"ძალიან მოძველებული და არასწორი შეხედულებაა, თითქოს, მთაში ფეხბურთის ნიჭი არ აქვთ"
მცირე ხნის წინ დამაფიქრებელი ინფორმაცია გავრცელდა: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სკოლებში სპორტული აქტივობები გაეზარდა...

საქმე ისაა, რომ ჩვენი საქართველო აღმოჩნდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსწავლეების დიდი ნაწილისთვის სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურა მიუწვდომელია. სწორედ ამ გარემოებით ხსნიან მესამე სექტორის წარმომადგენლები ბავშვებს შორის გახშირებულ წონის პრობლემას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საპასუხოდ საჯარო სკოლებში ახალი სეზონიდან გარკვეული აქტივობები იგეგმება. მაგალითად, მცირე ხნის წინ, წყნეთში, ბაქსვუდის სკოლაში, ახალ კამპანიას დაედო საფუძველი, რომელიც ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. რეგიონებიდან ჩამოსულმა მცირეკონტიგენტიანი სკოლების 240-მდე მოსწავლემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ დიდ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

ბავშვების ჯანსაღი ცხოვრება და მათი ამ სულისკვეთებით აღზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტულ მიმართულებას უნდა წარმოადგენდეს და ეს კონკრეტულ საქმეებში აისახებოდეს. წლების განმავლობაში დაგროვებულ პრობლემებს კი ერთბაშად ვერავინ მოერევა. ფეხბურთის ფედერაცია ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას მასობრიობის ზრდის პროექტებით ეწევა. მაგრამ ფაქტია, რომ ამ კუთხით მეტი მასშტაბია საჭირო.

ამ ყველაფერს ჩვენ ერთი კონკრეტული დასახლების მაგალითზე მოგითხრობთ, რომელიც მცირეკონტინენტიანი დაბების პრობლემებზე წარმოდგენას შეგვიქმნის.

დაბა ფასანაური ზაფხულში დასასვენებლად საუკეთესო ადგილია, სადაც ბავშვები მთის ჰაერითა და არაგვზე გაგრილებით კაჟდებიან. მაგრამ დასრულდება ზაფხული და იქ ცხოვრება საკმაოდ ძნელდება. გამონაკლისი, ცხადია, ბავშვები არ არიან - მათ სპორტით დაკავება და ნიჭის გამოვლენა უჭირთ.

საქართველოს ფუტსალის ლიგის საუკეთესო მოთამაშე, ეროვნული ნაკრების წევრი შოთა თოფურია საინტერესო ამბებს გვიყვება.

"ძალიან მოძველებული და არასწორი შეხედულებაა, თითქოს, მთაში ფეხბურთის ნიჭი არ აქვთ. დედაჩემი წარმოშობით ფასანაურელია, ბავშვობიდან იქ ვისვენებ და კარგად ვიცი, რა ნიჭიერი ფეხბურთელები არიან. მაგრამ ვერ იზრდებიან, რადგან სტანდარტული სტადიონი არ არის, დაბას გუნდი არ ჰყავს, ბავშვებს გასაქანი არ აქვთ და იკარგებიან. არადა, ყოველ ზაფხულს ახალ-ახალ, ნიჭიერ ბავშვს აღმოვაჩენ ხოლმე", - ამბობს თოფურია.

ფასანაურში ბავშვებს ახალგაზრდა მწვრთნელი, 22 წლის ბექა მურღული ავარჯიშებს, რომელიც ამას უფულოდ, საკუთარი სურვილით აკეთებს.

"ფეხბურთს თავად ვთამაშობდი, სტუდენტური უმაღლესი ლიგის გუნდში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გამოვდიოდი, რადგან ფასანაურში არც სტადიონია და არც - გუნდი. ახლა ჩვენთან მხოლოდ მინიმოედანია, სადაც 22 ბავშვს ვავარჯიშებ, მაგრამ 12 წლის შემდეგ აქ ბავშვის დატვირთვა შეუძლებელია - ამ ასაკში უკვე დიდ მოედანზე უნდა გადავიდეს, რაც ფასანაურში არ გვაქვს.

არადა, აქ ბევრი ბავშვია, რომელთაც ის თვისებები აქვთ, რაც დიდი ფეხბურთელს სჭირდება - ბუნებრივი ჯანი, პლასტიკა, ფეთქებადი სისწრაფე, გამძლეობა.

ერთ მაგალითს გეტყვით: თბილისის "დინამოს" აკადემიის წარმომადგენელს 2006 წელს დაბადებული ქავთარაძე ძალიან მოეწონა. მანამდე კი რამდენი მაგარი ბავშვი მახსოვს, პირობებისა და პერსპექტივის არარსებობის გამო რომ დაიკარგა. ბავშვმა ვარჯიშის გაგრძელება დიდ ასაკში რომ მოინდომოს, ყოველდღე დუშეთში უნდა იაროს, მაგრამ ეს ფინანსურად გაუჭირდება. იქ ჩასვლა კი არა, ხალხს კვირაში სამჯერ ვარჯიშზე მეზობელი სოფლებიდან ჩამოსვლაც უჭირს.

მოკლედ, ჩაკეტილი წრეა. ასევეა საქართველოს ყველა მცირეკონტიგენტიან დაბასა თუ სოფელში - ყაზბეგში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში... არადა, დარწმუნებული ვარ, რომ აქ უნდა იყოს ქართული ფეხბურთის გაძლიერების ერთ-ერთი რესურსი", - ამბობს მურღული.

ახალგაზრდა მწვრთნელი გამოსავალზე ლაპარაკობს:

"საუკეთესო ვარიანტი ფასანაურში მოსამზადებელი ცენტრის და სტადიონის აშენება იქნება. არის ადგილი, სადაც ორი კარგი სტადიონის მოწყობაა შესაძლებელი.

ფასანაური ზღვის დონიდან 1050 მეტრზეა, რაც მოსამზადებლად იდეალური მდებარეობაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან მსგავსი ბაზა რომ მოეწყოს, ბევრი ქართული და უცხოური გუნდი ჩამოვა - აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თუნდაც რუსეთიდან, რადგან მთაში, სუფთა ჰაერზე ვარჯიში და მომზადება ნებისმიერ გუნდსა და ფეხბურთელს წაადგება.

მსგავსი სურვილი ადრეც იყო, მაგრამ უფულობის გამო სტადიონი ვერა და ვერ გაკეთდება. ახლა თუ 22 ბავშვი ვარჯიშობს, მერე სტიმული გაჩნდება და ბევრად მეტი მოვა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ასეთი საფეხბურთო ცენტრი დაბას ფინანსურად მოაღონიერებს, რადგან აქაური კლიმატი იძლევა საშუალებას, წელიწადში მინიმუმ 7-8 თვე ივარჯიშო.

ჩამოსულ გუნდებს კვება, დაბინავება და ათასი სახის მომსახურება დასჭირდება. ზაფხულში გუნდები ავსტრიაში, შვეიცარიაში, სლოვენია-ჩერნოგორიასა და მთიან თურქეთში მოსამზადებლად რომ დადიან, იქ უკეთესი ბუნება და კლიმატი ნამდვილად არ არის. მაგრამ მათ იციან საკუთარი სიმდიდრის ფასი, ითვისებენ მას და ამით კარგ შემოსავალსაც იღებენ. ჩვენ კი ამის საშუალება არ გვაქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gela
ამ ადამიანს ჭირდება ხელ შეწყობა , გაავრცელეთ ეს ინფორმაცია
ნუნუ წიკლაური
სპორტის სამინისტრომ ყურად უნდა იღოს ეს შესანიშნავი იდეა და ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით ფასანაურისმაგვარ დასახლებებში სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. მშვენიერი და საჭირო ბიზნესაქტივობაა.
gia
ცნობისათვის, დაბა ფასანაურის ფეხბურთის მწვრთნელს - ბექა მურღულს, 2017 წლის 1 თებერვლიდან აფინანსებს ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება.
Alex
100% vetanxmebi am statias imedia es chanafiqri gamova da fasanauris da ara marto fasanauris axalgazrdoba dasaqmdeba sportit da gadaagdebs xelidan sigarets da pivis botlebs rac chven qveyanashi dges dgeobit dominirebs mentalitetidan gamomgidare
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
შოთა თოფურია: რუმინეთი ძლიერი, მაგრამ მაინც ყველაზე სასურველი მეტოქეა
ევრო 2022. ავთანდილ ასათიანი: მარცხის შემთხვევაში რუსეთს შევხვდებით - ასარჩევად არ გვაქვს საქმე
ევრო 2022. ავთანდილ ასათიანი: რუსეთის ნაკრები შევისწავლეთ და ზედმეტი წნეხიც მოხსნილია
ჯორჯიანსი-კნოპუნტი 2:1 - საქართველოს ჩემპიონმა მოგებით დაიწყო [VIDEO]
ჯორჯიანსი-რეკორდსი 0:1 - წავაგეთ, მაგრამ შანსი რჩება [VIDEO]
საქართველო-იტალია 2:2 - ერთი ნაბიჯი ევროფინალამდე! [VIDEO]