ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ტორპედო-დინამო(თბ) 1:1 - სისხლით, ემოციებით, სავსე ტრიბუნებით [VIDEO]

ტორპედო-დინამო(თბ) 1:1 - სისხლით, ემოციებით, სავსე ტრიბუნებით [VIDEO]

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XXVII ტური
ყველა გუნდის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ფაქტი ფაქტად რჩება - ქუთაისში ყოველთვის ყველაზე დიდ ინტერესს "ტორპედო"-"დინამოს" დაპირისპირება იწვევს. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ინტერესი გუშინდელი მატჩის მიმართ გაორმაგებული იყო - "ტორპედოს" ლიდერთან მიახლოების შანსი გაუჩნდა...

მატჩის სანახავად გულშემატკივრებმა სტადიონზე ერთი საათით ადრე იწყეს მისვლა და რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე დაახლოებით 8 000 ქომაგი შეიკრიბა. ქართულ "კლასიკოს" ხშირად ახლავს დავიდარაბა და, სამწუხაროდ, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების მიუხედავად, ინციდენტის გარეშე ვერც გუშინდელმა დაპირისპირებამ ჩაიარა.

თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე სტადიონის ტერიტორიაზე "დინამოს" ფანკლუბის გამოჩენას ადგილობრივი ქომაგების მწვავე რეაქცია მოჰყვა. მათ მიერ სტადიონის გარედან ნასროლმა ქვამ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ერთ-ერთ ტექნიკურ პერსონალს (რომელიც პირდაპირ რეპორტაჟზე მუშაობდა) თავი გაუტეხა. მატჩის შემდეგ კი გულშემატკივრებს "დინამოს" პრეზიდენტსა და სხვა ხელმძღვანელ პირებთან, რბილად რომ ვთქვათ, შეკამათება მოუვიდათ. საბედნიეროდ, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა...

რაც შეეხება მატჩს, ის ძალზე დაძაბული, საინტერესო და ემოციებით დატვირთული გამოდგა. მატჩის პირველი ნახევარი ქუთაისელების დიდი უპირატესობით წარიმართა. კახა ჩხეტიანის გუნდი მთელი ძალებით უტევდა. ქუთაისელები ძირითადად საჯარიმოს გარედან ცდილობდნენ ნუკრი რევიშვილის დამწუხრებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სიზუსტე არ ჰყოფნიდათ, რამდენიმე ეპიზოდში კი თბილისელთა მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა.

მასპინძლები აქტიურად იყენებდნენ ფლანგებს, გრიგოლ დოლიძე და გიორგი ქიმაძე ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყვნენ, მაგრამ მათი მწვავე გარღვევების დაგვირგვინება ვერ ხერხდებოდა. თბილისელთა რიგებში ყველაზე შესამჩნევი ფიგურა ოთარ კიტეიშვილი იყო, ვინც ტრავმის შემდეგ "ტორპედოსთან" მატჩში დაუბრუნდა მოედანს. კიტეიშვილი ტექნიკური არსენალის წყალობით დინამოელთა თამაშს ამწვავებდა, პირველ ტაიმში თავად დაემუქრა მასპინძელთა კარს, მოგვიანებით კი სახიფათო ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც ლაშა თოთაძემ გოლად აქცია.

გოლის შემდეგ ჩხეტიანმა მდგომარეობის გამოსწორება ორმაგი ცვლილებით სცადა - გიგაურისა და ტუღუშის ნაცვლად მოედანზე გუგა ფალავანდიშვილი და გიორგი ბერიაშვილი შეიყვანა, ცოტა მოგვიანებით კი გამოცდილი შოთა ბაბუნაშვილიც ჩართო თამაშში.

ქუთაისელები ცდას არ აკლებდნენ, მაგრამ მათი შეტევები, ძირითადად, ქაოსური ხასიათის იყო. დინამოელები გოლამდეც მეორე ნომრად თამაშობდნენ და დაწინაურების შემდეგ მთელი გუნდით საკუთარ საჯარიმოსთან გამაგრდნენ. კუჭუხიძის მისამართით გაკეთებულ მაღალ ჩაწოდებებს თავიდან შედეგი არ მოჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ, სწორედ ქუთაისელთა ტანმაღალმა ფორვარდმა გადაურჩინა მასპინძლებს ქულა - მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე ქიმაძის ფლანგური ჩაწოდება ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა და მიმდინარე სეზონში "ტორპედოს" "დინამოსთან" პირველი ქულა მოაპოვებინა.

მატჩის სტენოგრამა

1' - "ტორპედოს" დაცვა ჩავარდა, რასაც გიორგი კუციას სახიფათო, მაგრამ არაზუსტი დარტყმა მოჰყვა.

2' - მერაბ გიგაურმა საჯარიმოს გარედან "დააქუხა". ბურთმა ხარიხას გადაუფრინა.

7' - გიორგი კუჭუხიძის სახიფათო დარტყმა მცირედით სცდება მიზანს.

10' - დინამოელები შეცდნენ, რითიც ლაშა კუჭუხიძეს უნდა ესარგებლა, მაგრამ მის დარტყმულ ბურთს ლაშა თოთაძე გადაეღობა.

13' - ბექა ტუღუშის დარტყმა ნუკრი რევიშვილმა მოიგერია.

15' - კუხიანიძის სახიფათო დარტყმა და მეკარე ბურთს კუთხურზე იგერიებს.

25' - ოთარ კიტეიშვილის გამჭოლი გადაცემა მეკარის საჯარიმოსთან ბექა მიქელთაძის მისამართით. მდგომარეობა მცველებმა განმუხტეს.

30' - არეულობა "დინამოს" საჯარიმოში, ვაჟა ტაბატაძის დარტყმა რევიშვილმა მოიგერია.

34' - გიგაურის შორეული დარტყმა მეკარემ მოიგერია.

43' - კიტეიშვილის სახიფათო დარტყმა საჯარიმოს გარედან. დინამოელს მიზანმა უმტყუნა.

50' - კიტეიშვილი-მიქელთაძის ორსვლიანი კომბინაცია მიქელთაძის სახიფათო დარტყმით დასრულდა. ბურთი ოდნავ ასცდა მარცხენა ძელს.

53' - კუხიანიძის ძალზე სახიფათო დარტყმა საჯარიმოს მისადგომებიდან. ბურთი ოდნავ სცდება კარს.

59' - კიტეიშვილი საჯარიმოს გარედან დაემუქრა კვასხვაძის კარს. ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.

62' - გოლი! 0:1! ლაშა თოთაძემ იდეალურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და "დინამო" დააწინაურა.

64' - თოთაძის საჯარიმო დარტყმა. ბურთი ხარიხას გადასცდა.

68' - გიორგი ბერიაშვილის დარტყმა ვარდნაში და ბურთი სცდება დინამოელთა კარს.

78' - მიქელთაძის შორეული დარტყმა უზუსტოა.

90+1' - ბერიაშვილი ახლო მანძილიდან დაემუქრა "დინამოს" კარს, მაგრამ რევიშვილმა მდგომარეობა განმუხტა.

90+4' - გოლი! 1:1! ქიმაძის ფლანგური ჩაწოდება და კუჭუხიძის თავური გოლი.

მატჩის შემდეგ

კახა კაჭარავა (დინამო): "ქუთაისში თამაში ყოველთვის რთულია. პირველივე წუთზე შეგვეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. შემდეგ "ტორპედომ" მოიპოვა უპირატესობა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ... მერე გამოვასწორეთ თამაში. ჩვენი მიზანი იყო, რომ კარი "მშრალად" შეგვენარჩუნებინა და კონტრშეტევებზე ჩვენი შანსი გამოგვეყენებინა.

მეორე ტაიმში წინ გავედით და ვფიქრობ, მოგებას ვიმსახურებდით, რადგანაც მატჩის უკანასკნელ წუთზე გავუშვით დასანანი გოლი. ეს ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოუცდელობას უნდა დავაბრალო.

დასანანია, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია. ჩვენს უშუალო კონკურენტს ვეთამაშებოდით, რომელსაც ჩემპიონობის ამბიცია აქვს. ჩემს ბიჭებს მინდა მადლობა გადავუხადო თავდადებული თამაშისთვის...

რაც შეეხება ტრიბუნებზე მომხდარ ინციდენტს, ვერაფერს ვიტყვი, რადგანაც თამაშში ვიყავი ჩართული და არაფერი ვიცი".

