ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...

ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...

"საქართველო ამას თუ შეძლებს, მაშინ შედეგებიც იქნება. ნელ-ნელა წინსვლა ნამდვილად არის, მაგრამ უფრო მეტია საჭირო"
ის ერთ-ერთი პირველი წავიდა საქართველოდან მწვრთნელ ვლადიმერ ლეკვეიშვილთან ერთად და "მამლუქობის ეპოქის" მთელმა რისხვამ მათ თავზეც გადაიარა. მათ შემდეგ კიდევ ბევრი წავიდა უცხოეთში კარიერის გადასარჩენად, მაგრამ ამას უაღრესად შეჭირვებული მაშინდელი საქართველო უკვე შეგუებული იყო და იმდენი ხმაური არ ატეხილა, მშვილდოსანთა ეს წყვილი კი საზოგადოებრივი კრიტიკის ობიექტად იქცა.

ნატო ნასარიძე იმხანად ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრებში იყო და დამოუკიდებელი საქართველოც დიდ იმედებს ამყარებდა მასზე, მაგრამ ფაქტია: თბილისში რომ დარჩენილიყო, თანაგუნდელთა აბსოლუტური უმრავლესობის დარად, მასაც სხვა სფეროშო მოუწევდა გადანაცვლება თავის გადასარჩენად, თურქეთში კი კარიერა გადაარჩინა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან და ლეკვეიშვილმა ჩაუყარეს საფუძველი თურქულ მშვილდოსნობას, ყამირიც წარმატებით გაკვალეს და იმ დონეზე ააღორძინეს, მსოფლიოში ანგარიშგასაწევ ძალად აქციეს. თავად ნასარიძეც ავტორიტეტად იქცა: ორჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა პირადში, მსოფლიოზე კი გუნდურში ვერცხლი მოიპოვა.

იმ ძნელბედობის წლებში ქართული მშვილდოსნობა რომ გადარჩა, ამაში ნასარიძისა და ლეკვეიშვილის დიდი წვლილიცაა, რადგან, გადახვეწის მიუხედავად, ყოველთვის გვერდში ედგნენ ქართველ კოლეგებს: წარმატებულებს იქ სიტყვაც ეთქმოდათ და ამბობდნენ კიდეც, შედეგად კი რამდენჯერ მიუწვევიათ ჩვენები შეკრებასა თუ ტურნირზე, რამდენჯერ დახმარებიან ინვენტარით, რამდენჯერ გაუწვდიათ უანგაროდ დახმარების ხელი...

დღეს ჩვენებური თურქეთის ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია და იქაურ სამკაციან სამწვრთნელო შტაბში დიდი გავლენით სარგებლობს. ნაკრებში მოსვლისთანავე მკაცრი საკადრო რეფორმები გაატარა და ძალიან თამამად გაუთავისუფლა ადგილი ახალ თაობას.

მას ბათუმში, აჭარის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე შევხვდით და საუბარი გუნდში გატარებული პირველი ნაბიჯებით დავიწყეთ.

- როგორც ვიცი, დიდი წინააღმდეგობა შეგხვდათ გუნდის გაახალგაზრდავების გზაზე...

- ამ პოსტზე ხუთი წლის წინ დავინიშნე და პირველი სამი წელიწადი ძალიან რთული იყო, რადგან არ გვქონდა არანაირი შედეგები. სპორტსმენებთან ტექნიკაზე ვმუშაობდით და ეჩვეოდნენ ტურნირებში მონაწილეობას, გამოცდილებას იღებდნენ. ახლა უკვე ჩამოყალიბებულია გუნდი. უფრო მეტად - ქალებისა, ვაჟებში კი ეს პროცესი ჯერ ბოლომდე არაა დასრულებული, რადგან მათთან შედეგები უფრო მაღალია და წარმატების მიღწევა შედარებით ძნელი. ამიტომ ჯერ კიდევ გვჭირდება ცოტა დრო.

- სავარჯიშო სისტემაც შეცვალეთ?

- საკმაოდ შევცვალეთ: გაიზარდა ვარჯიშების რაოდენობა, ბავშვები უკვე გაცილებით ბევრს ისვრიან, ბევრს მუშაობენ. უკვე იმ დონემდე მიეჩვივნენ ამას, რომ ცოტა თუ ივარჯიშეს, მაშინვე უვარდებათ შედეგები. ბათუმში ჩამოსვლის წინაც ცოტა ნაკლები მოუწიათ წვრთნა და მთლად კარგად ვერ გრძნობდნენ თავს.

სავარჯიშო სისტემაში ასევე გავზარდეთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვები და ყველანაირად ვცდილობთ, რაც თავის დროზე ჩვენ გვაკლდა, ამათ ჰქონდეთ. სამწვრთნელო ჯგუფში ვინც შევდივართ, თავის დროზე ყველა იყო სპორტსმენი და ძალიან კარგად ვიცით, რა სჭირდება მშვილდოსანს.

- როგორ ფიქრობთ, ამ ოლიმპიურ ციკლში თქვენი ქალთა ნაკრები საბოლოოდ ჩამოყალიბდა თუ მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები?

