილია, ანანიძე, ყაზაიშვილი, ჯიღაური, ქვილითაია.

• xoneli

კალათბურტის ნკრებს მადლობა ღმერთს სათამაშო ნაკლებობის მქონე კალთბურთელები არ ყავს.ეს ერთი მეორე რა დონის არიან კალათბურთში შენგელია შერმადინი ცინცაძე სანაძე მარკოიშვილი და პაჩულიაზე არფერს ვამბობ.რომელი კვყვავს მასეთი ფეხბურთში?ორი კვირკევლია და ანანიძე ისინიც რუსთის ჩემპიონატიდან ანუ ყველაზე ცნობილ კლუბებში ისინი თამაშობენ თამშს ვგულისხმობ არა კონტრაკტს მარტო:(კლადბურთელები ესპანეთის ჩემპიონატი დან კვყვას რომელიც საუკეტესოა ნბიაის მერე.ასვე მსოპლიო ჩემპიონი კყვავს ასევე ევროპულ კარგ ჩემპიონატებში მოთამაშე ბიჭები.გეკითხები ავტორს რომ აკრიტიკებ სწორი შეფასებისთვის განსხვავებას ვერ ხედავ კლასში?ჩემი აზრი ასეთია ვაის რომ ყავდეს ის ნაკრები ვგულისხმობ კობიაშვილი კლაძე არველადზების თაობას მაშინ ამ შედეგით დიიდ ხნის წინ უნდა დაეხურა ქუდი აი მაშინ შეგეძლო გაგევლო პარალელი კალადბურთელბსა და ფეხბურთლების დონეზე.როდის წავიდა ქეძბაიას ნაკრები უკუსვლით როცა აგარ იყო ასათიანი კობიაშვილი კალაძეი იააშვილი დაბერდა ხიზანა ანუ დაკვაკლდა მაგალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელები.თორე რეიტინგში 50 ტემდე დავედით მგონი.და თითქმის2 წელი წაგბა არ გქვონდა.

• კოლა

ჯიმი არ გვYავს აჯას რა ეშველება

• ef

რა აიჩემეთ ეს ჯიმი ტაბიძე.მაგისნაირი დირკა მცველი არ ახსოვს საქართველოს.თამაშის აზრზე არაა.დააკვირდით მის თამაშებს რამხელა შეცდომებს უშვებს

• llcl

პატივცემულო ავტორო, არც კალათბურთელთა ნაკრები ყოფილა არასოდეს ოპტიმალური შემადგენლობით, თან მათი ძირითადი ბირთვის წევრის სრულფასოვანი შემცვლელი არ გვყავს, ფეხბურთელებს კი გაცილებით უკეთესად აქვთ საქმე, რადგან ყველა მათგანი ერთი და იგივეა, რასაც მათი კლუბების სახელწოდებები და სათამაშო დრო მოწმობს, ესე რომ ვაისის ადვოკატობა არ გვინდა ძალიან გთხოვთ. თან ვერ ვხვდები, კალათბურთელები, იგივე რაგბისტები, თუნდაც დამარცხდნენ, რატომ გამოდიან ესე გულანთებული და ბრძოლის ჟინით აღსავსე ყოველთვის და ბოლო წუთამდე ესე არიან, რასაც ვერასდროს იტყვი ფეხბურთელებზე, გუშინ ჩვენი ახალგაზრდული დაკაპუსტებული ნაკრებიც ამის მაგალითი იყო. ეროვნული ნაკრებებიდან რამდენი კალათბურთელის და რაგბისტის ჩამოთვლა შეიძლება, ვინც ქართველებს საკუთარი ოჯახის წევრივით გვიყვარს, რასაც ვერცერთ ფეხბურთელზე ვერ ვიტყვი, ფილმ "გლადიატორშია", რომ თუ გინდა გაიმარჯვო, ჯერ ხალხმა უნდა შეგიყვაროსო(ზუსტი ციტატა ვერ მომყავს ეხლა), თანამედროვე სპორტი კი იგივე გლადიატორების არენაა ცივილურ ფორმებში, თორემ ადრინდელი დრო რომ იყოს, არცერთ ჩვენს ფეხბურთელს მხრებზე თავი არ ექნებოდა.

სანიოლი: ბევრად ძლიერი მეტოქე გვყავს - შემადგენლობაში ცვლილებები და განსხვავებული გეგმა იქნება

კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

ლეაომ "მილანს" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა - როსონერი პორტუგალიელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

"ცვლილების დროა" - ფორმაში მყოფი საქართველო ირლანდიის ევრო 2020-ის შესარჩევ ჯგუფში არეულობის გამოსაწვევად სრულ მზადყოფნაშია

ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]

მარტინ ო'ნილი: ბოლო 30 წუთი უსასრულოდ გაიწელა

თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე

მეტოქე: ო'ნილის რაზმი საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის

ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს

ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან

The Sun: ირლანდიის ნაკრები სანიოლის პასუხს ელოდება

დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა

მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

Irish Mirror: საქართველომ ირლანდიელებს სანიოლის დანიშვნის გეგმა დაუნგრია - რა გადაწყდება ზაფხულში?

ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

რონალდოს დუბლი და რეკორდი - პორტუგალიამ ირლანდია გაანადგურა [VIDEO]

მარტინ ო'ნილი: საქართველოს ნაკრებმა გვაჯობა თამაშში

[მეტოქე] "მინდა, ყველა გავაფრთხილო!.. თბილისში თამაში იოლი არასოდეს არის"

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]

სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]