21 წლის ქართველი თავდამსხმელი მოედანს დაუბრუნდა და გდინიას "არკა" პოლონეთის თასის მეოთხედფინალში გაიყვანა
ფოტოზე: ლუკა ზარანდია და ლეშეკ ოიჟინსკი

ლუკა ზარანდია მოედანს დაუბრუნდა და გდინიას "არკა" პოლონეთის თასის მეოთხედფინალში გაიყვანა. "პოდბესკიძიესთან" სტუმრად გამართული მერვედფინალური შეხვედრა 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა "არკას" შემადგენლობაში შეუცვლელად ჩაატარა და სტუმართა მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა: მე-15 წუთზე გდინიელთა თავდამსხმელმა გჟეგორჟ პიესომ ანგარიში ზარანდიას გადაცემით გახსნა. 61-ე წუთზე ქართველი საჯარიმოსთან ორ მცველს გასცდა და ბურთი ძელს მოარტყა.

ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი, 110-ე წუთზე გატანილი ულამაზესი გოლით, ზარანდიამ თამაშის ბედი გადაწყვიტა - დაახლოებით 30 მეტრიდან ოდნავ წინგამოსული მეკარე შენიშნა, ბურთი ძლიერად დაარტყა და მასპინძელს კიპერის თავგანწირულმა ნახტომმა ვეღარ უშველა...

- ლეგიონი: ვაწაძის დუბლი, სხირტლაძისა და ზარანდიას გოლები და პასები [VIDEO]

პოლონელი კომენტატორის სიტყვების თარგმნა საჭირო არ იყო - "ფანტასტიკული გოლი"!

შეგახსენებთ, რომ 2 მაისს ზარანდიამ პოლონეთის თასის ფინალში პოზნანის "ლეხთანაც" გადამწყვეტი გოლი გაიტანა, რისი წყალობითაც "არკა" პოლონეთის თასისა და ევროპალიგის საგზურის მფლობელი გახდა.

- ლეგიონი: ლუკა ზარანდიას შესანიშნავი გოლი თასის ფინალში და პირველი პოლონური ტიტული [VIDEO]

...მაგრამ 27 მაისს, ხოჟუვის "რუხთან" ექსტრაკლასას შეხვედრაში, ლუკამ მძიმე ტრავმა მიიღო - კუნთი გაუწყდა და 2 თვე დაისვენა.

საერთოდ, ტრავმებმა ეს ნიჭიერი თავდამსხმელი ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან გააწვალა და დიდი დრო დააკარგვინა. ზარანდიამ იმკურნალა და ევროპალიგაზე, დანიურ "მიტდიულანდთან" 27 ივლისის მატჩში, კვლავ კუნთი დაიზიანა, რასაც ერთთვიანი დასვენება მოჰყვა... და აი, ის კვლავ მოედანზეა და იმედია, ჯანმრთელობა აღარ უმუხთლებს.

"არკას" მთავარმა მწვრთნელმა ლეშეკ ოიჟინსკიმ კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში თქვა:

"საწყენია, რომ ზარანდია ტრავმებმა გააწვალა. ჩვენ მის გამოჯანმრთელებას მოუთმენლად ველოდით, რადგან შეიძლება ქართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს".

"პოდბესკიძიესთან" სათასო მატჩის შემდეგ ოიჟინსკიმ ზარანდია კიდევ ერთხელ შეაქო:

"ლუკამ დამატებულ დროში ულამაზესი გოლი გაიტანა, ისევე, როგორც პოლონეთის თასის ფინალში. ის შემდგომ ეტაპზე გასვლაში დაგვეხმარა".

პოლონური ინტერნეტგამოცემა sportowefakty.wp.pl წერს:

"არკა" წინ მიიწევს, ზარანდია ისევ გმირია. თანაც, ქართველი გდინიელებს ისევ სათასო შეხვედრაში დაეხმარა".

კიდევ ერთი ადგილობრივი პოლონური საიტი radiogransk.pl ქართველის თამაშს ასე აფასებს:

"მან ფენომენალური გოლით თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. ის სტუმართა შორის ყველაზე აქტიური იყო - ერთხელ ბურთი ძელს მოარტყა, დამატებულ დროში კი ძალიან შორიდან, მაგრამ ზუსტად დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა".

საერთოდ, ზარანდია მნიშვნელოვანი ფიგურა არა მხოლოდ კლუბისთვის შეიძლება გახდეს, არამედ საქართველოს ნაკრებისთვისაც. როცა უახლოეს რეზერვზეა ლაპარაკი, ზარანდია ერთ-ერთ გამორჩეულ კანდიდატად უნდა მივიჩნიოთ. მთავარია, ჯანმრთელად იყოს და სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, ნიჭი და პოტენციალი კი უკვე აქვს. ორიოდე თამაშიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ პოლონელებს ეღიარებინათ: მაისში "არკას" თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ხოლო მისი საფინალო გოლი -"სეზონის შედევრად".

"ახლა ლუკა კარგად არის. იმედია, ტრავმებისგან დაცული იქნება. ასეთ შემთხვევაში, მთელი სეზონი რომ ჩაატაროს, იმხელა პოტენციალი აქვს, პოლონეთის ექსტრაკლასაში მაღალ დონეზე შეძლებს თავის გამოჩენას", - ამბობს მენეჯერი მალხაზ მუსერიძე.