კახა ჩხეტიანი (ტორპედო): "მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ვფლობდით, არაერთი მომენტიც შევქმენით, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მივიღეთ. ამის შემდეგაც ბევრს ვუტევდით... ბოლო წუთზე გავათანაბრეთ კიდეც ანგარიში და თითქოს, ეს გამართლებაც იყო, მაგრამ ცოტა ადრე რომ გაგვეტანა, შესაძლოა, მატჩი სხვა შედეგით დასრულებულიყო.

რაც შეეხება მოედნის გარეთ მომხდარ ინციდენტებს, მსგავსი რამ ყველგან ხდება. მთავარია, ჩხუბი არ მოხდეს. ვფიქრობ, დღეს ქუთაისში საფეხბურთო ზეიმი იყო".

ეროვნული ლიგა. XXVII ტური

24.09. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"

ტორპედო-დინამო(თბ) 1:1

გოლები: 0:1 თოთაძე (62), 1:1 კუჭუხიძე (90+4. ქიმაძის პასით)

ტორპედო (4-1-4-1): კვასხვაძე - ტაბატაძე, ხურცილავა, გურული, ქიმაძე - გიგაური (66. ფალავანდიშვილი) - დოლიძე, კუხიანიძე (76. ბაბუნაშვილი), ტუღუში (66.ბერიაშვილი), კუტალია - კუჭუხიძე.

სათადარიგოები: ქვილითაია, ადამაძე, მამასახლისი, კორობკა

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

დინამო (4-2-3-1): რევიშვილი - გეგეჭკორი, სალუქვაძე, კობოური, თოთაძე - ქარდავა, ზარია - შულაია, კიტეიშვილი (90+4. ქოჩლაძე), კუცია (46. მიშჩენკო) - მიქელთაძე.

სათადარიგოები: ლიტოვჩენკო, კვარაცხელია, ერგემლიძე, დავითაშვილი, ქავთარაძე

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გაფრთხილება: კუცია (25), ქიმაძე (60), მიშჩენკო (71), ბერიაშვილი (80), თოთაძე (88)

არბიტრი: პ. მაჭარაძე.

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 22

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13

ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11

მომდევნო ტური

29 სექტემბერი, პარასკევი

კოლხეთი-დინამო (თბ)

შუქურა-სამტრედია

30 სექტემბერი, შაბათი

ლოკომოტივი-დინამო (ბთ)

ტორპედო-საბურთალო

1-ლი ოქტომბერი, კვირა

დილა-ჩიხურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ზურა

ნებისმიერი სოფლის გუნდი რო გამოიყვანო ისინიო უფრო აქტიურად და ჟინით ითამაშებენ ვიდრე ესენი! ორივე გუნდს ვგულისხმობ_)) უნდა არბენიო ყოველდგიურად 10-15 კმ და ეგება მერე რამე გამოვიდეს ! ტექნიკას დახვეწენ ნელნელა! 90 იევის დინამომ მასე დაიწყო ჯერ დარბოდა და მერე ტექნიკასაც მოუმატა

• ლუკა

ზაზა, ყაზახებთან და აზერბაიჯანლებთან გამარჯვებული ქართული გუნდი სად ნახე? ყაზახებმა და აზერებმა სადაც დაიჭირეს დინამო და სამტრედია იქ წაკუზეს. ერთი სომხები გვყავნან გამოჭერილი და ისინიც მალე წაგვკუზავენ.

• ქუთაისელი

ეს არ არის ის თამაში, რომლითაც ევროპაზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია. დღსვე უნდა შევცვალოთ მომზადების სისტემა, თორემ უარეი გველის მომავალ წელს. ივერია თავისით არ გაბრწყინდება! ერთი ადგილი უნდა გავანძრიოთ ყველამ! პ.ს. ნეოლითის ხანიდან უნდა გამოვიდეთ! 21-ე საუკუნეა უკვე!

• ზაზა

იმ ქვე-ყანაში, სადაც "პარლამენტარები" და "პოლიტიკოსები" ერთმანეთს დედის გინებას, ჩხუბს, დავიდარაბას და ათასნაირ შეურაცხოფებს არა აკლებენ ერთმანეთს, რა უნდა მოსთხოვო ამ "ინელექტუალურ" მასას, რომლებიც ერთმანეთზე არიან გადამტერებულები წლობის განმავლობაში, მთავარია კუთხური თვალსაზრისით, რომელიმე "მიცვალებულების" და არაპროფესიონალი ფეხბურთელების გუნდმა გაიმარჯვოს, აბა ევროპის თასები სულ არა გვადარდებს და იქაც, სომხებს, ყაზახებს ან აზერბაიჯანელებს თუ მოვუგეთ, ლამისაა რეალის, ბარსას ან ბაიერნის დონის გუნდებად და უმაღლესი კლასის მოთამაშეებად შევრაცხოთ ეს ჩვენი დიდებული "მობურთალები", ხშირ შემთხვევაში სახალხო გმირებათაც, მაგრამ ვერ "მოვუხერხეთ, წელს სულა 2:11 მივიღეთ ერთი საცოდავი აღებული "პრესტიჟული" ქულით.....ზაზა

• haha

პოლიცია უფრო ქმედითი უნდა იყოს. იქამდე მიუშვეს რომ ვეღარ ერევიან. სანამდე გაგრძელდება ამ კრიმინალების ფერება და სულის ბერვა?

• xoneli

ამ კომენტატორებსაც პიზიკური მომზადების პრობლემააქვთ.გააგვიძეთ ვინმემ.ჩვენი დაბალ ტემს კიდე ასეეთი წაყვანა უნდა

• Irakli apkhaidze

ძალიან დაბალი ტემპი იყო, ორი საუკეთესო გუნდის თამაში შენელებული კადრებივით არ უნდა გამოიყურებოდეს...

• ზაზა

ნუ ქუთაის მიკვირს და რეალობა ფაკტია და ვწუხვარ რომ ზრდილობასთან და გულშემატკივრობასთან დიდი ჩამორჩენა აქვს ...

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა

ტორპედო VS ტრენჩინი - ქუთაისი სასწაულის იმედად

ტორპედო-ლოკომოტივი 2:0 - დიდხანს ემახსოვრებათ... [VIDEO]

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

ცვლილებები თბილისის "დინამოში" - უკრაინელი წავიდა, ქართველი მოვიდა

კახა ჩხეტიანი: არა მგონია, გროზნის "დინამოს" კარდინალურად შეცვლა მოესწრო...

საუკეთესო ნოკაუტი - ქართველების წარმატება ხელჩართული ბრძოლების მსოფლიო თასზე [VIDEO]

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

კახა ჩხეტიანი: მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ მსგავს ანგარიშს არ ველოდი

კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...

კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს

"კარი გავზომეთ ჩვენით, ამათგან ყველაფერს ველოდით" - "ტორპედო" საშინელ პირობებში ემზადებოდა

კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე

"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება

"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა

ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ

უჩა სოსიაშვილი: უკვე ვიცით, როგორი მონახაზით უნდა ვითამაშოთ "შირაქთან"

"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი

"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო

[VIDEO] კლოპის თვალწინ შოუ დადგა - კიტეიშვილის მაგარი გოლი და დუბლი "ზალცბურგთან"

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XXVII ტური: პირველი არხის თავგატეხილი ტექნიკოსი და ფრე ქართულ ელ კლასიკოში

მოიგებს ლიგას კვარაცხელია? ქართველებს გავარდნა ემუქრებათ - მაისის ამბები

ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]

ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში

"ტორპედო" მე-9 ფეხბურთელმა დატოვა - კლუბი ღრმა კრიზისშია

იმერული დერბი თბილისში "სამტრედიამ" საეჭვო პენალტით მოიგო [VIDEO]

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ

ეროვნული ლიგა. XIII ტური: "ტორპედომ" "ლოკომოტივს" დამაჯერებლად მოუგო

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

ლევან სალუქვაძე: ამ სიტუაციას არ უნდა მოჰყვეს ზედმეტი დაძაბვა

ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

"ჩემპიონატის ორი საუკეთესო მოთამაშიდან ერთ-ერთი კიტეიშვილია" - ცნობილი ავსტრიელი ფეხბურთელი ქართველ ნახევარმცველზე

გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა

ლაშა თოთაძე "დინამოს" დაემშვიდობა და კარიერას ირანში გააგრძელებს

ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...

კიტეიშვილის "შტურმი" "ვოლფსბერგერს" ფრედ ეთამაშა და ლიდერობა დაკარგა

გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე