საქართველოს ნაკრებმა რიგაში, 10 226-იან „სიაომი არენაზე“ ამხანაგურ მატჩში ლატვიას 87:77 მოუგო.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ჩვენი გუნდის კაპიტანს შენგელიას, რომელიც გუნდს გუშინ შეუერთდა. მამუკელაშვილი კი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა ნაკრებში.

მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, რიდი, სანაძე, ბურჯანაძე, ბითაძე. საქართველოს ნაკრებმა თამაში ცხრაქულიანი გაქცევით დაიწყო, რაზეც მასპინძლებმა თორმეტქულიანი გაქცევით უპასუხეს. თუმცა, შემდეგ უპირატესობა დავიბრუნეთ, ჩინებულად ირჯებოდა რიდი და პირველი მეოთხედი 29:17 მოვიგეთ. მეორე პერიოდის დასაწყისში ანგარიში 18 ქულამდეც გავზარდეთ, მაგრამ აქედან მოყოლებული ლატვიამ სხვაობის შემცირება დაიწყო და პირველი ტაიმი 39:47 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ თამაში ისევ გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მეოთხე პერიოდის მერე ანგარიში 65:56 იყო. ჯიკიჩმა წამყვანი კალათბურთელები დაასვენა, რითაც მეტოქემ ისარგებლა და 4 ქულით დაწინაურდა. თან ჯარიმების ლიმიტიც ამოვწურეთ. პარკეტზე ჩვენი ლიდერების დაბრუნების შედეგად სიტუაცია შეიცვალა და საბოლოოდ გავიმარჯვეთ.

23 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე რიდი იყო (პლუს 8 პასი), ბითაძემ 17 ქულა ჩააგდო (8 მოხსნა), სანაძემ 12, ბურჯანაძემ და ანდრონიკაშვილმა 11-11, ოჩხიკიძემ 7, მერკვილაძემ კი 6.

საქართველოს ნაკრები რიგაში 2 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში უკრაინას დაუპირისპირდება, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს უმასპინძლებს.

duta
ჯერ ერთი ტესტ მატჩია და ლიდერების დასვენებისას გავიდა წინ. მეორეც ერთი ჰყოლოდა შე კაი ადამიანო პორზინგისი და იანეშ კრუმინში:)))) თუ გინდა მასე შენგელია და მამუ რომ გვყოლოდა ვერც ვერაფერს იზამდნენ. არ უნდა ეს ნეგატიური მაზგაჩიზმი .წარმატებები ნაკრებს .
სიმართლე
რა ,,რეპერიცია,, მე4 მეოთხედში,მოგებულ თამაშს ვაგებდით...კიდევ კარგი პორზინგისი არ ჰყავდათ,მერე გენახათ...
Lasha
ჩვენმა ბოჭებმა რიდს მიბაძონ და ყველა თამაშს მოვიგებთ
zura222
არა რაა ვინც რიდი მოძებნა და ჩვენთან თამაშზე დაიყოლია მართლა ორდენი ეკუთვნიის !! ასეთი მარტო ლეგიონერი კი არა უკანა ხაზის მოთამაშე საერთოდ არ გვყოლია !
შენგელია ნაკრებს ხვალ შეუერთდება - როდის გამოცხადდება მამუკელაშვილი?
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა იურმალაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ფულის გამო სულ გაგიჟდნენ - მუნდიალზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
რა ახლოს ვიყავით მოგებასთან - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია
ჰაიკ ჰოვაკიმიანი ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორია
პსჟ მეკარეს პორტუგალიურ გუნდში გაუშვებს
დემბელემ გოლის აღნიშვნისას "კვარას" მიბაძა და განცხადება გააკეთა
ბრუნო გიმარაეში "არსენალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა - "მეთოფეები" მეორე წინადადებას ამზადებენ
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთისგან ასე დავიტანჯებოდი. ბოდიშს ვიხდი" - მუსლერა
[VIDEO] ბიელსამ ჟურნალისტი მაგრად შეაშინა
7-ქალა | მოლდოვაში ორიდან ორი
ბელგიამ ახალი ზელანდია გაანადგურა, ეგვიპტე პლეი-ოფშია
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
[VIDEOS] დემბელეს ჰეთ-თრიკი - საფრანგეთმა გადახალისებულ ნორვეგიას სძლია და ჯგუფიდან ქულათა მაქსიმუმით გავიდა
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
კოკოშკოვმა ბალტიისპირელები სახლში გაუშვა
საქართველოს ნაკრებმა იურმალაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შენგელია ნაკრებს ხვალ შეუერთდება - როდის გამოცხადდება მამუკელაშვილი?
თურქეთი მაგრად იწყებს - ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაფრინდა: მუნდიალის საკვალიფიკაციოსთვის მზადება იურმალაში გრძელდება