ზარანდია თამაშობს ქვეყანაში, რომლის ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში მე-6 ადგილზეა, ბოლო წლებში კი პოლონურ ლიგაში ბევრი ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი გაიზარდა. მართალია, ლუკა ჯერ საქართველოს ნაკრებში არ მიუწვევიათ, მაგრამ ფორმაში შესული - ნაკრებისთვის სასურველი თავდამსხმელი იქნება და წესით, შანსიც უნდა მიეცეს. ის ნამდვილად არ არის ნაკლებად ნიჭიერი იმათზე, რომელთაც ეროვნული გუნდის უახლოეს მომავლად მოვიაზრებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოლვაფირო სამარგალო
მარგალი კინე გერი რე. (მეგრელი უსევ გმირი)
ალეკო
რა აზრი აქვს, ნაკრებში მაინც დვალიშვილს გამოიძახებენ!
მერაბი
ფიზიკური კონდიციები მისახედი აქვს, ეს უკვე ჩვენი ფეხბურთელების არასწორი მომზადების სენია. იმედია დიდ მოთამაშედ ჩამოყალიბდება, ოღონდ არ გაზარმაცდეს! წარმატებებს ვუსურვებ!

egre zedapirulad kvelam kvelaperi icis amaze :)))))) ar daagdeba chanturias gzas arari egeti bichi sul male vnaxavt karg gundshi !
რომა
ტრავმები-ქართველების სენია და ეს ბავშვობაში არასწორი ვარჯიშების ბრალია.არასწორად განვითარებული კუნთები დატვირთვას ვერ უძლებენ და წყდება. ერთ დროს ყენიაც ძაან მაგარი ბიჭი იყო მარა...სანამ ბავშვთა ფეხბურთში კვალიფიციური მწვრთნელები არ იქნებიან მანამ კიდევ ბევრ ტალანტს დავკარგავთ
goga
გაუკეთები-ა კი ოდესღაც 16-17 წლის რო იყო და იმის მერე 4 წელი გავიდა ჯიგაროო :)) და რო ვიცი რასაც აკეთებდა გინდა გუნდში, გინდა გენტი ერქვას და გინდა ტაშკენტის ფახთაქორი, მაგიტო ვწერ :)) და რო ვიცი როგორი კაი პაძელნიკები იყვნენ ეს და ოქრი :)) რო ვჩუმდებით ყველა და ახლობლებზე გვეწვის კიდე გეუბნები მაგიტო ვართ წინ. აგერ მე და აგერ შენ, მაგასაც ვნახავთ ესე "პროფესიონალივით" თუ გააგრძელა მოქცევა როგორი ფეხბურთელი გაიზრდება. მარა ჯერ ბავშვია და იმედია მოვა გონზე და ითამაშებს დიდ ფეხბურთს და არ დარჩება 17 წლამდელების ერთ დროს კარგ ბიჭად. რატო მეკამათები ვერ ვხვდები, მტერი კი არ ვარ ამის. ღმერთმა ხელი მოუმართოს. არ მინდა რო ჭანტურიას და მისნაირების გზას დაადგეს და პოლოს სადღაც ციმბირში ითამაშოს და გული შემტკივა

gen t shi ara gen k shi jigaro da aravis ar vapareb xels lukas rac gauketebia am nakrebebistvis u17 dan dackebuli tu ar ici magdeni unda gachumde :)
გოგა
ზუსტად ეგ ნაცნობებზე ხელის დაფარებას მიყავს ქართული ფეხბურთი და ზოგადად ყველაფერი უკან :)) თორე თუ კარგად იცნობ ისიც კარგად გეცოდინება როგორი დისციპლინით გამოირჩეოდა გენტში
merabi
ახლა ეს ზოგიერთ ჩვენს ნაკრებში მიწვეულ ზოგიერთ ჩაბერებულს არ ჯობია?
Ramo
Warmatebebi luka. Ufali shegewios, egre gaagrdzele!

shenze kargad vicnob am bichs da maimunobebis mokvaruli namdvilad arari:)))))
Goga
რომ არა ტალანტი თუ რომ არა მაიმუნობა? ;)
სამშობლო
კარგია ბევრი ასეთი მომენტები

rame zedmeti ar dacrot lukaze rac ar icit:))))) kvelaze magari talantia rom ara travmebi
gio
ბაზარი არ არის მაგარი გოლი იყო. ნაკრებისთვის მშვენიერი კანდიდატია
კასანო: ნუსა ახალი კვარაცხელიაა და "ნაპოლიმ" სასწრაფოდ უნდა შეიძინოს
წიტაიშვილმა "გრანადა" დატოვა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
ვაკო გვილია: შემდეგ მატჩშიც იმავეს გაკეთებას ვაპირებთ
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
"არკა " - "ვისლა 3:3: ზარანდიამ თეთრმეტმეტრიანი მოინადირა, მერებაშვილს არ უთამაშია
ლუკა ზარანდიამ მნიშვნელოვან მატჩში პენალტი მოინადირა [VIDEO]
რამდენი უნდა იყოს საქართველოში ფეხბურთელის მინიმალური და მაქსიმალური ხელფასი
40 წუთში გატანილი 4 პენალტი, შესრულებული ჰეთ-თრიკი, დუბლი და ავტოგოლი - ქართველი ფორვარდი საოცარ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
გიორგი გაბედავას გუნდთან მატჩში ლუკა ზარანდიამ პენალტი მოინადირა
პოლონელები ლუკა ზარანდიას გვიქებენ
[აქტუალურ თემაზე] რას შემატებს ქართულ ფეხბურთს ვიზალიბერალიზაცია
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა