39 წლის სპეციალისტმა ცოტა ხნის წინ ფოთის "კოლხეთი" დატოვა
25 აგვისტოს გელა სანაიამ ფოთის "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მის ნაცვლად კი ალეკსანდრ შტელინი მუშაობს. "ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ 39 წლის სპეციალისტს უკვე ჰქონდა მიწვევები, რაც თავადაც დაგვიდასტურა...

"პირველი ლიგის გუნდიდან კონკრეტული შემოთავაზება იყო. მაგრამ უარი ვთქვი, რადგან პრობლემური გუნდიდან წამოვედი და იმავე ვითარებაში მოხვედრა არ მსურდა. ახლა ვისვენებ და ფსიქოლოგიურად აღდგენას ვცდილობ. თუმცა იმედი მაქვს, მალე მეტ-ნაკლებად გამართულ კლუბს ჩავიბარებ", - ამბობს სანაია.

ახალგაზრდა სპეციალისტი გულახდილად ლაპარაკობს, წამოსვლა რამ აიძულა:

"გუნდში სამი წელია ვმუშაობდი. იყო პერიოდი, 4 თვის დავალიანების აღების მოთხოვნით მიტინგებზე ვიდექით და მერე სავარჯიშოდ მივდიოდით. კიდევ კარგი, ფეხბურთის განვითარების ფონდი დაფუძნდა და ეს ამბავი მოგვარდა. მაგრამ უბაზოდ, უსტადიონოდ და სპონსორის გარეშე ლიგაში ადგილის დასარჩენად ბრძოლა გაგვიჭირდა. ორჯერ გუნდი ლიგაში დავტოვეთ, გარდამავალ ჩემპიონატში ეს ამოცანა უპრობლემოდ შევასრულეთ და ევროსაგზურის პლეი-აუტამდე ცოტაღა დაგვაკლდა. ეს პრობლემებით სავსე გუნდში ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას ნიშნავდა.

პრობლემები წელს არანაკლები იყო, მაგრამ ბოლოადგილოსან 11 ქულას ვუსწრებდით და მინიმუმ, გადათამაშებაში მონაწილეობას მაინც დავიმსახურებდით. თუმცა, გაძლიერების ნაცვლად, ზაფხულში ლიდერებმა დაგვტოვეს - კოვტალიუკი, კორობკა და მეკარე სიკაჩი წავიდნენ, ბოლოს არფანგ დაფეც გაიქცა. ამ დანაკლისის შევსება ძალიან ძნელი იყო და მივხვდი, "კოლხეთში" ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე და გადაწყვეტილებაც მივიღე".

სანაია ქართული ფეხბურთის საერთო პრობლემებსაც შეეხო:

"როდესაც გუნდს ინფრასტრუქტურა არ გააჩნია, შეუძლებელია მისი კარგად მომზადება. ეს ზედმეტი ხარჯი და გაუთავებელი მგზავრობაა. შესაძლოა, გარკვეული დროით აიტანო, მაგრამ სამი წელი გზაში ყოფნა ფსიქოლოგიურად დამღლელია. რაც მთავარია, თამაშებამდე ხანმოკლე შეკრებების მოწყობის საშუალებაც არ გვქონდა. ეს კი აუცილებელი იყო, ლეგიონერები ადგილობრივებს რომ დაახლოებოდნენ, დაფანტულები არ ყოფილიყვნენ და თავი გუნდის წევრებად ეგრძნოთ. ბაზაზე ყოფნით კი მეტი ყურადღების ქვეშ იქნებოდნენ.

კიდევ ერთი მომენტი - ვარჯიშების ჩატარების დრო წინასწარ უნდა დაგეგმო. მაგრამ საკუთარი ბაზის არქონის გამო, მორაგბეთა მოედანს ვქირაობდით და ამის გამო სასურველ დროს ვერ ვვარჯიშობდით. ბაზაზე ყოფნის კიდევ ერთი პლუსია, რომ ამ დროს კვების პრობლემა მოგვარებულია და ესეც ვერ ხერხდებოდა.

მაგრამ ისე არ გაიგოთ, თითქოს, ეს მხოლოდ "კოლხეთის" პრობლემაა - მსგავსი ამბები ბევრ სხვა გუნდში ხდება".

სანაიას თქმით, "კოლხეთი" უიმედო მდგომარეობაში არ მიუტოვებია:

"დღემდე მისი გულშემატკივარი ვარ და მჯერა, თუნდაც დარჩენილ ტურებს სახლში თუ ჩაატარებს, ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ გაუჭირდება. ს

აკუთარი მაყურებელი ძალიან ბევრს ნიშნავს, რაშიც გარდამავალ ჩემპიონატშიც დავრწმუნდით - ფოთის "პარკი არენაზე" გამართულ შეხვედრებში გუნდს გამორჩეული მოტივაცია და სტიმული ჰქონდა. როცა კლუბი ფინანსურად ძლიერი არ არის, საკუთარ ქალაქში არ თამაშობს და სტადიონს გამუდმებულად სხვაგან ეძებს, ეს ძალიან დამღლელია.

ერთხელ "ლელოში" წავიკითხე და სწორი შედარება იყო - ფოთის სტადიონის მშენებლობა სურამის ციხესავით გაიწელა. საქართველოს ზღვისპირეთში, ბათუმში, ფოთში, ქობულეთში რომ არ არის კარგი სტადიონი, საფეხბურთო სკოლებიც ვერ ვითარდებიან და ამით ჩვენი ფეხბურთი ბევრ ტალანტს კარგავს.

ფოთელები არიან ირაკლი ძარია, ლაშა გვალია, დათო სამურკასოვი, რეზო ჩიტეიშვილი, მათე ცინცაძე... მაგრამ პირობები არ ჰქონდათ და წავიდნენ, ბევრად მეტი ტალანტი კი დაიკარგა. ეს ქალაქები ქართული ფეხბურთის ტალანტების სამჭედლო იყო და სამწუხაროა, ახლა ასეთი ვითარებაში რომ ჩაცვივდნენ. ამიტომაც არის დიდი გადინება, ადგილობრივი გუნდები კი ძლიერი შევსების გარეშე რჩებიან.

ერთი ის მახარებს, რომ ჩემს წამოსვლამდე მდგომარეობა შეიცვალა, ტენდერში სერიოზულმა კომპანიამ მოიგო და "ფაზისი" უნდა აშენდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
იმ ანეკდოტისა არ იყოს,ჩვენ საბუთი და პირობა კი არ გვჭირდება,ბაზები გვინდა ,ბა ზე ბიიი.ბათუმში და ფოთის სტადიონის დამანგრეველი იმ ადგილით უნდა ჩამოჰკიდო,პუტინი რომ ჰპირდებოდა.სანამ ბაზებს აშენებულს არ ვნახავ,არავის აღარ დავუჯერებ სიტყვაზე.
daviti
ჭარმაგი ასაკის გულშემატკივარი ვარ,90 წლებში მახსოვს რა მგარი გუნდი იყო ტორპედო დათო ყიფიანს როგორ უმაგრებდა გვერდს შტელინი..ამ ბოლოს 14 ადგილიდან ტორპედო 6 მოახვედრა მითუმეტეს გუნდი თავად არ დაუკომპლექტებია,კიდევ ხელს უშლიდნენ პრეზიდენტის მხრიდან,მაგრამ კარგ ფეხბურთს თამაშბდნენ.,ამ ისტორიას რატომ ვყვები?რა უნდოდა ფოთში იქ ფეხბურთი არ არსებობს სამწუხაროდ..რა აზრი აქვს ასეთი კლუბის მონაწილეობას?თან ვერ გავიგე,კარგი ინფრასტრუქტურა არ არის მაგრამ ფონდი ყველას ერთნაირად უყოფს ფულს,საჩმელი და ხელფასები მაინც რატომ არ იყო?მონეჯმენტი 0 ..
zaza
საშინელი მდგომარეობაა ფოთში,აზრი არააქვს ვინ იქნება მწვრთნელი,მილიონი პრობლემაა და პლუს ფეხბურთელებიც არა არიან მაღალი კლასის,მოკლედ ფანტასტიური ძალისხმევაა საჭირო რომ რაიმე შეიცვალოს..
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
"ასე განვითარდა უკრაინაში ფეხბურთი, თქვენთანაც განვითარდება"
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
"ბიჭებს უკვე ყელში ამოუვიდათ და აღარც ვარჯიშობენ..." - ქუთაისის "ტორპედო" შესაძლოა დაიშალოს, გუნდში უმძიმესი კრიზისია
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
მალტის ჩემპიონს ირაკლი ძარიას გადაბირება სურს
ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ფოთის "კოლხეთში" გელა სანაიას ალექსანდრ შტელინი შეცვლის?
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
თბილისის "ლოკომოტივმა" 3 ფეხბურთელი დაიმატა და 1 გაუშვა
საჩხერის "ჩიხურა": ზაზა ჭელიძე, ბაქარ მირცხულავა და ორი შეკრება თურქეთში
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
"ლოკომოტივი": გოროზია დაბრუნდა, გვალია ვარჯიშობს, თომაშვილი წავიდა
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში
ქართველები რუსეთში: უცნობები, საუკეთესოები და ძვირადღირებულები
ირაკლი ძარია: ევროპიდან და აზიიდან კონკრეტული შეთავაზებები მაქვს
ირაკლი ძარია "ვალეტას" ფეხბურთელი გახდა
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს