ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალურ შეხვედრაში, სლოვენიამ დრამატულ ბრძოლაში, ლატვია 103:97 დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალურ შეხვედრაში, სლოვენიამ დრამატულ ბრძოლაში, ლატვია 103:97 დაამარცხა. ოთხი გასხვავებული მეოთხედი ვიხილეთ და საბოლოო ჯამში სლოვენიელები დაჩნენ გამარჯვებულები. საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის გუნდმა, პირველი მეოთხედი იდეალურად ჩაატარა და 11 ქულით დაამარცხა მეტოქე.

თითქოსდა ფავორიტი გამოიკვეთა, მაგრამ ლატვიას მეორე მეოხედში საქმე კარგად წაუვიდა. ყველა ბურთი სლოვენიის კალათში ვარდებოდა, ამ დროს კი დრაგიჩი და კამპანია, მეტოქისგან თავს ვერ იცავდა. საბოლოო ჯამში კი ბალტიისპირელები ისე გაყოყოჩდნენ, რომ 15 ქულიანი სხვაობით მოიგეს მეორე მეოთხედი.

ნათქვამია მესამე მეოთხედი მწვრთნელისააო და ამის დასტური კოკოშკოვის დამოძღვრილები არიან. ისე ჩაკეტეს დაცვაში მეტოქე და ისე ტაქტიკურად უტევდნენ, ლატვიის ნაკრების წევრები დაბნეულები დარბოდნენ პარკეტზე. ამ თამაშის შემყურე, ალბათ მთელი საქართველო ფიქრობდა, ეს კაცი არ უნდა გაგვეშვაო. ეს მეოთხედიც მაღალ ქულიანი გამარჯვებით დასრულდა და 14 ქულა ჰქონდა პლუსში სლოვენიელებს.

მეოთხე მეოთხედში ლატვიამ ძალიან სწრაფი შეტევებით დაიწყო, რამაც შედეგი პირველი ხუთი წუთის განმავლობაში გამოიღო. სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს და განუმეორებელი იყო პორზინგისი. მაგრამ შემდეგ დაღლა დაეტყოთ და სარბიელზე კვლავ კოკოშკოვის გუნდი გამოვიდა. ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდა, მაგრამ სლოვენიელების სასარგებლოდ და ლატვიელებმა ღირსეულად დატოვეს სტამბოლი.

სლოვენია ნახევარფინალში ესპანეთს შეხვდება.

სლოვენიაში 26 ქულით დრაგიჩი და 27 ქულით დონჩიჩი გამოირჩა. ლატვიაში საუკეთესო 34 ქულით პორზინგისი იყო.

სლოვენია- ლატვია 103:97 (34:23, 17:32, 25:11, 27:31)

ვინ ვის ჯობია არ ვიცი, მაგრამ მე ზუროსის ხელი ნამდვილად ვერ დავინახე. ბევრი შეცდომებიც ქონდა და ჯობია ემოციებიც მოეთოკა - გუნდს აზარალებს თუნდაც ქულებში. და არც თუ ისე გუნდურად გამოიყურებოდა საქართველო - ზაზა ცალკე იყო, ზუროსი ცალკე და სხვები . . . მოკლედ გუნდური შემართება და ერთიანობა აკლდა ნაკრებს.
ანდრი
ჯგუფიდან გასვლა ეხლაც უკრაინას ვანდეთ. ლიტვასთან მაშინ მაჩიულისს გაუმართლა წელს აღარ (მიუხედავად იმისა, რომ მჯერა ჩვენი წლევანდელი ნაკრები ლიტვას ათიდან სულ ცოტა 5-ს მოუგებს ამხანაგურში ლიტვისთვის პირველი თამაში იყო ჩვენთან მოსამზადებელზე და პირველი ჩვენც წავაგეთ ავსტრიასთან). და წელს რომ თავდაჯერებული და გამოცდილი ნაკრები გვყავდა მასეთი არ მახსოვს. ზუროსს არ ვადარებ, მაგრამ ფაქტია, არაფერი დაეწუნება ჩვენგან კოკოშკოვს.
ზაზა
ზუროსი ბევრად აღემატება კოკოშკოვს კოკოშკოვის დროს არც დასიზმრებია საქართველოს ნაკრებს ლიტვის დონის გუნდის დამარცხება და ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა არაფელს ვამბობ იმაზე რო შემადგენლობაც ზუროსზე უკეთესი ყავდა და ორჯერ წააგო იგივე სლოვენიასთნ ევვროპაზე.ხოლო ჯგუფიდან ჯერ უკრაინამ გაგვიყვანა რასაც ქვია და შემდეგ საბერძნეთმა.რაც შეეხება სლოვენიას ის უბრალოდ ჩვენზე უკეთესი გუნდი იყო ამ ევროპაზე და ესეთ გუნდთან მუშაობა ბევრად ადვილია.გამართლებაც გჭირდება რათქმაუნდა როცა თანაბარი თამაშია.
კოკოშკოვი
არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ... ზუროსი მაგარია, მაგარიაო, ფაქტი კი ისაა, რომ კოკოშკოვის დროს ყველასთვის ლამის უცნობი საქართველო ევრობასკეთის ფინალში თამაშობდა, ახლა კიდევ ჯგუფიდანაც ვერ გავედით :(
ანდრი
როგორ იწუნებდნენ ჩვენთან იგორს
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
რას ზედმეტსახელს ეძახიან ხვიჩას პსჟ-ში, რა არის მისი ჩვევა და წარმოუდგენია თუ არა თავი "ოქროს ბურთის" მფლობელად - ინტერვიუ ქართველ ვარსკვლავთან
"რეალი" მომდევნო მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 კანდიდატურას განიხილავს
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
"ცხვირს გაგიტეხ!" - მესამე ბრძოლის წინ იანი დვალიშვილს დაემუქრა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ის შეიყვანეს და ჩემი ქმარი არა" - ნატალია France Football-ის გადაწყვეტილებით გაოგნებულია
წასვლა უნდოდა, მაგრამ არ გაუშვეს - "ფენერბაჰჩეს" მწვრთნელის უცნაური ამბავი
სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 მეშახტე. დაკარგული თუ გადარჩენილი?
"კოჭ-წვივი აქვს დაზიანებული" - "კადისმა" გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
"საფონოვის ფეხით თამაში ლუის ენრიკეს აღიზიანებს" - ფრანგული მედია
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინეთი გერმანიას შეხვდება
"ასეთი რამ, აქამდე არ მინახავს" - ლუკა დონჩიჩი
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
თურქეთი მაგრად იწყებს - ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა
ევრობასკეტი 2015. მეტოქე სლოვენია: რევანში გვინდა!
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება