ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტთან" დამარცხდა [VIDEO]

თბილისის "დინამო" ესპანურ "ხუვენტუტთან" დამარცხდა [VIDEO]

საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის (BCL) საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა
საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ესპანურ "ხუვენტუტთან" თბილისში გამართა და ანგარიშით 60:72 დამარცხდა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული შეხვედრის პირველი მეოთხედი ფრედ 17:17 დასრულდა, ტაიმი კი სტუმრებმა ერთქულიანი უპირატესობით მოიგეს - 30:29. ესპანელებმა ერთი ქულის სხვაობით მოიგეს მესამე მეოთხედიც - 17:16, ბოლო ათწუთეულში კი მათი უპირატესობა თვალსაჩინო გახდა - 25:15.

ორივე გუნდიდან უდავოდ საუკეთესო ვეტერანი ნიკოლოზ ცქიტიშვილი გახლდათ, რომელიც თავის გუნდს 23 ქულით შეეწია და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - ასეთი საკადრო პრობლემების მქონე საქართველოს ნაკრებმა როგორ შეიძლება ესოდენ მაღალი კლასის კალათბურთელი არ გამოიყენოს?

საპასუხო შეხვედრას ირაკლი ხოშტარიას გუნდი სტუმრად ესპანეთში 21 სექტემბერს ჩაატარებს.

ნამატჩევს თბილისის "დინამომ" განცხადება გაავრცელა:

"ჩვენო ერთგულო ქომაგებო, უპირველეს ყოვლისა, გვსურს თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი გულშემატკივრობისა და თანადგომისთვის. დღევანდელ თამაშზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ენერგია, რაც თქვენგან მოდიოდა. მართალია დავმარცხდით ანგარიშით 60:72, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს.

არ ვაპირებთ დამარცხებასთან შეგუებას და 21 სექტემბერს ბადალონაში "ხუვენტუტთან" საპასუხო თამაშზე მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ვითარება ჩვენს სასიკეთოდ შევცვალოთ".

იხილეთ სრული მატჩის ვიდეო

• ნოდო

ყველაზე მეტი საჯარიმო ცქიტიშვილმა გააფუჭა. მაგაზე რატომ არ წერ.

• კოტე

ნიკა ცქიტიშვილი არ არის ნაკრების სპორტსმენი. საერთოდაც, ძალიან არაგუნდურია და მუდმივად პრობლემებს ქმნიდა კოკოშკოვის მწვრთნელობიდან. ზუროსს პირდაპირ უარი უთხრა. ფორმაში არ ვარ და ტყუილად ნუ გამსინჯავო. სადღაც არაბეთის ჩემპიონატებში გამოდის. პენსიაზე გასვლას ელოდება. მოკლედ, პრობლემური ტიპია, თანაც ბოლო წლებია საშუალო დონეზე ვერ თამაშობს.

• თემოს

ასეთი რიტორიკა ღუპავს ქართული სპორტის განვითარებას, თურმე ცქიტიშვილმა შეცდომები დაუშვა, თურმე 23 ქულა არაფერია, თურმე ჩვენ უბრალო გულშემატკივარის აზრი არ არის მოსასმენი და გასათვალისწინებელი. არადა ჩემს ირგვლივ ვინც იჯდა გუშინ დარბაზში ყველა ერთი და იმავეს იძახდა, რას ერჩიან ცქიტიშვილსო, ლონდარიძე-ბერიშვილის თამაშიც ყველამ ნახა და რისი თავიც აქვთ ეგეც გამოჩნდა. ხოდა ჩემო თემო და თემოსნაირებო ბიძიებო სანამ ასე გააპრავებთ თემებს მანამდე არაფერი ეშველება ქართულ სპორტს.

• GEOGEO

თემო-არ დაიღალეთ ეს ფედერაციის გამპრავებლები ერთი და იგივეს ძახილით. ამოუვიდა უკვე ხალხს ყელში ამდენი სისულელეები. სიმართლე თქვან რომ პირადულად არ მოწონდათ ნიკა და დაბლოკეს პატარა ბავშვმაც კი იცის დრემდე ვინ ადგენს ნაკრების სიას და მოდი დაყენდით ერთხელ და სამუდამოდ

• თემო

არ ვაპირებდი კომენტარის დაწერას, მაგრამ სტატიაც და კომენტარებიც იმდენად არაპროფესიულია, რომ, თავს ამის უფლება მივეცი: 1. ახლადდანიშნულმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა 2016 წლის მაისში ნიკოლოზ ცქიტიშვილი გამოიძახა ეროვნულ ნაკრებში, თუმცა უარი მიიღო იმ მოტივით, რომ ზედმეტ დატვირთვებს ვეღარ ვუძლებ და სანაკრებო კარიერა დავამთავრეო. ამით ეს თემა ამოიწურა და აღარ შეხმიანებია. ისიც საყოველტაოდ ცნობილია, რომ ფედერაცია ნაკრებების დაკომპლექტებაში საერთოდ არ ერევა. 2. ნიკოლოზ ცქიტიშვილი შესაძლოა გუშინდელ თამაშში სხვებს ჯობდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგ ფორმაშია და ნაკრების დონის მინიმუმს მაინც შეესაბამება. საკმაოდ ნელა თამაშობდა და ბევრი შეცდომაც ქონდა. 3. საწვრთნელო სკამიდან გინება რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, მაგრამ თუ კალათბურთის, ან სპორტის სხვა სახეობის მატჩებზე დასწრებულხართ, მსგავსი და ბევრად უარესი ბილწსიტყვაობა გასაკვირი არ არის. ფეხბურთსა და რაგბზე ხომ ამის გარეშე შეუძლებელიცაა. "მათე"-ს ვეთანხმები, თუ რაიმე განსაკუთრებული ხდება, მსაჯი, ან კომისარი მწვრთნელს შენიშვნას მისცემენ, ან მოედანს დაატოვებინებენ და დისციპლინარულ, ან ფულად ჯარიმას დააკისრებენ. მოკლედ, სპორტი ბალეტი და სპექტაკლი არ არის და ემოციების მოთოკვა ხშირად შეუძლებელია. როგორც ჩანს უმეტესობამ არ იცის რა ხდებოდა სპორტის სასახლეში 1970-1980-იან წლებში(უფრო ადრეც), განსაკუთრებით როცა თბილისის "დინამო" ცსკა-ს, მოსკოვის "დინამო"-ს, კიევის "სტროიტელ"-ს, ან ლენინგრადის "სპარტაკ"-ს ეთამაშებოდა. მაშინ ისეთი ხმაური, ყვირილი, ხელ-ფეხის ბრახუნი და სტვენა იყო, გეგონებოდა ახლა დარბაზი დაინგრევაო. დიახ, ქალბატონებო დაბატონებო, ყვირილიც უნდა იყოს, სტვენაც და გინებაც, დარბაზიც სავსე უნდა იყოს მაყურებლით და მხარდამჭერებით. ბოლო წლების განმავლობაში ქართული კლუბი პირველად წარსდგა ევრპის საკლუბო თასზე, დასწრება უფასო იყო და დარბაზის 40% მაინც ცარიელი იყო. იგივე სიტუაცია იყო თბილისის "მერიის თასზე", სადაც თავისუფალი დასწრების მიუხედავად, ნაკრების ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში ჩეხეთთან თამაშზე დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო. ვისგან რას ითხოვთ, როცა ასეთ თამაშებზე, უფასო დასწრების პირობებში 3-4 ათასი ადამიანის მეტი არ შედის დარბაზში. რატომ გაქვთ მაღალი დონის მოთხოვნები და პრეტენზიები?! ასეთი "მხარდაჭერის" პირობებში ლიტვის, სერბეთის, საბერძნეთის და ლამის იტალიის დამმარცხებელი, მაღალი დონის ევროპული ნაკრები გვყავს, რაც საამაყოა. "დინამო"-ს მხარდასაჭერად, მით უმეტეს ასეთ ტიტულოვან გუნდთან, როგორიც "ხუვენტუდია", დარბაზი გადაჭედილი უნდა ყოფილიყო. აქ კი რა ხდება, კალათბურთელებს და მწვრთნელებს ლანძღავენ და იმას აკრიტიკებენ, შეიგინაო. პირიქით, ყველაფერში გვერDში უნდა დაუდგეთ და უნდა გაამხნევოთ, შედეგს რომ მიაღწიონ.

