დღეს, 26 სექტემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს

დღეს, 26 სექტემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს.

20:30 საათზე (პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ), ახალ სპორტის სასახლეში, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის საპასუხო მატჩში, ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები რუმინეთს შეხვდებიან, რომელთანაც გასვლითი დაპირისპირება 2:2 დაასრულეს. გამარჯვებული ნაკრები ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ითამაშებს, რომელსაც სლოვენია უმასპინძლებს...

- ევრო 2018. პლეი ოფი: საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთში ფრედ ითამაშა [VIDEO]

გადამწყვეტ მატჩამდე გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. თბილისშია და გუნდის გვერდით იქნება ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ნიშნიანიძე, რომელიც პირველ მატჩში დაშავდა - მას მენისკი აწუხებს. სამაგიეროდ, უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს მეკარე ზვიად კუპატაძე, რომელმაც პირველი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

"პირველ მატჩს ვიგებდით, მაგრამ ორბურთიანი სხვაობა ფუტსალში დიდი უპირატესობა არაა. გავიხსენოთ საქართველოს ფუტსალის ლიგის ფინალიც, "ტატიშვილი" 4:1 იგებდა და შემდეგ "თსუმ" 5:4 მოიგო. თუმცა რუმინეთში ჩვენ ისეთი ფეხბურთი ვითამაშეთ, მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ გუნდი მზად არის. ამას ისიც ემატება, რომ გუნდს ახლა დაეხმარებიან აჩი სებისკვერაძე, შოთა ჭანუყვაძე, ზვიად კუპატაძე (იცინის). ჩვენი თავგანწირვით ხვალ სასურველი შედეგის დაფიქსირება შეგვიძლია - ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია. მთავარია, გულშემატკივრები გვერდში დაგვიდგნენ და მოედანზე დავდებთ ყველაფერს, რათა მიზანს მივაღწიოთ", - ამბობს კუპატაძე.

მურთაზ კაკაბაძე, ეროვნული ნაკრების წევრი:

" გუნდში საბრძოლო განწყობაა, ყველამ ვიცით თამაში რამდენად მნიშვნელოვანია. რუმინეთი გამოცდილი გუნდია, დიდი ხანია ერთად თამაშობენ და კარგად არიან შეთამაშებულები. ამის მიუხედავად, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად მაქსიმუმის გაკეთებას შევეცდებით. რუმინელებთან მოდუნება არ შეიძლება. პირველი მატჩის ერთწუთიან მონაკვეთში 2 გოლი გაგვიტანეს. აქვთ დამუშავებული კომბინაციები, მაგრამ ჩვენ გავარჩიეთ პირველი თამაში, გავაანალიზეთ და მაქსიმალურად ვეცდებით აღმოვფხვრათ ის შეცდომები, რაც რუმინეთში გვქონდა".

დავით ბობოხიძე, ეროვნული ნაკრების კაპიტანი:

"ეს ჩვენთვის ისტორიული თამაშია, რადგან შანსი გვაქვს, ისტორია დავწეროთ და გავაკეთოთ ის, რაც არავის გაუკეთებია. 100 პროცენტით ვართ მომზადებული და გულშემატკივრების დიდი იმედი გვაქვს. არაერთხელ მითქვამს, რომ მათი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. იმედია, დარბაზი ხვალ გაივსება და მჯერა, ხალხს იმედს არ გავუცრუებთ. მძიმე თამაში გვექნება, იოლი დასაძლევი მეტოქე არ არის. გამოცდილი ნაკრებია, ძალიან ბევრი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები აქვს ნათამაშები. სერიოზულად ვეკიდებით მეტოქესაც და თამაშსაც. მაგრამ მოედანზე მოსაგებად გავდივართ".

ავთანდილ ასათიანი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"რამდენად კარგად შევისწავლეთ რუმინეთი, ეს თამაშის შემდეგ შევაფასოთ. თუმცა, ამაზე ბევრი ვიმუშავეთ. ის შეცდომები, რაც პირველ შეხვედრაში დავუშვით, დეტაურად განვიხილეთ და შევეცდებით, აღარ გავიმეოროთ. განწყობა ძალიან კარგია. არ არის ზედმეტი ემოციური ფონი - ეს ისტორიული თამაშია და არ მინდა, ამან ბიჭებზე უარყოფითად იმოქმედოს. რთული მოწინააღმდეგე გვყავს და უსერიოზულესად ვართ განწყობილი. მჯერა, ხვალ 3500-იანი ტრიბუნები შეივსება - ჩვენ რუმინეთს მარტო ვერ დავამარცხებთ, ხალხის მხარდაჭერა აუცილებლად გვჭირდება. შევეცდებით, ქომაგებს მადლობა კარგი თამაშით გადავუხადოთ".

დღევანდელი შეხვედრისთვის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი);

წინა ხაზი: ლევან კობაიძე, დავით ბობოხიძე, მურთაზ კაკაბაძე (სამივე - მფკ ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია, კახა მაისაია (ორივე - თელასი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე, ირაკლი თოდუა (ორივე - ლიდსელმაში, ბელარუსი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ, თბილისი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), ფუმასა (სუნგუნი, ირანი).

ერთი სიტყვით, ასათიანსა და კომპანიას ევროფინალამდე 40 წუთი აშორებს. ამიტომ, მივიდეთ ახალ სპორტის სასახლეში და ჩვენი გუნდი, საქართველოს ფუტსალის ნაკრები გავამხნევოთ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავთო
აბა ბიჭებო მთელისაქართველო თქვენთანააა
ირაკლიუსი
წარმატებები ბიჭებო, იმედიანად ვართ და თქვენ იცით დაიხარჯეთ ბოლომდე.
GEO
მიდით ძმებო!!! თქვენ გენაცვალეთ. გაგვახარეთ დღესაც !
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ზვიად კუპატაძე: 99%-ით, საქართველოს ნაკრებს რუმინეთთან დავეხმარები
რუსეთის წინააღმდეგ რევანშის მოლოდინში!
რუსეთთან მატჩის წინ კაპიტანმა ისაუბრა: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ფავორიტები არიან, მაგრამ...
ევრო 2022. ავთანდილ ასათიანი: რუსეთის ნაკრები შევისწავლეთ და ზედმეტი წნეხიც მოხსნილია
ზვიად კუპატაძე: ისტორია მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გადავწეროთ
ევრო 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი: საქართველოს ნაკრებმა შოტლანდია არ დაინდო
ზვიად კუპატაძე: ესპანეთთანაც მოსაგებად გავალთ
რუმინეთი-საქართველო 2:2 - ახლოს ევროპასთან! [VIDEO]
საქართველოს ფუტსალის ნაკრები: ყველა სასურველი ლეგიონერით...
რუსეთის ფუტსალის ლიდერი "დინა" ქართველ მწვრთნელს ჩააბარეს
მატჩის დღე! ავთანდილ ასათიანი: ბოსნიასთან მატჩისთვის გუნდი ძალიან კარგ მდგომარეობაშია