"ელვინ ტერას ვიქტორ ვანიამას მემკვიდრედ მიიჩნევენ!"
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში კენიელი ფეხბურთელები საკმაოდ არიან. ფოთის "კოლხეთის" ღირსებას იცავენ ამოს ნონდი, ჯონ მაჩარია და ამ ქვეყნის ნაკრების წევრი, ერიკ უმა ოტიენო. "საბურთალოში" წლებია წარმატებით თამაშობს ელვინ ტერა.

სოციალური ქსელის მეშვეობით გავიცანი კენიელი ჟურნალისტი ვინსენტ ოპიო, ვინც "დეილი ნეიშენელის" კორესპონდენტია. მას კენიურ ფეხბურთსა და საქართველოში მოთამაშე თანამემამულეებზე ვესაუბრე. ჩემდა გასაკვირად, ოპიო ბოლომდე ჩახედული აღმოჩნდა ქართულ ფეხბურთში.

გავრისკავთ და ვიტყვით - ცოტაა ისეთი უცხოელი, რომელიც ასე ზედმიწევნით იცნობდეს ჩვენს საკლუბო ფეხბურთს.

პრობლემა მენეჯმენტშია

..."თავადაც კარგად გეცოდინებათ, რომ ფეხბურთი კენიაში სპორტის ნომერი პირველი სახეობა არ არის. დარწმუნებული ვარ, იცით კენიელი მორბენლების შესახებ. მსოფლიოს ჩემპიონატი თუ სხვა გრანდიოზული ტურნირი ისე არ ჩაივლის, რომ მათ ოქროს მედალი არ მოიპოვონ. ფეხბურთი ჩვენთან სპორტის რიგით მეორე სახეობაა. მთავარი პრობლემა მენეჯმენტია. ფეხბურთის ფედერაცია ბევრს ვერ აკეთებს მარკეტინგის კუთხით. ჩვენს ფედერაციაში მოხდა გარკვეული ცვლილებები და ახლა ისინი ცდილობენ, თანამედროვე ტენდენციები დანერგონ...

...ჩვენთან ისეთ დიდ კლუბებსაც კი, როგორებიც არიან "გორ მაჰია" და "ლეოპარდსი", არ აქვთ საკუთარი სტადიონები. ვიცი, რომ საქართველოში სხვა სიტუაციაა. თუნდაც თბილისის "დინამოს", "ტორპედოსა" და გორის "დილას" შემთხვევაში. როცა საკუთრებაში არ გაქვს ინფრასტრუქტურა, ძნელია, მარკეტინგის კუთხით წინ წაიწიო.

ვიმედოვნებთ, რომ კენიურ ფეხბურთში დადგება რეალური ცვლილებების დრო. ჩვენ გვინდა, რომ აფრიკის ჩემპიონთა თასზე კენიის კლუბები იყვნენ ისეთივე დომინანტები, როგორც ეგვიპტის, ტუნისისა და ალჟირის გუნდები. ეს რომ ასე მოხდეს, ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი...

მსოფლიოში საუკეთესო საყრდენი

...მეკითხებით კენიური ფეხბურთის მთავარ ვარსკვლავ ვიქტორ ვანიამაზე. ეს ძალიან საინტერესო თემაა. ის "ტოტენჰემის" ერთ-ერთი ლიდერია და კენიის ნაკრებს კაპიტნობს. პირველი კენიელი ფეხბურთელია, რომელიც ინგლისურ პრემიერლიგაში თამაშობს და ეს მას ვარსკვლავურ სტატუსს სძენს.

სხვათა შორის, ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მისი უფროსი ძმაა მაკდონალდ მარიგა. ის "ინტერში" თამაშობდა და ამ გუნდთან ერთად ექვსი ტიტული მოიგო. ამჟამად, ესპანურ სეგუნდას გუნდ "ოვიედოში" ირჯება. ისიც ძალიან კარგი ფეხბურთელია. ამაზე მეტყველებს მის მიერ "ინტერის" შემადგენლობაში მოპოვებული ტიტულები.

ჩემი აზრით, ვანიამა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენია. მისი ევროპული კარიერა "ჰელსინგბორგიდან" დაიწყო. მერე ბელგიაში გადავიდა. "სელტიკის" სელექციონერებმა შენიშნეს... ვანიამა საფეხბურთო ოჯახიდანაა. მამამისი ნოა ვანიამა 80-იან წლებში კენიის ნაკრების წევრი იყო და "ლეოპარდსში" თამაშობდა. მისი მეორე ძმა ჰესკი ვანიამაც ფეხბურთელია და კენიაში თამაშობს.

ვანიამა კენიაში ძალიან უყვართ თავისი დიდებული ხასიათისა და ახალგაზრდა ფეხბურთელების დაფასების გამო. მე მჯერა, რომ ერთ დღეს ის აუცილებლად ითამაშებს ისეთ გრანდში, როგორიცაა "პარი სენ ჟერმენი", "ბაიერნი", "რეალი" ან "ბარსელონა". სხვათა შორის, მან "ბარსას" გაუტანა 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე. მაშინ ვიქტორი "სელტიკში" თამაშობდა...

ტერას იმ პერიოდიდან ვადევნებ თვალს, როცა...

...ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ მოთამაშე ყველა კენიელს ვადევნებ თვალს. მათ შორის, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ოთხ ჩვენებურს. არც ერთი მატჩი არ გამომიტოვებია მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაიწყო პირველობის გაშუქება.

გასულ წელს მიჭირდა ელვინ ტერას თამაშების ნახვა. არ იყო პირდაპირი ეთერი, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა.

ინტერნეტპორტალ sportall.ge-ზე წავიკითხე, რომ ქართულ მხარეს სურს ელვინ ტერას ნატურალიზაცია (იხილეთ ვრცლად). კენიაში ტერა ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება. პირდაპირ გეტყვით - ჩვენთან მას ვანიამას მემკვიდრედ მოიაზრებენ. ჯერ კიდევ იმ დროიდან ვადევნებ მის თამაშს თვალს, როცა სკოლაში სწავლობდა. და, უნდა გითხრათ, რომ დიდი პოტენციალი აქვს. შეუძლია თამაში მე-6, მე-8 და მე-10 ნომრის პოზიციაზე...

...ეს ნათლად მეტყველებს მათ ნიჭზე

...რაც შეეხება "კოლხეთის" სამეულს. ისინი ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეები არიან და ეს ნათლად მეტყველებს მათ ნიჭზე. კენიაში ხუთ მილიონზე მეტი მოქმედი ფეხბურთელია. ასე რომ, ნაკრებში მოხვედრა იოლი არ არის.

ერიკ ოტიენო, რომელსაც კენიაში მარსელოს სახელით იცნობენ, ნაკრების შეუცვლელი წევრია. ეროვნულ გუნდში ჯერ კიდევ 19 წლისას ჰქონდა დებიუტი. როცა ტრავმა მიიღო, "კოლხეთს" ძალიან გაუჭირდა.

შემთხვევითი არაა, რომ მისით საქართველოში და თქვენი ქვეყნის გარეთ ბევრი გუნდია დაინტერესებული. დარწმუნებული ვარ, თბილისის "დინამო", რომელიც, დიდი ალბათობით, გაისად საქართველოს წარმოადგენს ჩემპიონთა ლიგაზე, ზამთარში მოინდომებს მის აყვანას. ჩემი აზრით, "კოლხეთში მან მეტად უნდა შეასრულოს საჯარიმოები და კუთხურები მარცხენა ფლანგიდან. ამაში ის ძალიან ძლიერია.

...ნონდიც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ის კენიის 20-წლამდელთა ნაკრების ლიდერი და კაპიტანია. თამაშობს ორივე ფეხით და არის კარგი "ათიანი", თუმცა, რასაც ვხედავ, "კოლხეთში" მე-8 ნომრის პოზიციაზე თამაშობს. ვფიქრობ, თუ "ათიანზე" ითამაშებს, უფრო მეტ გოლს გაიტანს. მე მას გიორგი ჩაკვეტაძეს შევადარებდი, ვისი თამაშითაც აღფრთოვანებული ვარ.

...მაჩარია 20-წლამდელთა ნაკრების მეორე კაპიტანია. სხვათა შორის, ის ჯერ კიდევ მაშინ ვარჯიშობდა დანიაში, როცა სკოლაში სწავლობდა. ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია.

თქვენი ჩემპიონატი კენიისას სჯობია...

...ჩემი აზრით, საქართველოს ჩემპიონატი კენიისას სჯობს. ჩვენთან, ინფრასტრუქტურის მხრივ, ცუდი მდგომარეობაა და ეს ხელს უშლის ფეხბურთის განვითარებას. კენიაში 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მხოლოდ ერთი სტადიონია ისეთი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

რატომ ჩადიან კენიელები სათამაშოდ საქართველოს ჩემპიონატში? ჩვენთან ბევრი პრობლემაა. მაგალითად, კლუბი არ პატრონობს ფეხბურთელს, რომელიც სერიოზულ ტრავმას მიიღებს. შეიძლება თვეები ისე გავიდეს, რომ ფეხბურთელმა ხელფასი ვერ აიღოს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გუნდი თამაშზე ვერ გაემგზავროს.

ვუყურებ საქართველოს ლიგას და ის ძალიან ორგანიზებულია. თქვენი ახალგაზრდა მოთამაშეები მიდიან ბელგიაში, ესპანეთში, უნგრეთში, რუსეთში, დანიაში... ეს შანსია ახალგაზრდა კენიელი ფეხბურთელებისათვის. ჩვენი ლიგიდან პირდაპირი ტრანსფერი ევროპის ამ ქვეყნებში თითქმის წარმოუდგენელია. არის ხოლმე სინჯები და მათი აბსოლუტური უმრავლესობა წარუმატებლად სრულდება.

ამას ემატება ისიც, რომ ქართული კლუბები ევროთასებზე თამაშობენ. ეს ჩვენი ფეხბურთელებისათვის შანსია, საერთაშორისო ასპარეზზე თავი კარგად წარმოაჩინონ", - გვითხრა ვინსენტ ოპიომ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
ფოთის "კოლხეთის" ტრანსფერები: ორი კენიელი, ერთიც ქართველი
5 ყველაზე უხეში ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში
პრემიერლიგის ასეული კენიელმა ვიქტორ ვანიამამ შეკრა
"საუთჰემპტონის" ფეხბურთელი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ეროვნული ლიგის I ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ორი გუნდი პრემიერ ლიგიდან, ერთიც ჩემპიონშიპიდან - ჩაკვეტაძის ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება
გია ჭიაბრიშვილი: სიმულაცია ჩემი ფეხბურთელებისგანაც მაღიზიანებს...
"ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ..." - პოცოებმა "უდინეზე" გაასხვისეს და მთლიანად "უოტფორდზე" გადაერთვნენ
გიორგი ჭიაბრიშვილი: ამხელა დანაკლისით კიდევ მეხუთე ადგილზე რომ იქნები...
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
ლეგიონერები ეროვნულ ლიგაში: შემთხვევითები აღარ არიან!
ეროვნული ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი სომხეთის ჩემპიონატს უახლოვდება
"დრო არ ითმენს - "ვალენსიას" ჩაკვეტაძის სასწრაფოდ დამატება სჭირდება" - ესპანური მედია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
ანდრეი შევჩენკოს 18 წლის შვილი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
"საბურთალოს" ფეხბურთელი კენიის ოლიმპიურ ნაკრებში გამოიძახეს