ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზაქარია ბეგლარიშვილი მოქალაქეობას იცვლის და ესტონეთის ნაკრებში მიდის?

ზაქარია ბეგლარიშვილი მოქალაქეობას იცვლის და ესტონეთის ნაკრებში მიდის?

ქართველი ფეხბურთელი არ მალავს, რომ ნატურალიზაციის პროცედურის დაწყებას აპირებს
ტალინის "ფლორას" ნახევარმცველმა, საქართველოს 27 წლის მოქალაქე ზაქარია ბეგლარიშვილმა მოქალაქეობის შეცვლისა და ესტონეთის ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა. ბეგლარიშვილმა ეს ესტონურ გამოცემა Otuleht.ee-სთან ინტერვიუში თქვა.

"ესტონეთმა ბევრი რამ მომცა. ტალინში დაიბადა ჩემი მეორე შვილი. იმედი მაქვს, 2018 წელს ესტონეთის პასპორტს მივიღებ და თუ ნაკრებში მიმიწვევენ, ამ დონისთვისაც მზად ვიქნები", - ამბობს ბეგლარიშვილი.

მან საქართველოს ეროვნულ გუნდში მხოლოდ ერთხელ ითამაშა და ისიც შეცვლაზე - 2015 წლის 11 ნოემბერს ესტონეთთან, რომელიც ჩვენმა გუნდმა 0:3 წააგო. მაშინ ბეგლარიშვილი კახა ცხადაძემ გამოიძახა ქვეყნის მთავარ გუნდში. მაგრამ ეს ამხანაგური შეხვედრა იყო, ოფიციალურ მატჩებში კი ბეგლარიშვილს "ჯვაროსნების" ფორმა არასოდეს მოურგია და რადგან ხუთ წელიწადზე მეტია, ესტონეთში თამაშობს, მისი ნატურალიზაციის საკითხი შეიძლება მოკლე დროში გადაწყდეს.

ესტონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ რეიმმა ბეგლარიშვილით დაინტერესება აღიარა:

"ის არის ტექნიკური და შემოქმედებითი სტილის ფეხბურთელი, ესტონეთში კი ამ ტიპის მოთამაშეები ძალიან ცოტანი არიან. როცა ბეგლარიშვილს ვხვდებოდი, ყოველთვის ვეკითხებოდი, როდის მიიღებდა ესტონეთის მოქალაქეობას".

ქართველი ფეხბურთელი არ მალავს, რომ ნატურალიზაციის პროცედურის დაწყებას აპირებს.

ბეგლარიშვილი თბილისში, ნაძალადევში დაიბადა. პირველი მატჩები 2007-09 წლებში საქართველოში, "თბილისში", გორის "დილასა" და "ლოკომოტივში" ჩაატარა. "რკინიგზელებში" კარგად წარმოაჩინა თავი და 2010 წელს ტალინის "ფლორაში" მიიწვიეს. ესტონეთის უმაღლეს ლიგაში მან 193 მატჩი ჩაატარა, 62 გოლი გაიტანა და სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი (ბოლო 2015 წელს).

ქართველ შემტევ ნახევარმცველს საქართველოსა და ესტონეთის ჩემპიონატების შედარება სთხოვეს:

"მიმაჩნია, რომ საქართველოსა და ესტონეთის ჩემპიონატები დაახლოებით ერთნაირი დონისაა. საერთოდ, ესტონეთის ლიგა ვითარდება და აქ ბევრი კარგი მოთამაშეა".

მან აღიარა, რომ მშობლიური თბილისი ენატრება:

"ამის მიუხედავად, ვცდილობ, ყველაფერში დადებითი მხარე დავინახო. ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, თუნდაც, კლიმატი ავიღოთ: იქ უფრო მეტი სითბოა, აქ - სიცივე. მაგრამ ორივე ქვეყანაში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში".

საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" აღზრდილი (მწვრთნელი პაატა მეტრეველი) ბეგლარიშვილი 2008 წელს ამსტერდამის "აიაქსის" დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. ლევან ყენიასა და ლევან მჭედლიძესთან ერთად, 1990 წელს დაბადებულებში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა.

საინტერესოა, რომ ესტონეთი ფიფას რეიტინგში 98-ე ადგილზეა და საქართველოს 14 საფეხურით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ალეკო

სასწრაფოდ უნდა უხმოს ვაისმა ნაკრებში!

• კუჭკუჭი

გეტყობა,ჭიქით ხელში საქართველოს მაგარი პატრიოტი ხარ!

• სოსო

შენ ხუმრობ ანდრო,მაგრამ საქართველოსათვის ყოველი ქართველის სხვა ქვეყნის მოქალაქედ ქცევა რომ დაღუპვაა და ქვეყანა განახევრდა,დაღუპვას სხვას რაღას ეძახი?ქვეყნიდან წასვლას ათასი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს,ერის მოსპობას კი მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს,ქვეყანაში ამ ეროვნების ხალხის რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს რომ ჩამოსცდება,ეს.

• vaxo

სად წაიყვან სადაურსაო...ნახალოვკელი ზაქრო ესტონეთის ნაკრებში ითამაშებს ))) მიაწექი ძმაო. სანაკრებო ფეხბურთს თავისი მუღამი აქვს და ყველა შანსი გამოსაყენებელია მასთან საზიარებლად.საქართველოს ნაკრებში ვერ გაქაჩავდი,ჩვენ ძალიან ძალიან დიდი გუნდი გვყავს )))) რაც შეეხება "დათა თუთაშხიას",ერთუჯრედიანების სამაგიდო წიგნია !!!

• Sergi

Araa rg kaci gasalanzgi Da tyuilad nu esvrit talaxs

• pablito

ამ კაცს ვერ გაამტყუნებ, აქ სამშობლოს ღალატი და არაპატრიოტიზმი არაფერ შუაშია, ვისაც ბეგლარიშვილის ინტერვიუები წაგიკითხავთ, რამდენჯერ აქვს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქმული, თუმცა თავისით ხომ ვერ შეძვრებოდა ნაკრებში მათამაშეთო, არ იძახებდნენ, ამას გარკვეული მიზეზიც ქონდა, ალბათ მწვრთნელებს ესტონეთის ლიგის დონე არ აკამაყოფილებდათ და ამასაც კარგი თვალით არ უყურებდნენ, ვერ გაქაჩავს ნაკრებშიო, ახლა კი ისეთ ასაკში შევიდა, ვფიქრობ მართლა აღარ უნდა უცადოს იმას რომ ნაკრებში გამოიძახებენ, ამისთვის სხვებს უფრო აირჩევენ, ახალგაზრდებს, მაგალითად ჩაკვეტაძე, ბერიძე,კაკაბაძე, აბურჯანია,გვილია,არაბიძე, დვალი და რავი კიდევ ბევრი ასეთი... და ცუდია რომ ჰუფნაგელსაც არ იძახებენ, შანსი უნდა მისცენ თორემ გაიქცევა ესეც, ახლაგაზრდაა და ნიჭიერი, ბუნდესლიგა 2 ში კი არის მაგრამ, საკმაოდ მაღალი დონის არის და ბევრი ქვეყნის უმაღლეს ლიგას ჯობია...

• ბაჩო გ

ძალიანაც სწორად მოიქცევა.წარმატებები მას...

• andro

დავღუპულვართ და ეგაა!

• N

ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა კეთილ წამოწყებაში! ნეტავ, ყველა ქვეყნის ნაკრებში თამაშობდნენ ქართველები!

• kkkk

eseigi saqartvelos moqalaqeoba tu miigo vinmem da itamasha chvens erovnulshi.ugirsebia xo .vai tkvens patrons vinc am azzrze xart

• peeezz

ვერ ვხვდები რატომ მიიჩნევთ გაუმართლებლად მის ამ სურვილს? დარწმუნებული ვარ ჩვენს ნაკრებში რომ იძახებდნენ სულსა და გულს დადებდა, მაგრამ არ იძახებენ უკვე წლებია, ვერ ვიკამათებ იმაზე ნაღდად ჯობია თუ არა ჩვენი ნაკრების ახლანდელ თავდამსხმელებს რამით, მაგრამ ფაქტია არ იძახებენ და უკვე იმ ასაკშიცაა, რომ ლოდინის ვადა ამოეწურა... შესაბამისად ახლა უკვე სრულიად მართებულია მისი ესტონეთის ნაკრებში თამაში. სამწუხარო ის არის თავის დროზე გოგიამ, ჯიქიამ რომ მოინდომეს ღამურობა - დაუძახეს თუმცა უარყვეს ეროვნული ნაკრები. წარმატებები ბეგლარიშვილს!!!

• stepinski

რა პატრიოტიზმი კაცი იხვეწებოდა გამომიძახრთო და შანსიც არ მიცეს არ გაურია ამ ნაკრებში? გამოეძახათ და ვინმემ უარი თქვა არა მთელი ცხოვრება საქართველოს ნაკრებიდან მოწვევას დაელოდება რომელსაც ვერ მიიღებდა რადგან არავინ არ კრიშავს ალბათ მიდი ზაქარია მიაწექი სადაც დაგაფასებენ იქ ითამაშე ვაიპატრიოტებმა კიდე საქმის არსში გაერკვიეთ და მერე წერეთ დილეტანტები ესენი

• კოტე

რა მაგარი ნაწარმოებია თუთაშხია ფული ბაბა ფული.

• ლელო

ყველაზე მეტათ ჩემ ახალგაზრდობაში რომ გულ ანთებული ქართველი ვაჟკაცები იყვნენ ისინი მენატრებიან. ეხლანდელებს რა გჭირთ ყვავმა დაგჩხავლათ თუ კაჭკაჭმა ვერ გავიგე?

• ზაზა

რათ უნდა ესტონეთის ნაკრების წევრობა,ევროზე გამოვა,თუ მსოფლიოზე?საქართველოს ნაკრებიც ყველას თამაშს აგებს და ესტონეთიც.ალბათ მარტო ფინანსური დაინტერესება თუ არის...

davai patriotebo kvekana gacvalao daicket)))))) scori sakcielia namdvilad midi zakro ubere aranairi mnishvneloba araak dges estonetshi itamasheb tu sakartveloshi :)

• გურამი

ყოჩაღ ნამდვილი ქართველი გაუზრდიხარ ოჯახს!

• ვახტანგი

კარგია , ესტონეთის ნაკრებისთვის კარგი იქნება, ჩვენს ნაკრებში არა, არც ჩვენ გვყავს სტარები მაგრამ მასზე უკეთესები ნამდვილად გვყავს

პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს

მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ

ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა

გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე

ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს

ქართველი ლეგიონერის გოლი და გამარჯვება კონფერენს ლიგაში

ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი

ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველები უფრო შემოქმედებითად თამაშობენ

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს

დაუძლურებულმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთსაც ვერ სძლია [VIDEO]

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი

ესტონელთა მწვრთნელი: მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გჭირდებათ

ბეგლარიშვილმა გუნდი კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში გაიყვანა

მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]

"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

ფოთის "კოლხეთის" მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს

ფოთის "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელად სოსო ფილია დაინიშნა

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" და ჩაკვეტაძის "გენტი" თითქმის შემდეგ ეტაპზე - ქართველები კონფერენს ლიგაზე

ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა

შვედეთის ნაკრებმა იბრაჰიმოვიჩის გარეშე გაიმარჯვა

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]

ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...

კონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის

ოფიციალურად - "ჯვაროსნების" ყოფილი მოთამაშე ესტონეთის ნაკრებში ითამაშებს [PHOTO]

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

ზაქარია ბეგლარიშვილმა ფინეთში გუნდი გამოიცვალა

ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონურ "ფლორაში" დაბრუნდა

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

საქართველოს ნაკრების მეტოქე ესტონეთი: ერევნის გავლით თბილისში

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