• მათეს

რა მოსულა? სად მოსულა? სპორტში მოსულა?))) სპორტული ღირსება და ფეირ პლეი არ მოსულა, ჰო? ბავშვებთან და ქალებთან გინება მოსულა, ჰო? და, საზოგადოების თავშეყრის ადგილას ბილწსიტყვაობა რომ ხულიგნობაა და კანონით ისჯება, ამაზე ყურმოკვრით მაინც თუ გსმენია? თუ მოსულა მაინც?)) აა, თუმცა ვაჟკაცი ქართველისთვის კანონი რა პონტია, ჰო?

• მათე

სპორტში ეგ ყველაფერი მოსულა. თუ რაიმე დარღვევაა, არიან მსაჯები, კომისარი და დამკვირვებელი. თავად მიხედავენ რაც საჭიროა.

• თორნიკე

უკაცრავად, თამაშს უყურეთ? ცქიტიშვილმა იმდენი შეცდომა დაუშვა, ეროვნულ ნაკრებში კი არა, "დინამოში"-ც ვერ ივარგა. მარტო 7 გაფუჭებული საჯარიმო რად ღირს. 23 ქულის აღება არაფერს ნიშნავს, როცა ერთ იმდენს აფუჭებ. რაღა დროს ცქიტიშვილია, მოედანზა ზანტად მოძრაობს.

• Gela

აი, რაშიც მაგრები ვართ და უპირობო მსოფლიო ჩემპიონები გავხდებოდით, - სამწვრთნელო სკამიდან გინებაში რომ რარდებოდეს პირველობა! უფფფ, მეტოქეს შანსს არ მივცემდით! მოკლედ შეგაზარებენ ყველაფერს რა! ფედერაციასაც ეტყობა, რომ მაგრად კიდია, 16 წლამდელების მწვრთნელის საქციელის მერე, რომელიც ცოცხალს და მკვდარს არ უტოვებდა მეტოქეებს და მსაჯებს, - არავითარი რეაქცია არ ყოფილა ესე იგი!!!

• zura

ცქიტიშვილი ხუვენტუდმა უნდა აიყვანოს თავის გუნდში,ესპანურ ლიგაში დაჭირდებათ აუცილებლად

• ზურა

დინამოში მხოლოდ ცქიტიშვილი თამაშობდა.ეს გუნდი არ იყო,მწვრთნელის ხელი არ ეტყობოდა საერთოდ! ხუვენტუდი არაფერი გუნდი არ იყო,ამ გუნდს ნებისმიერი პირველი სამეულის გუნდი მოუგებდა საქართველოს ჩემპიონატიდან! ერთი ეს მითხარით ტურა ვინ არის დინამოს სამწვრთნელო შტაბიდან? ჩემს უკან დედამისი იჯდა მთელი თამაში არ გაჩუმებულა,ცინცაძეს ისეთი დღით ლანძღავდა დინამოს უარი უთხრაო,თამაშის ყურება აღარ მინდოდა,მაყურებლები შეაწუხა ქალმა...

ილია ლინდარიძე არის ნაკრების კალათბურთელი ???! მესამე მეოთხედის ბოლოს და მეოთხეს დასაწყისი ვნახე - გააფუჭა 2 ჯარიმა (ემოცია ამაზე კიდევ სხვა საკითხია, ორტარება, დაკარგვა), რა ნიშნით წაიყვანა ზუროსმა ვერ გავიგე - უკეთესი და უფრო ემოციური გულშემატკივრებიც გვყავს. 7 წუთი (მესამეს 2:30 და მეოთხეს 4:30) ქულა არ აგვიღია, ამავე პერიოდში რაც ვნახე გადახვევებით 6 ჯარიმა გავაფუჭეთ - სად არის ახლა ჩვენი კალათბურთის ადგილი ?! კალათბურთელმა რომ სროლა ისწავლოს ამასაც ბევრი დაფინანსება უნდა?

• ზიზუ

პირველ რიგში მწვრთნელს მინდა შევეხო მესმის შენი მეგობარო ემოციები მოგება გინდა თამაშში ხარ ჩართული, მაგრამ გაითვალისწინე დარბაზი პატარაა იქ ბავშვები და მანდილოსნები ზიან უყურებენ და ესმით ყველაფერი, მეორე ცქიტიშვილი იყო თავის დროზე იყო ერთ-ერთი ტალანტი მსოფლიოსი, ერთი თაობის არიან ეგ და ფაჩულია, ზაზა ახლოსაც ვერ მივიდოდა ნიკას მონაცემებთან, მაგრამ ვერ გაიხსნა ბოლომდე ნიკა. მის უთამაშებლობას ნაკრებში რაც შეეხება კოკოშკოვთან პრობლემები ჰქონდა და არ იძახებდა, ზუროსის ნაკრებში თამაში კი აღარ მოისურვა, ისე კი გამოადგება ნიკასნაირი მოთამაშე ჩვენს ნაკრებს და კარგი იქნება თუ ითამაშებს ნაკრებში

• გუგა

რით ვერ მოგბეზრდათ ერთდაიგივეს ლაპარაკი, ცქიტიშვილი რომ უმაღლესი კლასის კალათბურთელია ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ რა აზრი აქვს ახლა ამის ლაპარაკს თუ რატომ არ იყო ის ნაკრებში, ნაკრებს თავისი გზა ჰქონდა ნიკას კი თავისი, საკმაოდ ითამაშა ნიკამ ნაკრებში და ბევრი სარგებელიც მოიტანა, მაგრამ ხანდახან ხდება ისე როგორც ხდება, და ეს შესაძლოა ნიკასთვისაც უკეთესი იყო და ნაკრებისთვისაც. მადლობა დინამოს დღეს შეიძლებოდა მოგებაც, და წარმატებები.

• georges

ბრავო ნიკოლოზ ცქიტიშვილს, ეს ბიჭი ნაკრებში არ უნდა იყოს?! 213 სმ სიმაღლისა და ბევრ გამთამაშებელზე კარგად ისვრის 3 ქულიანებს, ჯერ მხოლოდ დღეს 3-4 სამქულიანი ჩააგდო! ფედერაციამ უზრუნველყოს მსოფლიოს შესარჩევზე ნიკას ნაკრებში თამაში!

ვლადიმირ ბოისას ძმა რომ არააიმიტომ არ წაიყვანეს ნაკრებში ცქიტიშვილი.

• megre

მიზეზი არ ვიცი რაიყო მაგრამ ამ წლების განმავლობაში ცქიტიშვილი ნამდვილად არ იყო დასაკარგი კალათბურთელი, იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ცქიტიშვილთან ერთად ნაკრები უფრო წარმატებული იქნებოდა. პ.ს. ეს ხოშტარია კიდე რას ხტუნაობს რანაირად იქცევა რა უბედურებაა

• სააკაძე

ჰო კიდევ ერთი, ეს მწვრთნელი ვინ არის, საიდან მოვიდა, ნერვების დამამშვიდებელი დაალევინეთ,

• სააკაძე

ცქიტიშვილს უეჭველი ფედერაცია ბლოკავს, სხვა ახსნა არ აქვს ამ კაცის ნაკრებში არ გამოძახებას, ათი თავით ჯობია, ბოისას, ლონდარიძეს და კიდევ ბევრს, 3 ქულიანებს ისვრის მშვენივრად.

• სანდრო

ცქიტიშვილს რატომ აღარ იძახებენ ნაკრებში? ბოისაზე და ბევრ სხვაზე მეტ სარგებელს არ მოუტანდა გუნდს?

• gia

მწვრთნელი რაოდემს იგინებოდა რა იყო. ცოტა მეტი პასუხისმგებლობა, პროტესტი ცივილურადაც შეგიძლია გამოხატო ამდენი ხალხი გიყურებს და რა წესია გინება. შემდეგ თამაშებზე გამომცხადებელს ამ ინგლისურით ნუ დასვამენ კიდე არ გვიჭირს უკვე ჩვენ ქვეყანაში ინგლისურის მცოდნე ხალხი.

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო

ნიკა ბურჯანაძე Junior NBA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

ნიკა ცქიტიშვილი: არ ვიცი, ნაკრებში რატომ არ მიძახებენ

ნიკა ცქიტიშვილი და გიორგი ცინცაძე "დინამოს" ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარებიან

"დინამო" "ხუვენტუტთან" 20 ქულით დამარცხდა

ირაკლი ხოშტარია: "ხუვენტუდს" მომზადებულები ვხვდებით

დინამო VS ხუვენტუდი - ახალი ისტორიის დასაწყისი

დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]