- წლევანდელი ნაკრები უკვე ჩამოყალიბებულია, თუმცა არაა გამორიცხული, მომავალ წლებში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ავიყვანოთ და იმათთან გავაგრძელოთ მუშაობა ამათ დონეზე ასაყვანად. დღეისათვის რვა ქალი და ამდენივე ვაჟი გვყავს აყვანილი. წლეულს ყველაზე კარგი შედეგი ამათ აჩვენეს და ნაკრებშიც ესენი მოხვდნენ, გაისად კი, შეიძლება, შეიცვალოს რომელიმე მონაწილე. თუმცა არიან ძირითადი სპორტსმენები, მაგალითად, ვაჟებში ევროპის ფინალისტი მეთე გაზოზი, ქალებში კი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი იასემინ ანაგიოზი, რომელთა შეცვლაც არ იქნება იოლი, მაგრამ მეორე-მესამე ნომრების პერიოდულად შეცვლა შესაძლებელია.

- ვინ მიგაჩნიათ დღევანდელ შემადგენლობაში განსაკუთრებით ნიჭიერად, ვისზეც სამომავლოდ აკეთებთ გათვლას, ვისგან მოელით დიდ შედეგებს?

- გაზოზისა და ანაგიოზისგან. მათზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ.

- როგორ ფიქრობთ, მოუტანენ ისინი თურქულ მშვილდოსნობას თქვენნაირ წარმატებებს?

- თურქეთს მართლაც ბევრი ტიტული მოვუტანე. იმ დონემდე შეძლებენ თუ არა მიღწევას, არ ვიცი, მაგრამ არანაკლები შეუძლიათ, ოღონდ თუ გააგრძელებენ ვარჯიშს და შრომას. მე ძალიან დიდი ხანი - 28 წელიწადი ვისროდი. არ ვიცი, ესენი ამდენ ხანს გაძლებენ თუ არა, თუმცა ქულებით, ხასიათით და ჟინით არ ჩამომივარდებიან.

- დღევანდელ ქართულ მშვილდოსნობაზე რას იტყვით, რომელთანაც ყოველთვის ახლოს იყავით?

- ქართულ მშვილდოსნობასთან მართლაც ყოველთვის ძალიან ახლოს ვიყავი. ჯერ კიდევ ისვრიან ის სპორტსმენები, რომლებიც ჩემთან ერთად გამოდიოდნენ ნაკრებში და ახლო ურთიერთობა მაქვს. უბრალოდ, მინდა ვთქვა, ეს თაობა რომ წავა - ნარიმანიძე, ესებუა და სხვები, მერე რა იქნება! კი, ვხედავ, რომ ახალგაზრდები მოდიან, მაგრამ რამდენად გაჰყვებიან ისინი ამ სპორტს, რამდენად შეძლებს საქართველო მათ დაფინანსებას და ყველანაირად ხელის შეწყობას: ინვენტარით, ფსიქოლოგიურად თუ სხვა კუთხით.

დღეს მშვილდოსნობას ძალიან ბევრი რამ სჭირდება, რადგან მსოფლიოში შედეგები ძალიან გაიზარდა და ამ ფონზე წარმატებას რომ მიაღწიო და მოუგო სხვა ქვეყნების სპორტსმენებს, ამისთვის აუცილებელია იარაღი, ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყო და გქონდეს ვარჯიშის პირობები. საქართველო ამას თუ შეძლებს, მაშინ შედეგებიც იქნება. ნელ-ნელა წინსვლა ნამდვილად არის, მაგრამ უფრო მეტია საჭირო.

- მაინც, რა?

- შეკრებები უნდა იყოს უფრო ხშირად. ჩვენ ძირითადად შეკრებებზე ვართ. ესეც ჩვენ შევცვალეთ სავარჯიშო სისტემაში - 12 დღით შეკრებაზე ვართ, მერე ორი დღით სახლში მიდიან, ისევ ბრუნდებიან და ასე გრძელდება მთელი სეზონი. ბაზა ანტალიაში გვაქვს და ჩვენი ბავშვები, ფაქტობრივად იქ ცხოვრობენ. ბევრი მათგანი იქვე სწავლობს, მაგრამ თუ ვინმეს გამოცდები აქვს ან რამე აუცილებლობაა, ცხადია, ვათავისუფლებთ შეკრებიდან. სულ ვარჯიშობენ - დილიდან საღამომდე. როცა ანტალიაში ძალიან ცხელა, ღამეც კი ვნიშნავთ ვარჯიშებს, რადგან სასროლეთზე განათება გვაქვს და ამის პრობლემა არაა.

- ლეკვეიშვილმა უკვე განაცხადა საქართველოში დაბრუნების შესახებ. თქვენ თუ აპირებთ იმავეს?

- ის უკვე პენსიაზე გადის და მართლაც აპირებს, მე კი საქართველოში როგორ არ დავბრუნდები, მაგრამ ახლა სამსახურის გამო ეს შეუძლებელია - კონტრაქტი მაქვს და მას ვერ დავარღვევ. ჯერჯერობით ერთი ოლიმპიური ციკლი კიდევ იქ ვიქნები, მერე კი ვნახოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• მახო

წარმატებები ნატო. ჩვენი მაგარი გოგო ხარ მუდამ :)

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები

თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა

მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება

ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო

მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს

მშვილდოსნობა. თურქეთის ტურნირი: ქალების მორიგი ჯილდო

ბაქო 2015. მშვილდოსნობა: ლობჟანიძე - დღის მთავარი სენსაცია

საქართველოს ჩემპიონატი: ის ურჩევნია მამულსა - დედა-შვილის შერკინება

მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს ქალთა ნაკრები ვერცხლს დასჯერდა

ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა

დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან

საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა "ევროპის დიდი პრიზი" მოიგო

ჩვენი კაცი თურქეთში - ინტერვიუ ვლადიმერ ლეკვეიშვილთან